|
მგონია რომ არ კითხულობს… მალე ახალი წელი მოვა, კიდევ ერთი ახალი წელი… ფორუმზე აღარ ვპოსტავ. აზრი დაკარგა. ხანდახან მინდა დავწერო რაღაც, მაგრამ როცა სწაფი პასუხის ფანჯარა ში ავკრეფ ორ სიტყვას… ისევ ვშლი. |
არ ვიცოდი ლუკა ქალის სახელიც თუ იყო…
ნუთუ მონატრება და სიყვარული ერთი და იგივეა? მაგრამ ვაითუ მატყუებს ეს მონატრება, უბრალოდ შეჩვევის ამბავია და მერე უფრო ვატკინო გული… არ შემიძლია ვუყურო ყოველდღე გულგაპობილს… თავს აღარ მივცემ იმის უფლებას ვინმე შევიყვარო, ან ვინმეს თავი შევაყვარო. აღარ მინდა. თუკი ორ თვეზე მეტ ხანს გასტანს ეს მონატრება და კიდევ უფრო გაიზრდება… სიყვარული ყოფილა და ვერ გამიგია… მაგრამ მაშინ უკვე გვიან იქნება. უკვე ვეღარავინ დააბრუნებს დღევანდელ დღეს. არადა, დღევანდელი დღე, გაწელილი მომავალში, აუცილებლად კრახით დასრულდება… აუცილებლად.
ალბათ ძალიან ეგოისტი ვარ… ასეთი მიყვარს ჩემი თავი. ეგოისტი და ქედმაღალი. მომხიბლავი, კეკლუცი, სიცოცხლის მოყვარული. სილამაზის და სიფერადის ტრფიალი.
ქალი იტირებს. კაცი ვერა… ეს განსხვავებაა ჩვენს შორის. ცრემლს გამოაქვს სიმხურვალე, აღარ გიდუღს გული. მარტო ლექივით რჩება ტკივილი. რაღაც შავ ტლაპოსავით…
მერე შავი ტლაპოც გადმოდინდება ოდესმე. მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, რომ ვინმე შეესწროს ჩემი შავი ტლაპოების გადმოდინებას…
ისევ მარტო ვარ…







