18 ივლ 08

წყალი და Carpe Diem

By Sweety at 11:09 pm | წაიკითხულია 194-ჯერ |
7

გუშინ აუზზე ვიყავი და უცნაურობა დამემართა… მშვიდი კროლით ვცურავდი აუზის ერთი ბოლოდან მეორისკენ… მთელი ბილიკი ჩემს განკარგულებაში იყო… გვერდით ბილიკში გვანცა და ახალბედები ჭყუმპალაობდნენ, მეორეში კი ბავშვებს ცურვას ასწავლიდა მწვრთნელი… რუსის ქალი…

ჩავყვინთე… და უეცრად ყურებში უჩვეულო სიჩუმე ჩამიდგა… აღარც წყლის დგაფუნი შემომესმა და რუსი მწვრთნელი უცებ ჩაცხრა… დიდი სიმშვიდე ჩამოდგა აუზზე…

ხელი მოვუსვი წყალს… მივეფერე… წყალი იყო თბილი და მშვიდი… მომეფერა…

ამოვყვინთე და გარემო ბურუსში დავინახე… წამწამებიდან ჩამოწურული წყალი მხედველობას მიბინდავდა…

ყველა აუზში მყოფი მოძრაობდა ძალიან ნელა… ყველა მწვრთნელი იდგა გარინდებული…

დარბაზში მზე შემოვიდა… წყალზე აიკლაკნა და გადაცურდა ღრუბლებში…

მე თვითონაც ნელა ვმოძრაობდი… მინდოდა ფეხი მომექნია, გამეცურა, მესუნთქა, მაგრამ არ გამომდიოდა… კინოს შენელებული კადრი იყო ჩემი ცურვა…

პირიდან როცა ჰაერს ვუშვებდი, მესმოდა წვრილი ჰაერის ბუშტების ხმაური… გასკდომის ხმა… თუ რაღაც პანიკა… რომ წყალში მოხვედრილან… და მათი შიშნარევი ჩურჩული ჩემს ყურებთან…

და მე მეგონა რომ ეს ისაა… ბოლო წამი… როცა ყველაფერი ჩერდება და მთელი სამყარო შენს ნება-სურვილზე დადის, ერთადერთი მოტივით, შანსს გაძლევს,  გაიხსენო განვლილი ცხოვრება…

თვალწინ კი არაფერს ჩაუქროლია ჰაერისა და წყლის აქაფებული ნაზავის გარდა…

ბიოლო წამისთვის თავჩამხობილი სიკვდილი დამენანა და წყალზე ზურგით გავწექი…. ყურები დამიგუბდა… ვხედავდი დარბაზის ჭერზე მოლიცლიცე წყლის ანარეკლს და არაფერი მესმოდა, არაფერი მახსოვდა… არც ძალით ვიხსენებდი…

ხელიც კი არ გამიმოძრავებია ვიწექი და ველოდებოდი როდის დამთავრდებოდა ბოლო წამი… როდის ამოძრავდებოდნენ გარშემომყოფები… წყალზე ვიწექი და ვიკარგებოდი წამის მარადისობაში…. ირგვლივ იდგა სიჩუმე და წყლის რბილი წვეთები…

და წამი დამთავრდა, მე კი ცოცხალი ვიყავი… გვერდით ბილიკზე გვანცამ ხელი მოიქნია და წყალი შემომასხა, მეორე მხარეს მწვრთნელის კივილმა გააპო წამით დასადგურებული სიმშვიდე…

და მე ვიფიქრე, რომ ყველაფერი მომეჩვენა…

ცოტა ხანში, როცა აუზიდან ამოვდიოდი, მწვრთნელმა კედლიდან დიდი  საათი ჩამოხსნა…

”გაჩერებულაო”…

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

7 კომენტარი

ჩორვენი¹³
at 2008-07-19 12:00:00

wow !!!
au magriaa damajriala

 
მარი
at 2008-07-19 13:20:00

მაააალობა :)

 
პერწკლი
at 2008-07-19 20:36:00

რომელიღაც ფილმის რომელიღაც გმირად წარმოგიდგინე უცებ : 0))))))

 
 
მარი
at 2008-07-19 22:49:00

იქნებ რომელიმე ფილმის რომელიმე გმირი ვიყავი კიდეც ან თუნდაც წიგნის…

Stranger Than Fiction-ს უყურეთ ;)

 

არ ვიცი არ ვიცი…მე კი მაქცს გამოცდილი ეგ გრძნობა… ოღონდ, შენგან განსხვავებით სანამ მწვრთნელმა ჯოხი არ მომაშველა, ისე წყლიდან ვეღარ ამოვედი :D :D მაგარი შეგრძნებაა… შენელებულ კადრს ჰგავს…

 
მარი
at 2008-07-21 20:43:00

მე არ ვიხრჩობოდი :)

 
ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: