დღეს პირველად ვიგრძენი შიში… გული შემეკუმშა, მუცელში ცივმა ტალღამ დამიარა, თითქოს ყინულივით წყალი გადამასხეს.
რაღაც ძველი შიშია… უკვე გუმანით ვგრძნობ ხოლმე, როდის მოდის… და იმასაც ვგრძნობ, რომ უნდა გავექცე. თორემ სიცოცხლეს მომიშხამავს, ხასიათს წამიხდენს და აღარ ვიქნები ისეთი როგორიც აქამდე…
მეშინია, ხვალ დილით რომ გავიღვიძებ და სასთუმალთან ამესვეტება ეს შიში, ჩამიძვრება ჯიბეში ან ჩანთაში, როგორც სრიალა, სისინა ქვეწარმავალი… გამყვება გარეთ… ტრანსპორტში გამილოკავს ხელებს. ინსტიტუტში რომელიმე კუთხეში მიიყუჟება და ნაცრისფერი თვალებით დამიწყებს ყურებას. ყოველ სიტყვაზე მომაჩერდება უტყვად მაგრამ გამყინავად.
აქამდეც ყოფილა და არ მომასვენა სანამ არ გამომხრა.
მეშინია რა… მეშინია…
არ მინდა…
რატო… რატო…
(((
პ.ს. ხომ შეიძლება, მეც რომ მიყვარდეს ვინმე?…





