American Soul

აი ძალიან ბედნიერი ვარ ^_^

ჯერ ერთი ჩემი ფრჩხილები ანათებს სიბნელეში. მეორეც უამრავი რამ შევიძინე ჰელოვინისთვის და კიდე ვიყიდე ძალიან მაგარი კოკა-კოლას ჭიქები. 4 ცალი. კიდევ დესტინის ჩაილდსის ძაან მაგარი ხარისხის ფოტოალბომი. თავის ბიოგრაფიებით და მთელი ამბებით. ნუ ჟურნალია რა ერთი სიტყვით. სასუვენირო. მიყვარს ეგეთი პაპსავიკური რაღაცეები!!!

all2

ახლა დაწვრილებით:

დღეს წავედი დოლარ სთორში, დიღმის მასივში რომაა იმაში. [შაბათს ვაპირებ წერეთლის დოლარ სთორში გავლას და მერე მოვყვები იმ ვოიაჟზეც]

ფასდაკლება ეწერა გარედან, არადა რაღა ფასდაკლება უნდოდათ ისედაც 3 ლარზე ძვირი არაფერი არ ღირს.

შევედი და ვიკითხე საჰელოვინო რამე თუ გაქვთ მეთქი და გოგომ წამიყვანა კოსმეტიკის განყოფილებისკენ. და გადმოალაგა და გადმოალაგა. რაც გადმოალაგა ყველაფერი ვიყიდე მამენტ.

ესე იგი:

1. დასაწებებელი ფრჩხილები, შავი ფერის, საკმაოდ გრძელია. თან ორმხრივი ნაკლეიკით ეწებება და არა წებოთი. ანუ ფრჩხილებს არ აფუჭებს. ღირდა 1 ლარი. 20 ფრჩხილი დევს პაკეტში. ანუ ორჯერ გამოიყენებ. ასეთივეები იყო ვერცხლისფერები და კიდე რაღცნაირი არ დავკვირვებივარ.

frchxilebi

2. დასაწებებელი წამწამები, 2ნაირი ვიყიდე. მესამენაირიც იყო მაგრამ ის ბრჭყვიალებდა ვერცხლისფრად და ჩემს საკარნავალო ფორმას არა მოუხდებოდა. ესეც ლარი ღირდა თითო. კოლოფში არის ერთი წყვილი წამწამი.

tvalebi

3. ფოსფორის შემცველი ფრჩხილების ლაქი. შეგიძლია გადაისვა სხვა ფერის ლაქზე. გარეგნულად არ ეტყობა სინათლეში. მხოლოდ სიბნელეში ანათებს მწვანედ. :)) თან თავსახურზწე აწერია RIP მაგარი პრიკოლია ^_^

4. ფოსფორის შემცველი თვალის კრემ-პუდრა. სახეზე წასასმელია, მაგრამ სადაც გინდა წაისვი. :D

5. შავი პომადა და მუქი იისფერი პომადა.

6. თვალის ფანქარი, შავი ფერის, ძალიან რბილი სპეციალურად სახეზე შესასრულებელი ნახატებისთვის.

7. ფოსფორის შემცველი სხეულის მარკერი. რასაც გინდა დაიხატავ და სიბნელეში გამოჩნდება. სინათლეში არ გეტყობა.

8. ბეჭედი -  ფოსფორის შემცველი თავისქალა. რეზინის. სიბნელეში მაგარი პრიკოლია. ასეთივე იყო დიდი ობობა უზარმაზარი. მაგრამ პოლსკის პატივი ვეცი და არ ვიყიდე ^_^ თან ის ობობა არ ანათებდა შავი იყო.

9. ტატუიროვკები ფოსფორიანი. რაღაც საჰეოვინო გამოსახულებებით. ლარი ღირდა ეგეც.

kit  

 

ეს ყველაფერი საერთო ჯამში დამიჯდა 18 ლარი და 50 თეთრი.

ბლინ, ამერიკის სული იყო ჩემში შემოსახლებული During my ვაჭრობა… 

ვინმემ გამისროლეთ მანჰეტენზე… ბლინ, ბლინ!

USA

12 Comments

  1. ყოჩაღ შენ, რა კარგად მოგიფიქრებია, დოლარ სთორიში რომ იქნებოდა საჰელოუინო რაღაცეები. :)

  2. იაი წამწამები და ფრჩხილები მინდა!

    წამწამები ისე გასართობად დაჟე : ))

    წერეთლის პახოდი არგამომაპარო,ე რთად გავიდეთ, სადაა ეგეც არ ვიცი იქ ეგ დოლარ სთორი )

  3. okey, კოტეც მოდის და ერთად გავიდეთ ^_^

    აუ, პოპაპზე დავაყენე ისევ თორე ძაან იგრუზებოდა რა საიტი…

  4. ჰეჰე, ფრჩხილები უკვე შევუკვეთე ბიძაშვილის ” ს ზაგრანიცი”, თორემ აქ ვიყიდიდი, ისე წამწამები კარგი იდეაა :))) მერე წერეთლის დოლარ სთორის მისამართი ჩამჩურჩულეთ რა..

    ისე მაგარია ეგეთი მაღაზიები, ინგლისში რომ ვიყავით ე.წ. “ფაუნდლენდში” ვყიდულობდით ხოლმე ხშირად რაღაცეებს, მაგალითად მყარი პლასტიკის მრავალჯერად გამოყენების ძალიან სიმპატიური ჭურჭელი, დანაჩანგლები, პატარა ე.წ. “დივანის ბალიშები” ( დივანი ქართულად როგორაა?), ინგლისურის განმარტებითი “ფოქეთ” დიქშიონარი, დივიდი–რვ–ების ნაკრები და ა.შ. :დ ყველაფერი ერთ ფაუნდად.

    1. ერთი მაღაზია დიღმის მასივშია, ბაზართან.
      მეორე – დინამოს ბაზრობასთან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.