დილით ახალი კეტები ვიყიდე.
საბერძნეთში ამანათი ვერ გავაგზავნე. ავტობუსი წასული დამხვდა.
მერე კონცერტზეც წავედი.
ქეთის სახლში მივედი. რუსიკო დეიდამ ბოდიში მომიხადა იმაზე რომ ხიმში თქვა.
და ჩამეხუტა.
კინაღამ ვიტირე…
ბიჭებმა სახე ყვითელი გუაშით მოიხატეს. გოგოებმა თმაზე წაისვეს – წითელი.
მეც მქონდა 2 ზოლი წითლად შეღებილი. ძლივს მოვიშორე ისე…
გიოს ზეთის საღებავი დაასხეს თავზე შემთხვევით და მერე 2 საათი ბანდნენ.
ერთი პლაკატი ხატვისას გაგვიფუჭდა.
ქეთის ძალიან საინტერესო ოთახი აქვს.
მისი კომპიუტერი განადგურებულია თითქმის.
საწყალი კომპიუტერი.
რომ გამოვა, ალბათ ახალს იყიდის
)
ტელევიზიამდე ფეხით ვიარეთ და ქუჩაში ვყვიროდით ”ქეეეეეეე-თი!”-ს.
დაცვამ დიდხანს არ შეგვიშვა.
საბოლოოდ, როცა შევძვერით, 14 კაციანი ადგილი გამოგვიყვეს სცენის მარჯვნივ. 14 კაცზე მეტნი ვიყავით. ზოგი ვერ მოხვდა შიგნით.
ქეთის მაგრად იმღერა.
ნათია და ღავთაძე დასახელდნენ.
მერე ვირბინეთ. წვიმდა სასტიკად.
კორიდორს დაცვა იცავდა… ქეთი გამოვიდა ნათიასთან ერთად და ავტობუსში ავიდა.
მერე ისევ ვირბინეთ. ისევ წვიმდა.
კონცერტის მერე გვარიანად დავსველდით ყველა.
მე ქოლგა მქონდა და შედარებით მშრალად გამოვძვერი.
ისევ ქეთის სახლში ავედით.
რუსიკო დეიდამ ქეთის ლექსების კრებული მაჩუქა.
მერე ტაქსში ჩავჯექი.
მგონი შემდეგ კონცერტზე აღარ წავალ…
4000 მისტიკური ხმა.






{ 6 comments… read them below or add one }
გიო არის სურათზე თუ მეჩვენება? O.o
ქეთი ვინაა? სად მღეროდა ? საინდან უნდა გმაოვიდეს?
ქეთი ორჯონიკიძე, ვარსკვლავების აკადემიის ფინალისტი. ^_^
მაშჳნ შიგნით იყო
გიოს სურათიააა? skype Id მითხარით რა :s
შენი დაწერე და დაგამატებ
i_love_you_cuz_i_m_hoodoo სულ ეს არის :’)