30 ივნისი – სოციალური მედიის საერთაშორისო დღე

by Sweety on 2 ივლისი, 2010 · 102 comments

in დღიური

არავის შეუმჩნევია, რამდენი ადამიანი შეიკრიბა! ♥

სპეციალურად არ დავწერე პოსტი გუშინწინ, როგორც კი სახლში მივედი. ჯერ მინდოდა მრავალი დაბოღმილი თუ “ძალით ორიგინალური” ბლოგერების პოსტებისთვის დამეცადა. :D

ძალიან გამეცინა იმ ყველაფერზე, რასაც წერთ, თუ როგორი საშინელება იყო სოციალური მედიის დღე, როგორ არასწორად იყო შერჩეული პრეზენტაციის თემები და თუ როგორი უკულტურობით გამოირჩეოდა საზოგადოება.

არავის შეუმჩნევია ორი ულამაზესი გოგო ♥

მინდოდა ეს დღე ყოფილიყო თბილი, ბლოგერული, სოციალური, არა-ოფიციალური და მაქსიმალურად თავისუფალი.

ის კი არ მესმის, თქვენ რას მოელოდით ასეთს ამ დღისგან და რით დარჩით გულდაწყვეტილი.

“სოციალური მედიის საერთაშორისო დღის” მთავარი მიზანი თავიდანვე განსაზღვრული იყო -ეზეიმა სოციალური მედიის გარდაქმნა და ჩამოყალიბება საერთაშორისო დიალოგის ინსტრუმენტად.

არავის შეუმჩნევია, როგორ ჰგავდა ლანდიშა სტივ ჯობსის ახალგაზრდობას ♥

ორი დღეა ვცდილობ გამოვიცნო, რას ნიშნავს სიტყვა ზეიმი.

ჩემთვის კი ზეიმი, არ არის საუბრები ბოდლერზე. ზეიმი, არ არის სერიოზული სახით ჯდომა. ზეიმი, არის თავისუფლება. ზეიმი, არის შეუზღუდავობა.

ვინც არაპუნქტუალურობაზე და “ქართულ პონტებზე” დაწერა, იქნებ წინასწარ შედგენილი პროგრამისთვის მაინც გადაეხედა და ენახა, რომ 6-დან 7 საათამდე შეკრების, სოციალიზაციისა და აქტიურად “უსაქმურობის” დრო იყო გამოყოფილი. გაბოს პრეზენტაცია კი განრიგისამებრ ზუსტად 7-ზე დაიწყო.

როგორ მეცინება თქვენს ზედმეტ პრეტენზიებზე და უკმაყოფილებაზე. :D

არავის შეუმჩნევია ალექსანდრეს უსაყვარლესი "როჟა" ფოტოების გადაღებისას ♥

ჩემთვის პირადად ეს დღე ნაყოფიერი იყო!

მე იქ ვნახე 20+ ადამიანი, ვინც იქ წარმოდგენილი პრეზენტაციებიდან რაღაც ახალი წაიღო სახლში.

ასევე ვიცი 20+ ადამიანი, ვინც სხვა ბლოგერების გასაცნობად მოვიდა და მათთან ერთად სურათების გადაღებაც ყველაზე მეტად გაუსწორდა იმ დღეს.

ასევე ვიცი 50+ ბლოგერი, ვინც იქ სიამოვნებით ნახა თავისი მეგობრები.

რამოდენიმე ადამიანიც მეგულება, ვინც დემი მურის და ეშტონ კუჩერის დიალოგების სანახავად გუშინ bettween.com-ზე შევიდა.

ასევე ვიცი უამრავი, ვისაც პიცის მირთმევა ესიამოვნა.

განსაკუთრებით კი იმ 10-ზე მეტი ბლოგერის მჯერა, ვინც გუშინ ამედევნა twitter-ზე.

თუ ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ მიზნობრივ ჯგუფში არ შედიხართ, მაშინ მე თქვენ (რბილად რომ ვთქვათ) მკიდიხართ. :)

"ამტანი" სანდროც არავის შეუმჩნევია ♥

“გალსტუკიანი” კონფერენცია გინდოდათ?

მთაწმინდის პარკში პეროებმა შეგაწუხათ?

კვარიათში წაუსვლელობით დაბოღმილებმა, გადაწყვიტეთ რომ ჯავრი სოციალური მედიის დღეზე გეყარათ?

ყველას დიდი ბოდიში, რომ თავს უფლება მივეცი და ერთად შეგკრიბეთ ყველანი, რომ მინდოდა ერთი ნათელი დღე მეჩუქებინა თქვენთვის, რომ მინდოდა ცოტა სუფთა ჰაერი ჩაგეყლაპათ, რომ მინდოდა აგეწიათ კომპიუტერთან ჯდომისგან გაფუებული  ტაკოები, ერთმანეთისთვის ავატარების მაგივრად თვალებში ჩაგეხედათ, Poke-ების მაგივრად ხელი ჩამოგერთმიათ, სტატუსების და-like-ების და lol-ების წერის მაგივრად გულიანად გეცინათ ერთმანეთის ხუმრობებზე!

მაპატიეთ, რომ ამ ყველაფერს ოდნავ შემეცნებითი ფონიც დავურთე თან, იმ 20-30-იოდე ბლოგერის გამო, რომლებიც მართლა საჭიროებდნენ ამ ცოდნას.

არავის შეუმჩნევია ბიჭი, რომელიც წინ მედგა და SMS-ს მწერდა ♥

ჩემთვის სოციალური მედიის დღემ გუშინწინ მთაწმინდის პარკში არაჩვეულებრივად ჩაიარა. :love:

ყველას გილოცავთ და გკოცნით,

თქვენი სვითი. :*

არავის შეუმჩნევია, თუ როგორი ვარდისფერი მაისური ეცვა ლევანს ♥

P.S. სამწუხაროდ, ჩემს ფოტოაპარატში არ აღმოჩნდა პიცის ცარიელი კოლოფების და პლასტმასის ჭიქების სურათები, თორემ აუცილებლად დავურთავდი, საზოგადოების უკულტურობის ხაზგასასმელად.

ეტყობა, უფრო პოზიტიურ რამეებზე ვიყავი კონცენტრირებული! :love:

და ასევე არავის შეუმჩნევია ამფითეატრის რემონტზე მომუშავე ახალგაზრდა, რომელიც ბლოგერი აღმოჩნდა და მოგვიანებით ჩვენს ღონისძიებას შემოუერთდა ♥

{ 1 trackback }

Tweets that mention 30 ივნისი – სოციალური მედიის საერთაშორისო დღე | ბლოგი - Sweet.ge -- Topsy.com
4 ივლისი, 2010 at 11:05 am

{ 101 comments… read them below or add one }

1 გიგა 2 ივლისი, 2010 at 2:33 pm

“მკიდიხართ”-ის გარდა, ყველაფერი ჯანსაღი იყო:)

პასუხი

2 Sweety 2 ივლისი, 2010 at 2:36 pm

ვაიმე, ხომ არ ჩავასწორო რამე უფრო ჯანსაღით?

“მკიდიხართ”-იც ვეღარ მითქვამს გაბრაზებულზე ღმერთმანი :D

პასუხი

3 გიგა 2 ივლისი, 2010 at 2:39 pm

უბრალოდ არაპროფესიონალურია, თორემ ენას ძვალი არ აქვს, ხომ იცი:)

პასუხი

4 Sweety 2 ივლისი, 2010 at 2:40 pm

ეს მგონი “პირადი” ბლოგია…

პასუხი

5 გიგა 2 ივლისი, 2010 at 2:50 pm

ვაააა:) ვიცი, რომ პირადი ბლოგია:) თუმცა, შიგადაშიგ რაღაცეების ორგანიზებაც და ვიღაცეების მობილიზებაც ხდება აქედან. ორგანიზატორი, რომელიც რაღაც მისთვის უკონტროლოზე თუ უბრალოდ, მისი ხედვისგან რადიკალურად განსხვავების გამო “მკიდიხარს” მეტყვის შემდგომში, სურვილს გამიქრობს მასთან “თანამშრომლობის”. ესაა და ეს.

Come on, you are in PR, you should know it better :)

პასუხი

6 Sweety 2 ივლისი, 2010 at 2:54 pm

მომავალში გავითვალისწინებ :*

პასუხი

7 David 2 ივლისი, 2010 at 4:17 pm

გიგა, 101%

პასუხი

8 თინი 2 ივლისი, 2010 at 2:36 pm
9 თინი 2 ივლისი, 2010 at 2:37 pm

ეს +1 გიგას დავუწერე :უსერ:

პასუხი

10 Sweety 2 ივლისი, 2010 at 2:38 pm

მივხვდებოდი რამენაირად :)

პასუხი

11 კნუტი 2 ივლისი, 2010 at 2:33 pm

უმმ ^^ გაიხარე სვით ^_^

შენზე კარგად მართლა ვერავინ ჩამოაყალიბებდა <3

დაინახონ მხოლოდ ცუდი, მე ყველაფერი მომეწონა და არანაირი პეზენტტაცია რომ არ ყოფილიყო და უბრალოდ ბლოგერთ შეკრება დაგერქმიათ, მაინც მომეწონებოდა ^_^

პასუხი

12 egoisti 2 ივლისი, 2010 at 2:35 pm

მე შევამჩნიე და დავაფიქსირე ალექსანდრეს საყვარელი სახე
შევამჩნიე ეს ახალგაზრდა, რომელიც ბოლო სურათზეა და გავესაუბრე კიდეც :)
ასევე ამტანი სანდრო შევამჩნიე და ხალხიც, რომელთა ნაწილიც უკმაყოფილოა სოციალური მეედიის დღით… მაგრამ სვით. don’t worry… : )

პასუხი

13 Sweety 2 ივლისი, 2010 at 2:37 pm

მაგ ახალგაზრდის ფეისბუქი მაბოძეთ ვინმემ, თუ იცით. :)

პასუხი

14 Sophie Golden 2 ივლისი, 2010 at 2:36 pm

ლოლ
ის ორი ქერად შეღებილი შავტუხა გოგო თუ ლამაზია, მაშინ ლევანის ვარდისფერი მაისური მაჩუქეთ, რომ ალექსანდრეს “როჟა” შევამჩნიო :D

პასუხი

15 Dissolved Girl 2 ივლისი, 2010 at 2:43 pm

ვაიმე სოფი :) )))

პირველად გავიგე ამ თემის შესახებ საერთოდ. არ ვიცოდი, თუ ასეთი ინციდენტებით ჩაიარა ამ დღემ :-??

პასუხი

16 David 2 ივლისი, 2010 at 2:53 pm

Bull’s eye :)

პასუხი

17 Teonee 2 ივლისი, 2010 at 2:41 pm

ara sweet rac vnaxe martla dzaan kai iyoo… mara guli damwyda bolomde ro ver daveswari…

პასუხი

18 Landish 2 ივლისი, 2010 at 2:42 pm

მე საკუთარი თავიც შევნიშნე, ლევანის, ალექსანდრეც, ის ორი სიმპათიური გოგონაც (პ.ს. ბლოგერები იყვნენ ეგენიც? :”>) … და სხვ..

პირადად მე იმ 20+ შიც შევდივარ და 50+ შიც ასე რომ დიდად ნასიამოვნები ვარ მაგ დღით : )

ჩემთვის კი ზეიმი, არ არის საუბრები ბოდლერზე

რატომღაც ბორდელებზე საუბარი წავიკითხე : ) )

პასუხი

19 Sweety 2 ივლისი, 2010 at 2:43 pm

ჩემი ბრმა, ყრუ და ინვალიდი :* :love:

პასუხი

20 ლილიანი 3 ივლისი, 2010 at 12:00 am

ლანდიშ მარაზმატიკირ ომ ხარ მაგიზა მევასები : ) )))

პასუხი

21 ანუშკა 2 ივლისი, 2010 at 2:44 pm

უი, როგორ გკიდივააააააააააააააააააააააარ.

პასუხი

22 Sweety 2 ივლისი, 2010 at 2:45 pm

რა პონტში მკიდიხარ, საქმე გამირჩიე, ჩემი დაიკო!

პასუხი

23 David 2 ივლისი, 2010 at 2:45 pm

GBD-ის შეცდომას იმეორებ და ისეთ პოსტს წერ, ვითომ ESM და PR სკოლა სიყვარულოვნამ დაამთავრა შენს მაგივრად :D

ღონისძიებას ქონდა მისი პრობლემა გაბოს და ლანდიშას (ლანდიშას და გაბოს) სახით, იმიტომ რომ ეგენი არ არიან პა-პრიზვანიუ პრეზენტატორები და არც მასალა ქონდათ სუნთქვის გამშეშებელი.

davitma-ს პრეზენტაცია იყო ძალიან დროული, იმიტომ რომ ოდესღაც უნდა ხსენებულიყო სადმე ROI სოც.მედიასთან მიმართებაში. კარგია, რომ ეს მოხდა.

შენი პრეზენტაცია ტვიტერზე საჭირო იყო ასევე, იმიტომ რომ ჩვენს ხალხს ტვიტერი იმდენჯერ უნდა გავაგონოთ, სანამ არ დაამუღამებენ. ეს გამოიწვევს ძალით-ბლოგერების მიკრობლოგინგში გადანაცვლებას, რაც დიდ-ბლოგინგს გაწმენდს და ტვიტერზე ბაზას შექმნის.

დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი LinkedIn-ზე პატარა პრეზენტაციას, პრინციპული ხასიათის პრობლემა რომ არ მქონდეს: არ მგონია, რომ ასეთ ივენთებზე საერთოდ საჭიროა PowerPoint-პროექტორი-ეკრანი ტიპის პრეზენტაცია. ბევრად უფრო თბილი პონტი იქნებოდა თემატური პრეზენტაციები რომ არ ყოფილიყო. თუნდაც იმიტომ, რომ არ ქონდა იქ მყოფებს განწყობა “სამეცადინო”.

რაც იყო, კარგი იყო. ბოღმა-პოსტები მართლაც არ უნდა დაწერილიყო. თუმცა, ახლა შენი პოსტით შენც ჩააგდე შენი ხუთკაპიკიანი ბოღმიანთა ყულაბაში და ამით ივენთს მხოლოდ დააკლდა.

P.S. ჟენშინები ისეთები იჯდნენ, ვერ დავიჯერებ რომ ზოგი მათგანი ბლოგავს. ძაან საბეემვეო-სამერსედესო გარეგნობისა იყვნენ, მაქსიმუმ ჯეოკლას.ჯი-ს აუდიტორიად რომ ჩათვლიდი :)

პასუხი

24 Sweety 2 ივლისი, 2010 at 2:48 pm

რას ერჩი სიყვარულოვნას :D

პასუხი

25 David 2 ივლისი, 2010 at 3:03 pm

არაფერს. ნიკი გამომადგა კონტექსტში :)

დანარჩენზე, ты меня поняла :)

პასუხი

26 13thCinnamon 2 ივლისი, 2010 at 2:57 pm

გარეგნობით განისაზღვრება ბლოგერობა? :) იქნებ ჟენშინურ ამბებზე პოსტავს? ან ბიემდაბლю ფართი პონტებზე? :) just saying, nothing personal.

პასუხი

27 David 2 ივლისი, 2010 at 3:07 pm

მე აქამდე მეგონა, რომ ყბისჩამოვარდნა ნაშა ბლოგერები არ გვყავდა საქართველოში. თუ ეს ასე არაა, მე მხოლოდ გამეხარდება :)

პასუხი

28 Landish 2 ივლისი, 2010 at 3:04 pm

ნუ შემეცით მე და ჩემს პრეზენტაციას : ) )

არ ვამბობ რო მაგარი იყო და რაღაც..
ვიცი რა შეცდომებიც დავუშვი და სამომავლოდ გამოვასწორებ : )

პასუხი

29 David 2 ივლისი, 2010 at 3:10 pm

არავინ არ შეცა. არ არის შენი საქმე პრეზენტატორობა. რაც გამოგდის კარგად, ის აკეთე. ვიღაცას თანგვა არ შეუძლია, ვიღაცას პრეზენტაცია – ცუდი კი არაფერი არაა ამაში. პიარი კიდევ შენ ისედაც არ გაკლია – ხალხი გიცნობს, ფრენდები ორი კაცის სამყოფი გყავს. შეეშვი და გამოადექი ქვეყანას სხვაგან. :)

პასუხი

30 Katieé.Ge 2 ივლისი, 2010 at 2:45 pm

“ყველას დიდი ბოდიში, რომ თავს უფლება მივეცი და ერთად შეგკრიბეთ ყველანი, რომ მინდოდა ერთი ნათელი დღე მეჩუქებინა თქვენთვის, რომ მინდოდა ცოტა სუფთა ჰაერი ჩაგეყლაპათ, რომ მინდოდა აგეწიათ კომპიუტერთან ჯდომისგან გაფუებული ტაკოები, ერთმანეთისთვის ავატარების მაგივრად თვალებში ჩაგეხედათ, Poke-ების მაგივრად ხელი ჩამოგერთმიათ, სტატუსების და-like-ების და lol-ების წერის მაგივრად გულიანად გეცინათ ერთმანეთის ხუმრობებზე!”

ვაღიარე შენი სარკაზმი, ცინიზმი და იუმორი ერთად!
ბრავო! :D :D:D

პასუხი

31 13thCinnamon 2 ივლისი, 2010 at 2:47 pm

” ამფითეატრის რემონტზე მომუშავე ახალგაზრდა”-ს ბლოგის მისამართი არ დაიდება? :)

“”ამტანი” სანდროც არავის შეუმჩნევია ♥” სანი <3 კაი ადამიანი, ამ კაცს კი ვნახავდი სიამოვნებით. საინტერესოა, ბლოგი აქვს?

პასუხი

32 Sweety 2 ივლისი, 2010 at 3:00 pm

მეც არ მითხრა. :( გვარიც კი არ მითხრა, რომ ფეისბუქზე მეპოვა. :/

პასუხი

33 David 2 ივლისი, 2010 at 3:13 pm

ასათიანია მგონი თუ კანდელაკი თუ რაღაც ეგეთი :) მოკლედ, შვილი და ძე არაა რა. ვიცნობ მაგას ამტანებიდან, მაგთიში გვყავდა გადაცემის დახურვის შემდეგ რამდენიმეჯერ, მაგრამ ახლა ისე იყო გართული, არ შემიწუხებია :)

პასუხი

34 Sweety 2 ივლისი, 2010 at 3:16 pm

სანდროზე არა, მეორე ბიჭზე ვამბობთ. სახელად – გიორგი :D

პასუხი

35 13thCinnamon 2 ივლისი, 2010 at 3:19 pm

ამტან სანდროზე თუ წერთ, ეგ ჟღენტია. არსად არაა დარეგისტრირებულია მგონი, კარგად მაქვს ადრე დაქექილი.

მარიმ, თუ წორად მივხვდი, ” ამფითეატრის რემონტზე მომუშავე ახალგაზრდა”-ს ბლოგზე მიპასუხა, ვერ ვიპოვეო.

პასუხი

36 gabo 2 ივლისი, 2010 at 10:34 pm

გიორგი არაბულია ეგ ბიჭი მარი რამდენიმე წელია უკვე რაც ვიცნობ ძალიან კარგი ადამიანია რეკომენდაციებს ვუწევ :) ბლოგი რამდენად აქვს თუ არა არ ვიცი მაგრამ ფეისბუქი ნამდვილად აქვს ;)

პასუხი

37 მაკა ასათიანი 2 ივლისი, 2010 at 2:48 pm

ამფითეატრის რემონტზე მომუშავე ახალგაზრდამ პაპიროსი მთხოვა მე ნაადრევად მოსულს. ვუმზირე, ვუმზირე მის საშინლად ნაცნობ სახეს და ვერც ვერაფერს მივხვდი, ან რას უნდა მივხვედრილიყავი… ახლა ვიცი, რომ ბლოგერია :) ))

პასუხი

38 Kate_AlukaЯD 2 ივლისი, 2010 at 2:51 pm

მე +20 შიც ვარ და +50შიც.. ამდენი ბლოგერი ერთად არასდროს მინახავს ^_^ მოკლედ ფრიად კმაყოფილი ვარ : ) )))) და ისა რამდენი რამე არ შემიმჩნევია თურმე :( (((

პასუხი

39 ნათია (islandglocke-wasp) 2 ივლისი, 2010 at 2:53 pm

სამწუხაროდ ვერ წამოვედი…არადა მართლა მინდოდა დავსწრებოდი….რაღაც რაღაცეები გაუგებარია, და მინდოდა ამ პრეზენტაციით ბევრი თუ არა არც ნაკლები ამეთვისებინა…. :)
ასე რომ ვისაც ეს დღე არ მოეწონა…სულ კარგად რა…არავინ ეხვეწება….

პასუხი

40 დელფი 2 ივლისი, 2010 at 3:01 pm

არ მესმის, რატომ აქვს ხალხს ამდენი ბოღმა?
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად ვიჯექი ჩემთვის, მაგრამ ახლა ორიოდე სიტყვას მეც ვიტყვი. GDB-ს რაც შეეხება, არც მე არ ვყოფილვარ, მაგრამ ვენები არ გადამიჭრია. მართალია ბატონო, არ დავდივარ მე ბლოგერების შეხვედრებზე ხშირად. ის კი არა, არასდროს ვყოფილვარ მგონია. ასე რომ არ დამიძახებდნეე და ვიცი ეს მე. თუმცა ამის მიუხედავად ახალბედა ბლოგერი არ მეთქმის. ჩემი ბლოგი 25 ივნისს 3 წლის გახდა და 1500 სტატიაა განთავსებული ზედ. და დრუპალისა და ვორდპრესის ავან-ჩავანიც მესმის არცთუ ყურმოკრულად. ნუ ვინც არ წაიყვანეს იმათ ვეტყვი, რომ რამენაირად გადახარშონ ეს ტრაგედია და შეეშვნან დაბოღმებას. :)
ახლა რაც შეეხება ბობორას პარკში ღონისძიებას. მეთვითონ გამოვიჩინე ინიციატივა, მივწერე მარის, მინდა-მეთქი მონაწილეობის მიღება. პრეზენტაციაც მქონდა, მაგრამ სამსახურის გამო ვერ მოვედი. ის კი არა მთელი ღამე ვმუშაობდი ლამის იმ დღეს. მაგრამ მე ამით ტრაგედიას არ ვქმნი კაცო! სხვა დროს თუ ჩატარდება ასეთი რამ, იმედი მაქვს რომ შევძლებ წამოსვლას. ;)

ასე რომ დონთ ვორი და ბი ჰეფი რა, მაი დია ფრენდს! :) ))

პასუხი

41 Sweety 2 ივლისი, 2010 at 3:09 pm

ყველა გამომსვლელმა თვითონ გამოთქვა პრეზენტაციის ჩატარების სურვილი. მე არავისთვის დამივალებია არაფერი.

და ძალიან გამიხარდა ის 5 პრეზენტაცია <3

პასუხი

42 ანინა 2 ივლისი, 2010 at 3:01 pm

სხვა თუ ვერაფერი, ლანდიშა ნაღდად შევამჩნიე + ბიჭი, რომელიც სმს-ს გწერდა : )

პასუხი

43 ანინა 2 ივლისი, 2010 at 3:10 pm

ერთმანეთისთვის ავატარების მაგივრად თვალებში ჩაგეხედათ_ აბა რა. ბლოგოსფეროს მთავრაი მიზანი ხო ჩახუტებაა, გაგება და მეობა :]

პასუხი

44 mari** 2 ივლისი, 2010 at 3:24 pm

zalian zalian zalian magariia!!!ragac dadebiti emociebi modis suratebidann.. :) simartle rom vtkva saertod ar mitaxavs sxvam ra dawera am dgis shesaxeb..pirvelad aq wavikitxe da magaria.. vnanob ratom ar wamovedi :(

პასუხი

45 nino101 2 ივლისი, 2010 at 3:48 pm

მე ჩემ თავს ბლოგერს ვერ ვუწოდებ, ჯერ შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა რომ 2 თვის წინ გავაკეთე ბლოგი :)

ამ დღეს მთაწმინდის პარკში ამოვედი იმის სანახავად თუ რა საზოგადოება პოსტავს, ვინ არიან ისინი ლაივში და რასაკვირველია მაინტერესებდა პრეზენტაციებიც, ახალი ინფორმაციის მიღებაც და მეგობრების ნახვაც.

მინდოდა პრეზენტაციის გაკეთება და წარმოდგენა ვინაიდან მაქვს რაღაც რისი გაზიარებაც შემიძლია და მინდა, მაგრამ თავი შევიკავე, ვინაიდან მაინტრერესებდა რა აუდიტორიასთან გვაქვს საქმე. ეხლა ვიცი რა უნდა გავაკეთო.

მე რისი გაგებაც ამ პრეზენტაციაზე მინდოდა ის გავიგე.

ორგაიზების ხარისხი და სხვა ლოჯისტიკური საკითხები ამ ეტაპზე ჩემთვის მეორეხარისხოვანია. კოკაკოლა მიყვარს და დავლია, პიცა ვერ ვჭამე, მაგრამ სხვები ისე გემრიელად მიირთმევდნენ ჩანდა რომ კარგი იყო.

შემდეგ “სოციუალურ” დღემდე :)

პასუხი

46 David 2 ივლისი, 2010 at 4:20 pm

გვითხარ ერთი აბა როგორი აუდიტორიაა და რის გაკეთება შეიძლება მათთან :) ხო ხედავ რა გულახდილი ტოპიკია და ბარემ ესეც ითქვას :)

პასუხი

47 ადო 2 ივლისი, 2010 at 3:51 pm

“მინდოდა აგეწიათ კომპიუტერთან ჯდომისგან გაფუებული ტაკოები”
_სვიით შენი ტაკოსთვის შეგიხედავს???

პასუხი

48 Sweety 2 ივლისი, 2010 at 3:56 pm

კი, სამწუხაროდ, ჰორმონალური წამლების გამო ნივთიერებათა ცვლა მაქვს დარღვეული :)

პასუხი

49 David 2 ივლისი, 2010 at 4:21 pm

ხო, აი სულ წამლების გამო… :D

პასუხი

50 Sweety 2 ივლისი, 2010 at 4:23 pm

ჩათვალე რომ არ წამიკითხავს ეს კომენტარი.

პასუხი

51 David 2 ივლისი, 2010 at 5:41 pm

შენ ჩათვალე თუ ასე ძაან გინდა :) ნებისმიერი ჰორმონალური თერაპიისთვის არსებობს მისი შესაბამისი ფიზიკური ვარჯიშების კურსი, რომელიც აბალანსებს უკუეფექტებს. აბა მე მთელი ცხოვრება წამალს ვსვამ აწი და ვეღარ დამილაგებია ცვლა მაშინ და ეგაა :)

პასუხი

52 Sweety 2 ივლისი, 2010 at 5:49 pm

შენს გაბარიტებს თუ შევხედავთ აშკარად ვერ დაგილაგებია :D

პასუხი

53 David 2 ივლისი, 2010 at 9:03 pm

ჩემი დაემართა ჩემ მტერს კაცო :) ჩემზე არცაა ლაპარაკი

პასუხი

54 სიყვარულოვნა 4 ივლისი, 2010 at 5:21 pm

აუ არა და სვითის ტაკო მე მომწონს :P

პასუხი

55 ♥ Summer ♥ 2 ივლისი, 2010 at 3:59 pm

მომავალში აუცილებლად მოვალ :) :) :)

პასუხი

56 მარი 2 ივლისი, 2010 at 4:06 pm

მარი, არ ვიცი ვის პოსტებზე გაგეცინა, მაგრამ მე რაც ვნახე, თითქმის ყველას პოზიტიურად აქვს შეფასებული ის დღე და არავისთვის არ შემიმჩნევია იქ უკმაყოფილება.
ხო კიდევ მე შევამჩნიე სანდრო, მაგრამ თავიდან ვერ მივხვდი რომ ეგ იყო :D

პასუხი

57 მწარე 2 ივლისი, 2010 at 5:29 pm

თავისთავად ის ფაქტი, რომ სოციალური მედიის დღე აღინიშნა და ამდენი ადამიანი ესწრებოდა, უკვე კარგია! დანარჩენზე ვერაფერს ვიტყვი, ვერ დავესწარი. ბოღმა პოსტებს რაც შეეხება, დიდად არ მომხვედრია თვალში, მაგრამ ასეთი რამები, ზოგადად, ყველგან ხდება და არ ღირს ნერვიულობად!

პასუხი

58 ჰექსე 2 ივლისი, 2010 at 8:09 pm

მე ასე ვიტყოდი
დანაშაული არ დაინახო ის კარგი რომელიც გაკეთდა
მაგრამ ასევე დანაშაულია არ დაინახო ის ცუდი რომელიც იყო :)
რადგან მედალს ორი მხარე აქვს ყოველთვის და ეს ყოველთვის ასე :)
ორივე მხარის დანახვა კი ობიექტურობის მთავარი ნიშანია

პასუხი

59 Kate 4 ივლისი, 2010 at 9:38 pm

+1 :)

ხოდა მე ვერც ალექსანდრეს “როჟა” შევნიშნე.
ვერც ვარდისფერმაისურიანი ბიჭი.
ვერც ის ორი გოგო, რომლების მე არ მელამაზებიან პირადად.
ვერც ის ვიღაც გიორგი არაბული.
ის ბიჭი, რომელიც შენ სმს-ს გწერს, ბლოგერი kontua არის. თუმცა სმს-ის წერის პროცესი არ მინახავს, სხვა მომენტში ვნახე.
მაგრამ ვთვლი, რომ ამეების არ შემჩნევის გამო არაფერი დამკლებია. იქ მე მათ სანახავად თუ შესამჩნევად არ მოვსულვარ.

მედალს მართლა ორი მხარე აქვს და ცუდის დანახვაც ისევე აუცილებელია, როგორც კარგის. მომავალში უკეთესს გააკეთებ დარწმუნებული ვარ და ამაში ზუსტად ის კრიტიკით აღსავსე პოსტები დაგეხმარება. ჭკვიანი ადამიანი ხარ და შენ ამას შეძლებ. და იმის მაგივრად, რომ “მკიდიხართ”-ო წერდე,იმაზე უნდა იფიქრო, რომ მომავალი ბევრად კარგი სოციალური მედიის დღე იყოს.

ძალიან გამიხარდა ბევრი ბლოგერისა თუ ფორუმელის ხილვა, გაცნობა და ა. შ. გამიხარდება მომდევნო 30 ივნისიც და ნუ მოკლედ.

ხოდა იქნებ სიტყვა “შური” და სიტყვა “ბოღმა” განასხვაოთ სიტყვა “კრიტიკა”-სგან. თუ არ განასხვავებთ, იყავით ეგრე და ეძახეთ ბოღმა და შურიანი ხან ერთ ბლოგერს და ხან მეორეს.

ღონისძიება რომ დამთავრდა მაშინ შენთან მოვედი და გითხარი: კარგი იყომეთქი.”
ხოდა ახლა ც იგივეს გეუბნები.
good girl :) )

პასუხი

60 paWu 2 ივლისი, 2010 at 8:37 pm

+1+1+1+1 და ასე უსასრულობამდე… :D მაგარი იყო :D

პასუხი

61 Qilipa 2 ივლისი, 2010 at 10:07 pm

დემაგობობის მსხვერპლი ვარ თუ უბრალოდ მორჩილი ვეღარ გამიგია: ყველა პოსტს რაც ამ დღეზე წავიკითხე დავეთანხმე (კრიტიკულსაც და დადებითსაც), ნუ ალბათ იმიტომ რომ ყველა შეიცავდა სიმართლის ნაწილს! ეს მართლა მომეწონა… იგრძნობოდა გაღიზიანება და დაცინვა, რა თქმა უნდა, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი ყოფილა…

პასუხი

62 Clown 2 ივლისი, 2010 at 10:10 pm

სოციალური მედიის დღეზე არ (ვერ) ვყოფილვარ, მაგრამ იმდენად გამიხარდა … ^_^

რაც არ გინდა ყოფილიყო, მაინც რა მაგარია ^_^
საქართველოში სოციალური მედიის დღე ^_^

პასუხი

63 დავიდ 2 ივლისი, 2010 at 10:15 pm

უი … მე არ ვიყავი, თორემ მაგ გოგონებს შევამჩნევდი აუცილებლად ;დ

პასუხი

64 პერწკლი 2 ივლისი, 2010 at 10:25 pm

მომეწონა პოსტი : ) ))
მე მაქვს ხოლმე მსგსვსი შეგრძნება, სადმე ლაშქრობაში რომ წავალ და კმაყოფილი დავბრუნდები და გავიხედავ და ვიღაცა რაღაცით უკმაყოფილოა, არადა მარტივად შეუზლიათ ყველაფერს პოზიტიური თვალით შეხედონ და ცუდი გაატარონ ან დაიკიდონ ან რამე ასეთი.
პ.ს. მაგ ორ გოგოს თმა რომ არ გაეყვითლებინა,ბუნებრივად გაცილებით უფრო ლამაზები იქნებოდნენ. სამწუხაროდ, მსგავსი მცდელობები თმის მაგიერ ცოცხის ქონის ასოციაციას იწვევს ჩემში :(

პასუხი

65 gijmaj 27 აგვისტო, 2010 at 11:01 pm

პერწკლი, ლაშქრობა და საჯარო პრეზენტაცია ცოტა სხვადასხვაგვარი რაღაცეებია. ლაშქრობაზე წასვლის წინ შეგიძლია შენ თვითონ აირჩიო თანამგზავრები, საჯარო პრეზენტაციის გაკეთებას თუ აპირებ, ქებასთან ერთად კრიტიკის ატანის უნარიც უნდა გქონდეს. დახურული შეხვედრა თუა და მხოლოდ ტაშისმკვრელებს ეპატიჟებიან, სხვა საქმეა……….. :)

პასუხი

66 sun_waiting 2 ივლისი, 2010 at 11:06 pm

სვით, პირველ რიგში ჩემგან ერთი დიდი პლიუსი ამ ივენთის ორგანიზებისათვის. მეორე საკითხია რამდენად კარგად ორგანიზებული იყო, მაგრამ ეს უკვე მართლა მეორე ხარისხოვანია, მთავარი სოც მედიის დღის ერთად ზეიმი და ერთმანეთის ნახვა/გაცნობა იყო და სულ არ მაინტერესებს იყო თუ არა შნური დინამიკებში რომ შეგეერთებინათ :D

მთავარია, რომ ეს დღე შედგა და კიდევ ერთი მხიარული შეკრება ჩაგვეთვალა ბლოგერებს .

პასუხი

67 თამრი 2 ივლისი, 2010 at 11:07 pm

მე იმ +20ში ვარ. და რაც შეეხება უკმაყოფილებას სხვა ბლოგერებისა, არ ვეთანხმები მათ. ყველაფერი კარგი იყო ჩემი აზრით, და პიცაც მომწონა :) თუმცა ყველას საკუთარი აზრი აქვს, და ჩვენთან სიტყვის თავისუფლებაცაა, ასე რომ თუ ძალიან არ მოგვწონს რამე, უბრალოდ უნდა მოვითმინოთ, ან ხანდახან ოდნავ წავიკამათოთ :)

პასუხი

68 dv0rsky 2 ივლისი, 2010 at 11:48 pm

ძალიან კარგად შევამჩნიე ის ქერა გოგოები და დაჟე გაცნობაც მომინდა :)
ხოდა გამაცანი რაა :)

პასუხი

69 David 3 ივლისი, 2010 at 8:03 pm

ერთს DAVID ეწერა მხარზე :)

პასუხი

70 TreZoRA 3 ივლისი, 2010 at 1:26 am

“ყველას დიდი ბოდიში, რომ თავს უფლება მივეცი და ერთად შეგკრიბეთ ყველანი, რომ მინდოდა ერთი ნათელი დღე მეჩუქებინა თქვენთვის, რომ მინდოდა ცოტა სუფთა ჰაერი ჩაგეყლაპათ, რომ მინდოდა აგეწიათ კომპიუტერთან ჯდომისგან გაფუებული ტაკოები, ერთმანეთისთვის ავატარების მაგივრად თვალებში ჩაგეხედათ, Poke-ების მაგივრად ხელი ჩამოგერთმიათ, სტატუსების და-like-ების და lol-ების წერის მაგივრად გულიანად გეცინათ ერთმანეთის ხუმრობებზე!”

ეს ნაწილი მომეწონა :D

პასუხი

71 kontua 3 ივლისი, 2010 at 1:40 am

იმ ბიჭს რომელიც სმს გწერდა პიცა არ შეხვდა… ჰოდა მერე საერთოდ აგარც მოგწერა გაბრაზებულმა :( (

პასუხი

72 BENJAMIN 3 ივლისი, 2010 at 2:33 am

ბოღმა და შური ქართველობას დიდი ხანია გენებში აქვს ( სამწუხაროდ )

პასუხი

73 BENJAMIN 3 ივლისი, 2010 at 2:40 am

ომედია სისტემატური სახე ექნება და ხშირად ჩატარდება ასეთი ლამაზი დღეები ალბათ რომელიმეზე მეც გიხილავთ

პასუხი

74 Indian 3 ივლისი, 2010 at 7:27 am

David: “რაც იყო, კარგი იყო. ბოღმა-პოსტები მართლაც არ უნდა დაწერილიყო. თუმცა, ახლა შენი პოსტით შენც ჩააგდე შენი ხუთკაპიკიანი ბოღმიანთა ყულაბაში და ამით ივენთს მხოლოდ დააკლდა.”

მართალია ეს კაცი : ) )

მე არ ვყოფილვარ და არ ვიცი როგორი იყო და ა.შ. მაგრამ რამდენადაც ვიცი ამ ტიპის შეხვედრა პირველი იყო და ლოგიკურია რომ ექნებოდა გარკვეული “მინუსები” თუმცა კარგია რომ დაიწყო… და დაწყებისთვის როგორც ორგანიზატორებს, ასევე ვიზიტორებსაც ეკუთვნით მადლობა, ვინაიდან მათ გარეშე დაწყება არ შემდგარი დაწყება იქნებოდა.

და “მკიდიხართ” ტონი მართლა არაა ის ტონი რომლითაც მიმართვა მისაღები იქნება, იმათ მიმართაც კი, ვინც თუნდაც არც თუ ისე მართებულად (გ)აკრიტიკებდა შენ ან ამ შეხვედრას.

ვიცი რო ეს უკვე გითხრეს და შეიძლება გაგაღიზიანოს კიდევ ერთხელ გახსენებ ამას, მარა ნასინგ პერსონალ, ნუ გეწყინება : ) )

მოკლედ, წარმატებები! : )

პასუხი

75 Indian 3 ივლისი, 2010 at 7:45 am

“BENJAMIN 3 ივლისი, 2010 at 2:33 am

ბოღმა და შური ქართველობას დიდი ხანია გენებში აქვს ( სამწუხაროდ )”

და დამსწრეების ის ნაწილი ვინც კმაყოფილი დარჩა და მადლობას უხდიდა ორგანიზატორებს და მათ შორის სვითსაც (ანუ ვინც ამ შემთხვევაში არ იყო ბოღმიანი და შურიანი), – ეს ნაწილი არ იყო ხო ქართველი? : ) )

რა უბედური ტენდენცია წამოვიდა ყველაფერში ქართული გენების დადანაშაულება…

ეჰ… : ) )

პასუხი

76 Zurriuss 3 ივლისი, 2010 at 7:58 am

მხოლოდ იმ კატეგორიაში რომ შევდივარ, რომ პიცა მესიამოვნა (დანარჩენი რამე-რუმეები ბლოგინგის წყალობით გავიგე), გამოდის რომ არც ისე ძაან გკიდივარ, ხო? :) ))))
გულზე მომეშვა :პ

პასუხი

77 Sweety 3 ივლისი, 2010 at 9:12 am

“50+ ბლოგერი, ვინც იქ სიამოვნებით ნახა თავისი მეგობრები.”

ამაში არ შედიხარ? :D მდაა…

პასუხი

78 Taa 3 ივლისი, 2010 at 10:41 am

მე გირჩევდი მართლა გეკიდოს – იმიტომ რომ რომ გეკიდოს ან პოსტს არ დაწერდი
მაგრამ მე მესმის შენი, მეც გული დამწყდებოდა შენს ადგილზე

მოვედი, რაც მაინტერესებდა ვნახე, ვინც მაინტერესებდა ვნახე, რაც მინდოდა გავაკეტე
მადლობა პიცისთვის, მადლობა რომ სამსახურიდან 2 საათით ადრე გამოვძვერი და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე
მადლობა რომ მშვენიერი საღამო იყო ჩემთვის
მსმენელი გვყავს აუტანელი, მაგრამ რა შენი ბრალია

პასუხი

79 Taa 3 ივლისი, 2010 at 10:42 am

და ასევე არავის შეუმჩნევია ამფითეატრის რემონტზე მომუშავე ახალგაზრდა, რომელიც ბლოგერი აღმოჩნდა და მოგვიანებით ჩვენს ღონისძიებას შემოუერთდა ♥

respect

პასუხი

80 DreaMar 3 ივლისი, 2010 at 12:47 pm

იმ ორი ულამაზესი გოგოს უკან უსაყვარლესი წყვილი რომ იჯდა, ეგ თუ შეამჩნიეთ? :დ
პ.ს მე პირადად ვისიამოვნე ამ დღით. პატარ-პატარა ახალი რაღაცები გავიგე,( მაგალითად ტვიტერის აპლიკაციები) და ბევრი ნაცნობი ვნახე :) პრეზენტაციებს წინასწარ გავეცანი და დღის განრიგსაც, ასე რომ , როცა მოვდიოდი მთაწმინდის პარკში, ზუსტად ვიცოდი რა დამხვდებოდა იქ. ჩემი მოლოდინი გაამართლა სოც.მედიის დღემ :)

პასუხი

81 GioMac 3 ივლისი, 2010 at 4:14 pm

ორი ულამაზესი გოგო მომეწონა, “დაჟე” დავალაიქე :)

პასუხი

82 ლიშთოთა 3 ივლისი, 2010 at 7:19 pm

არ მომეწონა ეს პოსტი,ს სვით (სოცმედიის დღე – როგორც სხვანან აღვნიშნე, პირიქით, მომეწონა), პოპულარული ხარ, კრიტიკას (მათ შორის, უსამართლოს) სხვანაირად უნდა უპასუხო :) იმჰო

პასუხი

83 ვასასი 3 ივლისი, 2010 at 8:46 pm

პირადად ჩემთვის, არის რაღაცები, რაც გაუგებარია..

მაგალითად, თუ პრტეზენტაციების დროს მომხსენებლის მიმართ აშკარა შეურაცხმყოფელ რეპლიკებს ისვრი, მაგრამ მის მიერ მოტანილ პიცას მაჯებით მიირთმევ (ერთი-ორი ბობოლა ბლოგერი შევნიშნე ამ მდგომარეობაში), რა ჰქვია ამას, დიდი ბოდიშის მოხდით, იქნებ პასუხი გამცეთ?

თუ არ მოგწონს ორგანიზატორი ზედმეტად ხელოვნურად შექმნილი იმიჯისა თუ სხვა რაღაცების გამო, პიცა სახლიდან რომ შეუკვეთო, უკეთესი არ იქნება?

პირადად მე, ნამდვილად არ ვარ უკმაყოფილო სოციალური მედიის დღით. ბევრი რამე არ ვიცი ბლოგინგში და გავიგე, ასევე ტვიტერის ამბავში..

მე იქ იმისთვის ნამდვილად არ მივსულვარ, რომ ღრმააზროვანი რაღაცები მომესმინა და მაღალფარდოვანი ენით მესაუბრა..

ჰო, მორეპლიკეებს რაც შეეხებათ: უკეთესი მოხსენებები თავად გაეკეთებინათ, მომხსენებლის ერთ სიტყვას რომ სამსიტყვიან კომენტარს აყოლებდნენ და მხოლოდ თავად იცინოდნენ გულიანად.. :პუკე:

P.S. ამ ყველაფერს ზედმეტი ვაზელინობის გარეშე ვწერ!

პასუხი

84 David 3 ივლისი, 2010 at 11:04 pm

ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ პიცა შეიძლებოდა გამხდარიყო მორალური ვალდებულებების წარმოშობის მიზეზი. ანუ, ვინც პიცა ჭამა, თანგულარის ვერბოვკის ქვეშ უნდა მოქცეულიყო და თვალჟუჟუნა გამომეტყველებით უნდა ესმინა ადრეული სოციალური ქსელების ან ერესესის პრეზენტაციისთვის?

მრავალსაათიან ღონისძიებაზე სასმელ-საჭმელი მასპინძლობის ნიშანი კი არა, გარდაუვალი აუცილებლობაა – როგორც სკამი, ხმა, პროექტორი. ასე რომ აქ ხშირად ნახსენები პიცა და ნასუფრალი ეგებ ამოვიღოთ უკვე შესამჩნევი ფაქტების სიიდან. გასაგებია, რომ კონკრეტულად მარის ღონისძიებისთვის კეტერინგის მოძიება დაუჯდა გარკვეული შრომა, მაგრამ ამით მისი კომპანიის ღონისძიება გაამდიდრა და არა ისე, თითქოს ახლა ვინმეს პიცა ქონდეს ჩასასესხებელი.

ყველა აუდიტორია უსმენს იმას, რაც აინტერესებს. ამაზე კარგი საზომი არ არსებობს. ძალიან ბევრ (ალბათ უკვე 500+) სემინარზე თუ ვორკშოპზე ვყოფილვარ და ყველგან, სადაც საინტერესო სპიკერს ვინმე დარბაზიდან უშლიდა, დარბაზიდანვე იქოლებოდა და იმუნჯებოდა. რადგან აქ დარბაზში ფაქტიურად მარტო ჩორვენა იყო ხალხის გამჩუმებელი, ესე იგი სხვების ინტერესის დონეც შესაბამისი იყო.

რომ ვიცოდი, რომ ასეთი აუდიტორია მელოდა, ამიტომაც შევინახე ჩემი თუნდაც LinkedIn-ის პრეზენტაცია ჩემთვის. თორემ არც ხალხს აწყენდა ამ თემის მოსმენა და არც მე – ერთი ზედმეტი გამოსვლა აუდიტორიის წინაშე.

Conclusion: რაც იყო, კარგი იყო. მოვრჩეთ განხილვებს და ვემზადოთ მომავალი ივენთებისთვის.

Disclaimer: ეს კომენტარი არ ნიშნავს, რომ რაიმე პრეტენზია ჩემს თავზე მივიღე. უბრალოდ გამოვეხმაურე ზემოთხსენებულ მოსაზრებებს.

პასუხი

85 გიო რგაშვილი 4 ივლისი, 2010 at 12:45 pm

”რომ ვიცოდი, რომ ასეთი აუდიტორია მელოდა, ამიტომაც შევინახე ჩემი თუნდაც LinkedIn-ის პრეზენტაცია ჩემთვის. თორემ არც ხალხს აწყენდა ამ თემის მოსმენა და არც მე – ერთი ზედმეტი გამოსვლა აუდიტორიის წინაშე.”

ჯობდა არ შეგენახა შენთვის. ის, ვისთვისაც LinkedIn საინტერესოა, აუცილებლად მოისმენდა შენს პრეზენტაციას, მათ შორის მეც, და დიდად მადლობელიც დავრჩებოდი

პასუხი

86 სოფო 3 ივლისი, 2010 at 11:13 pm

მარი სამწუხაროდ ვერ დავესწარი სოც. მედიის დღეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ზალიან მაგარი იქნებოდა და ბევრი დამაკლდა რომ არ ვიყავი. შენი ჩანაწერი წავიკითხე და როგორც ჩანს ნაწყენი ხარ იმ ადამიანებზე, რომლებსაც რბილად რომ ვთქვათ არ მოეწონათ ეს “ზეიმი”. ამაზე შენ არ ინერვიულო, დაუნახავები ვართ ქართველები და ბოღმიანები. იდეა იყო, საქმეც გაკეთდა, ვისაც მეტი ტრაკი აქვს თვითონ გააკეთოს მაშინ. ასე რომ მაგარი ხარ და ასე გააგრძელე :)

პასუხი

87 სულხანი 4 ივლისი, 2010 at 12:46 am

“თუ ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ მიზნობრივ ჯგუფში არ შედიხართ, მაშინ მე თქვენ (რბილად რომ ვთქვათ) მკიდიხართ.”

ყველა, ვინც “მკიდიხართ” თქვენ თავზე მიიღეთ, მართლა დასაკიდებლები ყოფილხართ. “ქურდს ქუდი ეწვის”.
ხოლო ვინც რომელიმე ზემოთჩამოთვლილ მიზნობრივ ჯგუფში შედიხართ, მარისთან ერთად უნდა დაიკიდოთ დანარჩენები.

ტაკოები კი მართლა გაფუებულები გაქვთ (თითქმის ყველას) ამბიციებისაგან.

პასუხი

88 David 4 ივლისი, 2010 at 1:24 am

ყველამ მის გაფუებულ თუ გაუფუებელ ტაკოს მიხედოს და ყველაფერი მხოლოდ უკეთ იქნება :)

პასუხი

89 სულხანი 4 ივლისი, 2010 at 2:18 am

ოჰ, დავიდ, დავიდ, როგორ გეტყობა “ნაშალნიკობას” რომ ცდილობ.
მითითებების და დარიგებების მიცემა გყვარებია.
ხოლო თქვენი ტაკოები კი უკვე მარტო თქვენი მისახედი აღარ არის, რანგან ინტერნეტში გამოგიმზეურებიათ ბლოგების სახით. :)

პასუხი

90 David 4 ივლისი, 2010 at 10:38 am

სულხან, ინკოგნიტო რემბოებისგან ამაზე უფრო მეტი სიმძიმის რეჩებიც მახსოვს. როგორც ჩანს, ინკოგნიტოდ სხვების მისამართით ასეთი რეჩების წერა ზოგისთვის ისეთივე მიმზიდველია, როგორც ბევრისთვის ბლოგინგი ან ფბ-ზე დასტატუსება.

გაგიმარჯოს შენს ინკოგნიტო რემბოობაში :)

პასუხი

91 SexSystem 4 ივლისი, 2010 at 4:15 pm

მესმის რომ ბევრი იწვალეთ გარკვეულმა ჯგუფმა მაგ ღონისძიების დასაგეგმად, ორგანიზებისათვის და ჩასატარებლად, საპასუხოდ კი ხალხისაგან, მადლობის ნაცვლად კრიტიკა და უკმაყოფილება მიიღეთ, მაგრამ ეს კივირთ?! სასაცილოა, მართლა სასაცილო :)

პ.ს. არც ბლოგერი ვარ და არც შეხვედრაზე ვყოფილვარ, მაგრამ ამ გოგონას ნაწერი რომ წავიკითხე მისი პირველკლასელის მსგავს გულუბრყვილობაზე გული დამეწვა…

პასუხი

92 centuryof66 4 ივლისი, 2010 at 4:15 pm

მორიგი ყლინჯიფარობა.

პასუხი

93 სიყვარულოვნა 4 ივლისი, 2010 at 5:28 pm

ყველა კომენტარის წაკითხვა დამეზარა.

David
“GBD-ის შეცდომას იმეორებ და ისეთ პოსტს წერ, ვითომ ESM და PR სკოლა სიყვარულოვნამ დაამთავრა შენს მაგივრად ” – ნეტა დამემთავრებინოს.

სვით, მე მაქვს ცარიელი კოლოფები და “დომხალი” ბლოგზეც მიდევს, თუ გინდა აიღე და ჩედე აქვს = )) დაბლა სურათებს სპეციალურად არ მივაწერე ჩემი სახელი რომ საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერს გამოეყენებინა.

რაც შეეხება მედიის დღეს. აი ძალიააააააააან კმაყოფილი ვარ. პრეზენტაციებითაც დაზოგადად დღისაც. ის წამოძახილები, პიცაზე დახამებულები და მოკლედ მთლიანად ბლოგერები თუ უბრალოდ ხალხი საბოლოოდ მაინც დადებიტად შევაფასე. რამდენიმე პრეზენტაცია ავღნიშნე კიდეც რომ ჩემთვის საინტერესო იყოთო. უფრო სწორად ლანდიშას რსს- არ დამაინტერესა იმიტომ, რომ რსს არ მომწონს და საბას მედია ბანკმა. დანარჩემი კარგები იყავით. ბოღმიანი პოსტი არამგონია რომელიმე ყოფილიყო. უბრალოდ მხოლოდ ცუდს გაუსვეს ხაზი, და კარგი ან არ ტქვეს ან მხოლოდ გაკვრით. და საერთოდაც “თუ ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ მიზნობრივ ჯგუფში არ შედიხართ, მაშინ მე თქვენ (რბილად რომ ვთქვათ) მკიდიხართ. ” -მეც ამ განწყობაზე ვიქნებოდი. მაგრამ უფრო ბევრი კმაყოფილია ვიდრე უკმაყოფილი. ამიტომ დღე არაჩვეულებრივი გამოვიდა. და მადლობა შენ და სინგულარ ჯგუფს = ))

პასუხი

94 სიყვარულოვნა 4 ივლისი, 2010 at 6:49 pm

პ.ს ტექსტში რაღაც სიტყვები არეულ-დარეული მაქვს. კლავიატურას ვერ ვგუობ = (

1. “თუ გინდა აიღე და ჩედე აქვს = ))” – ვიგულისხმე რომ თუ გინდა აიღე და აქ დადეთქო

პასუხი

95 Andy 5 ივლისი, 2010 at 11:21 am

1) მე არ ვყოფილვარ სმდ -ზე , მაგრამ თვითონ ამ დღის ჩატარება , ვიღაცამ , რომ ითავა (კარაგდ თუ ცუდად) ეს უკვე მისასალმებელია და თუ ვინმეს არ მოეწონა , მომავალ წელს სხვამ ითავოს და უფრო ორგანიზებულად ჩაატაროს ეს დღე :)

2) გავეცანი სხვა პოსტებს და მემგონი აქ სხვა რამეშია საქმე , თვითონ ბლოგერთა აუდიტორია იყო მოუმზადებელი ამ დღისთვის … ანუ უფრო ბლოგერების შეხვედრას გავდა ეს ყველაფერი და არა რამე ინფორმაციის მიღებას.

P.S : ისე ასე უცბად ვირტუალური სამყაროდან , რეალურ სამყაროში გადანაცვლებას და ავატარების მაგივრად სხვა ამდენი სახის დანახვა , პირველ მომენტში სხვა ემოციას იწვევს. შესაძლოა ამის გამო მოხდა უარყოფითი ემოციების გამოწვევა . imho :D

პასუხი

96 ოთუჩო 5 ივლისი, 2010 at 2:22 pm

ლეპ დენსი აკლდა სოციალური მედიის საერთაშორისო დღეს

პასუხი

97 ანანო 5 ივლისი, 2010 at 10:43 pm

რა ემოციები გამოიწვია ამ სოც,მედიის დღემ ))

პასუხი

98 მარი** 10 ივლისი, 2010 at 3:22 pm

სოციალური მედიის საერთაშორისო დღეზე ჟურნალმა გზამაც დაწერა.დღეს წავიკითხე

პასუხი

99 IkaMac 17 ივლისი, 2010 at 2:00 am

GioMac ვერ შეამჩნიეთ? :D :D :D

>…………….

პასუხი

100 gijmaj 27 აგვისტო, 2010 at 11:09 pm

სვითი, ძალიან არ მომეწონა ეს პოსტი. დაყვედრებასავითაა – “ამხელა დღე მოგიწყვეთ და კრიტიკას მიბედავთ?” :) ) თუ განვითარება გინდა, ჩაკეტილი სისტემიდან უნდა გამოხვიდე და კრიტიკა აღიქვა არა სხვების ბოღმად, არამედ წინსვლის წინაპირობად.

პ.ს. ახლა ვნახე ეს პოსტი – შენს ბლოგზე არ შემოვდივარ ხოლმე.

პასუხი

101 makuspotter 4 სექტემბერი, 2010 at 2:23 am

ყველას დიდი ბოდიში, რომ თავს უფლება მივეცი და ერთად შეგკრიბეთ ყველანი, რომ მინდოდა ერთი ნათელი დღე მეჩუქებინა თქვენთვის, რომ მინდოდა ცოტა სუფთა ჰაერი ჩაგეყლაპათ, რომ მინდოდა აგეწიათ კომპიუტერთან ჯდომისგან გაფუებული ტაკოები, ერთმანეთისთვის ავატარების მაგივრად თვალებში ჩაგეხედათ, Poke-ების მაგივრად ხელი ჩამოგერთმიათ, სტატუსების და-like-ების და lol-ების წერის მაგივრად გულიანად გეცინათ ერთმანეთის ხუმრობებზე!
<<< ამ ნაწილზე მაჟრიალებდა.. :შ
ნეტა მანდ ვყოფილიყავი რა.. ეეჰ რა Bატი ვარ

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</