ბლოგის მონეტარიზაცია

by Sweety on 17 თებერვალი, 2009 · 35 comments

in ბლოგი,ბლოგოსფერო,რჩევები და ხერხები

უკვე ერთ წელზე მეტია რაც ბლოგს აწარმოებ და ჯერ ამ საქმიანობიდან ერთი ცენტიც არ მიგიღია? მაშ ეს პოსტი უნდა წაიკითხო.

უცხოურ ბლოგებზე იმის გარდა არაფერი იწერება, თუ როგორ შემოსავლებს იღებენ პოპულარული ბლოგერები.

მას შემდეგ რაც გადაწყვეტ, რომ არცთუ უსაფუძვლოდ გაქვს პრეტენზია ბლოგიდან მიღებულ შემოსავლებზე, აუცილებელია მოძებნო შუამავალი რეკლამის განმთავსებელსა და შენს შორის.

ასეთი შუამავლები ბევრია, თუმცა ზოგან რეგისტრაცია დახურულია და მხოლოდ მიწვეული ბლოგერებისთვის არის გახსნილი. ჩვენ თავი დავანებოთ დახურული რეგისტრაციის მქონე სერვისებს და მივხედოთ გახსნილებს.

პირველი სერვისი, რომელიც რეკლამის განმთავსებლებთან შუამავლობას სთავაზობს ბლოგერების, გახლავთ – რომელიც მუშაობს შემდეგ პრინციპზე:

  1. დარეგისტრირდები საიტზე
  2. დაამატებ შენს ბლოგს
  3. დაელოდები სისტემაში ავტორიზაციას
  4. მეილზე მოგივა დავალებები
  5. რომლებიც უნდა შეასრულო, შენს ბლოგზე სტატიების დაწერის სახით.

სტატიებზე ანაზღაურება 1$-იდან იწყება და ადის 1000$-მდე. რაც დამოკიდებულია ისევ და ისევ დამკვეთის სოლიდურობაზე, ბლოგის პოპულარობაზე და რანკებზე.

მეორე შუამავალია BlogsVertise, რომელიც იგივე პოსტების წერის პრინციპზეა აგებული, როგორც პირველი. უნდა გამოჩნდეს დამკვეთი, რომელიც დაუკვეთავს პოსტს შენს ბლოგზე.

მესამე სერვისი, რომელიც ბლოგებზე მხოლოდ სპონსორის ლინკებს ათავსებს არის -.
აქ არ მოგეთხოვება პოსტის დაწერა, არამედ აუცილებელია პატარა პლაგინი დააყენო ან ვიჯეტი ჩასვა და შემდეგ სპონსორის ლინკები ავტომატურად გამოჩნდება საიტზე, როცა კი ისინი იარსებებს.

ქართულენოვანი ბლოგებისთვის ზემოთაღნიშნული სერვისები რამდენად მუშაობს ჯერ არ ვიცი, მაგრამ დანამდვილებით არის ცნობილი, რომ წარმატებით მუშაობს ევროპულ, აზიურ და ამერიკულ ბლოგებზე (ხოლო ჩვენ ევროპაში შევდივართ თუ აზიაში ისინი ალბათ თვითონ ადგენენ :D ).

აჰ, მართალია, სიტყვა “პოპულარობა” და “რანკები” ვახსენე.

იმისთვის, რომ შენმა ბლოგმა შემოსავალი მოგიტანოს, პირველ რიგში პოპულარული ბლოგი უნდა გქონდეს. რა იგულისხმება პოპულარობაში? პოპულარობა ძირითადად გუგლის Page Rank-ით, Alexa Rank-ით და Technorati rank-ით განისაზღვრება.

შენი ბლოგის Page Rank-ის გაგება შეგიძლია აქედან: PR Checker.info

შენი ბლოგის Alexa Rank-ის გაგება შეგიძლია აქედან: Alexa.com

შენი ბლოგის Technorati Rank-ის გაგება შეგიძლია აქედან: Technorati.com

ამავე საიტებიდან შეგიძლია მიიღო უფასო ბლოგზე ჩასასმელი ვიჯეტები, რომლებიც ავტმატურად გამოითვლიან შენს Page Rank-ებს.

გახსოვდეს: რანკის ციფრი რაც უფრო მეტია მით უკეთესია Page Rank-ისთვის და Technorati Rank-ისთვის. ხოლო Alexa პირიქით ითვლის, ანუ რაც ცოტაა მით უკეთესია.

მე ყველა ზემოთ ნახსენები სერვისით ვსარგებლობ უკვე ერთი კვირაა და ველი პირველ შემოთავაზებებს, რომლებიც ჯერ არ ჩანს :) თუმცა ალბათ არა იმის გამო რომ ქართული ბლოგი მაქვს, არამედ შესაძლოა რანკები არ მოსწონთ… რეგისტრაციისას პატიოსნად მივუთითე საქართველო და რომ ბლოგი ქართულენოვანია. შესაბამისად ეტყობა აქვთ ქართული ბლოგების მხარდაჭერა :)

აქვე ჩემი ამწუთის რანკები:

Google PageRank Checker

Alexa:3,024,180


View blog authority

შენიშვნა: ლინკები შეიცავს რეფერალებს

{ 35 comments… read them below or add one }

1 Pink Panthere 17 თებერვალი, 2009 at 11:49 pm

Text Link Ads – მსგავსი რამ მეც მაქვს, მაგრამ შემოსავალი 0.01 $ ბოლო 4 თვის განმავლობაში :D
სტატიები არ მისინჯია და გავაკეთებ ახლლა. გაიხარე რომ იდეა მოგვაწოდე!

პასუხი

2 juze 18 თებერვალი, 2009 at 6:15 am

qartulad mosula mere? qartulad vin dagikvetavs mament? :)

axla inglisuris da qartulis shereuli blogebi ramdenad momgebiania? :)

პასუხი

3 Sweet Baby Girl 18 თებერვალი, 2009 at 7:35 pm

რატომაც არა… შერეული ბლოგები აზიაშია ძალიან პოპულარული.
ზოგ ბლოგზე შევდივარ და ტუტორიალებს და ზოგად რაღაცეებს ინგლისურად რომ ვკითხულობ მერე პირადი ჩანაწერები იეროგლიფებად მხვდება…

მოსულა კი მოსულა :)

ქართულად არ დაგიკვეთავენ ალბათ ინგლისურად… აზრზე არ ვარ…

პასუხი

4 Sweet Baby Girl 18 თებერვალი, 2009 at 7:37 pm

woooow!!! გუშინდელთან შედარებით ალექსას რანკი 24 ათასით გამეზარდა. ეს მას შემდეგ რაც რაღაც ტუტორიალი ვიპოვე ნეტში თუ როგორ უნდა გაზარდო ალექსა და 6 სტეპიდან მარტო ერთი შევასრულე

ლოლ :D წავედი სხვებიც შევასრულო :D

p.s. მერე იმის ტუტორიალსაც დავწერ როგორ გავზარდოთ ალექსა ^_^

პასუხი

5 juze 19 თებერვალი, 2009 at 4:34 am

ალექსა რა ჩემი შვიშტი-კოლაა?

პასუხი

6 Sweet Baby Girl 19 თებერვალი, 2009 at 10:11 pm

ალექსა მაგარი როჟაა :D

tip: Alexa.com

პასუხი

7 Pink Panthere 18 თებერვალი, 2009 at 10:09 pm

Tomushka.blogspot.com has a traffic rank of: 14,744,228 ეს რას ნიშნავს ??

პასუხი

8 Sweet Baby Girl 18 თებერვალი, 2009 at 10:23 pm

ეგ ნიშნავს რომ მსოფლიო საიტების რეიტინგშჳ ალექსას მიხედვით თოთხმეტმილიონშვიდასორმოცდაოთხიათასმერაღაცე ხარ :D

პასუხი

9 Pink Panthere 18 თებერვალი, 2009 at 10:27 pm

Sweet Baby Girl omg
is droa tavi chamovixcho an aleqsa cavshalo depresiashi rom ar chavarde :D :D

პასუხი

10 Pink Panthere 18 თებერვალი, 2009 at 10:29 pm

rarac sisuleeebs cers es aleqsa. ert saitze micers :

Fictionrealism.blogspot.com blogger.com has a traffic rank of: 9

es rogoraa shesadzlebeli??

პასუხი

11 Sweet Baby Girl 18 თებერვალი, 2009 at 10:32 pm

ეგ ბლოგერ.ქომ-სა აქვს რანკი 9 და არა Fiction Realism-ს. ავტომატურად ბლოგერ.ქომ-ის რანკს გიჩვენებს რახან ბლოგსპოტის ბლოგია. ეტყობა ჯერ ვერ დაითვალა fiction realism-ის რანკი.

აცალე ცოტა ხანი და მერე თავიდან სცადე.
ან შეიძლება არა აქტიური ბლოგია და ვერ ითვლის…

პასუხი

12 Pink Panthere 18 თებერვალი, 2009 at 10:48 pm

Sweet Baby Girl მოიცა კაცო , 4 ბლოგი მქვს :D ხოდა თითოეულის რანკი მილიონებშI ადის :D ფიქშონის გარდა. ხოდა რაღა ამის ვერ დათვალა ? :D :D მოკლეთ ვრაზდები ახლა და ვშლი ალექსას :D :D

პასუხი

13 Sweet Baby Girl 19 თებერვალი, 2009 at 10:11 pm

აბა მე რას მეჩხუბები ალექსას ეჩხუბე :D

სადმე გადამისამართებული ხომ არ გაქვს?

პასუხი

14 LadyCrow 19 თებერვალი, 2009 at 5:02 pm

რა დრო იქნება რეკლამით რომ 1000 მწვანეს ავირებ..იფ იფ იფ :D

პასუხი

15 Pink Panthere 20 თებერვალი, 2009 at 7:17 pm

BlogsVertise – კურსში ხარ რომ გადახდა ხდება PAYPAL -ით? ნახე:

“How will I Be Paid?

Payments are made with paypal. You must have a paypal account in order to be paid for the service. Note: We’re sorry we do not mail checks or offer other forms of payment at this time.”

გააქვს ანგარიში? მე არ მაქვს ჯერ :(

LadyCrow – მომკლა მასეთმა ოცნებებმა :D :D :D

ალესას ვეჩხუბე და დავსაჯე , ანუ წავშალე :D :D :P შეიძლება მართლა რამე იყო გაკეთებული :)

პასუხი

16 Sweet Baby Girl 20 თებერვალი, 2009 at 8:22 pm

კი მე მაქვს ჩვეულებრივად დარეგისტრირდები.

ოღონდ ვერ გამოიტან ბანკიდან, პირდაპირ დახარჯავ ინტერნეტში მაგალითად.

მე ეგეთი ექაუნთი მაქვს…

პასუხი

17 Pink Panthere 20 თებერვალი, 2009 at 8:54 pm

ოკ :)
მე შაბათ კვირას გავაკეთებ :)
პირველი შეკვეთა უკვე მივიღე და 9$ გადაიხადეს :D (რა მდიდარი ვარ :D )

ფულის გამოტანა შესაძლებელია მაგრამ ძალიან დიდ პროცენტს იტოვენენ 15 თუ 20 არ მახსოვს ზუსტად.

პასუხი

18 Sweet Baby Girl 21 თებერვალი, 2009 at 2:17 pm

ვააააააააააააა რომელ ბლოგზე გააკეთეე???

მეც მინდა
მე პეი პერ პოსტმა უარი მითხრა ქართUლი კონტენტი გაქვსო. დღეს მომწერეს მეილი :( (((

პასუხი

19 Pink Panthere 20 თებერვალი, 2009 at 8:56 pm

დამავიწყდა მიწერა. მეეჭვება ქართულ საიტებზე მოვიდეს შეკვეთები. ამიტომ უკეთესია თუ ინგლისურად ან რომელიმე სხვა საერთაშორისო ენაზე დაწერთ. შანსი უფრო დიდია.

პასუხი

20 Sweet Baby Girl 21 თებერვალი, 2009 at 2:21 pm

მაჩვენე აბა ის ბლოგი რომელზეც მიიღე შეკვეთა… და პოსტი რასაც დაწერ :) )

შენ თუ 9 დოლარს გადაგიხდიან მე მგონი მეც მომცემენ რაღაცას

ჩემი რეფერალი ხარ :D

პასუხი

21 Pink Panthere 21 თებერვალი, 2009 at 4:11 pm

Fiction Realism ნახე სულ ბოლო პოსტი.

პასუხი

22 Sweet Baby Girl 21 თებერვალი, 2009 at 5:50 pm

უი ვნახე ხო…

რა ვქნა გადავიდე ინგლისურად წერაზე? :spy:

ახალ ბლოგს გავაკეთებ… :mo:

პასუხი

23 Pink Panthere 21 თებერვალი, 2009 at 7:49 pm

ერთი ახალი ბლოგი გააკეთე და (თუ გინდა ბევრი ფიქრი რომ არ დაგჭირდეს ახალ პოსტებზე)იქაც ის პოსტე რასაც აქ წერ. უბრალოდ პოსტები თარგმნე :)

პასუხი

24 marishka 20 თებერვალი, 2009 at 9:05 pm

ჩემი ბლოგი ჩავწერე და ბლოგ.გე აჩვენა ეეე :( Blog.ge has a traffic rank of: 6,857,718

პასუხი

25 Pink Panthere 20 თებერვალი, 2009 at 9:13 pm

marishka – მშვენიერი რეზულტატია :)
მე მქონდა 14 მილიონ ნაღაცა :D წნევამ ლამის დამარტყა და წავშალე საერთოდ :D

პასუხი

26 nikoloz 21 თებერვალი, 2009 at 12:34 am

როგორ?! :D

პასუხი

27 marishka 21 თებერვალი, 2009 at 6:33 pm

Pink Panthere და ბლოგ.გეს მონაცემები რატ მინდა მე ჩემი მაინტერესეეეეეეეეეეეებს ისეეე მართლა კაი შედეგი აქ აი ლავ ბლოგ.გე :D

პასუხი

28 Kate 21 თებერვალი, 2009 at 11:06 pm

აუ რა ცუდია, რომ ქართულ პოსტებს არ აქვთ გასაქანი… :(

პასუხი

29 Pink Panthere 23 თებერვალი, 2009 at 9:25 pm

დღეს მეორე შეკვეთა მივიღე (10 $) მაგრამ ისეთ თემაზე საერთოდ აზრზე რომ არ ვარ :D ანუ კრედიტებზე :D

პასუხი

30 LadyCrow 9 მარტი, 2009 at 10:55 am

აუ,მგონი ალეხა გამეზარდა :D

http://www.alexa.com/data/details/traffic_details/tindatin.wordpress.com

Tindatin.wordpress.com has a traffic rank of: 3,150,405

საიდან, როგორ, რატომ :D

პასუხი

31 Sweet Baby Girl 9 მარტი, 2009 at 5:22 pm

რატომ და იმიტომ :D

მეც გამეზარდა ამას წინათ კიდევ ერთი მილიონით: 1,107,568 მაქვს ახლა…

პასუხი

32 Kate 25 მარტი, 2010 at 9:25 pm

“Do you link to Amazon in your blog posts? Our Amazon Associates integration makes linking easier, and can even earn you some money! Details here.”

ეს დამაწერა დღეს ამაზონმა და აქვს აზრი რამეს გაკეთებას???
და აუცილებლად ინგლისურად უნდა ვწერო???

პასუხი

33 Sweety 25 მარტი, 2010 at 11:30 pm

შენი ბლოგისთვის აზრი არ აქვს… ძალიან დიდი ტრაფიკი გჭირდება. :|

პასუხი

34 გოგი 30 აგვისტო, 2010 at 10:07 am

კარგი პოსტია, ბევრ დამწყებს გამოადგება

პასუხი

35 robita 1 სექტემბერი, 2010 at 10:34 am

text link ads მეც გამომიყენებია ხშირად, მაგრამ შედეგი არ მოაქვს

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</