2010 in the nutshell

წინა წლის რეზოლუციაში მხოლოდ 3 რამე ვინატრე და არც ერთი არ გამომივიდა.

უბრალოდ მოვყვები რა მოხდა მთელი წლის განმავლობაში:

იანვარში მონაწილეობა მივიღე “ნიჭიერი”-ს ბლოგერების კონკურსში, მაგრამ ვერ გავიმარჯვე. ასევე იანვარში ჯერ კიდევ იმედი მქონდა რომ ჩემი ოჯახური ცხოვრება გადარჩებოდა.

თებერვალში გავხდი 23 წლისსახლიდან წამოვედი და დავბრუნდი მშობლების სახლში. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი დაიკავა ახალმა სამსახურმა. საშინელი ანტიპათია გამივითარდა ზოგადად ქორწინების მიმართ და დამეკარგა სიყვარულის არსებობის რწმენა.

მარტის დასაწყისში სტუმრად მიმიწვიეს საბავშვო ამბების გადაღებაზე. პირად ცხოვრებაში სრული ქაოსი იყო. გავუცხოვდი ოჯახის წევრებთან. სამსახურში ყოველ დღე გვიანობამდე ვრჩებოდი, სახლში მოსვლას გავურბოდი. ბოლოს დავასკვენი, რომ ყველა სიკეთესთან ერთად ჩემი ოთახი მიშლიდა ნერვებს. იქვე წამომეწია იმედის მოდელირებული ქრონიკა. ამ სიცარიელეებს ვავსებდი სამსახურით, სოციალური მედიით და ბლოგინგით. თუმცა ღამ-ღამობით კოშმარებს მაინც ვერ გავურბოდი.

მარტის ბოლოს – ცხოვრება მეზარებოდა.

აპრილში წლის ყველაზე დიდი მოვლენა მოხდა. თბილისში სიაშუე (Xiaxue) ჩამოვიდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებული პოსტები:

კიდევ აპრილში მივხვდი, რომ Lady Gaga შემიყვარდა.

მაისში დამპატიჟეს “ოცნების ქალაქის” პრემიერაზე, გავხსენი ახალი ბლოგი, სულ მთლად გავუბერე, სასოწარკვეთილი ვებღაუჭებოდი მცირეოდენ პოზიტივებსაც, ვადანაშაულებდი ყველას და ყველაფერს.

ივნისში ლატარეაში 160 ლარი მოვიგე, რომლის დახარჯვასაც ერთი ბიჭის სადაბადებისდღეო საჩუქარზე ვაპირებდი, რომელიც რამდენიმე დღეში დამშორდა. ისევ დამეწყო დეპრესია და სახლის მელანქოლია. ამას დაემატა “Sex and the City”-ს პრემიერა, რომელსაც ღმერთმა იცის როგორ ველოდი, მაგრამ ჩამიფლავდა (რატომ და როგორ ბლოგზე არ დამიწერია).

ეჭვი მაქვს, თინიმ ამავე პერიოდში გადაწყვიტა, რომ ჩემთან მეგობრობა აღარ ღირს, I am a friend with way too much baggage.

თვის ბოლოს ბლოგერებთან ერთად ექსკურსიაზე ვიყავი – ჩარგალში. შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს მიწვევით – ქართული ბლოგინგის დღეებზე – კვარიათში. ასევე ჩავაბარე მაგისტრატურის მისაღები გამოცდები კავკასიის უნივერსიტეტში სტრატეგიული კომუნიკაციების ფაკულტეტზე.

ივლისში ჩავატარე tweet.ge-ს პრეზენტაცია და პირველი სოციალური მედიის საერთაშორისო დღე. თვის ბოლომდე ძლივს მივათრიე კიდევ ერთი თითიდან ძალით გამოწოვილი Fail ურთიერთობა.

აგვისტოში ყელში ამომასხა ოჯახის ზედამხედველობამ. რელაქსაციაში მეხმარებოდნენ დაქალები. ბლოგზე თითქმის არაფერი მიწერია იმის შესახებ, ბათუმში რომ ვიყავი მივლინებით tweet.ge-სადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩასატარებლად. იმიტომ არა, რომ გა-fail-და, არამედ იმიტომ, რომ ბლოგის ნერვები აღარ მქონდა. მადლობა ღმერთს, სანამ მე ბათუმში ვიყავი, დედაჩემმა ჩემი ოთახი გაარემონტა.

სექტემბერში გავაკეთე აღმოჩენები, დავიწყე მაგისტრატურაში სწავლა, გადავწყვიტე, რომ ყველა კაცი ერთნაირია და ამაზონიდან გამოვიწერე ყველაზე “სასოწარკვეთილი” წიგნები, რაც კი შეიძლება არსებობდეს დედამიწის ზურგზე.  თუმცა ამას ხელი არ შეუშლია უიმედოდ შეყვარებული ვყოფილიყავი ბიჭზე, რომელთანაც ჩემი ყოფნა გამორიცხული იყო. ოღონდაც ეს ყველაფერი მხოლოდ 15 სექტემბრამდე, რის შემდეგაც ყველაფერი შეიცვალა.

ოქტომბერში მივატოვე “სინგულარი”, გადავედი “საქართველოს ბანკში” და ვიყავი ბედნიერი.

ნოემბერში მქონდა დატვირთული სოციალური ცხოვრება და ვიყავი ბედნიერი.

დეკემბერში ექიმმა ბოლოს და ბოლოს გამომიწერა სათვალე კითხვისთვის, გავეცი რამდენიმე რადიო ინტერვიუ, ჩავწერე სიმღერა, ჩავატარე ბლოგერების კარაოკე, ავიღე სახელმწიფო გრანტი ჩაბარებული მისაღები გამოცდების მიხედვით და ვიყავი ბედნიერი.

ერთადერთი რეზოლუცია მაქვს ამ წლისთვის: მეტი ბლოგინგი.

25 Comments

  1. აი, ამ პოსტში აღმოგაჩინე მარი ისეთი, როგორსაც აქამდე სხვები გთვლიდნენ ))

    1. ორი შეკითხვა დამებადა ერთდროულად:
      1. როგორს მთვლიდნენ სხვები?
      2. როგორად მთვლიდი შენ ამ პოსტამდე?

  2. ცალხმრივად სიყვარული საშინელებაა. :( მაგრამ იმედი არ დაკარგო! ყველაფერი კარგად იქნება ;)

  3. უზომოდ შემიყვარდი ^_^ ♥♥♥
    ალბათ ბევრი ისე არ გიცნობს რეალურად როგორიც მე გაგიცანი :*

  4. ამ პოსტით შენზე შთაბეჭდილება არ შემცვლია, მაგრამ კიდევ ერთხელ დარწმუნდი რომ ძლიერი ხარ… მე მიჭირს ხშირად აღიარება რაც არ ან ვერ გამომივიდა … რაზეც ფიქრიც აღარ მინდა ხოლმე – აღარ ვიხსენებ …ალბათ მაშინებს წარუმატებლობები…

    ის რომ ერთნაირად საუბრობ წარმატებებსა და ლაფსუსებზე, ვფიქრობ ეს გხდის ძლიერს. და რა უნდა გინდოდეს, რომ შენ ვერშეძლო?! ჩვენ გვეჩქარება სურვილების ასრულება, თორემ მერწმუნე, ისინი ხდება!!!

  5. აშკარად უფრო დიდი მეგონე, 23 წლისთვის ცოტა ბევრია:)

    (ხომ ხვდები – ეს კომპლიმენტია)

  6. ძალიან მაგარი ხარ რამდენი რამ გადაიტანე :) გეტყობა ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ და ძალიან ცუდია რო ესე არ გაგიმართლა სიყვარულში :(

    1. ვერ ვიტყვი, რომ არ გამიმართლა :)
      გააჩნია გამართლებას რას ეძახიან.

      თუ არ გამართლებაში უამრავ break up-ს და make up-ს გულისხმობ, არასწორია.
      დაშორებები, შერიგებები და ახალი სიყვარულები ერთი დიდი სიყვარულის ნაწილია, რომლისკენაც მიჰყავხარ გარემოებებს. ყველფერი გროვდება როგორც გამოცდილება, რომელსაც იყენებ მაშინ და იქ სადაც და როცა მართლა დაგჭირდება ეს.

      1. მემგონი ეგ ყველაფერი ერთი დიდი ცხოვრებაა და არა ერთი დიდი სიყვარული.. ეგ ან იქნება ან არა, “ინტრიჯკები” კიდე დროებითი და წარმავალი მოვლენებია.

  7. კარგი პოსტია
    სულ წარმატებებს გისურვებ
    თინის რაც შეეხება ეგ მეც შევატყე :))

  8. კარგი რა მარ, რა საჭირო იყო ახლა მაგის გადრამატიზება და “I am a friend with way too much baggage” : )))))) ორივემ ვიცით, რომ მაგას მნიშვნელობა არ ქონდა. მაგ პერიოდში მე ჩემი პრობლემები მქონდა, მაგრამ ვერ იტყვი, რომ გულდასმით არ გისმენდი და არ ვიზიარებდი შენსას, როცა ჩემთვის გეცალა :დ 24 საათი არეულ-დარეული ხან სად იყავი, ხან სად და ნაკლებმა კონტაქტმა გამოიწვია, რომ ნელ-ნელა დავშორდით: ))))
    ძაალიან არასწორი იყო ახლა ამ პოსტში შენი პათოსი ამ თემასთან მიმართებაში :დ

  9. გამარჯობა სვითი!!! მე დიდი ხანია გიცნობ, ხო ძალიან დიდი ხანია!! მთელი შენი ბლოგი გადაზუთხული მაქვს. იცი? ყველაზე პესიმისტურ ხასიათზე როცა ვარ, როცა ვთვლი რომ ცხოვრებაში არ მიმართლებს, როცა ყელაფერი მეზარება (ეს კი ხშირად ხდება) სულმოუთქმელად ველოდები შენს ახალ პოსტს, რომ იმაშის აღმოვაჩინო შენი შეუპოვარი ბრძოლა უკეთესისკენ და მოგბაძო!! ხოო, შენ ჩემი სტიმული ხარ!! ძალიან გთხოვ არასდროს გამიცრუო იმედი, თორემ მეც ავდგები და დავეშვები უფსკრულისკენ. შენ თუ ბრძოლას შეწყვეტ მე ჩავთლი რომ მართლა არ არსებობს გამოსავალი, რახან ეს შენ, ყველაზე მებრძოლმა და მეოცნებე ადამიანმა ასე ჩათვალე. არასდროს დაკარგო იმედი და მეც ისევ სულმოუთქმელად წავიკითხავ შენს პოსტებს და უფსკრულის გზაზე მდგომი, ისე ვირწმუნებ მომავალს….

      1. ვაუ. @თეე. ეს პოსტად უნდა დაგეწერა. სვითის მაგივრად მე დავიშოკე :D

  10. სვითი როდის ხარ დაბადებული? რატომღაც შენი ზოდიაქო გველისმჭერი მგონია :D

  11. ისევ ვფიქრობ რომ შეგვეძლო ჭიქა ყავაზე ან თუნდაც კოსმოზე ძალიან ბევრი გვეაბშენია :)

  12. როგორც ახალგამომცხვარი ბლოგის ავტორს შეეფერება, მოკრძალებულად დავწერ.. =) საინტერესო წელი გქონდა..ვიცი, იმიტომ რომ ბლოგს თვალს ვადევნებ ინტერესით :) მაგრამ… კიიდევ უფრო უკეთესი წელი წინაა =)

Leave a Reply