საქართველო – პერსონალური კომპიუტერი by David Kay, a.k.a. Guricha

by Sweety on 20 აგვისტო, 2009 · 15 comments

in დღიური

ეკატერინეს ბლოგზე ვნახე და რომ არ გადმომეპოსტა მოვკვდებოდი :D

საქართველო მაგონებს პერსონალურ კომპიუტერს.
ძველია, ცუდად მუშაობს.

სისტემა პრეზიდენტია. ამ შემთხვევაში ვინდოუსი, რადგან ჭედავს.

ადრე Win2000 ანუ იგივე ედუარდ შევარდნაძე იდგა და გადავაყენეთ, ახალი ვერსია დავაყენეთ, მაგრამ ესეც ჭედავს.

კლავიატურა და მაუსი – აფხაზეთი და სამაჩაბლო.

საქართველოს უჭირს მათ გარეშე არსებობა და ისინი საქართველოს გარეშე არაფერს წარმოადგენენ.

ინტერნატი – ევროკავშირი/ნატო.

ვერ შევდივართ, ვცდილობთ შესვლას, არა და არც მოდემი გაგვაჩნია, არც ქსელის ადაპტერი (დემოკრატია, ადამიანის უფლებები)

ვირუსები:

ძმები გაჩეჩილაძეები,
სალომე ზურაბიშვილი,
კოკო გამსახურდია,
გუბაზ სანიკიძე,
და სხვა მრავალი

თანდაყოლილი ხარვეზები:
ვანო მერაბიშვილი,
ზურა ადეიშვილი,
გიგი უგულავა
და სხვა მრავალი…

ნინო ბურჯანაძე USB სისტემაა, მარტივად ერთდება და ითიშება.

გია ბუღაძე არის – paint.

კახა ბენდუქიძე – Calculator.

გოგა ხაინდრავა……………. – Recycle Bin

დავით გამყრელიძე არის – Word, Excel, Power Point, Outlook Express, ექიმი, მეწარმე, ლიდერი. :)

კახა კუკავა არის კურსორი, პატარა და მოძრავი.

მამა-შვილი ბაღაშვილი – Windows Media Player და Winamp, ყველაფერს უკრავენ :)

დათო აქუბარდია არის თამაში “Solitare”, სხვა საქმე თუ არ გვაქვს, მაშინ ვრთავთ.

შალვა ნათელაშვილი Pop up ფანჯარაა, ამოხტება – ჩაკეცავ, ამოხტება – ჩაკეცავ.

ლევან რამიშვილი system32 საქაღალდეა, გეშინია შეხვიდე და რამე შეცვალო, სისტემას დააზიანებ.

მოდიან ხოლმე ხელოსნები საქართველოს შესაკეთებლად, ინტერნეტში ჩასართავად, მაგრამ მიდიან ისევ. (ბაიდენი, სარკოზი და სხვანი)

ყველაზე ხშირად გამოყენებადი ღილაკი – Escape. ყველა გარბის.

ანტივირუსი – ეკლესია. ძველი ვერსიაა და update-ს არ ექვემდებარება, ამიტომ თავად გენერირებს ვირუსებს.

რაც მთავარია, ეს კომპიუტერი ინტერნეტ კაფეში დგას, მო-მხმარებელი ბევრი ჰყავს, ხან რუსეთი, ხან ა.შ.შ. … ევროპის ქვეყნები.

გადატვირთეთ!

{ 15 comments… read them below or add one }

1 Sweety 20 აგვისტო, 2009 at 2:19 pm

გადავყირავდი სიცილისგან :D

გენიალური რამეა!

პასუხი

2 Katiee 20 აგვისტო, 2009 at 2:38 pm

მეც ძალიან მომეწონა, მე ფეისბუქიდან დავაკოპირე , თვითონ გურიჩამ დადო :D

პასუხი

3 ბაბისა 20 აგვისტო, 2009 at 3:48 pm

ჰეჰეეე
ვიხალისე ძაან :დ

პასუხი

4 ჩორვენი 20 აგვისტო, 2009 at 4:23 pm

ვაიმეეე რაამდენი ვიცინეეეე!!!!
ბრავოოოო ბრაავო გენია;ურიაააა

პასუხი

5 Giohorus 20 აგვისტო, 2009 at 5:27 pm

ვაააა გლიჯავს))))))))))

პასუხი

6 N.N 20 აგვისტო, 2009 at 5:28 pm

ვა, რა კაი რამეა…. მომეწონა !!! რეალობაა ნაღდი …. :)

პასუხი

7 mr.picasso 20 აგვისტო, 2009 at 6:07 pm

არა რას ერჩი ეგრეა და …. მაგარი პოსტი იყო ბევრი ვიცინე

პასუხი

8 qristine 20 აგვისტო, 2009 at 6:18 pm

არა, მესმის ყველაფერი მარა ნება მიბოძეთ რამდენიმე შეუსბამობას გავუსვა ხაზი: კომპიუტერი თუ ინტერნეტში არაა ჩართული POP UP-ები საიდან მოდიან ან ინტერნეტ კაფეს რაში არგია ეს ფინანსურად ყოვლად გამოუყენებილი ნივთი? :D ეხ, მე მაპატიეთ :D

პასუხი

9 Jebrail 20 აგვისტო, 2009 at 6:20 pm

ძალიან მაგარია :) )))))))))))))))) ინტერნეტ კაფეში რომ დგას ეგ ცვეტშია.

ყველაზე ძველი კაფე მსოფლიოში :)

პასუხი

10 vasasi 20 აგვისტო, 2009 at 6:40 pm

ლოოლლ.

კარგად გაუკეთებია.. :) )

პასუხი

11 A_I 20 აგვისტო, 2009 at 10:26 pm

მაგარია :D

პასუხი

12 ალისა 22 აგვისტო, 2009 at 12:57 am

ვაიიი..მაგარია :) )) დღეს პირველად გამეცინა:D

პასუხი

13 kate_alukard 23 აგვისტო, 2009 at 4:34 pm

სიტყვები არ მყოფნის ზუსტია :D :D:D:D:D:D

პასუხი

14 dj-guro 24 აგვისტო, 2009 at 9:59 pm

ცუდათა ვარ! :) :):) ძალიან მაგარი იყო, უსბ სისტემამ და ნათელაშვილმა დაგლიჯაააა! საღოლ!

პასუხი

15 იაკო-ო 30 აგვისტო, 2009 at 10:02 pm

მაგარი იყო.ნეტა ვინ დაწერა ეს?:D

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</