8 მარ 06

უნდა ვცადო

By Sweety at 11:57 pm | წაიკითხულია 207-ჯერ |
0

ცხოვრებაში მომენტები დგება, როცა უნდა გაიბრძოლო…
ერთხელ გაიბრძოლო მხოლოდ…
შანსი გეძლევა, მოიპოვო რაღაც მნიშვნელოვანი და არ უნდა გაუშვა ხელიდან ეს შანსი…
ასე მგონია, ჩემი დრო მალე დადგება.

ეს გული ყველაფერს უძლებს.. სიმძიმეს, რომელიც ერთი კვირაა მაწუხებს… სიყვარულს, რომელიც უფრო დიდი ხანია… კიდევ დიდხანს გაუძლებდა მაგრამ მებრალება უკვე… ძალიან უჭირს… სიმძიმეს ვეღარ ატარებს… სიმძიმეს კიდევ უშველიდა კაცი… სიყვარულიც ამძიმებს უკვე…

მეშინოდა… ყოველთვის მეშინოდა ყველაფრის, რაც კი ოდნავ მაინც უცნობი და უცხო იყო…

მეშინია ისევ… განა არა?!… უბრალოდ, მივხვდი, რომ დროა გადავლახო ეს შიში. უნდა გამოვასწორო, ის რაც ამ შიშის გამო არ ვთქვი, არ გამოვხატე, არ მივეცი საშუალება, მასაც დაენახა…

ხვალ რაღაცას მოვიმოქმედებ

ხვალინდელი დღე გაყოფს ჩემს ქმედებათა გრძელ ჯაჭვს…
ხვალინდელ დღემდე… და ხვალინდელი დღის შემდეგ…
არაფერს ვკარგავ თითქოს… მას ხომ ისედაც ვკარგავდი… ასე გამოდის… არაფერს ვკარგავ…

გარდა საკუთარი ბედნიერებისა….

პ.ს.: ყველაზე არეული ნაწერია…

მომიტევე მკითხველო, რამეთუ ჩემი გული შლეგი არს, ვითარცა ნადირი, ჟამსა შინა წერისასა ამისა…

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

კომენტარები

ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: