2012

დღეს ფორუმზე წავიკითხე ერთი თემა: 2012

მომყავს ციტატა ერთი ფორუმელის – DARKSIDE OF ME პოსტიდან:

მაიამ დაგვიტოვა ორი რამ: კალენდარი და სამი კოდექსი (პისარომ და სასტავმა დედა რომ უტირეს და ბიბლიოთეკები დაუწვეს, მაგ პერიოდში მაიამ მაინც გადარჩა სამი ხელნაწერი, რომლიდანაც მხოლოდ ერთი იკითხება და ინახება დრეზდენში. დანარჩენი ორიც ჩითავს, მაგრამ დამწვარ მდგომარეობაში და შესაბამისად პარიზის და მადრიდის კოდექსები ეწოდება. არის კიდევ მექსიკაში, მაგრამ ის არ ითვლება რადგან იმის არსებობა და არარსებობა ერთიდაიგივეა)).
აგერ კალენდრის სურათი: ესე გამოიყურება

მაიას კალენდარი

მაიას კალენდარი

დასკანერებული კოდექსებიც მაქვს, მაგრამ ბოდიში რომ ვერ დაგიდებ….მარტო ერთ სურათს დავდებ რომელიც გუგლიდან გავჩითე, რომ წარმოდგენა გქონდეს რაზეა ლაპარაკი. მთლიან კოდექსებს ნაღდად ვერ დავდებ აქ Sorry

დრეზდენის კოდექსი

დრეზდენის კოდექსი

თავიანთი ცოდნა კიდევ ერთხელ წიგნში Popul Vuh აღწერეს. (როგორც ბიბლია ,ეგეთი რამეა რა)
ეხლა მე ჩვენთვის ამ მომენტში მნიშვნელოვან ციტატებს მოგიყვან “პოპულ ვუდან” :
იქ სადაც საუბარი აქვთ კალენდარზე )რომელსაც პირველ სურათზე ხედავ), ამბობენ, რომ ეს კალენდარი ღმერთებმა დაუტოვეს დედამიწიდან შორეულ ვარსკვლავზე გაფრენის წინ. (რომ იცოდე, ეგ კალენდარი საშუალებას იძლევა მილიონებში დათვლის). ესე დაუბარეს, რომ როგორც კი დათქმული დრო მოვაო (ანუ შენ ეგ დათქმული დრო წარმოიდგინე, წითელი მონიშნუილები რომ ერთმანეთს დაემთხვევა), მაშინ დავბრუნდებითო, ხოდა რაც შევქმენით, იმას შევამოწმებთო და ასე შემდეგ (რასაც ქრისტე ამბობს იგივე სიტყვებია რა მოკლედ დაახლოებით).
გადმოთვლის მიხედვით ეს მოხდება 2012 წლის დეკემბერში. ანუ გადმოთვლაში რას ვგულისხმობ უყურე – მაიას ტერიტორიაზე ნაპოვნია ორი კალენდარი – ერთი 365 დღიანი ციკლით და მეორე 240 დღეა როგორც მახსოვს (ბოდიში თუ შემეშალა, ზუსტად აღარ მახსოვს)…….პირველი ხომ გასაგებია რაც არის და მეორეზე წერენ რომ ეს არის ღმერთების კალენდარო, რომელიც დედამიწაზე არ მოქმედებს( ! ! !)……..ანუ მეორეს შევეშვათ……
უყურე ეხლა, მაგათ არ იცოდნენ იანვარი თებერვალი და ეგეთები…მაგათ ქონდატ მთვარის და მზის ციკლები……ანუ რომ გამოიანგარიშო ის დღე, რომელსაც ეს მეცნიერები ესე გამალებით გვამცნობენ, უნდა იცოდე მაიას ათვლის წერტილი…..ვიცით ათვლის წერტილი? არა…….ასე რომ შეიძლება ეს 2012 წელი დიდი სისულელე იყოს. ეს იგივეა, ეგვიპტეზე რომ გვაბოლოებენ…..გასაგებია რომ ამა და ამ წელს ცხოვრობდა და მეფობდა ესა და ეს ფარაონი, მაგრამ პრობლემა იცი რაშია? ათვლის წერტილი არ ვიცით……რა კალენდრით თვლიან ეგვიპტის თარიღებს? არანაირით…სისულელეა ეს ყველაფერი…..ყველა თარიღი არასწორია დამიჯერე……..
ჩვენ ხომ იესოთი ვთვლით…არაბები მუჰამედით…..ებრაელები სამყაროს შექმნის სულელური კრეაციონისტული კალენდრით და ასე შემდეგ….ეგვიპტელები? – არ ვიცით))
როგორც დრეზდენის კოდექსი გვამცნობს, მაიას ათვლის წერტილი იყო ღმერთის კუკულკანის (იგივე კეცალკოატლის ან კუკუმაცის) დედამიწაზე ჩამოსვლა.
ვარაუდობენ 3114ლის 11 აგვისტოს ჩვენს ერამდე, რადგან კალენდრის წითელი ნიშნულები მაგ დროს ხვდება ერთად, ანუ ეს იყო ათვლის წერტილი…… (???)
ასევე 2012 წლის 22 დეკემბერს ჯდება ეგ წერილები ერთად……პრობლემა იმაშია, რომ რა ციკლით ითვლიდნენ, ბოლომდე გაურკვეველია……
ერთი საგულისხმო ფაქტი მეტყველებს მარტო 2012 წლისთვის – პოპულ ვუში ნახსენებია რომ ღმერთები ჩამოვლენ მაშინ, როცა დედამიწის ღერძი კვლავ დაუბრუნდება იდეალურ მდგომარეობას…….ეხლა რას ნიშნავს ეს- დააკვირდი ბოლო სურათს:

maia2wz4

ხომ ხედავ მაგ ღერძს? ყოველ წელს, მაგ ღერძის მდებარეობა სულ ცოტათი იცვლება…ანუ არასოდეს ერთიდაიგივე წერტილს არ ხვდება რა…..
ეწ. “იდეალური მდგომარეობა” მეორდება ყოველ 25 800 წელიწადში ერთხელ…….ხოდა თანამედროვე გამოთვლებით ეგ იდეალური მდგომარეობა სწორედ 2012 წელს მოხდება………….ეს მეტყველებს მაგ თეორიის სიზუსტეს…

ის თუ რა მოხდება, არავინ იცის, რადგან არანაირ კატასტროფაზე ლაპარაკი არ არის….მხოლოლოდ რაღაც არსებების დაბრუნებაზეა საუბარი ანუ მოკლედ რომ გითხრა “მაიას მეორედ მოსვლა”.

აბდაუბდა იყო, მაგრამ მიხვდი ალბათ რისი თქმაც მინდოდა, თუ რამეა მკითხე კიდე და აგიხსნი…პრობლემა ისააა რომ ეს თემა ძალიან დიდია და მთელი ფორუმი არ ეყოფა. რთულია ესე ახსნა.

ეხლა იმის შესახებ, რომ ეს კალენდარი მაგათი არ არის…..
წერენ გარკვევით, რომ ჩვენი არ არისო და რას აბრალებენ არ მესმის…
აი ერთი მაგალითი: არსებობს დოგონის ტომი, რომელიც უპრიმიტიულეს ცხოვრებას ეწევა. ხოდა მაგათი იცოდნენ სირიუს ბ რომ არსებობდა. ანუ მეცნიერებმა როცა ეს ტომი აღმოაჩინეს, ტიპი სირიუსისკენ იშვერდა ხელს და ამბობდა რომ ჩვენი ღმერთები მანდედან არიან და მანდ კიდე ერთი პატარა თანამგზავრი არსებობსო….რა თქმა უნდა რომ ეს სისულელედ მონათლეს და არ დაიჯერეს.
ხოდა გარკვეული ხნის მერე აღმოაჩინეს რომ სირიუსს ყავს პატარა თანამგზავრი, რომელიც მხოლოდ რამოდენიმეჯერ ჩანს სასწაული სიდიდის ტელესკოპითაც კი, რადგან სირიუსს ისეთი შუქი აქვს, რომ იმ პატარას ფარავს და აღარ ჩანს.
ეხლა მე მაინტერესებს – დოგონის ტომის ობსერვატორია გაუგია ვინმეს? საიდან იცოდნენ ეს ყველაფერი? თან მიწაზე სირიუს ბ ს ორბიტა დაუხატეს))
ხალხი გარკვევით ამბობსმ, რომ რრაცა არსებები ჩამოფრინდნენ საიდანღაც და ეს ყველაფერი აუხსნეს….ეხლა გიდნა დაიჯერონ ამ მეცნიერებმა და გინდა არა)))

მე ვაფშე მევასება ასეთი მისტიკური ინფოები, უცხოპლანეტელები და მითები სამყაროს დასასრულზე… თან მეშინია და თან მევასება ^_^ ინტერესით ვკითხულობ აღნიშნულ თემას… ზაფხულში ეს ბიჭი წიგნის გამოცემას აპირებს. მაგასაც დაველოდები. მაინტერესებს რა დასკვნები და აღმოჩენები აქვს გაკეთებული.

ნოემბერში მხატვრული ფილმი გამოდის იგივე თემაზე. გუგლში დავსერჩე და გადარეულია მსოფლიო ამ 2012 ფენომენით…

ძალიან დამაინტერესა. აგერ კარგი ხარისხის ტრეილერი [დავიზაფრე]:

ვინმეს რამე ინფორმაცია თუ გაგაჩნიათ არგუმენტირებული ან არა არგუმენტირებული ყველანაირი ჰოპოთეზა და მოსაზრება გამიზიარეთ!!!

მოდით გამოვიძიოთ საქმის ვითარება, იქნებ კიდობანი გვაქვს კაცო ასაშენებელი და ვერ გაგვიგია :D

43 Comments

  1. მე მევასება მაიები
    წარმოიდგინე ის იმდენი ნაწერები რომ არ დაეწვათ რამდენი ინფორმაციე გვექნებოდა ახლა
    ხალხს მგონი ყველაფერზე ქონდა მზა პასუხები

  2. პლანეტა ნიბირუ, რომელიც სხვადასხვა სახელითაა ცნობილი, პლანეტა იქსი, მეთორმეტე პლანეტა, მარდუკი…

    მაიას გრძელი კალენდარი აჩვენებს, რომ სამყაროს აღსასრული 2012 წლის 21 დეკემბერს დადგება.

    მეცნიერების ვარაუდით სწორედ ამ დროისთვის ელოდება ჩვენს პლანეტას ე.წ. ნიბირუს ეფექტი. რომლის პიკიც 2013 წლის ვალენტინობას იქნება და 2014 წლის 1 ივლისს დასრულდება.
    ქარის სიჩქარე 570 კმ.სთ, ცუნამის სიმაღლე 3 მილზე მეტი.
    მეცნიერები ამბობენ, რომ ნიბირუ უკვე მოდის დედამიწისკენ და 24 საათში 1250 მილს გადის.

    რატომ უწოდებენ ნიბირუს მეთორმეტე პლანეტას.
    ჩვენ ვიცით მხოლოდ 9 პლანეტა: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი.
    დანარჩენი სამი პლანეტა მუქი ვარსკვლავი, ე.წ. Homeworld და ნიბირუ პლუტონის მერეა.

    მუქი ვარსკვლავი მომდევნო 2 პლანეტისთვის იგივეა რაც ჩვენთვის მზე. Homeworld და ნიბირუ კი ჩვეულებრივი პლანეტები არიან.

    მეცნიერების თქმით სამხრეთ ნახევარსფეროდან უკვე ჩანს ნიბირუ, 2010 წლიდან ჩრდილოეთ ნახევარსფეროდანაც გამოჩნდება.

    ნიბირუს მერე მორიგი საშიშროება 2029 წელს ემუქრება დედამიწას. ასტერორიდი სახელწოდებით 99942 აპოფისი 2029-ში დაეჯახება ჩვენს პლანეტას.

    შემეშინდა :S

    1. აზრზე ხარ პროსტა რეები ხდება :D

      ბოლოს ვნახე მხატვრული ფილმი კინუ რივზი რომ თამაშობს – “დღე როდესაც დედამიწა გაჩერდა”
      მანდ ეგრე ეჯახებოდა ასტეროიდი და არაფერიც არ დაეჯახა ბოლოს.

      მე მჯერა უცხოპლანეტელების არსებობის და არ მინდა რომ რაღაც დაგვეჯახოს. ამიტომ იმედს ვიტოვებ რომ ნიბირუ დიდი კოსმოსური ხომალდი აღმოჩნდება ან მაკროს ფრანტიერის მსგავსი ხომალდ-დასახლება :D

  3. მშვენიერი თემაა. სინამდვილეში მე რაც წამიკითხავს 2012-ის შესახებ.. უამრავი ვერსიაა და მე ყველასი ერთად მჯერა. პლუს აქ ამ წლის ამბებს ეკვეთება რამდენიმე სხვა მისტიური სკოლის მონაცემებიც და ამიტომაც სამმაგად საინტერესოა.
    ამბობენ რომ აპოკალიფსი არ ნიშნავს მაინცდამაინც კატაკლიზმებს და უფლის გამოცხადებას, შეიძლება მოხდეს ისეთი ცვლილებები რაც ძველი კულტურისთვის ან ძVელი აზროვნებისთვის აღიქმებოდეს როგორც ნგრევა, ამ დროს კი დაიბადოს რამე ახალი, ლამაზი და მუტანტური :) ჰეჰე.

    აი ამათ ჩენელზე დებენ ხოლმე საინტერესო ვიდეოებს

    http://www.youtube.com/user/postmoderntimes

    ——————————
    2012- time for CHANGE

  4. მშვენიერი თემაა. სინამდვილეში მე რაც წამიკითხავს 2012-ის შესახებ.. უამრავი ვერსიაა და მე ყველასი ერთად მჯერა. პლუს აქ ამ წლის ამბებს ეკვეთება რამდენიმე სხვა მისტიური სკოლის მონაცემებიც და ამიტომაც სამმაგად საინტერესოა.
    ამბობენ რომ აპოკალიფსი არ ნიშნავს მაინცდამაინც კატაკლიზმებს და უფლის გამოცხადებას, შეიძლება მოხდეს ისეთი ცვლილებები რაც ძველი კულტურისთვის ან ძVელი აზროვნებისთვის აღიქმებოდეს როგორც ნგრევა, ამ დროს კი დაიბადოს რამე ახალი, ლამაზი და მუტანტური :) ჰეჰე.

    აი ამათ ჩენელზე დებენ ხოლმე საინტერესო ვიდეოებს:
    http://www.youtube.com/user/postmoderntimes

  5. მაიას კულტურაზე და კალენდარზე და საერთოდ მთელ მათ მსოფლმცხეველობაზე არსებობს ძალიან საინტერესო ლექციათა კურსი. გვარი იმ კაცის არ მახსოვს. ძალიან საინტერესოა და თუ გაჩითეთ ნეტით ჩამოქაჩეთ. კიდევ ერთელ გავუსვავ ხაზს რომ ერთი პროფესორის ლექციებია ინგლისურად.

    2012 კი მაგასი სასაცილო ტარიღია. მაგ, ჩემს ქმარს რომ ვეუბნევი მოდი ვილა ვიყიდოთ,ძაღები ვიყოლიოთ ამბობს ”რა აზრი აქვს მაინც მთავრდება ახლა უკვე (3 წელიწადში) ყველაფერიო”. :D :D ხოდა ვისაც სჯერავს სჯერავს , ვისაც არ გვჯერავს გაგავატაღეთ და ძაღლები მაინც გვიყიდეთ :D

    1. მე კიდე პირიქით დავიწყე ყველაფრის აღქმა: ”სანამ დროა მოვასწროთ”- ლოგიკით…

      ამ ზაფხულს მოვაგროვებ ყველაფერს რაც ძვირფასი გამაჩნია, გავყიდი და წავალთ სამოგზაუროდ.
      ჩემს ქმარს ძალით წავათრევ თუ არ წამომყვება!!! ვოტ :( ვიცი რომ არ უყვარს major ცვლილებები ცხოვრებაში, მაგრამ მაინც მინდა რომ ბოლო სამი წელი Full Life გვქონდეს :)

      ა ხო კიდე ამერიკაში მინდა წასვლა. მოვლენების ეპიცენტრში მაინც ვიქნები.
      იქიდან რომ დავრეკავ 3 წლის მერე სახლში და ვიტყვი,

      აქ ყველაფერი კარგადაა, ჩვენს მეზობლად ნიბირუელი ცოლ-ქმარი დასახლდა. უცნაური ძაღლები ჰყავთ, მაგრამ წყალს ფსამენ, გაზონის მორწყვა აღარ მჭირდება ხოლმე. მგონი ერთმანეთს გავუგებთ! :D

      მოკლედ მე მჯერა 2012 წლის რატომღაც…

    1. სამწუხაროდ 2000 და 2012 სხვადასხვა რამაა. მილენიუმის შიში კაცობრიობას აქმადეც ქონდა მაგრამ 2012 მილენიუმი არაა :D :D დაგვერხა , ის დროა უხცოპლანეტელბს გავურიგდეთ რომ წაგვიყვანონ აქედან :D

  6. არამგონია რო მაინცდამაინც 2012 წელს დაიტბოროს დედამიწა იმიტომ რომ ძველი წელთაღრიცვებით რამდენი ხანია არი დედამმიწა და მაინცდამაინც 2012 წელს დაიტბორება? არამგონია

  7. ქვეყნის აღსასრული, ანტქირისტეს გამეფებიდან 39 თვეში (+40 დღე მგონი) დადგება…
    ასე წერია “ჩვენებურ” წინასწარმეტყველებაში.
    ხოდა ჯერ არ ჩანს ის ცნობილი ანტიქრისტე.
    კოსმოსში შეიძლება რამე საინტერესო მართლა მოხდეს 2012 წელს, მაგრამ არა მგონია მაინცდამიანც გლობალური კატაკლიზმა იყოს :)
    ისე, ძველი ცივილიზაციები, ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ ღვთის განგება ყოველთვის არ ემთხვევა მათემატიკურ (და სხვა) გათვლა-გაანგარიშებებს :)

  8. პოლიგლოტი ვარ და რამოდენიმე წიგნები გადავიკითხე მასეთ რამეები მაგრამ საკითხავია რომ საიდან იციან დედამიწის დასასრული და ბოლო რისხვები? მე მჯერა უცხო-პლანეტელების არსებობა სხვა დედამიწაზეც და აგრეთვე ღმრთისა და არა ღმერთები… ბევრი აზრი და საეჭვო არის.
    მითოლოგია ხან მართლდება ხან არა .
    ამიტომ ადამიანში რაღას იმალება რას ჩვენ ვერ დაუჯერებ. სეიძლება ბავშვმა ისეთი რამ თქვას თავისებური რაც თვითონაც არ იცი რას ამბობ… ანუ ათქმევინებს ისეთ რამეც რომ მეცნიერმა მომავალსი გააკეთოთ და გაამართლოს ბავშვის ნათქვამმაც.
    ბევრი საიდუმლო იმალება ჩვენ დედამიწაზე.
    დასასრული არ ექნება .

  9. amboben rodesac planetebi ertad dadgebiano ra sigshi mashin moxdeba kvelaferi es nibiru chauvlis dedamicas gverdze ra da moxdeba sashineli ragaceebi cunami,tornado,miciszvrebi.amboben rom mag planetas aqs prtebisnairi ragaceebi da magra anatebs da mzis xelaao :| zogierti mecnieri tvlis rom es ucxoplanetelebis xomaldia.

  10. სალამი ყველას! საინტერესო თემაა, რაც შეეხება 2012 წელს და 3114 წელს უფრო რეალურია 2012 რადგანაც 2012 წლის 21 დეკემბერს მზის სისტემის ყველა პლანეტა დგება ერთ ზოლში და ამ მწკრივს ემატება პლანეტე “ნიბირუ” რაც 26.000 წელიწადში ერთხელ ხდება. მართალია ნიბირუ თავის ორბიტალურ წრეს 3600 წელი ანდომებს, მაგრამ ამ შემთხვევაში პლანეტების აღლუმი ნიბირუსთან ერთადაა და დედამიწა მზესა და ნიბირუს შუა ხვდება, რაც ბევრ კითხვისნიშანს ბადებს, თან ნიბირუს ზომაა გასათვალისწინებელი, დაახლოებით ოთხი დედამიწის ხელაა!!! თუ გავითვალისწინებთ იმას რომ პატარა მთვარე მოქმედებს ოკიანეების მიქცევა მოქცევაზე, რა იქნაბა “ნიბირუ” რომ მოვა???
    ეხლა რაც შეეხება მაიას! ისინი დაახლოებით მე-5 საუკუნეში გამოჩდნენ და 830 წელს გაუჩინარდნენ თითქონს ერთ დღეში რადგანაც, კვალი არაა დატოვებული, ასევე საოცარია ესეთ მოკლე ხანში როგორ ააშენეს იმ სირთულის ქალაქები და პირამიდები რომლებიც ეგვიპტისას არაფრით ჩამოუვარდებიან, თან აქ გვხვდება ათეულუბით ასეთი პირამიდა!!! გაითვალისწინეთ მაიამ არ იცოდა ბორბალი, არ ყავდა შინაური ცხოველები პრიმიტიული ქვის ხანის ადამიანები რომლების ძირითადი საკვები იყო სიმინდი და ნანადირევი.
    მოკლედ ძაან შორს წაგვიყვანს ეს საუბარი ისედაც გრძელი პოსტი გამიმივიდა :) დიდი მადლობა ყურადღებისთვის! ;)

  11. არა მხოლოდ მაიას ტომი… შუმერებს,ეგვიპტელებსაც სცოდნიათ მათ შესახებ

    დედამიწას “ეშმაკის პლანეტა” უახლოვდება

    მიმდინარე წლის მაისში დედამიწელებმა ციური სხეული დაინახეს, რომელმაც შესაძლოა 2012 წელს ჩვენი ცივილიზაცია შეცვალოს.
    უძველესი წინასწარმეტყველება “წითელ პლნეტაზე”, რომლის დედამიწასთან მოახლოებაც გლობალურ კატაკლიზმებს გამოიწვევს, რეალური აღმოჩნდა. თვეზე მეტია, ღამეულ ცაში წითელი მოძრავი სხეულის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება.
    ეს ლეგენდარული ნიბირუა, იგივე “X-პლანეტა” და “ეშმაკის პლანეტა”.
    იგი თავის ორბიტაზე 3 600 წლის ინტერვალით ბრუნავს დედაამიწასთან ახლოს და იწვევს წყალდიდობებს, მიწისძვრებს და სხვა კატაკლიზმებს, რომლებიც აფერხებენ ცივილიზაციის განვითარების გზას.
    _ ნიბირუ _ ეს თითქოს მოჩვენება უძველესი წინასწარმეტყველებისა, _ ამბობს მოსკოველი პლანეტების მკვლევარი იულია სუმიკი, _ მის შესახებ მაიას ტომიც წერდა, უძველესი შუმერებიც და ეგვიპტელი ფარაონის ვარსკვლავთმრიცხველებიც. თუმცა თანამედროვე ასტროლოგებმა ნიბირუ სულ ცოტა ხნის წინ შეისწავლეს.
    სანამ მეცნიერები ულტრათანამედროვე ტექნიკით ცდილობენ ინფორმაცია მოიპოვონ დაუპატიჟებელი სტუმრისგან, პლანეტა ნიბირუ დედამიწისკენ მოიწევს.
    პროგნოზები:
    ნიბირუ ერთ-ერთი საიდუმლო ობიექტია კოსმოსისა. სამხრეთ ნახევარსფეროს მცხოვრებლებს წითელი წერტილის დანახვა 15 მაისსვე შეეძლოთ, 2011 წლის მაისში კი მისი ხილვა ჩრდილოეთელებსაც შეეძლებათ. ამ დროისთვის მისი ზომაც მოიმატებს. 2012 წლის 21 დეკემბერს ნიბირუ მზისტოლა გახდება და სისხლივით წითელი ფერის იქნება.
    თუ ამერიკელ მეცნიერსა და მწერალს, ალან ელფორდს ვენდობით, ნიბირუზე უკვე 300 ათასი წელია არსებობს მაღალგანვითარებული ცივილიზაცია.
    უცხოპლანეტელების არსებობაში დარწმუნებულია ასტრონავტი ედგარ მიტჩელიც:
    _ მჯერა, რომ ჩვენი პლანეტის გარდა, სხვაგანაც არსებობს სიცოცხლე და მთავრობას ვთხოვ, გახსნას მის შესახებ მოპოვებული ყველა საიდუმლო ინფორმაცია. _ განუცხადა მან ჟურნლისტებს.
    მეცნიერები ვარაუდობენ, რომ “ეშმაკის პლანეტის” გამოჩენა დედამიწისთვის სასიკეთო არ იქნება. 2013 წლის 14 თებერვალს, როცა ნიბირუ მზესა და დედამიწას შორის ჩადგება, მოსალოდნელია გლობალური კატაკლიზმები. მაგნიტური პოლუსები გადაადგილდებიან და ჩვენი პლანეტის გადახრა შეიცვლება. კონტინენტებს ძლიერი მიწისძვრები და ცუნამები დაატყდება, ყველაზე მეტად კი ამერიკა დაზარალდება. ნიბირუ დედამიწას მხოლოდ 2014 წლის 1 ივლისიდან მოსცილდება.
    ნიბურუ ძლიერმა ტელესკოპებმა პირველად 1983 წელს დააფიქსირეს. მაშინ ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ პლანეტა ძლიერადაა მიკრული თავის ელიფსურ ორბიტაზე. მისი მასა 2-ჯერ თუ 5-ჯერ აჭარბებს დედამიწის მასას. იგი მზისგან 14 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული.
    უძველესი დაკვირვებები:
    აღმოჩნდა, რომ ამ მისტიკური კოსმოსური ობიექტის შესახებ ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ იყო ცნობილი. უძველეს წყაროებში მას “მეორე მზედ” მოიხსენიებდნენ, ასევე მისი ეპითეტები იყო _ “მანათობელი”, “მბრწყინავი”, “გვირგვინივით მოციალე”. ჩვენი წინაპრები ნიბირუს თვლიდნენ “ხომალდად, რომელზედაც ღმერთები ცხოვრობდნენ”.
    მზე.
    _ დედამიწა ცხოვრობს “მეხუთე მზის” ფინალურ ეპოქაში, _ ხსნის იულია სუმიკი, _ მაიას ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, “მეხუთე მზის” დასასრული 2012 წელს დადგება. მათივე გამოთვლებით, “პრველი მზის” ეპოქა 4008 წელს გაგრძელდა და დასრულდა მიწისძვით, ხოლო “მეორე მზის” ეპოქამ გასტანა 4010 წელს და დასრულდა გრიგალით. “მესამე მზის” ეპოქა მოიცავდა 4081 წელს მოიცავდა, ბოლოს კი დედამიწას დაატყდა ცეცხლის წვიმა, რომელიც უზარმაზრი ვულკანების კრატერებიდან ამოიფრქვა. “მეოთხე მზის” ეპოქა 5026 წლიანი იყო და წარღვნით დასრულდა.
    “მეხუთე მზის” ეპოქა 5126 წლიანია. იგი ცნობილია აგრეთვე, როგორც “მზის მოძრაობა”. მაია წინასწარმეტყველებს, რომ მის შემდეგ მოხდება დედამიწის შერყევა, რაც ცივილიზაციას შეცვლის. მათი გადმოცემით, ცოდნა ამის შესახებ არა მხოლოდ ცაზე დაკვირვებით, უცხოპლანეტელებისგანც მიიღეს.
    ნიბურუს შესახებ ინფორმაციას შუმერებიც ფლობდნენ. ტექსტების გარდა, მათ ამ პლანეტის არაერთი გამოსახულება შემოგვინახეს. ნიბირუს გამოსახავდნენ მრგვლი დისკოს სახით, რომელსაც ორი უზარმაზარი ფრთა აქვს. ეს სიმბოლო გვხდება ასირიელბში, ბაბილონელებში, ეგვიპტელებში და სხვა უძველეს ერებში. ხალხს მტკიცედ სჯეროდა, რომ 450 ათასი წლის წინ სწორედ ასეთი საფრენი აპარატით დედამიწაზე პირველად ჩამოფრინდნენ ნებირუს მცხოვრებლები.
    ერთ-ერთ შუმერულ ტექსტში, რომლის ასლიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება, გამოსახულია ღმერთი, რომელსაც ხელში “თოკები” უჭირავს და მზისგან ტყორცნის. ძველი შუმერები აცხადებდნენ, რომ უცხოპლანეტელებმა გადაარჩინეს დედამიწა კაპრიზული ვარსკვლავის “ტვირთისაგან”.
    შუმერები თავის უცხოპანეტელს მასწავლებლებს “მზის მცველებს” უწოდებდნენ, “თოკები” კი ღვთაებრივი ძაფი იყო, რომლის ქსელითაც მთელი დედამიწა დაფარეს.
    დაე, ჩვენც გვჯეროდეს, რომ ისინი ამჯერადაც გადაარჩენენ ჩვენს დედამიწას.

    http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=91&st=80

  12. უამრავი ბლოგი მაქვს წასაკითხი, ამიტომ მარტო პოსტისა და ჩემ წინა კომენტარის წაკითხვით შემოვიფარგლე:
    მე არ მიყურებია არც 2012–ისთვის და არც მასზე გადაღებული “დოკუმენტური” ფილმებისთვის, რაც ასე ძალიან მაღიზიანებს.
    ერთადერთი, რაც ახლა ძააააააალიან ძააალიან მომინდა, არის ის, რომ მეცხოვრა მაიას ტომში და საკუთარი თვალით შემესწავლა იქაურობა, მცოდნოდა მათი ენა და, რაც მთავარია, მათი თვალით შემეხედა სამყაროსთვის. შემემეცნებინა მათი თვალით დანახული ზეცა და გამეგო მათი წინასწარმეტყველებების არსი…
    ბევრს დავწერდი კიდევ, მაგრამ არ მიყვარს უსაშველო კომენტარები, რადგან ვთვლი, რომ პოსტზე გრძელი კომენტარი უზრდელობაა :)

  13. და კიდევ რა: ასეთი ამბავი თავის დროზე “და ვინჩის კოდზეც” ატყდა: არიქა, ეს რა ხდება, არიქა ეს რა ხდებაო! ჰოდა სოლომონ ბრძენს უთქვამს “ეგეც გაივლისო”, ჰოდა ეგეც გაივლის. ნუ მე ასე მჯერა ;)

  14. 2012_ში რაც ნაწინასწარმეტყვებელია საბაბი არ გვაქ არდაჯერების, მაგალითად მე მჯდერა. გავიხსენოთ ნოე მაშინაც შესაბამისი ცვლილებები იყო წარღვნები და უბედურებანი და შემდგომ დაიწყო ახალი ეპოქა. ვფიქრობ ეხლაც ეგრე იქნება და სასაცილოდ შიძლება მოგეჩვენოთ მაგრამ მჯერა რომ ადამიანები უცხოპლანეტელტა ექსპერიმენტები ვართ და ისინი ანხორციელებენ ჩჯვენზე დაკვირვებენს. როდესაც ახალი 5 ეპოქა დაიწება, რადიკალურად შეიცვლება ყველაფერი და ცხოვრება ასევთქვათ ახლიდან დაიწება. აღფრთროვანებული ვარ წინასწარმეტყველი ნოსტრადამუსით რომლიც მოღვაწეობდა 16 საუკუნეში და მან ეს ყველაპერი იწინასწარმეტყველა რომელიც თავის სურათებზეცაა აგბეჭდილი თვალსაჩინოდ.
    ვფიქრობ ძველად ხალხი უპრო ბრძენი იყო და რაც უფრო და უფრო მომავლისკენ მივდივართ ჩვენი გონებრივი შესაძლებლობები იკლებს, მაიას ტომი ბევრს ერთ-ერთი პრიმიტუული ტომი ეგონა მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ ყველაზე ძლიერი გონებრივი შესაძლებობები ქონდათ და თვალნათლივ ხედავდნენ ყველაფერს. ყოველ და რაც შეეხება ეშმაკის პლანეტას ასევთქვათ ჩემი გამოძიებით 2030 წელს გაანადგურებს დედამიწას ფიზიკურად ხოლო მანამდე მისი სავარაუდო მოახლოების გამო დედამიწაზე მოხდება მრავალი უბედურებანი რაც დედამიწის მიზიდულობის ძალაზე იმოქმედებს ხოლო 2030 _ში იგი მთლიანად წალეკავს დედამიწას. ბევრი ამბობს რომ ამის არ ჯერა მაგრამ ქვეცნობიერში ერთს ამბობენ მეორეს ფიქობენ. მოიძიეთ იმფპრმაცია ნოსტრადამუსზე ძალიან საინთერესო და მრავლისმთქმელი ფაქტები გააჩნია :)

  15. “ხომ ხედავ მაგ ღერძს? ყოველ წელს, მაგ ღერძის მდებარეობა სულ ცოტათი იცვლება…ანუ არასოდეს ერთიდაიგივე წერტილს არ ხვდება რა…..
    ეწ. “იდეალური მდგომარეობა” მეორდება ყოველ 25 800 წელიწადში ერთხელ…….ხოდა თანამედროვე გამოთვლებით ეგ იდეალური მდგომარეობა სწორედ 2012 წელს მოხდება………….ეს მეტყველებს მაგ თეორიის სიზუსტეს…”

    მასე მარტივადაც არაა საქმე…
    აი ეს ნახეთ და გაცილებით უფრო გასაგები გახდება რაზეცაა საუბარი.
    http://www.marjin.ru/golos/21.12.2012.htm
    ეს უკვე თანამედროვე ასტრონომიაა და როგორც ხედავთ მაიას ტომმა ყოველგვარი მოწყობილობების გარეშე ზუსტად მაგ დღეს ”გაარტყა”…
    და რატომ გგონიათ რომ სხვა რამეში ცდებიან? ბიბლიაც ცდება? რა იცოდა მაიამ ბიბლია ან კი ბიბლიამ მაიას წინასწარმეტყველება? მაიას ტომი ხომ კოლუმბამდე 500 წლით ადრე ”გადაშენდა”…

  16. უი, კინაღამ დამავიწყდა. ზემოთქმულთან ერთად აი კიდევ რა მოხდება ამავე დღეს 21.12.2012 /თარგმანა მეზარება/:

    “Самое интересное, что 21 декабря 2012 года, будет парад планет.

    Сатурн, Юпитер, Марс и Земля выстроятся в одну линию. Собственно подобные парады планет были и раньше. Чем же отличается парад планет 21 декабря 2012 года от предыдущих ? Дело в том, что в этот день выстроятся в линию не только планеты солнечной системы, но и планеты других звездных систем, образуя линию от центра галактики. А это уже совсем другое дело. Процесс можно сравнить со стрелками часов, когда стрелки часов встают на отметку 12 часов. Данная комбинация будет означать переход вселенной из одной системы в другую.”

    და ეს ორი უიშვიათესი ასტრონომიული მოვლენა /“იდეალური მდგომარეობა” + გალაქტიკური პლანეტარული პარადი/ ერთსა და იმავე დღეს.მაგარია არა?
    და ეს მხოლოდ უტყუარი ასტრონომიული ფაქტებია…

    დაუმატეთ მაგას კიდევ ასტროფიზიკური, გეოფიზიკური და ჰელიოფიზიკური ფაქტები, ათასგვარი წინასწარმეტყველებები,დაგონები,მაია,ჰოპის ტომი,მაორი,ეგვიპტე, ბიბლია,შუმერების მოერ ნაწინასწარმეტყველები პლანეტა ნიბირუს შემოსვლა მზის სისტემაში /სამხრეთ ნახევარსფეროდან უკვე ჩანს სხვათაშორის/ და კიდევ უამრავი სხვა რამ…
    ცოტა ნამეტანი ხომ არ არის ერთი კონკრეტული თარიღისთვის?

  17. “ხომ ხედავ მაგ ღერძს? ყოველ წელს, მაგ ღერძის მდებარეობა სულ ცოტათი იცვლება…ანუ არასოდეს ერთიდაიგივე წერტილს არ ხვდება რა…..
    ეწ. “იდეალური მდგომარეობა” მეორდება ყოველ 25 800 წელიწადში ერთხელ…….ხოდა თანამედროვე გამოთვლებით ეგ იდეალური მდგომარეობა სწორედ 2012 წელს მოხდება………….ეს მეტყველებს მაგ თეორიის სიზუსტეს…”

    მასე მარტივადაც არაა საქმე…
    აი ეს ნახეთ და გაცილებით უფრო გასაგები გახდება რაზეცაა საუბარი.
    http://www.marjin.ru/golos/21.12.2012.htm
    ეს უკვე თანამედროვე ასტრონომიაა და როგორც ხედავთ მაიას ტომმა ყოველგვარი მოწყობილობების გარეშე ზუსტად მაგ დღეს ”გაარტყა”…
    და რატომ გგონიათ რომ სხვა რამეში ცდებიან? ბიბლიაც ცდება? რა იცოდა მაიამ ბიბლია ან კი ბიბლიამ მაიას წინასწარმეტყველება? მაიას ტომი ხომ კოლუმბამდე 500 წლით ადრე ”გადაშენდა”…

  18. ერთი გადაცემა ვნახე სადაც საუბარი იყო ნასკაზე, აი პერუში რომ დიდი გამოსახულებებია მიწაზე. მოკლედ მანდ გათხრების და არაფრის უფლებას არ იძლევა პერუს ხელისუფლება და ამიტომაცაა რომ საკმაო ბურუსითაა მოცული ეს ადგილი. მაგრამ ახლომახლო რაც მოიპოვებოდა არეულობის დროში არის სხვადასხვა მეტალის ადამიანის ფორმის ნაკეთობები რომელთაც სხვათაშორის თავზე სკაფანდრივით რაღაც გამოსახულება აქვთ. აქედან ზოგი მეცნიერი ასკვნის რომ იმდროინდელ ხალხს ჰქონდათ კონტაქტი უცხოპლანეტელებთან. უფრო მეტიც უცხოპლანეტელები დაეხმარნენ მათ რაღაც კატაკლიზმების დროს, ასწავლეს როგორ დაეცვათ და შეეფარათ თავი. ხოლო ამის სამადლობლოდ ხალხმა მათი გამოსახულებები ნაკეთობები გააკეთა და მიწაზე უზარმაზარი გამოსახულებები მოხაზეს სხვადასხვა ცხოველის თუ ფრინველის ფორმის ისევ და ისევ შორეული “მეგობრების” საპატივცემულოდ – იმიტომ რომ მარტო საჰაერო ხომალდიდან თუ გაარჩევდა კაცი იმ გამოსახულებებს. ხოდა რავი აბა.. ზოგი რას ფიქრობს და ზოგი რას.. რას გაიგებ.. ძაან გაურკვევლობაა, ძაან ბევრი აზრია და არადა თან ძაან საინტერესოა ..

  19. აბა ეხლა რაღას იტყვით? უკვე 4 უდიდესი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც დედამიწის ღერძი შეცვალა და ა.შ.

    ეს ფაქტები ამყარებს 2012 წლის აზრს. და მე მეჯრა რომ რაღაც აუცილებლად მოხდება.

    ესეც საინტერესო ბლოგი ზოგადად “სიკდილზე”, რომელიც აღმოვაჩინე და ხან ვიცინი და ხან ვტირი :D

    sikvdili.blogspot.com

  20. ნუ რა სისულელეა.რა 2012,რის 2012.ჯანდაბა მაგათ.ყველაფერი ღმერთის ნებაა.ასე რომ ნუ ვყვებით ასეთ სისულელეებს!

  21. ძალიან მაგარი თემაა უაზროდ მაინტერესებს და უაზროდ მეშინია მარა არა ისე რომ სერიოზული გადაწყვეტილებები მივიგო მარა ხომ ხედავთ ზოგი პანიკაშია და ხო არ ფიქრობთ რომ ასე გაგრძელება არ შეილძლება მოდით შევეცადოთ ისეთ ადამიანებს მოუყვეთ ასეთი ამბები რომლებსაც ნაკლებად ეშინიათ მაგალიდათ მე და ხალხში პანიკის გამოწვევისაგან ცოტა თავი შევიკაოთ ეს კარგს არაფერს მოგვცემს.

  22. თან მჯერა (არსებული ფაქტების საფუძველზე) და თან არც მჯერა :D

  23. მე მაგალიტად რა ვიპიკრო არ ვიცი, ქველაპერია მოსალოდნელი ამ ქვწყნიდან. ხოდა რაც მოხდება ვნახავტ. ხოდა მანამდე კი კარგი დრო ვატაროტ. მე ამერიკასჰი ვცხოვრობ ხოდა აკ ტუ რამე დაიწკო გამოგეხმიაურებიტ.

  24. 2012 წელს არაფერი საშიში არ ემუქრება დედამიწას, 2029 წელს დაგვიახლოვდება აპოფისი (33000 კმ-ზე) მაგრამ დედამიწის მიზიდულობის ძალა არ იმოქმედებს იმდენად რომ 2036 წელს დაგვეჯახოს, იმედია ..

  25. ჯერ არ ფიქსირდება ისეტი ასტეროიდი მზის სისტემასჰი, რომელიც გადაკვეთს ჩვენ ორბიტას, ყოველ შემთხვევაში დიდი მასის მქონე, ასე რომ 2012 წელი ეს ყველაფერი ჯურნალ-გაზეთების დონეზე დარჩება…

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.