#6: 80 რჩევა პროფესიონალური ბლოგინგისთვის

by Sweety on 14 ოქტომბერი, 2009 · 38 comments

in 30 გაკვეთილი

ეს პოსტი წარმოადგენს 6 ნაწილს 11 ნაწილიან სერიაში 30 გაკვეთილი ბლოგერებს

ამ კვირაში დავალებები არ იქნება! :) ზარმაცმა მოსწავლეებმა შეგიძლიათ გაიხაროთ, ბეჯითებმა კი ეს პოსტი თავიდან ბოლომდე გულდასმით წაიკითხოთ.

ეს რჩევები გუშინდელ ფორუმზე პრეზენტაციის სახით ჩავატარე, რომელსაც უჩვეულო წრიული ფორმა ჰქონდა და ანონიმურ ალკოჰოლიკების ჯგუფს უფრო ჰგავდა, ვიდრე ბლოგინგისადმი მიძღვნილ სემინარს. რჩევები ამობეჭდილი დავარიგე და ყველას სახლში გავატანე, ზოგსაც ფლეშკაზე ჩავუწერე, თუმცა ამობეჭდილი – მხოლოდ 20 ცალი მქონდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დღევანდელ დავალებაში იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი გამეხადა.

80 დავალება, რომელსაც ყველა ბლოგერს ვურჩევ შეასრულოს.

ისინი ამოკრებილია სხვადასხვა წარმატებული ბლოგებიდან, სტატიებიდან, ზოგიც მე დავამატე. ^_^

თეორია:

  1. იყიდეთ დომენი და დააინსტალირეთ ვორდპრესი
  2. თუ ფული არ გაქვთ ან გეზარებათ, გამოიყენეთ Blogger-ი. იგი ადვილია, უფასოა და Google-ისაა. ამიტომაც ძიებისას თქვენი ბლოგი უფრო ზედა რეზულტატებში გამოჩნდება.
  3. მოიფიქრეთ ბლოგის მახვილგონივრული აღწერა (tagline)
  4. ფოკუსირება მოახდინეთ ნიშურ თემაზე
  5. გაუღიმეთ საძიებო სისტემებს – გამოიყენეთ ტეგები
  6. მოფიქრეთ სხარტი სათაურები პოსტებისთვის
  7. პოსტებში აუცილებლად დალინკეთ შიდა გვერდები და ძველი პოსტები
  8. პოსტების ბოლოს განათავსეთ ”მსგავსი პოსტების” ჩანართი.
  9. ებრძოლეთ სპამს!
  10. იყავით ფოკუსირებული ბლოგის განვითარებაზე
  11. დაიცავით ბლოგი უცხო პირთა შეჭრისგან – დააყენეტ ძნელად გამოსაცნობი პაროლები
  12. იფიქრეთ პრემიუმ დიზაინზე
  13. კარგად შეახამეთ ბრენდინგის ელემენტები
  14. გადაიტანეთ RSS Feedburner-ზე
  15. მიეცით მკითხველებს საშუალება გამოიწერონ ბლოგი იმეილით
  16. მიეცით მკითხველებს კომენტარების გამოწერის საშუალება
  17. დარეგისტრირდით Google Analytics-ზე
  18. გახადეთ პოსტები სკანირებადი და კითხვადი
  19. გაათავისუფლეთ ბლოგი ზედმეტი ნაგვისგან
  20. შეინახეთ პოსტების და კომენტარების სამარქაფო ვერსია (ყოველი შემთხვევისთვის)
  21. პოსტი გააფორმეთ მინიმუმ 1 სურათით
  22. ატვირთეთ ისინი თქვენს საკუთარ სერვერზე ან ბლოგერის უფასო სერვისით ისარგებლეთ.
  23. არ გამოიყენოთ უფასო იმიჯ-ჰოსტინგები
  24. დაიცავით თვით-დისციპლინა
  25. დარეგისტრირდით blogroll.ge-ზე
  26. ბლოგიდან მოაცილეთ გაფუჭებული ბმულები რომლებიც არსად არ ილინკება.
  27. უპასუხეთ მკითხველის კომენტარებს
  28. დაწერეთ მიწვეული-პოსტი რომელიმე პოპულარულ ბლოგზე
  29. იკითხეთ სხვა ბლოგები ახალი იდეებისთვის
  30. იყავით აქტიური ინტერნეტში და ცხოვრებაში
  31. გამოძვერით ”ტექსტი მეფობს”- ჩარჩოდან
  32. შექმენით ალიანსი სხვა ბლოგერთან
  33. შეიძინეთ ახალი უნარ-ჩვევები – შეისწავლეთ ბლოგის ტექნიკური მხარეები
  34. გახადეთ მკითხველისთვის ადვილი თქვენთან დაკავშირება
  35. იქონიეთ გამზადებული მედია კიტი რეკლამის დამკვეთებისთვის
  36. გადაიღეთ ვიდეო-პოსტი
  37. არ იპასიუროთ, დაარეკლამეთ თქვენი ბლოგი
  38. მადლობა გადაუხადეთ თქვენს სტუმრებს
  39. დაწერეთ ელექტრონული წიგნი და გაავრცელეთ უფასოდ.
  40. მკითხველის რომელიმე საინტერესო კომენტარს ახალ პოსტში ციტირება გაუკეთეთ და განავრცეთ
  41. არ შეიქმნათ ზედმეტი წარმოდგენები მკითხველის შესახებ, თქვენ მათ ჯერ კიდევ არ იცნობთ. – ამიტომ ნუ დაიწყებთ პოსტებს შემდეგი ფრაზით – “როგორც უკვე იცით, …” აუხსენით მათ ყოველი დეტალი.
  42. დაილაგეთ სამუშაო მაგიდა
  43. სპონსორი გჭირდებათ? მოიძიეთ!
  44. გამორთეთ კომენტარების მოდერაცია
  45. არ მოიხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ ვერ პოსტავდით. ეს არავის აინტერესებს. უბრალოდ დაწერეთ ახალი პოსტი. პაუზას ვერავინ შეამჩნევს.
  46. დარეგისტრირდით Twitter-ზე. (აქვე არ დაგავიწყდეთ ჩემი ჩამატება – Sweet)
  47. წაიკითხეთ წიგნი
  48. გაყიდეთ ან გააჩუქეთ ტელევიზორი
  49. იკითხეთ პრო-ბლოგერების ბლოგები და ისწავლეთ მათგან
  50. მეტი კომენტარების მოსაპოვებლად პოსტებში დასვით შეკითხვები
  51. დაწერეთ ელექტრონული წიგნი და გაყიდეთ
  52. შეწყვიტეთ დაგეგმვა, დაიწყეთ წერა!
  53. წერეთ ყოველ დღე
  54. თუ ფიქრობთ, რომ კარგად წერთ, წერეთ დღეში ორჯერ
  55. არ უთხრათ თქვენი ბლოგის შესახებ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, შეყვარებულს, თანამშრომლებს.
  56. თუ ისინი მაინც აღმოაჩენენ მას, სთხოვეთ დაივიწყონ თქვენი ბლოგის მისამართი.
  57. გალინკეთ სხვები. გალინკეთ ყველა ვინც გაგლინკავთ. ლინკებით განსხვავდება ბლოგერი მაიმუნისგან.
  58. დაწერეთ რამე რეალური თქვენს შესახებ!
  59. თუკი კვირაზე მეტია არ დაგიწერიათ სექსზე, პოლიტიკაზე და რელიგიაზე ესე იგი ”სუფთა თამაშს” თამაშობთ, რაც იმას ნიშნავს რომ #55 რჩევის შესრულებისას ჩაიჭერით. გააკეთეთ ახალი ბლოგი და ამჯერად ენას კბილი დააჭირეთ.
  60. დააყენეთ მთვლელი და მიეცით საშუალება ყველას ნახოს თქვენი სტატისტიკა.
  61. თუ არ იცით როგორ კეთდება ეს – ისწავლეთ. იმ წუთიდან რაც ბლოგს გააკეთებთ კარგი რაღაცეები მოხდება, მათ შორის ის, რომ ახალ რამეებს ისწავლით.
  62. სანამ ”გამოქვეყნებას დააჭერთ. მონიშნეთ მთელი პოსტი და დააჭირეთ CTRL+C-ს. ეშმაკს არ სძინავს!
  63. წერეთ გულწრფელად. ყოველი პოსტი წინაზე გულწრფელი უნდა იყოს.
  64. ცვალეთ წერის სტილი. წერეთ ლამაზი ზღაპრები. იოცნებეთ სახალხოდ. გამოფინეთ ყველაზე ჭუჭყიანი თეთრეული. სახელებით მოიხსენიეთ კონკრეტული პიროვნებები. იტირეთ, იჩხუბეთ, იმღერეთ, არ მოგერიდოთ, რომ ვინმე დაგცინებთ.
  65. კვირაში ერთხელ მაინც ჩაწერეთ აუდიო პოსტები.
  66. არ იზარმაცოთ!
  67. დასასვენებლად მიდიხართ? არ მოკლათ ბლოგი! – დაუტოვეთ იგი ალიანსელს (იხ. #32) ან წინასწარ დაწერეთ სამომავლო პოსტები და გადაანაწილეთ თქვენს შვებულებაზე.
  68. დაწერეთ ღია წერილები. გააკეთეთ სიები. წერეთ სხვის შეცდომებზე.
  69. გამოიგონეთ საკუთარი თავი.
  70. წერა დაიწყეთ იმ ამბით, რაც დღეს გადაგხდათ.
  71. როცა არ იცით რა დაწეროთ, დაწერეთ მიმოხილვები, მაგალითად მიმოიხილეთ გუშინ ნანახი ფილმი.
  72. ხშირად წერეთ იმ ქალაქზე, სადაც ცხოვრობთ.
  73. გამოააშკარავეთ საკუთარი თავი. მოყევით თქვენი საიდუმლოებები. ამ პოსტების წაშლა შემდგომში ყოველთვის შეიძლება.
  74. არ გამოაქვეყნოთ თქვენი ნამდვილი სახელი. არ ილაპარაკოთ სამსახურზე თუ გაწუხებთ სამსახურიდან გამოგდების საკითხი.
  75. არ გამოაქვეყნოთ თქვენი ლექსები, მათ არავინ წაიკითხავს. განსაკუთრებით – თუ ისინი გენიალურია. გამოაქვეყნეთ მხოლოდ სასაცილო და იდიოტური ლექსები.
  76. მოყევით თქვენი მეგობრების შესახებ
  77. შეიყვარეთ ის საქმე, რასაც აკეთებთ!
  78. წაიკითხეთ ათასობით ბლოგი და დატოვეთ სასიამოვნო კომენტარები
  79. ამობეჭდეთ ეს სია, გაიკარით სამუშაო მაგიდასთან და ყოველდღე გადახედეთ!
  80. შთაგონებისთვის – იკითხეთ Sweet.ge

საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე პატარა დავალება მომეცა:

გადაპოსტეთ ეს პოსტი ან უბრალოდ ჩაინიშნეთ რომელი საკითხები გაქვთ უკვე შესრულებული/ჯერ შეუსრულებელი.

რჩევა: შეგიძლიათ შესრულებული საკითხები მონიშნოთ მწვანედ, შეუსრულებლები – წითლად.

დაითვალეთ რამდენი %-ია ეს 80-ის და დაწერეთ ეს რიცხვი პოსტის ბოლოს.

აუცილებელია: პოსტის ტეგებში მიუთითეთ ტეგი: გაკვეთილი#6

რატომ? იმიტომ რომ ჩვენ  უკვე გვაქვს ერთიანი ტეგ სისტემა blogroll.ge-ზე, სადაც ყველა ამ ტეგის ქვეშ დაწერილი პოსტი ერთი კლიკის საშუალებით შემიძლია მოვძებნო, ყველა ბლოგზე ცალცალკე სიარულის მაგივრად.

რა თქმა უნდა ტეგის გარდა სასურველია ლინკებიც დატოვოთ კომენტარებში.

წარმატებები!

{ 1 trackback }

Done 75%
13 ნოემბერი, 2009 at 1:16 pm

{ 37 comments… read them below or add one }

1 Clown^^ 14 ოქტომბერი, 2009 at 3:27 pm

კაი პოსტი იყო..
გამოსაყენებელი..
ხოდა მადლობ :უსერ:

:>

პასუხი

2 ლილიანი 14 ოქტომბერი, 2009 at 9:24 pm

ყველა გაშტერდით ერთად ხო?? ეს რა უბედური სიაა??

პასუხი

3 Sweety 14 ოქტომბერი, 2009 at 9:54 pm

რა არ მოგწონს? o_O

პასუხი

4 თინი 14 ოქტომბერი, 2009 at 10:30 pm

გავამწვანე და იმდენი რამე მქონდა გასაკეთებელი მომერიდა დაპაბლიშება და დავდრაფტე :D

პასუხი

5 kate_alukard 14 ოქტომბერი, 2009 at 11:42 pm

მაგარია :O

პასუხი

6 kate_alukard 14 ოქტომბერი, 2009 at 11:43 pm

მედია კიტი და Feedburner ვერ გავიგე მარა ახლა ვერკვევი მგონი :D

პასუხი

7 Sweety 15 ოქტომბერი, 2009 at 12:00 am

დალინკული მაქვს ორივე :user:

პასუხი

8 kate_alukard 15 ოქტომბერი, 2009 at 1:29 am

ხო ვნახე და ვცდილობ გარკვევას ძაან დებილი ვარ ეგეთ რაღაცეებში :D

პასუხი

9 ლილიანი 15 ოქტომბერი, 2009 at 12:18 am

რავიც ძალიან ბევრია მარა კაი აჰათ ისევ 2 ერთში
http://busuna.blogspot.com/2009/10/2-in-1-again-56.html :D

პასუხი

10 დოდკა 15 ოქტომბერი, 2009 at 12:53 am

ძალიან ბევრი იდიოტური პუნქტია. ”არ გააგებინო მეგობრებს”, ”დაივიწყონ შენი ბლოგის მისამართი”, ”გამოიგონე საკუთარი თავი”…

ანუ – იყავი ყალბი, გაჭორე ბლოგზე მეგობრები, მაგრამ საიდუმლოდ შეინახე და არ ანახო მათ, ან მოგვიანებით წაშალე ის პოსტები :D

პასუხი

11 Sweety 15 ოქტომბერი, 2009 at 2:15 pm

ლოლ მაგას რომ კითხულობდი #63 და #73 რატმ გამოგრჩა??

პასუხი

12 ჰიუსტონ 15 ოქტომბერი, 2009 at 10:59 am

კაი რამეები გიწერია. გავითვალისწინებ რაღაც-რაღაცეებს :>

პასუხი

13 Samurai 15 ოქტომბერი, 2009 at 1:19 pm

ეს რჩევები კარგი, მაგრამ ნუთუ პროფესიონალური ბლოგინგი იმას ნიშნავს, თითიდან გამოწოვილი პოსტები დაიწეროს?.. აუცილებლად პირადი იყოს?.. ხელოვნურად გაზარდო მკითხველების რაოდენობა?.. მე მგონი რომ პოსტის სათაური გადაჭარბებულია

პასუხი

14 Sweety 15 ოქტომბერი, 2009 at 2:13 pm

თითიდან გამწოვილი სად მიწერია?

საინტერესო და გულწრფელი უნდა იყო.

პასუხი

15 Samurai 15 ოქტომბერი, 2009 at 5:27 pm

:) მაგ კატეგორიაში შევიყვანდი მაგალითად ამათ: 71, 72, 53, 54, 65.

პირადულზე რომ არის აქცენტი გაკეთებული, ამათ: 55, 56, 58, 59, 64, 70, 73.

ესენი კი რაღაც ხელოვნური მეჩვენება: 28, 40, 57, 75, 76.

საინტერესო რჩევებიც არის.

პასუხი

16 ხატუსია 15 ოქტომბერი, 2009 at 2:12 pm

გააკეთეთ ახალი ბლოგი და ამჯერად ენას კბილი დააჭირეთ. :ლოლ: ვაპირებ გათვალისწინებას :D

პასუხი

17 თაა 15 ოქტომბერი, 2009 at 3:08 pm

მარიი, ერთი თხოვნა მაქვს
შენი ბლოგროლის სიაში მოაშორე TT+ და ჩაწერე “თაა”

პასუხი

18 თაა 15 ოქტომბერი, 2009 at 3:18 pm

20.შეინახეთ პოსტების და კომენტარების სამარქაფო ვერსია (ყოველი შემთხვევისთვის)

ეს სამარქაფო რა უბედურებაა?

39.დაწერეთ ელექტრონული წიგნი და გაავრცელეთ უფასოდ.

რა საჭიროა?

46.დარეგისტრირდით Twitter-ზე. (აქვე არ დაგავიწყდეთ ჩემი ჩამატება – Sweet)
ვერასოდეს ვერ ვლინკავ მანდ გრძელ ლინკებს

49.იკითხეთ პრო-ბლოგერების ბლოგები და ისწავლეთ მათგან
პრო-ბლოგერი რა არის? ტიტულია?

პასუხი

19 Sweety 15 ოქტომბერი, 2009 at 3:51 pm

20. სამარქაფო – ქართული სიტყვაა და ინგლისურად ნიშნავს Backup-ს :D

39. ხალხი რომ შემოვიდეს და გადაიწეროს

46. გამოიყენე bit.ly – იგი გრძელ ლინკებს ავტომატურად ამოკლებს ტვიტერში.

49. პრობლოგერი არის “პროფესიონალი ბლოგერის” შემოკლებული ფორმა

პასუხი

20 kikito 16 ოქტომბერი, 2009 at 2:11 pm
21 Meloholica 16 ოქტომბერი, 2009 at 8:06 pm

ახალ დომენზე გადავედი და აქ გავაგრძელე დავალებების შესრულება, მემგონი არაფერი დაშავდება ხომ? :D

http://meloholica.wordpress.com/2009/10/16/გაკვეთილი6/

პასუხი

22 ალისა 16 ოქტომბერი, 2009 at 9:36 pm

ძალიან კარგი პოსტი იყო… გამოვიყენებ :D
მანამდე ის გამაგებინეთ, Read More როგორ დავუმატო პოსტებს :( დავიტანჯე..

პასუხი

23 chaotic 17 ოქტომბერი, 2009 at 12:58 am

http://chaochaotic.blogspot.com/2009/10/6.html
დავწერე, მერე აქ შემოვედი და აღმოჩნდა, რომ ბევრ რამდენიმე პუნქტში დოდკას ვეთანხმები :D

მარი, 38,75% მქონდა :D

პასუხი

24 ალისა 17 ოქტომბერი, 2009 at 11:01 am

ეჰ, მაინც არავინ მასწავლა Read more როგორ ჩავსვა პოსტებში :( :(

პასუხი

25 chaotic 17 ოქტომბერი, 2009 at 2:52 pm

აუ, არ ჩასვა რა…

:user:

რა უბედურებაა ეს რიდმორი :

პასუხი

26 ალისა 17 ოქტომბერი, 2009 at 3:39 pm

ძალიან მეწელება პოსტები :(

პასუხი

27 Sweety 17 ოქტომბერი, 2009 at 4:48 pm

ბლოგსპოტს თავისი რიდმორი დაემატა.

http://bloggerindraft.blogspot.com/2009/09/you-might-as-well-jump.html

პასუხი

28 ალისა 17 ოქტომბერი, 2009 at 7:05 pm

უი,უი.. :D მოვისვენე ძლივს… ერთი რაღაც მაინტერესებს კიდევ, პოსტის ქვეშ დამატებით Link ფუნქცია როა.. (Use this to make your title link to a website.) ეს კარგად ვერ გავიგე რისთვისააა :(

პასუხი

29 chaotic 19 ოქტომბერი, 2009 at 4:56 am

მარი, მერვე პუნქტს რაც შეეხება: როგორ კეთდება?

:user:

პასუხი

30 Sweety 19 ოქტომბერი, 2009 at 2:37 pm

ბლოგსპოტზე არ ვიცი მაგრამ ტომუშკას უყენია და თუ მიმართავ- ალბათ გაგიზიარებს…

პასუხი

31 თაა 22 ოქტომბერი, 2009 at 12:49 pm
32 ანგელდილო 29 ოქტომბერი, 2009 at 9:42 pm
33 dv0rsky 30 ოქტომბერი, 2009 at 1:21 pm

აჰა, გაგაკრიტიკე და ქვა ქვაზე არ დავტოვე:
http://www.dgiuri.com/2009/10/80.html

თუმცა, რამდენიმე პუნქტში დაგეთანხმე :) ))

პასუხი

34 ლაშა 23 ივნისი, 2010 at 7:32 pm

მეც მინდა “შიშკა” ბლოგერობა :(

პასუხი

35 ქეთუსი 30 ივლისი, 2010 at 12:36 am

ძალიან მომწონს შენი ბლოგი,და ბევრს ისწავლი ნამდვილად შენი ტუტორიალებიდან,
ორი დღეა გავაკეთე ჩემი,რაღაცეებს ვერ ვცვლი და ვწვალობ ჯერ, მაგრამ ვისწავლი მეც.
ამ გაკვეთილსაც გავითვალისწინებ

პასუხი

36 კოკო-შმოკო 30 ივლისი, 2010 at 4:30 pm

მადლ, მადლ , მადლობა :*

პასუხი

37 მაკუს 31 ივლისი, 2010 at 7:44 pm

მეგობრებს და ვიღაცეებს რატომ არ ვუთხრა?
მინდოდა მათთვის გაზიარება რაღაც ნაწერის და ბევრისთვის მიჩვენებია

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</