17 ივნ 07

> ქწერტყ <

By Sweety at 1:41 am | წაიკითხულია 123-ჯერ |
1

ხანდახან არ ვართ კარგად… და ყველაფერს ხაზი ესმება.
როცა მეძინება, აგრესიული ლურსმნები ესობათ ჩემს გარშემომეყოფებს ჩემი სიტყვებიდან.
გავახილე თვალი…
გამოცოცხლდება გონება???
იბადება კითხვები, რომლებზეც პასუხები არსად არის…
მძიმეები ”რომის” და ”მაგრამის” წინ…
წვერწამახული მძიმეები თვალის უპეებში…
ბურანი მქრქალი… ბურანი მკრთალი…
შეზარხოშება უგემური ალკოჰოლით… გასავათება…
როცა მეძინება, ვაფრქვევ დახეული ბოღმის ცეცხლოვან ღველფებს…
მომიჭირეთ გულზე ხელი რომ ცემა შეწყვიტოს…

გადავვარდი აივნიდან.

მივფრინავდი თორმეტი წუთი და თორმეტჯერ დავასკდი მიწას.
თორმეტჯერ გამისკდა გული, სანამ თორმეტჯერ დავენარცხებოდი…

მოდი ვიფიქროთ.

თუ ”შემონამობა”- არის ახალი სიტყვა ლექსიკონში, არ ვიცი ოღონდ მნიშვნელობა.
არავის უთქვამს ჩემამდე.
შემონამე შემონამური შემონამობა…
აშემონამე იშემონამე უშემონამე
შენით ამონი ნამი მე
უმონე შენი ნამი ამონ
ამონიშე ნამი შენი
შენი მონება…
გადამიცდა ძილის საათი…
და მძინავს ღრმად.

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

1 კომენტარი

maaaaaaaaaaaaar Zalian magariaaaaaaaaaa. martla

kisssssssssss

 
ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: