30 ივნისი – სოციალური მედიის საერთაშორისო დღე

არავის შეუმჩნევია, რამდენი ადამიანი შეიკრიბა! ♥

სპეციალურად არ დავწერე პოსტი გუშინწინ, როგორც კი სახლში მივედი. ჯერ მინდოდა მრავალი დაბოღმილი თუ “ძალით ორიგინალური” ბლოგერების პოსტებისთვის დამეცადა. :D

ძალიან გამეცინა იმ ყველაფერზე, რასაც წერთ, თუ როგორი საშინელება იყო სოციალური მედიის დღე, როგორ არასწორად იყო შერჩეული პრეზენტაციის თემები და თუ როგორი უკულტურობით გამოირჩეოდა საზოგადოება.

არავის შეუმჩნევია ორი ულამაზესი გოგო ♥

მინდოდა ეს დღე ყოფილიყო თბილი, ბლოგერული, სოციალური, არა-ოფიციალური და მაქსიმალურად თავისუფალი.

ის კი არ მესმის, თქვენ რას მოელოდით ასეთს ამ დღისგან და რით დარჩით გულდაწყვეტილი.

“სოციალური მედიის საერთაშორისო დღის” მთავარი მიზანი თავიდანვე განსაზღვრული იყო –ეზეიმა სოციალური მედიის გარდაქმნა და ჩამოყალიბება საერთაშორისო დიალოგის ინსტრუმენტად.

არავის შეუმჩნევია, როგორ ჰგავდა ლანდიშა სტივ ჯობსის ახალგაზრდობას ♥

ორი დღეა ვცდილობ გამოვიცნო, რას ნიშნავს სიტყვა ზეიმი.

ჩემთვის კი ზეიმი, არ არის საუბრები ბოდლერზე. ზეიმი, არ არის სერიოზული სახით ჯდომა. ზეიმი, არის თავისუფლება. ზეიმი, არის შეუზღუდავობა.

ვინც არაპუნქტუალურობაზე და “ქართულ პონტებზე” დაწერა, იქნებ წინასწარ შედგენილი პროგრამისთვის მაინც გადაეხედა და ენახა, რომ 6-დან 7 საათამდე შეკრების, სოციალიზაციისა და აქტიურად “უსაქმურობის” დრო იყო გამოყოფილი. გაბოს პრეზენტაცია კი განრიგისამებრ ზუსტად 7-ზე დაიწყო.

როგორ მეცინება თქვენს ზედმეტ პრეტენზიებზე და უკმაყოფილებაზე. :D

არავის შეუმჩნევია ალექსანდრეს უსაყვარლესი "როჟა" ფოტოების გადაღებისას ♥

ჩემთვის პირადად ეს დღე ნაყოფიერი იყო!

მე იქ ვნახე 20+ ადამიანი, ვინც იქ წარმოდგენილი პრეზენტაციებიდან რაღაც ახალი წაიღო სახლში.

ასევე ვიცი 20+ ადამიანი, ვინც სხვა ბლოგერების გასაცნობად მოვიდა და მათთან ერთად სურათების გადაღებაც ყველაზე მეტად გაუსწორდა იმ დღეს.

ასევე ვიცი 50+ ბლოგერი, ვინც იქ სიამოვნებით ნახა თავისი მეგობრები.

რამოდენიმე ადამიანიც მეგულება, ვინც დემი მურის და ეშტონ კუჩერის დიალოგების სანახავად გუშინ bettween.com-ზე შევიდა.

ასევე ვიცი უამრავი, ვისაც პიცის მირთმევა ესიამოვნა.

განსაკუთრებით კი იმ 10-ზე მეტი ბლოგერის მჯერა, ვინც გუშინ ამედევნა twitter-ზე.

თუ ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ მიზნობრივ ჯგუფში არ შედიხართ, მაშინ მე თქვენ (რბილად რომ ვთქვათ) მკიდიხართ. :)

"ამტანი" სანდროც არავის შეუმჩნევია ♥

“გალსტუკიანი” კონფერენცია გინდოდათ?

მთაწმინდის პარკში პეროებმა შეგაწუხათ?

კვარიათში წაუსვლელობით დაბოღმილებმა, გადაწყვიტეთ რომ ჯავრი სოციალური მედიის დღეზე გეყარათ?

ყველას დიდი ბოდიში, რომ თავს უფლება მივეცი და ერთად შეგკრიბეთ ყველანი, რომ მინდოდა ერთი ნათელი დღე მეჩუქებინა თქვენთვის, რომ მინდოდა ცოტა სუფთა ჰაერი ჩაგეყლაპათ, რომ მინდოდა აგეწიათ კომპიუტერთან ჯდომისგან გაფუებული  ტაკოები, ერთმანეთისთვის ავატარების მაგივრად თვალებში ჩაგეხედათ, Poke-ების მაგივრად ხელი ჩამოგერთმიათ, სტატუსების და-like-ების და lol-ების წერის მაგივრად გულიანად გეცინათ ერთმანეთის ხუმრობებზე!

მაპატიეთ, რომ ამ ყველაფერს ოდნავ შემეცნებითი ფონიც დავურთე თან, იმ 20-30-იოდე ბლოგერის გამო, რომლებიც მართლა საჭიროებდნენ ამ ცოდნას.

არავის შეუმჩნევია ბიჭი, რომელიც წინ მედგა და SMS-ს მწერდა ♥

ჩემთვის სოციალური მედიის დღემ გუშინწინ მთაწმინდის პარკში არაჩვეულებრივად ჩაიარა. :love:

ყველას გილოცავთ და გკოცნით,

თქვენი სვითი. :*

არავის შეუმჩნევია, თუ როგორი ვარდისფერი მაისური ეცვა ლევანს ♥

P.S. სამწუხაროდ, ჩემს ფოტოაპარატში არ აღმოჩნდა პიცის ცარიელი კოლოფების და პლასტმასის ჭიქების სურათები, თორემ აუცილებლად დავურთავდი, საზოგადოების უკულტურობის ხაზგასასმელად.

ეტყობა, უფრო პოზიტიურ რამეებზე ვიყავი კონცენტრირებული! :love:

და ასევე არავის შეუმჩნევია ამფითეატრის რემონტზე მომუშავე ახალგაზრდა, რომელიც ბლოგერი აღმოჩნდა და მოგვიანებით ჩვენს ღონისძიებას შემოუერთდა ♥

102 thoughts on “30 ივნისი – სოციალური მედიის საერთაშორისო დღე”

    1. ვაიმე, ხომ არ ჩავასწორო რამე უფრო ჯანსაღით?

      “მკიდიხართ”-იც ვეღარ მითქვამს გაბრაზებულზე ღმერთმანი :D

      1. უბრალოდ არაპროფესიონალურია, თორემ ენას ძვალი არ აქვს, ხომ იცი:)

          1. ვაააა:) ვიცი, რომ პირადი ბლოგია:) თუმცა, შიგადაშიგ რაღაცეების ორგანიზებაც და ვიღაცეების მობილიზებაც ხდება აქედან. ორგანიზატორი, რომელიც რაღაც მისთვის უკონტროლოზე თუ უბრალოდ, მისი ხედვისგან რადიკალურად განსხვავების გამო “მკიდიხარს” მეტყვის შემდგომში, სურვილს გამიქრობს მასთან “თანამშრომლობის”. ესაა და ეს.

            Come on, you are in PR, you should know it better :)

  1. უმმ ^^ გაიხარე სვით ^_^

    შენზე კარგად მართლა ვერავინ ჩამოაყალიბებდა <3

    დაინახონ მხოლოდ ცუდი, მე ყველაფერი მომეწონა და არანაირი პეზენტტაცია რომ არ ყოფილიყო და უბრალოდ ბლოგერთ შეკრება დაგერქმიათ, მაინც მომეწონებოდა ^_^

  2. მე შევამჩნიე და დავაფიქსირე ალექსანდრეს საყვარელი სახე
    შევამჩნიე ეს ახალგაზრდა, რომელიც ბოლო სურათზეა და გავესაუბრე კიდეც :)
    ასევე ამტანი სანდრო შევამჩნიე და ხალხიც, რომელთა ნაწილიც უკმაყოფილოა სოციალური მეედიის დღით… მაგრამ სვით. don’t worry… : )

  3. ლოლ
    ის ორი ქერად შეღებილი შავტუხა გოგო თუ ლამაზია, მაშინ ლევანის ვარდისფერი მაისური მაჩუქეთ, რომ ალექსანდრეს “როჟა” შევამჩნიო :D

    1. ვაიმე სოფი :))))

      პირველად გავიგე ამ თემის შესახებ საერთოდ. არ ვიცოდი, თუ ასეთი ინციდენტებით ჩაიარა ამ დღემ :-??

  4. მე საკუთარი თავიც შევნიშნე, ლევანის, ალექსანდრეც, ის ორი სიმპათიური გოგონაც (პ.ს. ბლოგერები იყვნენ ეგენიც? :”>) … და სხვ..

    პირადად მე იმ 20+ შიც შევდივარ და 50+ შიც ასე რომ დიდად ნასიამოვნები ვარ მაგ დღით : )

    ჩემთვის კი ზეიმი, არ არის საუბრები ბოდლერზე

    რატომღაც ბორდელებზე საუბარი წავიკითხე : ))

  5. GBD-ის შეცდომას იმეორებ და ისეთ პოსტს წერ, ვითომ ESM და PR სკოლა სიყვარულოვნამ დაამთავრა შენს მაგივრად :D

    ღონისძიებას ქონდა მისი პრობლემა გაბოს და ლანდიშას (ლანდიშას და გაბოს) სახით, იმიტომ რომ ეგენი არ არიან პა-პრიზვანიუ პრეზენტატორები და არც მასალა ქონდათ სუნთქვის გამშეშებელი.

    davitma-ს პრეზენტაცია იყო ძალიან დროული, იმიტომ რომ ოდესღაც უნდა ხსენებულიყო სადმე ROI სოც.მედიასთან მიმართებაში. კარგია, რომ ეს მოხდა.

    შენი პრეზენტაცია ტვიტერზე საჭირო იყო ასევე, იმიტომ რომ ჩვენს ხალხს ტვიტერი იმდენჯერ უნდა გავაგონოთ, სანამ არ დაამუღამებენ. ეს გამოიწვევს ძალით-ბლოგერების მიკრობლოგინგში გადანაცვლებას, რაც დიდ-ბლოგინგს გაწმენდს და ტვიტერზე ბაზას შექმნის.

    დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი LinkedIn-ზე პატარა პრეზენტაციას, პრინციპული ხასიათის პრობლემა რომ არ მქონდეს: არ მგონია, რომ ასეთ ივენთებზე საერთოდ საჭიროა PowerPoint-პროექტორი-ეკრანი ტიპის პრეზენტაცია. ბევრად უფრო თბილი პონტი იქნებოდა თემატური პრეზენტაციები რომ არ ყოფილიყო. თუნდაც იმიტომ, რომ არ ქონდა იქ მყოფებს განწყობა “სამეცადინო”.

    რაც იყო, კარგი იყო. ბოღმა-პოსტები მართლაც არ უნდა დაწერილიყო. თუმცა, ახლა შენი პოსტით შენც ჩააგდე შენი ხუთკაპიკიანი ბოღმიანთა ყულაბაში და ამით ივენთს მხოლოდ დააკლდა.

    P.S. ჟენშინები ისეთები იჯდნენ, ვერ დავიჯერებ რომ ზოგი მათგანი ბლოგავს. ძაან საბეემვეო-სამერსედესო გარეგნობისა იყვნენ, მაქსიმუმ ჯეოკლას.ჯი-ს აუდიტორიად რომ ჩათვლიდი :)

      1. არაფერს. ნიკი გამომადგა კონტექსტში :)

        დანარჩენზე, ты меня поняла :)

    1. გარეგნობით განისაზღვრება ბლოგერობა? :) იქნებ ჟენშინურ ამბებზე პოსტავს? ან ბიემდაბლю ფართი პონტებზე? :) just saying, nothing personal.

      1. მე აქამდე მეგონა, რომ ყბისჩამოვარდნა ნაშა ბლოგერები არ გვყავდა საქართველოში. თუ ეს ასე არაა, მე მხოლოდ გამეხარდება :)

    2. ნუ შემეცით მე და ჩემს პრეზენტაციას : ))

      არ ვამბობ რო მაგარი იყო და რაღაც..
      ვიცი რა შეცდომებიც დავუშვი და სამომავლოდ გამოვასწორებ : )

      1. არავინ არ შეცა. არ არის შენი საქმე პრეზენტატორობა. რაც გამოგდის კარგად, ის აკეთე. ვიღაცას თანგვა არ შეუძლია, ვიღაცას პრეზენტაცია – ცუდი კი არაფერი არაა ამაში. პიარი კიდევ შენ ისედაც არ გაკლია – ხალხი გიცნობს, ფრენდები ორი კაცის სამყოფი გყავს. შეეშვი და გამოადექი ქვეყანას სხვაგან. :)

  6. “ყველას დიდი ბოდიში, რომ თავს უფლება მივეცი და ერთად შეგკრიბეთ ყველანი, რომ მინდოდა ერთი ნათელი დღე მეჩუქებინა თქვენთვის, რომ მინდოდა ცოტა სუფთა ჰაერი ჩაგეყლაპათ, რომ მინდოდა აგეწიათ კომპიუტერთან ჯდომისგან გაფუებული ტაკოები, ერთმანეთისთვის ავატარების მაგივრად თვალებში ჩაგეხედათ, Poke-ების მაგივრად ხელი ჩამოგერთმიათ, სტატუსების და-like-ების და lol-ების წერის მაგივრად გულიანად გეცინათ ერთმანეთის ხუმრობებზე!”

    ვაღიარე შენი სარკაზმი, ცინიზმი და იუმორი ერთად!
    ბრავო! :D:D:D

  7. ” ამფითეატრის რემონტზე მომუშავე ახალგაზრდა”-ს ბლოგის მისამართი არ დაიდება? :)

    “”ამტანი” სანდროც არავის შეუმჩნევია ♥” სანი <3 კაი ადამიანი, ამ კაცს კი ვნახავდი სიამოვნებით. საინტერესოა, ბლოგი აქვს?

    1. მეც არ მითხრა. :( გვარიც კი არ მითხრა, რომ ფეისბუქზე მეპოვა. :/

      1. ასათიანია მგონი თუ კანდელაკი თუ რაღაც ეგეთი :) მოკლედ, შვილი და ძე არაა რა. ვიცნობ მაგას ამტანებიდან, მაგთიში გვყავდა გადაცემის დახურვის შემდეგ რამდენიმეჯერ, მაგრამ ახლა ისე იყო გართული, არ შემიწუხებია :)

        1. სანდროზე არა, მეორე ბიჭზე ვამბობთ. სახელად – გიორგი :D

        2. ამტან სანდროზე თუ წერთ, ეგ ჟღენტია. არსად არაა დარეგისტრირებულია მგონი, კარგად მაქვს ადრე დაქექილი.

          მარიმ, თუ წორად მივხვდი, ” ამფითეატრის რემონტზე მომუშავე ახალგაზრდა”-ს ბლოგზე მიპასუხა, ვერ ვიპოვეო.

      2. გიორგი არაბულია ეგ ბიჭი მარი რამდენიმე წელია უკვე რაც ვიცნობ ძალიან კარგი ადამიანია რეკომენდაციებს ვუწევ :) ბლოგი რამდენად აქვს თუ არა არ ვიცი მაგრამ ფეისბუქი ნამდვილად აქვს ;)

  8. ამფითეატრის რემონტზე მომუშავე ახალგაზრდამ პაპიროსი მთხოვა მე ნაადრევად მოსულს. ვუმზირე, ვუმზირე მის საშინლად ნაცნობ სახეს და ვერც ვერაფერს მივხვდი, ან რას უნდა მივხვედრილიყავი… ახლა ვიცი, რომ ბლოგერია :)))

  9. მე +20 შიც ვარ და +50შიც.. ამდენი ბლოგერი ერთად არასდროს მინახავს ^_^ მოკლედ ფრიად კმაყოფილი ვარ : ))))) და ისა რამდენი რამე არ შემიმჩნევია თურმე :((((

  10. სამწუხაროდ ვერ წამოვედი…არადა მართლა მინდოდა დავსწრებოდი….რაღაც რაღაცეები გაუგებარია, და მინდოდა ამ პრეზენტაციით ბევრი თუ არა არც ნაკლები ამეთვისებინა…. :)
    ასე რომ ვისაც ეს დღე არ მოეწონა…სულ კარგად რა…არავინ ეხვეწება….

  11. არ მესმის, რატომ აქვს ხალხს ამდენი ბოღმა?
    მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად ვიჯექი ჩემთვის, მაგრამ ახლა ორიოდე სიტყვას მეც ვიტყვი. GDB-ს რაც შეეხება, არც მე არ ვყოფილვარ, მაგრამ ვენები არ გადამიჭრია. მართალია ბატონო, არ დავდივარ მე ბლოგერების შეხვედრებზე ხშირად. ის კი არა, არასდროს ვყოფილვარ მგონია. ასე რომ არ დამიძახებდნეე და ვიცი ეს მე. თუმცა ამის მიუხედავად ახალბედა ბლოგერი არ მეთქმის. ჩემი ბლოგი 25 ივნისს 3 წლის გახდა და 1500 სტატიაა განთავსებული ზედ. და დრუპალისა და ვორდპრესის ავან-ჩავანიც მესმის არცთუ ყურმოკრულად. ნუ ვინც არ წაიყვანეს იმათ ვეტყვი, რომ რამენაირად გადახარშონ ეს ტრაგედია და შეეშვნან დაბოღმებას. :)
    ახლა რაც შეეხება ბობორას პარკში ღონისძიებას. მეთვითონ გამოვიჩინე ინიციატივა, მივწერე მარის, მინდა-მეთქი მონაწილეობის მიღება. პრეზენტაციაც მქონდა, მაგრამ სამსახურის გამო ვერ მოვედი. ის კი არა მთელი ღამე ვმუშაობდი ლამის იმ დღეს. მაგრამ მე ამით ტრაგედიას არ ვქმნი კაცო! სხვა დროს თუ ჩატარდება ასეთი რამ, იმედი მაქვს რომ შევძლებ წამოსვლას. ;)

    ასე რომ დონთ ვორი და ბი ჰეფი რა, მაი დია ფრენდს! :)))

    1. ყველა გამომსვლელმა თვითონ გამოთქვა პრეზენტაციის ჩატარების სურვილი. მე არავისთვის დამივალებია არაფერი.

      და ძალიან გამიხარდა ის 5 პრეზენტაცია <3

  12. სხვა თუ ვერაფერი, ლანდიშა ნაღდად შევამჩნიე + ბიჭი, რომელიც სმს-ს გწერდა : )

  13. ერთმანეთისთვის ავატარების მაგივრად თვალებში ჩაგეხედათ_ აბა რა. ბლოგოსფეროს მთავრაი მიზანი ხო ჩახუტებაა, გაგება და მეობა :]

  14. zalian zalian zalian magariia!!!ragac dadebiti emociebi modis suratebidann.. :) simartle rom vtkva saertod ar mitaxavs sxvam ra dawera am dgis shesaxeb..pirvelad aq wavikitxe da magaria.. vnanob ratom ar wamovedi :(

  15. მე ჩემ თავს ბლოგერს ვერ ვუწოდებ, ჯერ შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა რომ 2 თვის წინ გავაკეთე ბლოგი :)

    ამ დღეს მთაწმინდის პარკში ამოვედი იმის სანახავად თუ რა საზოგადოება პოსტავს, ვინ არიან ისინი ლაივში და რასაკვირველია მაინტერესებდა პრეზენტაციებიც, ახალი ინფორმაციის მიღებაც და მეგობრების ნახვაც.

    მინდოდა პრეზენტაციის გაკეთება და წარმოდგენა ვინაიდან მაქვს რაღაც რისი გაზიარებაც შემიძლია და მინდა, მაგრამ თავი შევიკავე, ვინაიდან მაინტრერესებდა რა აუდიტორიასთან გვაქვს საქმე. ეხლა ვიცი რა უნდა გავაკეთო.

    მე რისი გაგებაც ამ პრეზენტაციაზე მინდოდა ის გავიგე.

    ორგაიზების ხარისხი და სხვა ლოჯისტიკური საკითხები ამ ეტაპზე ჩემთვის მეორეხარისხოვანია. კოკაკოლა მიყვარს და დავლია, პიცა ვერ ვჭამე, მაგრამ სხვები ისე გემრიელად მიირთმევდნენ ჩანდა რომ კარგი იყო.

    შემდეგ “სოციუალურ” დღემდე :)

    1. გვითხარ ერთი აბა როგორი აუდიტორიაა და რის გაკეთება შეიძლება მათთან :) ხო ხედავ რა გულახდილი ტოპიკია და ბარემ ესეც ითქვას :)

  16. “მინდოდა აგეწიათ კომპიუტერთან ჯდომისგან გაფუებული ტაკოები”
    _სვიით შენი ტაკოსთვის შეგიხედავს???

    1. კი, სამწუხაროდ, ჰორმონალური წამლების გამო ნივთიერებათა ცვლა მაქვს დარღვეული :)

          1. შენ ჩათვალე თუ ასე ძაან გინდა :) ნებისმიერი ჰორმონალური თერაპიისთვის არსებობს მისი შესაბამისი ფიზიკური ვარჯიშების კურსი, რომელიც აბალანსებს უკუეფექტებს. აბა მე მთელი ცხოვრება წამალს ვსვამ აწი და ვეღარ დამილაგებია ცვლა მაშინ და ეგაა :)

            1. შენს გაბარიტებს თუ შევხედავთ აშკარად ვერ დაგილაგებია :D

              1. ჩემი დაემართა ჩემ მტერს კაცო :) ჩემზე არცაა ლაპარაკი

  17. მარი, არ ვიცი ვის პოსტებზე გაგეცინა, მაგრამ მე რაც ვნახე, თითქმის ყველას პოზიტიურად აქვს შეფასებული ის დღე და არავისთვის არ შემიმჩნევია იქ უკმაყოფილება.
    ხო კიდევ მე შევამჩნიე სანდრო, მაგრამ თავიდან ვერ მივხვდი რომ ეგ იყო :D

  18. თავისთავად ის ფაქტი, რომ სოციალური მედიის დღე აღინიშნა და ამდენი ადამიანი ესწრებოდა, უკვე კარგია! დანარჩენზე ვერაფერს ვიტყვი, ვერ დავესწარი. ბოღმა პოსტებს რაც შეეხება, დიდად არ მომხვედრია თვალში, მაგრამ ასეთი რამები, ზოგადად, ყველგან ხდება და არ ღირს ნერვიულობად!

  19. მე ასე ვიტყოდი
    დანაშაული არ დაინახო ის კარგი რომელიც გაკეთდა
    მაგრამ ასევე დანაშაულია არ დაინახო ის ცუდი რომელიც იყო :)
    რადგან მედალს ორი მხარე აქვს ყოველთვის და ეს ყოველთვის ასე :)
    ორივე მხარის დანახვა კი ობიექტურობის მთავარი ნიშანია

    1. +1 :)

      ხოდა მე ვერც ალექსანდრეს “როჟა” შევნიშნე.
      ვერც ვარდისფერმაისურიანი ბიჭი.
      ვერც ის ორი გოგო, რომლების მე არ მელამაზებიან პირადად.
      ვერც ის ვიღაც გიორგი არაბული.
      ის ბიჭი, რომელიც შენ სმს-ს გწერს, ბლოგერი kontua არის. თუმცა სმს-ის წერის პროცესი არ მინახავს, სხვა მომენტში ვნახე.
      მაგრამ ვთვლი, რომ ამეების არ შემჩნევის გამო არაფერი დამკლებია. იქ მე მათ სანახავად თუ შესამჩნევად არ მოვსულვარ.

      მედალს მართლა ორი მხარე აქვს და ცუდის დანახვაც ისევე აუცილებელია, როგორც კარგის. მომავალში უკეთესს გააკეთებ დარწმუნებული ვარ და ამაში ზუსტად ის კრიტიკით აღსავსე პოსტები დაგეხმარება. ჭკვიანი ადამიანი ხარ და შენ ამას შეძლებ. და იმის მაგივრად, რომ “მკიდიხართ”-ო წერდე,იმაზე უნდა იფიქრო, რომ მომავალი ბევრად კარგი სოციალური მედიის დღე იყოს.

      ძალიან გამიხარდა ბევრი ბლოგერისა თუ ფორუმელის ხილვა, გაცნობა და ა. შ. გამიხარდება მომდევნო 30 ივნისიც და ნუ მოკლედ.

      ხოდა იქნებ სიტყვა “შური” და სიტყვა “ბოღმა” განასხვაოთ სიტყვა “კრიტიკა”-სგან. თუ არ განასხვავებთ, იყავით ეგრე და ეძახეთ ბოღმა და შურიანი ხან ერთ ბლოგერს და ხან მეორეს.

      ღონისძიება რომ დამთავრდა მაშინ შენთან მოვედი და გითხარი: კარგი იყომეთქი.”
      ხოდა ახლა ც იგივეს გეუბნები.
      good girl :))

  20. დემაგობობის მსხვერპლი ვარ თუ უბრალოდ მორჩილი ვეღარ გამიგია: ყველა პოსტს რაც ამ დღეზე წავიკითხე დავეთანხმე (კრიტიკულსაც და დადებითსაც), ნუ ალბათ იმიტომ რომ ყველა შეიცავდა სიმართლის ნაწილს! ეს მართლა მომეწონა… იგრძნობოდა გაღიზიანება და დაცინვა, რა თქმა უნდა, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი ყოფილა…

  21. სოციალური მედიის დღეზე არ (ვერ) ვყოფილვარ, მაგრამ იმდენად გამიხარდა … ^_^

    რაც არ გინდა ყოფილიყო, მაინც რა მაგარია ^_^
    საქართველოში სოციალური მედიის დღე ^_^

  22. უი … მე არ ვიყავი, თორემ მაგ გოგონებს შევამჩნევდი აუცილებლად ;დ

  23. მომეწონა პოსტი : )))
    მე მაქვს ხოლმე მსგსვსი შეგრძნება, სადმე ლაშქრობაში რომ წავალ და კმაყოფილი დავბრუნდები და გავიხედავ და ვიღაცა რაღაცით უკმაყოფილოა, არადა მარტივად შეუზლიათ ყველაფერს პოზიტიური თვალით შეხედონ და ცუდი გაატარონ ან დაიკიდონ ან რამე ასეთი.
    პ.ს. მაგ ორ გოგოს თმა რომ არ გაეყვითლებინა,ბუნებრივად გაცილებით უფრო ლამაზები იქნებოდნენ. სამწუხაროდ, მსგავსი მცდელობები თმის მაგიერ ცოცხის ქონის ასოციაციას იწვევს ჩემში :(

    1. პერწკლი, ლაშქრობა და საჯარო პრეზენტაცია ცოტა სხვადასხვაგვარი რაღაცეებია. ლაშქრობაზე წასვლის წინ შეგიძლია შენ თვითონ აირჩიო თანამგზავრები, საჯარო პრეზენტაციის გაკეთებას თუ აპირებ, ქებასთან ერთად კრიტიკის ატანის უნარიც უნდა გქონდეს. დახურული შეხვედრა თუა და მხოლოდ ტაშისმკვრელებს ეპატიჟებიან, სხვა საქმეა……….. :)

  24. სვით, პირველ რიგში ჩემგან ერთი დიდი პლიუსი ამ ივენთის ორგანიზებისათვის. მეორე საკითხია რამდენად კარგად ორგანიზებული იყო, მაგრამ ეს უკვე მართლა მეორე ხარისხოვანია, მთავარი სოც მედიის დღის ერთად ზეიმი და ერთმანეთის ნახვა/გაცნობა იყო და სულ არ მაინტერესებს იყო თუ არა შნური დინამიკებში რომ შეგეერთებინათ :D

    მთავარია, რომ ეს დღე შედგა და კიდევ ერთი მხიარული შეკრება ჩაგვეთვალა ბლოგერებს .

  25. მე იმ +20ში ვარ. და რაც შეეხება უკმაყოფილებას სხვა ბლოგერებისა, არ ვეთანხმები მათ. ყველაფერი კარგი იყო ჩემი აზრით, და პიცაც მომწონა :) თუმცა ყველას საკუთარი აზრი აქვს, და ჩვენთან სიტყვის თავისუფლებაცაა, ასე რომ თუ ძალიან არ მოგვწონს რამე, უბრალოდ უნდა მოვითმინოთ, ან ხანდახან ოდნავ წავიკამათოთ :)

  26. ძალიან კარგად შევამჩნიე ის ქერა გოგოები და დაჟე გაცნობაც მომინდა :)
    ხოდა გამაცანი რაა :)

  27. “ყველას დიდი ბოდიში, რომ თავს უფლება მივეცი და ერთად შეგკრიბეთ ყველანი, რომ მინდოდა ერთი ნათელი დღე მეჩუქებინა თქვენთვის, რომ მინდოდა ცოტა სუფთა ჰაერი ჩაგეყლაპათ, რომ მინდოდა აგეწიათ კომპიუტერთან ჯდომისგან გაფუებული ტაკოები, ერთმანეთისთვის ავატარების მაგივრად თვალებში ჩაგეხედათ, Poke-ების მაგივრად ხელი ჩამოგერთმიათ, სტატუსების და-like-ების და lol-ების წერის მაგივრად გულიანად გეცინათ ერთმანეთის ხუმრობებზე!”

    ეს ნაწილი მომეწონა :D

  28. იმ ბიჭს რომელიც სმს გწერდა პიცა არ შეხვდა… ჰოდა მერე საერთოდ აგარც მოგწერა გაბრაზებულმა :((

  29. ბოღმა და შური ქართველობას დიდი ხანია გენებში აქვს ( სამწუხაროდ )

  30. ომედია სისტემატური სახე ექნება და ხშირად ჩატარდება ასეთი ლამაზი დღეები ალბათ რომელიმეზე მეც გიხილავთ

  31. David: “რაც იყო, კარგი იყო. ბოღმა-პოსტები მართლაც არ უნდა დაწერილიყო. თუმცა, ახლა შენი პოსტით შენც ჩააგდე შენი ხუთკაპიკიანი ბოღმიანთა ყულაბაში და ამით ივენთს მხოლოდ დააკლდა.”

    მართალია ეს კაცი : ))

    მე არ ვყოფილვარ და არ ვიცი როგორი იყო და ა.შ. მაგრამ რამდენადაც ვიცი ამ ტიპის შეხვედრა პირველი იყო და ლოგიკურია რომ ექნებოდა გარკვეული “მინუსები” თუმცა კარგია რომ დაიწყო… და დაწყებისთვის როგორც ორგანიზატორებს, ასევე ვიზიტორებსაც ეკუთვნით მადლობა, ვინაიდან მათ გარეშე დაწყება არ შემდგარი დაწყება იქნებოდა.

    და “მკიდიხართ” ტონი მართლა არაა ის ტონი რომლითაც მიმართვა მისაღები იქნება, იმათ მიმართაც კი, ვინც თუნდაც არც თუ ისე მართებულად (გ)აკრიტიკებდა შენ ან ამ შეხვედრას.

    ვიცი რო ეს უკვე გითხრეს და შეიძლება გაგაღიზიანოს კიდევ ერთხელ გახსენებ ამას, მარა ნასინგ პერსონალ, ნუ გეწყინება : ))

    მოკლედ, წარმატებები! : )

  32. “BENJAMIN 3 ივლისი, 2010 at 2:33 am

    ბოღმა და შური ქართველობას დიდი ხანია გენებში აქვს ( სამწუხაროდ )”

    და დამსწრეების ის ნაწილი ვინც კმაყოფილი დარჩა და მადლობას უხდიდა ორგანიზატორებს და მათ შორის სვითსაც (ანუ ვინც ამ შემთხვევაში არ იყო ბოღმიანი და შურიანი), – ეს ნაწილი არ იყო ხო ქართველი? : ))

    რა უბედური ტენდენცია წამოვიდა ყველაფერში ქართული გენების დადანაშაულება…

    ეჰ… : ))

  33. მხოლოდ იმ კატეგორიაში რომ შევდივარ, რომ პიცა მესიამოვნა (დანარჩენი რამე-რუმეები ბლოგინგის წყალობით გავიგე), გამოდის რომ არც ისე ძაან გკიდივარ, ხო? :)))))
    გულზე მომეშვა :პ

    1. “50+ ბლოგერი, ვინც იქ სიამოვნებით ნახა თავისი მეგობრები.”

      ამაში არ შედიხარ? :D მდაა…

  34. მე გირჩევდი მართლა გეკიდოს – იმიტომ რომ რომ გეკიდოს ან პოსტს არ დაწერდი
    მაგრამ მე მესმის შენი, მეც გული დამწყდებოდა შენს ადგილზე

    მოვედი, რაც მაინტერესებდა ვნახე, ვინც მაინტერესებდა ვნახე, რაც მინდოდა გავაკეტე
    მადლობა პიცისთვის, მადლობა რომ სამსახურიდან 2 საათით ადრე გამოვძვერი და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე
    მადლობა რომ მშვენიერი საღამო იყო ჩემთვის
    მსმენელი გვყავს აუტანელი, მაგრამ რა შენი ბრალია

  35. და ასევე არავის შეუმჩნევია ამფითეატრის რემონტზე მომუშავე ახალგაზრდა, რომელიც ბლოგერი აღმოჩნდა და მოგვიანებით ჩვენს ღონისძიებას შემოუერთდა ♥

    respect

  36. იმ ორი ულამაზესი გოგოს უკან უსაყვარლესი წყვილი რომ იჯდა, ეგ თუ შეამჩნიეთ? :დ
    პ.ს მე პირადად ვისიამოვნე ამ დღით. პატარ-პატარა ახალი რაღაცები გავიგე,( მაგალითად ტვიტერის აპლიკაციები) და ბევრი ნაცნობი ვნახე :) პრეზენტაციებს წინასწარ გავეცანი და დღის განრიგსაც, ასე რომ , როცა მოვდიოდი მთაწმინდის პარკში, ზუსტად ვიცოდი რა დამხვდებოდა იქ. ჩემი მოლოდინი გაამართლა სოც.მედიის დღემ :)

  37. ორი ულამაზესი გოგო მომეწონა, “დაჟე” დავალაიქე :)

  38. არ მომეწონა ეს პოსტი,ს სვით (სოცმედიის დღე – როგორც სხვანან აღვნიშნე, პირიქით, მომეწონა), პოპულარული ხარ, კრიტიკას (მათ შორის, უსამართლოს) სხვანაირად უნდა უპასუხო :) იმჰო

  39. პირადად ჩემთვის, არის რაღაცები, რაც გაუგებარია..

    მაგალითად, თუ პრტეზენტაციების დროს მომხსენებლის მიმართ აშკარა შეურაცხმყოფელ რეპლიკებს ისვრი, მაგრამ მის მიერ მოტანილ პიცას მაჯებით მიირთმევ (ერთი-ორი ბობოლა ბლოგერი შევნიშნე ამ მდგომარეობაში), რა ჰქვია ამას, დიდი ბოდიშის მოხდით, იქნებ პასუხი გამცეთ?

    თუ არ მოგწონს ორგანიზატორი ზედმეტად ხელოვნურად შექმნილი იმიჯისა თუ სხვა რაღაცების გამო, პიცა სახლიდან რომ შეუკვეთო, უკეთესი არ იქნება?

    პირადად მე, ნამდვილად არ ვარ უკმაყოფილო სოციალური მედიის დღით. ბევრი რამე არ ვიცი ბლოგინგში და გავიგე, ასევე ტვიტერის ამბავში..

    მე იქ იმისთვის ნამდვილად არ მივსულვარ, რომ ღრმააზროვანი რაღაცები მომესმინა და მაღალფარდოვანი ენით მესაუბრა..

    ჰო, მორეპლიკეებს რაც შეეხებათ: უკეთესი მოხსენებები თავად გაეკეთებინათ, მომხსენებლის ერთ სიტყვას რომ სამსიტყვიან კომენტარს აყოლებდნენ და მხოლოდ თავად იცინოდნენ გულიანად.. :პუკე:

    P.S. ამ ყველაფერს ზედმეტი ვაზელინობის გარეშე ვწერ!

  40. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ პიცა შეიძლებოდა გამხდარიყო მორალური ვალდებულებების წარმოშობის მიზეზი. ანუ, ვინც პიცა ჭამა, თანგულარის ვერბოვკის ქვეშ უნდა მოქცეულიყო და თვალჟუჟუნა გამომეტყველებით უნდა ესმინა ადრეული სოციალური ქსელების ან ერესესის პრეზენტაციისთვის?

    მრავალსაათიან ღონისძიებაზე სასმელ-საჭმელი მასპინძლობის ნიშანი კი არა, გარდაუვალი აუცილებლობაა – როგორც სკამი, ხმა, პროექტორი. ასე რომ აქ ხშირად ნახსენები პიცა და ნასუფრალი ეგებ ამოვიღოთ უკვე შესამჩნევი ფაქტების სიიდან. გასაგებია, რომ კონკრეტულად მარის ღონისძიებისთვის კეტერინგის მოძიება დაუჯდა გარკვეული შრომა, მაგრამ ამით მისი კომპანიის ღონისძიება გაამდიდრა და არა ისე, თითქოს ახლა ვინმეს პიცა ქონდეს ჩასასესხებელი.

    ყველა აუდიტორია უსმენს იმას, რაც აინტერესებს. ამაზე კარგი საზომი არ არსებობს. ძალიან ბევრ (ალბათ უკვე 500+) სემინარზე თუ ვორკშოპზე ვყოფილვარ და ყველგან, სადაც საინტერესო სპიკერს ვინმე დარბაზიდან უშლიდა, დარბაზიდანვე იქოლებოდა და იმუნჯებოდა. რადგან აქ დარბაზში ფაქტიურად მარტო ჩორვენა იყო ხალხის გამჩუმებელი, ესე იგი სხვების ინტერესის დონეც შესაბამისი იყო.

    რომ ვიცოდი, რომ ასეთი აუდიტორია მელოდა, ამიტომაც შევინახე ჩემი თუნდაც LinkedIn-ის პრეზენტაცია ჩემთვის. თორემ არც ხალხს აწყენდა ამ თემის მოსმენა და არც მე – ერთი ზედმეტი გამოსვლა აუდიტორიის წინაშე.

    Conclusion: რაც იყო, კარგი იყო. მოვრჩეთ განხილვებს და ვემზადოთ მომავალი ივენთებისთვის.

    Disclaimer: ეს კომენტარი არ ნიშნავს, რომ რაიმე პრეტენზია ჩემს თავზე მივიღე. უბრალოდ გამოვეხმაურე ზემოთხსენებულ მოსაზრებებს.

    1. ”რომ ვიცოდი, რომ ასეთი აუდიტორია მელოდა, ამიტომაც შევინახე ჩემი თუნდაც LinkedIn-ის პრეზენტაცია ჩემთვის. თორემ არც ხალხს აწყენდა ამ თემის მოსმენა და არც მე – ერთი ზედმეტი გამოსვლა აუდიტორიის წინაშე.”

      ჯობდა არ შეგენახა შენთვის. ის, ვისთვისაც LinkedIn საინტერესოა, აუცილებლად მოისმენდა შენს პრეზენტაციას, მათ შორის მეც, და დიდად მადლობელიც დავრჩებოდი

  41. მარი სამწუხაროდ ვერ დავესწარი სოც. მედიის დღეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ზალიან მაგარი იქნებოდა და ბევრი დამაკლდა რომ არ ვიყავი. შენი ჩანაწერი წავიკითხე და როგორც ჩანს ნაწყენი ხარ იმ ადამიანებზე, რომლებსაც რბილად რომ ვთქვათ არ მოეწონათ ეს “ზეიმი”. ამაზე შენ არ ინერვიულო, დაუნახავები ვართ ქართველები და ბოღმიანები. იდეა იყო, საქმეც გაკეთდა, ვისაც მეტი ტრაკი აქვს თვითონ გააკეთოს მაშინ. ასე რომ მაგარი ხარ და ასე გააგრძელე :)

  42. “თუ ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ მიზნობრივ ჯგუფში არ შედიხართ, მაშინ მე თქვენ (რბილად რომ ვთქვათ) მკიდიხართ.”

    ყველა, ვინც “მკიდიხართ” თქვენ თავზე მიიღეთ, მართლა დასაკიდებლები ყოფილხართ. “ქურდს ქუდი ეწვის”.
    ხოლო ვინც რომელიმე ზემოთჩამოთვლილ მიზნობრივ ჯგუფში შედიხართ, მარისთან ერთად უნდა დაიკიდოთ დანარჩენები.

    ტაკოები კი მართლა გაფუებულები გაქვთ (თითქმის ყველას) ამბიციებისაგან.

  43. ყველამ მის გაფუებულ თუ გაუფუებელ ტაკოს მიხედოს და ყველაფერი მხოლოდ უკეთ იქნება :)

  44. ოჰ, დავიდ, დავიდ, როგორ გეტყობა “ნაშალნიკობას” რომ ცდილობ.
    მითითებების და დარიგებების მიცემა გყვარებია.
    ხოლო თქვენი ტაკოები კი უკვე მარტო თქვენი მისახედი აღარ არის, რანგან ინტერნეტში გამოგიმზეურებიათ ბლოგების სახით. :)

    1. სულხან, ინკოგნიტო რემბოებისგან ამაზე უფრო მეტი სიმძიმის რეჩებიც მახსოვს. როგორც ჩანს, ინკოგნიტოდ სხვების მისამართით ასეთი რეჩების წერა ზოგისთვის ისეთივე მიმზიდველია, როგორც ბევრისთვის ბლოგინგი ან ფბ-ზე დასტატუსება.

      გაგიმარჯოს შენს ინკოგნიტო რემბოობაში :)

  45. მესმის რომ ბევრი იწვალეთ გარკვეულმა ჯგუფმა მაგ ღონისძიების დასაგეგმად, ორგანიზებისათვის და ჩასატარებლად, საპასუხოდ კი ხალხისაგან, მადლობის ნაცვლად კრიტიკა და უკმაყოფილება მიიღეთ, მაგრამ ეს კივირთ?! სასაცილოა, მართლა სასაცილო :)

    პ.ს. არც ბლოგერი ვარ და არც შეხვედრაზე ვყოფილვარ, მაგრამ ამ გოგონას ნაწერი რომ წავიკითხე მისი პირველკლასელის მსგავს გულუბრყვილობაზე გული დამეწვა…

  46. ყველა კომენტარის წაკითხვა დამეზარა.

    David
    “GBD-ის შეცდომას იმეორებ და ისეთ პოსტს წერ, ვითომ ESM და PR სკოლა სიყვარულოვნამ დაამთავრა შენს მაგივრად ” – ნეტა დამემთავრებინოს.

    სვით, მე მაქვს ცარიელი კოლოფები და “დომხალი” ბლოგზეც მიდევს, თუ გინდა აიღე და ჩედე აქვს = )) დაბლა სურათებს სპეციალურად არ მივაწერე ჩემი სახელი რომ საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერს გამოეყენებინა.

    რაც შეეხება მედიის დღეს. აი ძალიააააააააან კმაყოფილი ვარ. პრეზენტაციებითაც დაზოგადად დღისაც. ის წამოძახილები, პიცაზე დახამებულები და მოკლედ მთლიანად ბლოგერები თუ უბრალოდ ხალხი საბოლოოდ მაინც დადებიტად შევაფასე. რამდენიმე პრეზენტაცია ავღნიშნე კიდეც რომ ჩემთვის საინტერესო იყოთო. უფრო სწორად ლანდიშას რსს- არ დამაინტერესა იმიტომ, რომ რსს არ მომწონს და საბას მედია ბანკმა. დანარჩემი კარგები იყავით. ბოღმიანი პოსტი არამგონია რომელიმე ყოფილიყო. უბრალოდ მხოლოდ ცუდს გაუსვეს ხაზი, და კარგი ან არ ტქვეს ან მხოლოდ გაკვრით. და საერთოდაც “თუ ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ მიზნობრივ ჯგუფში არ შედიხართ, მაშინ მე თქვენ (რბილად რომ ვთქვათ) მკიდიხართ. ” -მეც ამ განწყობაზე ვიქნებოდი. მაგრამ უფრო ბევრი კმაყოფილია ვიდრე უკმაყოფილი. ამიტომ დღე არაჩვეულებრივი გამოვიდა. და მადლობა შენ და სინგულარ ჯგუფს = ))

  47. პ.ს ტექსტში რაღაც სიტყვები არეულ-დარეული მაქვს. კლავიატურას ვერ ვგუობ = (

    1. “თუ გინდა აიღე და ჩედე აქვს = ))” – ვიგულისხმე რომ თუ გინდა აიღე და აქ დადეთქო

  48. 1) მე არ ვყოფილვარ სმდ -ზე , მაგრამ თვითონ ამ დღის ჩატარება , ვიღაცამ , რომ ითავა (კარაგდ თუ ცუდად) ეს უკვე მისასალმებელია და თუ ვინმეს არ მოეწონა , მომავალ წელს სხვამ ითავოს და უფრო ორგანიზებულად ჩაატაროს ეს დღე :)

    2) გავეცანი სხვა პოსტებს და მემგონი აქ სხვა რამეშია საქმე , თვითონ ბლოგერთა აუდიტორია იყო მოუმზადებელი ამ დღისთვის … ანუ უფრო ბლოგერების შეხვედრას გავდა ეს ყველაფერი და არა რამე ინფორმაციის მიღებას.

    P.S : ისე ასე უცბად ვირტუალური სამყაროდან , რეალურ სამყაროში გადანაცვლებას და ავატარების მაგივრად სხვა ამდენი სახის დანახვა , პირველ მომენტში სხვა ემოციას იწვევს. შესაძლოა ამის გამო მოხდა უარყოფითი ემოციების გამოწვევა . imho :D

  49. ლეპ დენსი აკლდა სოციალური მედიის საერთაშორისო დღეს

  50. რა ემოციები გამოიწვია ამ სოც,მედიის დღემ ))

  51. სოციალური მედიის საერთაშორისო დღეზე ჟურნალმა გზამაც დაწერა.დღეს წავიკითხე

  52. სვითი, ძალიან არ მომეწონა ეს პოსტი. დაყვედრებასავითაა – “ამხელა დღე მოგიწყვეთ და კრიტიკას მიბედავთ?” :)) თუ განვითარება გინდა, ჩაკეტილი სისტემიდან უნდა გამოხვიდე და კრიტიკა აღიქვა არა სხვების ბოღმად, არამედ წინსვლის წინაპირობად.

    პ.ს. ახლა ვნახე ეს პოსტი – შენს ბლოგზე არ შემოვდივარ ხოლმე.

  53. ყველას დიდი ბოდიში, რომ თავს უფლება მივეცი და ერთად შეგკრიბეთ ყველანი, რომ მინდოდა ერთი ნათელი დღე მეჩუქებინა თქვენთვის, რომ მინდოდა ცოტა სუფთა ჰაერი ჩაგეყლაპათ, რომ მინდოდა აგეწიათ კომპიუტერთან ჯდომისგან გაფუებული ტაკოები, ერთმანეთისთვის ავატარების მაგივრად თვალებში ჩაგეხედათ, Poke-ების მაგივრად ხელი ჩამოგერთმიათ, სტატუსების და-like-ების და lol-ების წერის მაგივრად გულიანად გეცინათ ერთმანეთის ხუმრობებზე!
    <<< ამ ნაწილზე მაჟრიალებდა.. :შ
    ნეტა მანდ ვყოფილიყავი რა.. ეეჰ რა Bატი ვარ

Leave a Reply