30 გაკვეთილი

by Sweety on 24 აგვისტო, 2009 · 76 comments

in 30 გაკვეთილი

ქართულ ბლოგოსფეროში ძალიან ცოტა მომეძევება ისეთი, ვინც ბლოგინგს სერიოზულად უყურებს ან რაიმე სამომავლო შემოსავლის წყაროდ აღიქვამს, მაგრამ მერწმუნეთ გავა სულ ცოტა დრო და ისინი, ვინც თავიდანვე პროფესიონალურად მიუდგნენ საკითხს, აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.

ამერიკაში სწორედ ასეთი პროფესიონალური მიდგომის თვალსაჩინო მაგალითია დერენ როუზი, მეტსახელად Problogger. იგი ერთ-ერთ იმ ბლოგერთაგანია, ვინც – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით – ბლოგინგით ცხოვრობს. შეგიძლიათ შეიხედოთ მის არაჩვეულებრივ ბლოგზე და იპოვოთ იქ შთაგონება ან უბრალოდ პრობლემის გადაჭრის მარტივი ხერხი, ბლოგინგის ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებით.

რამდენიმე თვის წინ დერენმა ახალი პროექტი წამოიწყო სახელად ”31 Days to Build a Better Blog“  (ქართულად ”31 დღე უკეთესი ბლოგის შესაქმნელად”). ყოველ დღე იგი იძლეოდა დავალებებს ბლოგინგის შესახებ, რომელსაც სხვა ბლოგერები ასრულებდნენ და შემდეგ შესრულებულ დავალებებს განიხილავდნენ, ერთმანეთს რჩევებს აძლევდნენ და ა.შ. დასრულებისთანავე, დერენმა ეს პროექტი e-book-ად გამოუშვა და მისი შეძენა ყოველ თქვენგანს შეგიძლიათ $19.95-ად.

დოდკას ეწერა თავის ბლოგზე, რომ ”მინდოდა მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ ჩამოვრჩი და ვეღარ დავეწიეო”. პროექტის თემებს რომ გადავხედე, მივხვდი რომ მეც მომინდა გამეკეთებინა ეს დავალებები.

გთავაზობთ ასეთ რამეს:

კვირაში ერთხელ, კერძოდ კი ყოველ ორშაბათს , დავდებ დავალებას პრობლოგერის კურსიდან, ცხადია, ქართულ ენაზე, კარგად დამუშავებულ და მაქსიმალურად ქართულ ბლოგებთან მისადაგებულ ფორმაში.

თქვენ კი, ვისაც ბლოგინგი ცოტათი სერიოზულად გაინტერესებთ, საკუთარ ბლოგებზე ან აქვე კომენტარებში, სურვილისამებრ დადეთ თქვენი შესრულებული დავალებები და მოსაზრებები.

თქვენთან ერთად მეც გავაკეთებ ყველა მოცემულ სავარჯიშოს და ერთმანეთს რჩევებიც მივცეთ.

გაითვალისწინეთ, რომ ეს კურსი ახალი ბლოგებისთვის იმდენად გამოსადეგი არ არის, რამდენადაც გამოცდილი და სტაჟიანებისთვის.

თუმცა წინასწარ გეუბნებით, რომ დავალებები ახლებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება და ბლოგის გაუმჯობესებაში მართლა დაგეხმარებათ.

Nota Bene: ამ კურსში არ შედის ”ერთნაირი კონტენტის გენერაციისკენ” გამიზნული დავალებები, კერძოდ IMEME-ები და პოსტები კონკრეტული თემით. პირიქით, კურსის ერთ-ერთი მიზანია ბლოგოსფეროში განსხვავებული შინაარსის მქონე ბლოგებისა და პოსტების განვითარება, გაფართოება და ურთიერთკავშირი.

სილაბუსი

თითოეული კვირის თემა შედგენილი იქნება ორი ნაწილისგან: თეორია და პრაქტიკა.

თეორიაში წაიკითხავთ ტუტორიალებს და ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევებს, ხოლო პრაქტიკაში მიიღებთ ძალიან კონკრეტულ და მკაფიო სავარჯიშოს.

მთლიანი კურსი ოთხ ძირითად კატეგორიად იყოფა:

ბლოგის შინაარსი (Content, C) – 9 გაკვეთილი

♥ მარკეტინგი (Marketing, M)- 6 გაკვეთილი

მკითხველები (Readers, R)- 6 გაკვეთილი

SEO (Search Engine Optimization, SEO) – 1 გაკვეთილი

თვით-განვითარება (Self-development, SD)- 8 გაკვეთილი

ყველა განვლილი გაკვეთილი:

ეს დავალებები არ იქნება თანმიმდევრული (ანუ არა იმ ქრონოლოგიით როგორც პრობლოგერს ჰქონდა), რადგან გადავხედე ყველა მათგანს და ვფიქრობ, ქართული ბლოგოსფეროსთვის სხვანაირი წყობაა საჭირო. ასევე ზოგიერთ თემას გავაერთიანებ ერთ დავალებაში. ხოლო ერთ დავალებას მე თვითონ დავუმატებ, შესაბამისად 31 კვირის ნაცვლად მოგვიწევს 30 კვირიანი ”სწავლა”.

ვისაც სურს პროექტში მონაწილეობა ან აქვს შენიშვნები და შემოთავაზებები ამ პროექტთან დაკავშირებით – გამოსახატად თქვენ გაქვთ ერთი კვირა.

იმისათვის, რომ მასალას უფრო კარგად გადავხედო და პირველი დავალება სათანადოდ მოვამზადო, ვფიქრობ, ერთი კვირა დამჭირდება, ამიტომ ჩვენი გაკვეთილები დაიწყება 2009 წლის 31 აგვისტოს (ანუ მომავალ ორშაბათს) და დასრულდება 2010 წლის 22 მარტს.

ამასობაში, თქვენც მოიფიქრეთ გსურთ თუ არა ამ კურსში მონაწილეობის მიღება, უბრალოდ გამოხატეთ თქვენი აზრი ამ პოსტის შესახებ და თავიდანვე ჩაერთეთ, რადგან მერე უფრო გაგიჭირდებათ დაწევა.

მე პირადად ამ კურსში ჩართვისკენ მოვუწოდებ ყველა გამოცდილ და პოპულარულ ბლოგერს.

მაშ ასე!

ჩვენს განკარგულებაშია 30 კვირა – უკეთესი ბლოგებისათვის. :)

P.S. ვისაც სურს გამოიწეროს პოსტები RSS-ით მხოლოდ ამ კურსისთვის გამოიყენეთ შემდეგი ბმული:

30 Weeks (RSS) | 30 Weeks (for GReader)

{ 10 trackbacks }

გაკვეთილი #1: “პრეზენტაცია ლიფტისთვის” | ♥♡♥ Sweet Blog ♥♡♥
31 აგვისტო, 2009 at 9:58 pm
#2: დააკვირდით სტატისტიკას | ♥♡♥ Sweet Blog ♥♡♥
9 სექტემბერი, 2009 at 1:41 am
#3: ლისტ-პოსტი | ♥♡♥ Sweet Blog ♥♡♥
15 სექტემბერი, 2009 at 12:58 am
ქულების სისტემა ჩვენს გაკვეთილებში | ♥♡♥ Sweet Blog ♥♡♥
25 სექტემბერი, 2009 at 12:58 pm
სტატისტიკა « Lionesa's Blog
29 სექტემბერი, 2009 at 11:38 am
#5 ბლოგერის კალენდარი | ♥♡♥ Sweet Blog ♥♡♥
9 ოქტომბერი, 2009 at 10:25 pm
#6: 80 რჩევა პროფესიონალური ბლოგინგისთვის | ♥♡♥ Sweet Blog ♥♡♥
14 ოქტომბერი, 2009 at 3:17 pm
გააუმჯობესე ბლოგი - გადაჭერი პრობლემა შენი მკითხველებისთვის! | ♥♡♥ Sweet Blog ♥♡♥
10 ნოემბერი, 2009 at 3:01 am
#2: დააკვირდით სტატისტიკას | ♥♡♥ Sweet Blog ♥♡♥
10 ნოემბერი, 2009 at 3:10 am
#10: სასარგებლო გვერდები | ბლოგი - Sweet.ge ♥
14 იანვარი, 2010 at 11:45 am

{ 66 comments… read them below or add one }

1 ალისა 24 აგვისტო, 2009 at 12:44 pm

დიდი სიამოვნებით,მაგრამ თავს ვერ მოვაბამ ალბათ, ჯერ ძალიან ცოტა რამის აზრზე ვარ ბლოგსფეროში :( :( შემდეგში შემოგიერთდებით აუცილებლად :(

პასუხი

2 Sweety 24 აგვისტო, 2009 at 12:46 pm

”შემდეგი” არ იქნება :) )) კვირაში მხოლოდ ერთი დავალებაა, ასე რომ არა მგონია გაგიჭირდეს.

თუმცა, რა თქმა უნდა, არავის ვაძალებ :)

პასუხი

3 Killer 24 აგვისტო, 2009 at 1:11 pm
4 Sweety 24 აგვისტო, 2009 at 1:22 pm

პირველი მერცხალიც გამოჩნდა. Welcome! :love:

პასუხი

5 ნან 24 აგვისტო, 2009 at 1:35 pm

სიამოვნებით შემოგიერთდებით, თუ თავს გავართმევ რასაკვირველია :)

პასუხი

6 ნატოშა 24 აგვისტო, 2009 at 1:36 pm

Interesting. მეც გაუხსნელი მიდევს დარენის წერილები. ვაპირებდი დაწყებას და მერე აღარ დავიწყე. )
მოკლედ, შემოგიერთდებით.

პასუხი

7 ნან 24 აგვისტო, 2009 at 1:37 pm

სიამოვნებით შემოგიერთდებით, თუ თავს გავამრთმევ რასაკვირველია :)

პასუხი

8 ლელა 24 აგვისტო, 2009 at 1:56 pm

ალისა მეც ბევრი არაფერი გამეგება ამ საქმეებში, მაგრამ ძალია მაინტერესებს და ამიტომ
Sweety I’m in :) )

პასუხი

9 kate_alukard 24 აგვისტო, 2009 at 1:59 pm

მეც სიამოვნებით :) )) მაგრამ ჯერ სულ ახალი ვარ და არ ვიცი შევძლებ თუ არა ;(

პასუხი

10 chaotic 24 აგვისტო, 2009 at 1:59 pm

მეც დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით.

:user:
იმედია, საექტემბრის გამოცდები ხელს არ შემიშლის…

პასუხი

11 ნიკოლ 24 აგვისტო, 2009 at 2:59 pm

ძალიან, ძალიან მინდა! მიმიღებთ, ხომ?

პასუხი

12 utvino 24 აგვისტო, 2009 at 3:32 pm

:ჯუმპ:

პასუხი

13 ალისა 24 აგვისტო, 2009 at 4:22 pm

მაშინ მეც შემოგიერთდებით.. :”> ვცდი მაინც.. :) :) :D

პასუხი

14 ლილიანი 24 აგვისტო, 2009 at 4:42 pm

სკარეე ვსევო – ნავში ვარ!! :ყეს:

პასუხი

15 tomushka 24 აგვისტო, 2009 at 4:45 pm

მისასალმებელი წამოწყებაა :)
არ ვიცი შევძლებ თუ არ აგაკეთებას ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი :)
ჩემთვი ბევრად კარგი იქნებოდა პარასკევს რომ დაიდოს ხოლმე დავალებები, მერე შაბათ კვირას რომ გავაკეთო :)

პასუხი

16 ნატოშა 24 აგვისტო, 2009 at 11:39 pm

რა პრობლემაა. ორშაბათს დადებული, კარგად მოიფიქრე მთელი კვირა და შაბათ-კვირას დაწერე ხოლმე :)

პასუხი

17 ნიკოლ 24 აგვისტო, 2009 at 7:00 pm

აუუუუუუუუუუუ, მეც მინდა, რა!

პასუხი

18 კიკიტო 24 აგვისტო, 2009 at 7:53 pm

მეეეეც აქ ვააარ, რათქმაუნდაა ისე გამიტაცა ბოლოხანებში ბლოგინგის პროფესიულ მხარემ რო ამას არ გამოვტოვებ და ვფიქრობ ერთი კვირა საკმარისია :*

პასუხი

19 dj-guro 24 აგვისტო, 2009 at 9:54 pm

შესანიშნავი აზრია. სამწუხაროდ პასუხისმგებლობის თავზე აღება მიჭირს. ამიტომ დავალებებს ვნახავ ხოლმე და შევეცდები შევასრულო. ოღონდ ჯგუფში არ ვიქნები. :)

პასუხი

20 Kate 25 აგვისტო, 2009 at 12:15 am

I’m in!!!!

პასუხი

21 DreaMar 26 აგვისტო, 2009 at 10:44 am

ძალიან დიდი სურვილი მაქვს მეც მივიღო ამაში მონაწილეობა :)

პასუხი

22 ირინა_ქ 27 აგვისტო, 2009 at 6:54 pm

შევეცდები შევასრულო დავალებები :) თქვენთან ვარ :) :):):)

პასუხი

23 ხათუნა 28 აგვისტო, 2009 at 1:28 pm

მოგესალმებით ყველას.იქნებ ამიხსნათ სიტყვა ბლოგერის მნიშვნელობა!წინასწარ გმადლობთ.

პასუხი

24 B A R O N 29 აგვისტო, 2009 at 6:44 pm

დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მიუხედავად იმისა რომ ახალბედა კი არა ძალიან ახალბედა და უახალბედესი ბლოგერი ვარ [ბლოგერობა მინდა,ვარ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ბლოგის ქონა ბლოგერობას ჯერ კიდევ არ ნიშნავს(ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ)]ასევე დიი სიამოვნებით მივიღებ თქვენს რჩევებს და შეძლებისდაგვარად შევეცდები სხვებსაც დავეხმარო :)
Let’s go ladys and Gentlemen!

პასუხი

25 თაა 29 აგვისტო, 2009 at 11:24 pm

მე და ვიკი გიერთდებით
იმედია მოვიცლი დავალებების შესრულებისათვის

პასუხი

26 nastasia 30 აგვისტო, 2009 at 11:49 pm

მინდააა :)

პასუხი

27 B A R O N 31 აგვისტო, 2009 at 2:45 pm

გზაშიც წავიკითხე შენი ინტერვიუ :)

პასუხი

28 Roisin 1 სექტემბერი, 2009 at 3:41 pm

ე.ი დიდი სიამოვნებით თუ რამეს გავიგებ,(ანუ ახალი ვართქო):)

პასუხი

29 chaotic 8 სექტემბერი, 2009 at 12:02 am

სადაა ახალი დავალება?

:user:

პასუხი

30 მარი ახსიაშვილი 26 სექტემბერი, 2009 at 4:54 pm

ეჰ, დავიგვიანე:((
არ შეიძლება დაგეწიოთ?:))

პასუხი

31 Sweety 26 სექტემბერი, 2009 at 7:03 pm

კი. დაგვიანებულ დავალებებზეც დაგეწერება ქულები ;)

პასუხი

32 ანგელდილო 29 ოქტომბერი, 2009 at 7:43 pm

იცი რ მაინტერესბს მე მარტო მე-7 მაქვს გაკეთბლი და ქულები დამეწერება თავიდან რომ დავიწყო და ყველა გავაკეთო??????

პასუხი

33 Sweety 29 ოქტომბერი, 2009 at 8:10 pm

ქულები რა თქმა უნდა დაგეწერება, მაგრამ თუ გინდა რომ დაეწიო დანარჩენებს, მიყევი და ნელ-ნელა ყველა გააკეთე :)

პასუხი

34 ანგელდილო 29 ოქტომბერი, 2009 at 8:54 pm

ოოოკ :) ეხლა მესამე ფაკვეთილზე ვარ :)

პასუხი

35 ანგელდილო 29 ოქტომბერი, 2009 at 10:08 pm

და მართლა, ეხლა სად არისშემდეგი გაკვეთილი??
დაააგვიანე :| :D

პასუხი

36 Sweety 29 ოქტომბერი, 2009 at 10:27 pm

მართალია მაგრამ კელტროპები ლეპტოპს არ მაძლევდნენ, ან თუ მაძლევდნენ ინტერნეტი არ ჰქონდა მიერთებული :(

ვეცდები ხვალისთვის მაინც გავამზადო…

პასუხი

37 ანგელდილო 31 ოქტომბერი, 2009 at 11:30 am

:) შემდეგ გაკვეთილს ველოდები :*

პასუხი

38 iamNOTpopular 31 ოქტომბერი, 2009 at 3:21 pm

რომ შემოგიერთდეთ შეიძლება? : )

პასუხი

39 iamNOTpopular 1 ნოემბერი, 2009 at 12:49 am

რომ შემოგიერთდეთ შეიძლება? : ) )

პასუხი

40 Sweety 1 ნოემბერი, 2009 at 1:19 am

რა თქმა უნდა :) )

პასუხი

41 iamNOTpopular 1 ნოემბერი, 2009 at 9:58 pm

: >

რითი დავიწყო აბა? : )

პასუხი

42 Sweety 13 ნოემბერი, 2009 at 5:10 pm

ბოლო გაკვეთილიდან დაიწყე რომ ქულა მიიღო და მერე ძველები აკეთე ;)

პასუხი

43 angeldilo-vanesa 13 ნოემბერი, 2009 at 2:14 pm

შეიძლება შემოგიერთდეთ? :) )

პასუხი

44 Sweety 13 ნოემბერი, 2009 at 5:11 pm

სად იყავი ამდენი ხანი, ჩქარა ჩქარა შემოგვიერთდიიი :love:

პასუხი

45 angeldilo-vanesa 13 ნოემბერი, 2009 at 8:34 pm

ეხლავეე :) პირველი გავაკეთე უკვე ეხლა მეორეზე ვარ

პასუხი

46 invisible 23 ნოემბერი, 2009 at 11:16 pm

მეც მაქვს სურვილი შემოგიერთდეთ ძაან გვიან ხო არ არის? რაღაც დავიწყე

პასუხი

47 invisible 23 ნოემბერი, 2009 at 11:21 pm

აიიიი

პასუხი

48 ენჯი 4 დეკემბერი, 2009 at 12:20 am

საინტერესოა ვეცდები რამე გამომივიდეს თუმცა ეხლა დავიწყე ბლოგის შექმნა : )

პასუხი

49 naka 7 დეკემბერი, 2009 at 6:14 pm

მგონი სერიოზულად დამაგვიანდა :( (((

პასუხი

50 chaotic 17 დეკემბერი, 2009 at 1:22 am

დავალებები აღარ იდება, თუ მე გამომრჩა?

:spy:

პასუხი

51 Sweety 17 დეკემბერი, 2009 at 12:47 pm

2 კვირაა არ დამიდია. რაღაც ვერ მოვაბი თავი, მაგრამ ამ დღეებში სიურპრიზს გპირდებით!

პასუხი

52 marikuna 5 იანვარი, 2010 at 12:11 am

au blogi minda da veraperi ver gavige ver vaketeb da damexmare ra pliz davigale mainc ver vaketebb

პასუხი

53 ჰუმანისტი 23 იანვარი, 2010 at 11:11 pm

ჰი! იცი რა მაინტერესებს?? ჩემს ბლოგზე პოსტს რომ ვწერ მთელი პოსტი ჩანს ეგერევე და ეგ არ მინდა, მინდა რომ ნახევარი ეწეროს და მერე ვრცლად ნახვა ვისაც დასჭირდება იმან ნახოს და დამეხმარები :)

პასუხი

54 Sweety 24 იანვარი, 2010 at 12:46 am

კი, შეგიძლია მაგის გაკეთება.

აი, ეს წაიკითხე: You might as well jump!

პასუხი

55 ჰუმანისტი 25 იანვარი, 2010 at 12:34 am

მდაა.. ვერაფერი გავიგე და შეგიძლია 2 სიტყვით რომ მითხრა? (blush)

პასუხი

56 Sweety 25 იანვარი, 2010 at 11:30 am

და რომ წაიკითხო?

აჰა, ორი სიტყვით აქ ნახე: 30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს

პასუხი

57 ჰუმანისტი 29 იანვარი, 2010 at 6:28 pm

მაინც ვერ ვნახე, მაგრამ არაუშავს :|
ეხლა იცი რა მაინტერესებს? ფოტოს რომ დავდებ წარწერა როგორ გავუკეთო? :)

პასუხი

58 BuSaaa.. =*] 8 აპრილი, 2010 at 5:32 pm

Au Mec Dzaaalian Minda Tqventan.. Magram Ar Vici Tu Gavartmev Tavs.. =|

პასუხი

59 DEVI 7 მაისი, 2010 at 6:46 pm

12.. 13.. 14… … 30… გაკვეთილები მინდა :( ( :)

პასუხი

60 სალი 31 მაისი, 2010 at 7:33 pm

მეც მინდა მარა ტავს ვერ გავარტმევ ვერაპერსსსს

პასუხი

61 თ ა თ ა 6 ივნისი, 2010 at 4:45 pm

Netavi odesme gavigeb ramees??….Ragac-rugaceebi ki “vichxirkedelave” daa….

პასუხი

62 SWEET_GIRL_TATA 6 ივნისი, 2010 at 7:20 pm

Miiinda Mec mqondes Blogiii….=((( Ki gavakete ragac…Magram me titonac ver gavige ra xdeba iq da sxva ras gaigebs?…..

პასუხი

63 SWEET_GIRL_TATA 6 ივნისი, 2010 at 7:22 pm

არავინ ამიხსნისოოო???….

პასუხი

64 SWEET_GIRL_TATA 6 ივნისი, 2010 at 7:25 pm

მარიიი….”გზაში” რო შენი ინტერვიუ დაიბეჭდა მაშინ გავიგე შენი არსებობის შესახებ…. მე ე.წ “მგზავნელის” სტატუსით ვწერ მაგ ჟურნალში SWEET_GIRL.ის ნიკით და ბევრმა მითხრა: ბლოგერი თუ იყავი არ ვიცოდითო…Gამიკვირდა და სჰენი ინტერვიუც გადავიკითხეე….Hოოდა ეხლა აქა ვააარ…. :* :* :*

პასუხი

65 SWEET_GIRL_TATA 6 ივნისი, 2010 at 7:27 pm

ნუ რაჭველივით მომივიდა და “ნემეტნავად” გვიან შემოვცუნცულდი, მაგრამ არა უშავს მგონი ხოო???… :S

პასუხი

66 სჰაკალ 1 ივლისი, 2010 at 1:21 am

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</