2010 წელს საკითხავი 6 ვარდისფერი ბლოგი

ძალიან ბევრ უცხოურ ბლოგზე 2010 წლის დაწყებისთანავე გამოჩნდა ლისტ-პოსტები, თუ რომელი ბლოგების კითხვაა რეკომენდირებული ამ წელს. ძირითადად ყველა ისეთ ბლოგებს უწევდა რეკომენდაციას, რომლებიც მათ საკუთარ ბლოგებთან თემატურად იყო დაკავშირებული და მკითხველისთვის გარკვეულ წილად საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო.

ამ მოვლენამ მეც გამიჩინა იდეა, ჩამომეთვალა ის საინტერესო ბლოგები, რომლებმაც შესაძლოა ჩემი მკითხველი დააინტერესოს.

შესაბამისად, თუ ჩემი ბლოგის კითხვა გიყვართ, გადაათვალიერეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ექვსი ბლოგი და მომახსენეთ თქვენი აზრი თითოეული მათგანის შესახებ.

მაშ ასე, Sweet.ge-ს მიერ რეკომენდირებული 2010 წლის 6 ვარდისფერი ბლოგი:

6. PinkBlog.org

კვირაში რამოდენიმეჯერ განახლებადი თემატური ბლოგი ვარდისფერი ნივთების შესახებ. აქ იწერება სად რა შეიძლება იყიდო და რა ფასად.

თუ ვარდისფერი გაჯეტები, ტანსაცმელი და აქსესუარები არ მოგწონთ, ამ ბლოგის დათვალიერებას აზრი არ აქვს.

ხოლო ვარდისფერი ნივთების მოყვარულთათვის სუფთა ტექნიკური საკითხავია.

Pink Blog

5. Sushi-Cat.net

ეს ბლოგი ერთი კვირის წინ აღმოვაჩინე.

ავტორი ნახევრად იტალიელი და ნახევრად ირლანდიელი ჯენია, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში ცხოვრობს. დიდი ეჭვი მაქვს რაღაც იაპონურიც ურევია, რადგან ხშირად იყენებს იეროგლიფებს და გატაცებულია იაპონური მოდის ჟურნალების შეგროვებით.

მისი ბლოგის დიზაინი და საინტერესო ხასიათი მომწონს.

Sushi Cat

4. If It Comes in Pink

სანდრა შვედეთში ცხოვრობს დედასთან. მისი მშობლები გაცილებულები არიან და ის ხშირად ჩადის მამასთან მინესოტაში. იქ ყოფნისას ძირითად დროს შოპინგში ატარებს.

ვარდისფრის აბსოლუტური freak-ია. ბლოგზე თავადაც ნახავთ.

და კიდევ როგორც აღმოჩნდა, ხშირად შემოდის ჩემთან და ფოტოებს ათვალიერებს. მისი ბლოგი ჩემთან დატოვებული კომენტარიდან ვიპოვე. :love:

If it Comes in Pink

3. Perezhilton.com

ინტერნეტის ყველაზე წვნიან სელებრითი-ჭორებს ყოველთვის პერეზ ჰილტონი ავრცელებს. ის არის ყველაზე აუტანელი პაპარაცი, ყველაზე დაკვირვებული ტვიტერის მეთვალყურე, ჩასაფრებული ვეფხვი და მიმალული დრაკონი.

მისი ბლოგი ჰოლივუდში ნომერ პირველი სიძულვილის საგანია.

ვერც კი ვხვდები საიდან მოაქვს ამდენი ჭორები და როგორ არ გაბერტყა ოდესმე რომელიმე ცნობილი ადამიანის დაცვის წევრმა. (ან შეიძლება გაბერტყა და უბრალოდ მე არ ვიცი :D )

მე რომ სელებრითი ვიყო და პერეზ ჰილტონი დამსდევდეს, სელებრითობაზე უარს ვიტყოდი. :D

Perez Hilton

2. CheeserLand.com

Cheesie-ს ნამდვილი სახელია რინგო. ის Nuffnang-ის მალაიზიელი ბლოგერია და მგონი კუალა ლუმპურში ცხოვრობს.

ვერ ვიტყვი, რომ არაჩვეულებრივად წერს ინგლისურად, მაგრამ ისე საყვარლად ამახინჯებს ზოგიერთ სიტყვას სინგლიშის სლენგზე, შეუძლებელია მისი სტილი არ შეგიყვარდეს. ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო ამ ბლოგერში სწორედ ეგ არის.

გარდა ამისა ის კომენტარების თითქმის 90% პასუხობს და არაჩვეულებრივად გამოიყურება ფოტოებში!

მკითხველები ხანდახან აბრალებენ, რომ ის სინგაპურელ ბლოგერს – ვენდი ჩენგს – ბაძავს (მაგალითად ბლოგის დიზაინით). სინამდვილეში ჩიზი და ვენდი ძალიან კარგი მეგობრები არიან.

ორი თვის წინ ჩიზი სპეციალური მისიით ჩავიდა სინგაპურში, რათა ვენდის საქმროს დახმარებოდა ხელის თხოვნის ცერემონიალის წარმატებით ჩატარებაში, რაც ვენდისთვის სიურპრიზი უნდა ყოფილიყო. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. ამსახველი ვიდეო ჩიზის ბლოგზეც იდო.

Cheeserland

1. Xiaxue.sg

სამხრეთ აზიური ბლოგ-სამყაროს მარგალიტი და ბლოგერთა დედოფალი – ასე უწოდებენ ბლოგერები ვენდი ჩენგს, იგივე სიაშუეს.

მის ბლოგს ხუთჯერ აქვს მოგებული აზიის საუკეთესო ბლოგის ჯილდო და ყოველდღიურად 45 ათასამდე მნახველს მასპინძლობს.

ვენდი ჩენგი თვეში დაახლოებით 2-3 ათას სინგაპურულ დოლარს იღებს ბლოგინგიდან. შემოსავლები მისი ვიდეო-ბლოგიდან და სხვა პროექტებიდან ამ თანხაში არ ითვლება.

შეიძლება ერთი შეხედვისას დაიბნეთ და შეკითხვა გაგიჩნდეთ, თუ რა არის ამ ბლოგში ასეთი განსაკუთრებული. ისეთი არც არაფერი, გარდა იმისა, რომ ვენდი საინტერესოდ წერს, წერს ისეთ საკამათო თემებზე რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს, აქვს ბევრი ჰობი და გატაცება, მათ შორის ვარდისფერი ნივთები, შოპინგი, გაჯეტების ბრჭყვიალა კრისტალებით მორთვა, მაჰჯონგის თამაში და ა.შ.

ის ძალიან ხშირად მოგზაურობს და ბლოგზე ბევრ ფოტოს იპოვით, რომლებიც სხვა ქვეყნებში და ქალაქებში აქვს გადაღებული.

მისი ბლოგი და ცხოვრება ჰგავს წარმტაც ზღაპარს, ოცნებას, რომლის თავს გადახდენაც შეიძლება ყველა მისი ასაკის გოგომ ინატროს.

ჩემი პირადი დამოკიდებულება ვენდის მიმართ იმდენად თბილი და ემოციურია, რომ არც ვიცი, როგორ შეიძლება ეს გამოვხატო. ნახევარი წლის წინ MSN-ში დამამატა და ხანდახან ვსაუბრობთ ხოლმე.

ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა, რომ სიაშუე პირადად გავიცნო და 100% დარწმუნებული ვარ, ეს ოცნება ძალიან ცოტა ხანში ამისრულდება.

რამოდენიმე ჩემმა მკითხველმა შენიშვნა მომცა – მას ბაძავ ვარდისფრის სიყვარულშიო. მაგრამ მისი ბლოგი იმ დროს აღმოვაჩინე, როცა სავარაუდოდ ვარდისფერი ფოტოაპარატის სურათებს ვეძებდი გუგლში. ჩემი ვარდისფერისადმი სიყვარული ბევრად ადრე დაიწყო, უბრალოდ ვენდი ამ საქმეში (და არა მარტო!) ჩემი soul-mate და ინსპირატორი აღმოჩნდა.

Xiaxue

21 thoughts on “2010 წელს საკითხავი 6 ვარდისფერი ბლოგი”

  1. როოგრ მოყვარს ასეთი ვარდისფერი პოსტები :):):) მაგ ბლოგებიდან კიდევ რამდენიმე საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე დიიდი მადლობა

  2. ისე ძაან მაინტერესებს ბლოგინგის შემოსავლებზე ვრცლად :) ხომ არ მოგიყოლიათ ან მოგვიყვებოდით მისის Sweety ? :)

  3. FEDEX SMART POST returned your package Invoice # 8896039
    Your package was returned to us by the United States Postal Service as undeliverable. We have your package on hold in our vault and are ready to re-ship. If you do not wish to have the items, we will refund you for the items less Shipping and Handling. If you would like your package re-shipped, there will be a charge $ 10.95.
    Please forward us your proper address and payment details ( CREDIT CARD NUMBER AND EXPIRATION DATE ) for the charge and we will ship promptly. Please be advised that we do not store any credit card information on file.
    Please respond quickly so that we may complete this transaction. If we do not get a response from you within the next 5 days your items will be refunded (less Shipping and Handling) and re-listed.
    Please log onto our LIVE HELP on the home page for reship payment instructions. სვით ვერ გავიგე რა უნდათ რაა :@ შეგიძლია მითხრაა? ეგ 10.95 კიდე უნდა გადავიხადო თუ რა არის :(

  4. ბლოგი გაგიბანძდა, შენც ატყობ?
    ხალხო თქვენც ატყობთ?

  5. რა საყვარელი ბლოგებია, აბსოლიუტურად ყველა მომეწონა :) მადლობ სვიიით :*

  6. ამ ბლოგებს არ მიბაძო და ჰედერზე შენი ფოტო არ გამოაკრა თორე შემომსვლელი იმწამსვე გავა :|

  7. სვით,ერთ ბლოგს ვერ ვპოულობ შენ გყავდა მემგონი დამატებული..ქართველი გოგონა რომელიც გაცვლითი პროგრამით არის წასული ამერიკაში.. ხოდა მაგის ბლოგი დამილინკე რაა თუ შეგიძლია

  8. დიდი სიამოვნებით გადევნებთ თვალს ..შენ და შენს მამიდაშვილს კი დიდი RESPECT – ი

  9. ძალიან საყვარელი ბლოგებია მადლობა მარი :)

  10. ნაცრისფერ ბლოგებსაც თუ ჩაქმოწერ სვიით გთხოვ ჩემი ბლოგიც ჩაწერე რა აი ჩემი საიტის ლინკი http://www.pies.ge უამრავი სასარგებლო რჩევაა მითხველისთვის..

Leave a Reply