#7 იპოვეთ მეგობარი ბლოგერი

ეს პოსტი ეძღვნება ჩემს მეგობარ ბლოგერს!

ეს არის მეშვიდე გაკვეთილი პოსტების სერიაში: 30 გაკვეთილი უკეთესი ბლოგისთვის

დღევანდელი გაკვეთილი შეეხება ბლოგერების მეგობრობას… ამას წინათ ვდარდობდი ქართველ ბლოგერებს ერთმანეთი არ უყვართ მეთქი, ჰოდა დროა დამეგობრდეთ, მეგობრებო :D

თეორია

თუ გსურთ წარმატებული და პოპულარული ბლოგი გქონდეთ, იპოვნეთ ადამიანი (ან ადამიანები), ვინც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. მერწმუნეთ, სხვა ბლოგერთან ძალების გაერთიანებით დიდ ხეირს ნახავთ.

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გვყავდეს მეგობარი ბლოგერი: (წყარო)

1. მას შეუძლია შეაფასოს თქვენი პოსტი მის გამოქვეყნებამდე

– უამრავჯერ მიჩვენებია ზოგიერთი პოსტი გამოქვეყნებამდე თინისთვის. უამრავჯერ მოუცია მას შენიშვნა და უამრავჯერ გადამიხდია მისთვის მადლობა ამის გამო. ასევე პირიქით, ის მაჩვენებს ხოლმე თავის პოსტებს და მე ვეუბნები, რა შეიძლებოდა სხვანაირად დაეწერა.

2. იგი ყოველთვის მოგისმენთ და გაიგებს თქვენს სიტუაციას

– ხანდახან არ ღირს ხოლმე ძალიან გაბრაზებული პოსტების დაწერა. როცა ეს მინდება, უბრალოდ ვრთავ მესინჯერს და ვინმეს ვუყვები ყველაფერს. თუ თქვენც იგივეს გააკეთებთ და ეს ვინმე – მეგობარი ბლოგერი აღმოჩნდება – დამიჯერეთ, არ წააგებთ. პირველ რიგში, ის გირჩევთ საერთოდ ღირს თუ არა ამაზე დაწერა, მეორე რიგში, უამრავ რჩევას მოგცემთ კონკრეტულად სიტუაციის შესახებ და მესამე რიგში, პირველი იქნება, ვინც დააკომენტებს პოსტზე – ეს კი ნამდვილად სასიხარულოა.

3. თქვენ შეგიძლიათ რაიმე პროექტის ერთად დაწყება

– მე და თინი საათობით ვმჯდარვართ და პროექტებზე გვიფიქრია. მართალია, მას ყოველთვის ეზარება რაღაცეების კეთება, მაგრამ მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომელიმე ჩემს მომავალ პროექტში ისე ჩავითრიო, რომ ვეღარ ამოძვრეს.

4. ის აუცილებლად დაგლინკავთ თავის პოსტებში, თქვენ დალინკავთ მას თქვენსაში.

5. თქვენ შეგეძლებათ გაავრცელოთერთმანეთის პოსტები სოციალურ ქსელებში

6. თქვენ შეგეძლებათ ერთმანეთის ქომიუნითი-ების გაზიარება

– ო, ეს ძალიან საინტერესო პუნქტია. მე და ჩემი მეგობარი ბლოგერი სხვადასხვა სამყაროებს მივეკუთვნებით. თვით ონლაინ სოციუმებიც კი არ გვაქვს საერთო. მე – ანტიკური Forum.ge-ელი ვარ, ის კი თსუ-ს ფორუმის ძირძველი შთამომავალი. ასე და ამგვარად ხვდებოდა თურმე ჩემი პოსტების ლინკები რაღაც პერიოდის განმავლობაში თსუ-ს ფორუმზე, ისე რომ მე აზრზეც არ ვიყავი. ჰეჰეე…

7. ერთმანეთს დაეხმარებით მოტივაციის შენარჩუნებაში

– რაც მახსენდება… ამას გადახედეთ after კრიზის.

8. შეგეძლებათ ერთმანეთის ბლოგებზე გესტ-პოსტების წერა

– იხილეთ ჩემი პოსტი თინის ბლოგზე, რომელიც ერთ-ერთი რეიტინგული გახდა მის ბლოგზე, ყოველ შემთხვევაში 37 კომენტარი აქვს.

9. შეგიძლიათ ერთმანეთის უნიკალური ტალანტების გაზიარება

– მოგეხსენებათ, ძალიან კარგად გამომდის კოდებთან ურთიერთობა. შესაბამისად, თინის ბლოგს უმეტესწილად მე ვუვლი ხოლმე, ან პრობლემების არსებობის შემთხვევაში – ვეხმარები. სამაგიეროდ მაშინ, როდესაც აბსოლუტურად ფოკუსირებული ვარ ჩემი ბლოგის ტექნიკურად გამართვაზე და კოდებში ვიხლართები, ის ბევრი კრეატიული იდეებით მამარაგებს.

10. თქვენს განკარგულებაში ორჯერ უფრო მეტი ბლოგერული ძალა იქნება

– რაც ნიშნავს: +1 Like facebook-ზე, +1 ბლოგროლ.გე-ზე ან +1 ხმა ნებისმიერ ბლოგერულ შეხლა-შემოხლაში.

პრაქტიკა

როგორ ვიპოვოთ მეგობარი ბლოგერი

პირველ რიგში, მიიხედ-მოიხედეთ, შესაძლოა ის უკვე არსებობს თქვენს ცხოვრებაში.

თუ მსგავსი ნამდვილად არავინ გყავთ, წაიკითხეთ შემდეგი რჩევები:

  1. შესთავაზეთ ხალხს დახმარება სადაც საჭროა და როცა შესაძლებელია.
  2. დაამატეთ ბლოგროლში ის ბლოგერები, ვისი გაცნობაც გსურთ.
  3. პოტენციური ”მეგობარი ბლოგერები” დალინკეთ პოსტებში, როდესაც წერთ მათ მიღწევებზე, შემოქმედებაზე, საქმიანობაზე.
  4. გაუგზავნეთ კომპლიმენტის წერილები ბლოგერს, რომელსაც პატივს სცემთ და მოგწონთ.
  5. სთხოვეთ დახმარება სხვა ბლოგერებს და გაითვალისწინეთ მათი რჩევები.
  6. სხვა ბლოგერთან კომუნიკაციისას, მოძებნეთ საერთო სივრცე, გაარკვიეთ რა ინტერესებს ან ხასიათის თვისებებს იზიარებთ.
  7. არასდროს იყოთ სასოწარკვეთილი ან ზედმეტად მონდომებული! – ეს ყოველთვის აშინებს ადამიანებს და თქვენთან ურთიერთობის სურვილს უკარგავს. ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდეს.

და გახსოვდეთ, რომ ერთად თქვენ უფრო მეტს მიაღწევთ ვიდრე ცალ-ცალკე.

რჩევები “მეგობარ ბლოგერთან” წარმატებული ტანდემისთვის

როცა მოძებნით თქვენს “ბლოგერულ მეორე ან მესამე ნახევარს”, გაითვალისწინეთ რამოდენიმე რჩევა:

1. გახადეთ ეს ურთიერთ-სასარგებლო – მსგავსი კავშირები საუკეთესო მაშინაა, როდესაც ორივე მხარე მოგებული რჩება ურთიერთობიდან. დარწმუნდით, რომ ორივე მხარე ერთნაირად “იღწვის” და ერთნაირ შედეგს იღებს ამ ყველაფრიდან.

2. შეეცადეთ, იპოვოთ ვინმე თქვენსავე (ან მსგავს) ნიშაში – ქართულ ბლოგოსფეროში ძალიან ცოტაა ნიშური ბლოგები, მაგრამ მაინც ეცადეთ თქვენი მსგავსი მოძებნოთ და არა აბსოლუტური ანტიპოდი. ეს ძალიან ბევრ შესაძლებლობას დაგანახებთ. მაგალითად, ჩემი აზრით იაპონია და ინდოეთი საუკეთესო ტანდემი იქნებოდა. თუ მსგავსი ნიშური ბლოგი არ არსებობს, ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის დაკარგული. სხვა ტიპის ბლოგიდანაც შესაძლებელია ისწავლოთ ბევრი სასარგებლო რამ.

3. ეძებეთ თქვენივე დონის ბლოგერები – არაფერია იმაში გასაკვირი ან დასაძრახი, რომ მოგინდეთ პოპულარულ ბლოგერებთან “შეკავშირება”. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენივე სიდიდის ბლოგთან ურთიერთობა უფრო მეტ რამეს მოგცემთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ერთნაირი სირთულეების გადალახვა მოგიწევთ და ყოველთვის განვითარების ერთნაირ საფეხურებზე იქნებით.

4. გააუმჯობესეთ ერთმანეთის ბლოგები – გამოყავით დღეში გარკვეული საათები თქვენი მოკავშირის ბლოგის გასაუმჯობესებლად. არსებობს უამრავი დეტალი, რასაც ჩვენ ჩვენს ბლოგებზე ვერ ვამჩნევთ, არადა მკითხველს იგი აღიზიანებს. მეგობარი ბლოგერი ყველაზე საუკეთესო კრიტიკოსი და დამხმარეა თქვენთვის. ამიტომ დაუთმეთ დრო მის ბლოგსაც.

დავალება

1. მოძებნეთ მეგობარი ბლოგერი! – თუ ამ პოსტის სათაურის წაკითხვისთანავე თქვენს გონებაში რომელიმე ბლოგერის სახელი/ბმული ამოტივტივდა და პოსტის ბოლომდე ტივტივებს, ბევრს ნუღარ იფიქრებთ, მისწერეთ იმეილი და შესთავაზეთ ბლოგერული მეგობრობის ხელი (ან დაწერეთ პოსტი თუ რატომ გსურთ ამ ადამიანთან ალიანსის შექმნა და ლინკი მიუპოსტეთ კომენტარებში წინასწარ გააგებინეთ , შეუთანხმდით ამ ადამიანს სურს თუ არა თქვენთან ალიანსის შექმნა. იმედია გესმით რატომაც ;))

2. თავში არავინ ტივტივებს, ახლა რა ვქნა? – თუ ვერ პოულობთ, უბრალოდ დაწერეთ ვინ წარმოგიდგენიათ მის როლში და რატომ. შეგიძლიათ ჩამოთვალოთ რამდენიმე ადამიანი (არ დაგავიწყდეთ ბლოგის ბმულის მითითება, პრაქტ. სავ.-ს #3 პუნქტი). ასევე აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც თავად შემოგთავაზებთ ალიანსს.

3. თქვენი პროგრესის და შედეგების დამამტკიცებელი პოსტები, კომენტარები და წყაროები კომენტარებში გამოუშვით, რათა ვნახო, რამდენი ბლოგერის გული შევაკავშირე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!

43 Comments

  1. რჩევა: არ მოძებნოთ “მეგობარი ბლოგერი” ასავალ-დასავლის “პაემნები”-ს განყოფილებაში…

  2. არ მყავს მე არავინ.. :(
    Any suggestions?
    :D
    ვარ სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ბლოგერი. ბლოგსპოტითა და პატარ-პატარა ვიჯეტებით სამეგობროდ გავიცნობ ჩემსავით დამწყებ ბლოგერს :lol: :D :D

    1. გავერთიანდეთ მეგობრებო :D 1 მყავს სიაში, აბა ვინ იქნება შემდეგი? :D

        1. http://ladyprada.wordpress.com/ აი ეს.. დამწყები ბლოგერი და ჩემი ბავშვობის მეგობარი.. ის ერთადერთია ვისაც პირველს ვაკითხებ პოსტს და ვეკითხები არის თუ არა რამე შესაცვლელი..

    1. ხოდა მოძებნე. დღევანდელი დავალება სწორედ მაგ საქმეს ემსახურება ;)

  3. ეს დავალება არ მომწონს მე :D
    თუმცა კი ამომიტივტივდა ეგრევე ერთი ბლოგერი და ამ წუთამდე ტივტივებს მაგრამ მაინც :D

    1. სიმართლე რომ გითხრათ მეც რაღაცნაირად სხვა დავალებები უფრო მომწონდა, ბევრ რამეს ვსწავლობდი.. კი დავუმეგობრდები ვინმეს, მაგრამ არ მგონია ეს ბევრის მომცემი იყოს ჩემთვის :(

      1. არა მგონია +1 მეგობარმა გაწყინოს. :)

        დამიჯერე ოდესმე ძალიან დაგჭირდება მხარდაჭერა და მერე ინანებ რატომ არ გავაკეთე სვითი დეიდას დავალებაო… ^_^

  4. აი, ამას ჰქვია მონდომებული და გულიანი პოსტი ;))
    მეც ძალიან მინდა ეგეთი რამ და, ვხვდები, დღევანდელი ბლოგ-სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა. ჰოდა, თუ არ დამეზარა (უკვე აღარ შემიძლია…) რამეს ვიზამ აუცილებლად.
    მაგარი საჭირო იდეაა ;)

  5. ძალიან კარგი პოსტია,მე ასეთ გაკვეთილებს ყურადღებას ვაქცევ და ძალიან დიდი მადლობა,რომ ამას აკეთებ.რაც შეეხება ბლოგერების დამეგობრების იდეას,ძალიან კარგი იქნება,რადგან ეს ორივე მხარეს წაადგება.
    ჩემი ბლოგი,დღეს რომ ბლოგოსფეროს ჰაერს სუნთქავს,ეს აბსოლიტურად თინის დამსახურებაა.თავიდან მას ვთხოვე,რომ ბლოგის შექმნაში დამხმარებოდა და ისიც უპრობლემოდ და დაუზარებლად მეხმარებოდა,ნებისმიერ დროს.

  6. მარი სად ხარ? ვერ გიკავშირდება ჩემი ძმა ტელეფონზე, არადა ის რაც გთხოვე უკვე ძალიან სჭირდება. :)

    Thanks :)

  7. მე ვერ მოვიფიქრე :( უფრო სწორედ მოვიფიქრე მარა არჩევანის გაკეთება მიჭირს :( თან “ვაი თუ არ მოინდომოს” აი ასე ვარ :( არ ვიცი :(

    1. შენ ჯერ ჩუმად გაუმხილე და თუ არ მოინდომა ვერავინ გაიგებს :D

      მერე ახალს მოიფიქრებ ;)

  8. აუ ეხლა მოვწვი, 6 გაკვეთილი არის 80 რჩევა ხო? :D
    ქულების ლინკი დაიდოს რაა
    ცოტა ჩამორჩენილი მოსწავლე ვარ და ამოქაჩვა მინდა

  9. ჯერ მასეთი განვითარებული არ ვარ :ლოლ:
    მაგრამ მაინც საინტერესო იყო : )

    1. რა გოგო ხარ, რა გოგო! გილოცავ!

      რჩევები:

      1. ეს პოსტი კარგად გადაიკითხე: http://sweet.ge/2008/07/start-blogging-with-bloggercom/
      მანდ წერია როგორ უნდა გამორთო Word Verification-ი კომენტარებში

      2. ქართული კლავიატურა დააყენე კომპიუტერზე აქედან: http://fonts.ge/ka/tutorials/320/

      3. თუ ვერ აყენებ ქართულ კლავიატურას, გამოიყენე: http://convert.ge

  10. აჰა…
    ეს ყველაფერი კაი, მარა მეგობრობის გამო პლიუსების ჩამოწერა რაცხა არაბლოგერულია :)
    თუმცა მე (თუ არ დამეზარა) ყველას ყველა პოსტს პლიუსებს ვუწერ ყველგან სადაც გადავაწყდები.

    1. იმ სამყაროში სადაც ბოღმის გამო იწერება მინუსები, მეგობრობის გამო დაწერილი პლიუსები ძალიან საჭიროა!

    1. ორშაბათს იქნება. ამ კვირაში გაიმაზა… ძალიან ბევრი საქმე დამიგროვდა :(

      სამაგიეროდ ხვალ განახლებულ რეიტინგებს გამოვაქვეყნებ ;)

  11. სვიტი,

    დაგვეხმარე, ჩვენს WordPress – ბლოგში გვინდა FeedBack-ის დაყენება. სხვათა შორის შენს FeedBack-ში ვცადე ამ ტექსტის (ქართულად) მოწერა, მაგრამ არ იმუშავა და ახლა აქ გთხოვ.

    ჩვენ ვაინსტალირებთ აი ამ სისტემას >> http://useridea.com
    რომელ ფაილში index.php თუ page.php -ში უნდა ჩავსვა ეგ სკრიპტი, რომელსაც ეგ რესურსი გვთავაზობს? იქნებ შენც გადახედო და შენთვისაც ეგ უფრო მოგეწონოს ვიდრე ის, რომელიც ახლა გაქვს.

    :)

  12. სვიტი,

    გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ წარმატებებს . . .

    ჩვენს ბლოგს ვანახლებთ. ახლა ხელმომწერებიც და ფოლოუერებიც გვემატება. ქინებ თქვენი ხელიც დაგვატყოთ, – გვირჩიოთ რამე კარგი . . .
    რა დავამატოთ, რა მოვაკლოთ, რა შევცვალოთ

    : )

  13. არც მე არ მყავს მეგობარი ბლოგერი
    მგონი ჩემი ბლოგი ნიშურია
    ერთი კვირაა დიდი ენთუზიაზმით გავაკეთე ეგ ბლოგი და მილიონ შლაგბაუმს ვეჯახები.
    ეს რა ხათაბალა ყოფილა
    ქართველი ბლოგერებისთვის რამე საერთო ფორუმი არ არსებოობს ?
    ხან ვისთან ვეძებ ტუტორიალებს და ხან სად
    თან რუსულენოვანი ვარ, თქვენ კი უმეტესობა ინგლისურები
    სად ვეძებო ჩემნაირი ჩაინიკი ?
    მოკლედ ბევრი კითხვები მაქვს და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება

  14. quchamania.wordpress.com ეს არის ჩემი ბლოგი ესტუმრეთ და თქვენი აზრი მითხარით როგორია..მეგობარი ბლოგერები მყავს ისინი ვინებთან ერთადაც მე დავიწყე ბლოგერობა.ისიც სოციალური მედიის საშვალებით.იმედია მოგეწონებათ ჩემი ბლოგი :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.