მე და შენ გავარღვევთ კოკაინის დიუნებს. გავცურავთ ალკოჰოლის ტალღებზე. დავამტრვრევთ შპრიცებს. გავალღობთ ერთმანეთის გაყინულ ხელებს. შევხვდებით სიზმრებში და გვექნება სამყარო, რომელიც არ არსებობს. დამინახე სიბნელეში. ჩემი სისხლი. შენი სისხლი. ჩვენი სისხლი.
ჩვენ ნარკოტიკი არ დაგვჭირდება. ერთმანეთს ვეყოფით. ამოწურვამდე და მერე მინუს უსასრულობამდე. თავდაყირა დავდგებით. 69-ჯერ.
შევხვდებით 7-ის 17 წუთზე და გადმოვიხედავთ 16 სართულიანი კორპუსის ბოლო სართულიდან, რომ ხელის გულებში მონატრებამ დაგვიაროს. სევდას შევაწუხებთ ჩვენი სიცილით.
ვიცხოვრებთ იმ დრომდე სანამ ვართ და ვიქნებით იმ დრომდე სანამ ვცხოვრობთ.






{ 1 trackback }
{ 8 comments… read them below or add one }
მიყვარხარაა აქ დაშიფრული, რა მაგარია:))) მომეწონა იდეა
მიყვარხარ)) ჰმ забавно….
დიიდი ხანი ვიფიქრე რას ნიშნავს ციფრები მარა ვერ მივხვდი: ))))
არაფერს არ ნიშნავს. მარტო ერთი ადამიანი მიხვდება
ნუ 69 ადვილი მისახვედრია
69 სად დაინახე???:დ
თავდაყირა დავდგებით. 69-ჯერ.
)
დამინახე სიბნელეში.
ეს ყველაზე სექსუალური და ამაღელვებელი ფრაზა იყო.. ფანტაზიის გახსნის საშუალებას იძლევა
)