ჩარგალი

გამგზავრება

9-ს რომ 15 აკლდა დევიმ დამირეკა. ზუსტად 2 წუთის გახელილი მქონდა თვალები. უაზროდ ჭერს მივშტერებოდი და ვიხსენებდი ვინ ვიყავი, რა დღეა, სად ვარ და რატომ რეკავს ეს მაღვიძარა. დევის ხმამ გამომაფხიზლა და ისეთი სისწრაფით დავიწყე ჩაცმა, ჩანთის ჩალაგება და თან ჭამა, რომ გაოცებულმა დედაჩემმა ერთი მომაძახა “რამე არ დაგრჩეს” და “არ დააგვიანოო”. მეტის თქმას მაინც ვერ მოასწრებდა.

სასწრაფოდ ტაქსში ჩავხტი და შეხვედრის ადგილისკენ ანუ – სპორტის სასახლისკენ გავეშურე.

შეხვედრის ადგილზე 9 ბლოგერი დამხვდა: ლეონსიო, დევი, Kate Alukard, Doody, წყარო, ბექა, ჰექსე, ნიკა და კნუტი.

გვაკლდა მხოლოდ ლანდიშა და ფსიქე. ფსიქეც მალევე მოვიდა. ლანდიშა კი, რომ გადავურეკეთ ახალი გაღვიძებული აღმოჩნდა და გადავწყვიტეთ მისთვის სახლში გაგვევლო.

ლეონსიო, ბექა, წყარო, ალუკარდი, დათო, დევის ნაწილი

ლეონსიო, ბექა, წყარო, ალუკარდი, Doody, დევის ნაწილი

წყარო, ჰექსე, დათო, ალუკარდი, კნუტი

წყარო, ჰექსე, Doody, ალუკარდი, კნუტი

ყველაზე მეტად ბაზარში საჭმლის ყიდვის პროცესი გაიწელა. ლეონსიო ბექა და ნიკა წავიდნენ. ჩვენ სამარშუტო ტაქსში დავრჩით. დაგვცხა, მოგვწყურდა, საწყალი ლანდიშაც თურმე ტრასაზე გველოდებოდა იმდენი ხანი, მაგრამ “ესეც გაივლისო” უთქვამს ბრძენს და 12 საათი იქნებოდა როცა თბილისიდან გავედით. ეს კი მართლა ღირდა ამდენ ლოდინად.

ლეონსიო და ბექა

ლეონსიო და ბექა

მე და დევი ერთად ვისხედით და ბლოგის ბრენდინგზე, განვითარებაზე და სტრატეგიებზე ვსაუბრობდით. მერე გლამურულ თემებს და ჟურნალ კოსმოპოლიტენსაც გადავწვდით. ორივე იქ ვმუშაობდით. საუბარმა ისე გაგვიტაცა და გზა ისე გაილია, ვერც გავიგე. ამასობაში ჟინვალის წყალსაცავს მივადექით და მცირე ფოტოგრაფიულ-ბლოგერული შესვენების მოწყობა გადავწყვიტეთ.

ჟინვალის წყალსაცავი

ჟინვალის წყალსაცავი

ჰექსე - "რო გადახვალ გააჩერე!"

ჰექსე - "რო გადახვალ გააჩერე!"

ლეონსიო და დათო

ლეონსიო და Doody

სახლ-მუზეუმი

როგორც იქნა ვაჟას სახლ-მუზეუმშიც ავაღწიეთ.

ლანდიშას ფოტოაპარატი ხელიდან არ გაუგდია მთელი დღე

ლანდიშას ფოტოაპარატი ხელიდან არ გაუგდია მთელი დღე

ვაჟა-ფშაველას სახელობის მუზეუმი

ვაჟა-ფშაველას სახელობის მუზეუმი

მდინარე ჩარგულა

მდინარე ჩარგულა

დევი და ჰექსე

დევი და ჰექსე

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ბილეთი

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ბილეთი

ბილეთების აღების პროცესი

ბილეთების აღების პროცესი

შესასვლელში მჯდომ ბილეთების გამყიდველს თავი “სოციალური მედიის წარმომადგენლებად” ჩავაწერინეთ. :love:

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის გიდი

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის გიდი

სახლ-მუზეუმში გიდად საინტერესო ფშავურ-აქცენტიანი ქალი შემოგვყვა და დეტალურად მოგვიყვა ვაჟა-ფშაველას ცხოვრებაზე, შემოქმედებაზე, ასევე დაგვათვალიერებინა მისგან დანატოვარი ნივთები.

საჩეჩელი

საჩეჩელი

კარაქის სადღვები

კარაქის სადღვები

ვაჟა-ფშაველა თავის მეორე ცოლთან და შვილებთან ერთად

ვაჟა-ფშაველა თავის მეორე ცოლთან და შვილებთან ერთად

Kate Alukard იგივე "ბუ"

Kate Alukard იგივე "ბუ"

DEVI & Co.

DEVI & Co.

დათო (უკან - ბექა)

Doody (უკან - ბექა)

ისევ ფოტოგრაფიის დრო დადგა.

ისევ ფოტოგრაფიის დრო დადგა.

სვითი და ლეონსიო

სვითი და ლეონსიო

ბექა წერს მუზეუმის სტუმრების წიგნში ჩვენი ბლოგების მისამართებს...

ბექა წერს მუზეუმის სტუმრების წიგნში ჩვენი ბლოგების მისამართებს...

...დანარჩენები კი გულშემატკივრობენ

...დანარჩენები კი გულშემატკივრობენ

მერე ბუნებაში გავედით მდინარესთან და პატარა სუფრაც გავშალეთ. გვქონდა ძალიან ცოტა არაყი, რომელიც მგონი მარტო მე მომეკიდა. ჩავედით მდინარეზე, ჩავწერეთ ერთობლივი ვიდეო-პოსტი. მერე კი, როცა მზე ჩავიდა, თბილისისკენ გამოვეშურეთ.

რაც შეეხება დღის ემოციურ ნაწილს…

თავიდან ძალიან დათრგუნული ვიყავი, დილით სპორტის სასახლესთან რომ მივდიოდი ფეხები უკან მრჩებოდა, რადგან მეგონა რომ ჩემი მისვლა იქ არავის გაუხარდებოდა.

მე არ ვთვლი, რომ ბლოგოსფეროს ლიდერი ვარ! მაგრამ ხანდახან ჩემი მკითხველების და სხვა ბლოგერების წინაშე საშინელ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ასეთ მომენტებში ვხედავ, როგორ მიყურებს 2000 თვალი და ყოველ ჩემს ნაბიჯს აკვირდება…

ძალიან ბევრჯერ უთქვამთ ან გამიგონია, ბლოგიდან მაგარი “სწერვა” და უხეში ტიპი ჩანხარ და სინამდვილეში კი სულ სხვანაირი ხარო. ჰოდა ვვარაუდობდი რომ ჩემს შესახებ მსგავსი აზრის მატარებელი, აქაც ბევრი იქნებოდა. ამ ექსკურსიაზე წამომსვლელებიდან მხოლოდ 2 -3 ადამიანს ვიცნობდი უკვე, დანარჩენები კი სრულიად უცნობები იქნებოდნენ და წარმოდგენა არ მქონდა, რა განწყობით დამხვდებოდნენ. მე კი ამ ექსკურსიისგან უბრალოდ ბუნებაში გასვლას და სასიამოვნოდ დროის გატარებას მოველოდი.

როცა პირველად ხვდები იმ ადამიანების გარემოცვაში, ვის თვალშიც თითქოს რაღაცას წარმოადგენ, ძალაუნებურად გიწევს თავის დამკვიდრებაზე მუშაობა, რათა მათი მოლოდინები არ გააცრუო. ჰოდა, ვაღიარებ, მე ძალიან დიდხანს მეშინოდა თქვენთან შეხვედრის. ვგრძნობდი, რომ თქვენ დიდი ხნის წინ დამაკისრეთ რაღაც პასუხისმგებლობები და არ მინდოდა თქვენი იმედების გაცრუება. არც ყველაფრის გაფუჭება.

ბევრად ადრე, ერთ უცნაურ დღეს, დავადგინე, რომ ადამიანები ან ადამიანების ჯგუფი ირჩევს ისეთ ლიდერს, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ამ ხალხის ნებას, სურვილებს, პიროვნებას, ხასიათს, მისწრაფებებს, შეხედულებებს. ხალხს უყვარს ის ვინც ხალხისნაირია. არადა სინამდვილეში, დროთა განმავლობაში ლიდერები იცვლებიან და საკუთარი ხალხისგან რადიკალურად განხვავებულ პიროვნებებად ყალიბდებიან. ლიდერობა და ხალხში პოპულარობა თავის თავში მოიცავს რაღაც ისეთ სიმძიმეებს, რომ შეუძლებელია, ბოლომდე შენი ხალხის მსგავსი დარჩე. სტატუს კვოს შესანარჩუნებლად კი არსებობს მხოლოდ ერთი გზა – ითამაშო მათ წინაშე, რაც ჩემთვის მიუღებელია. მირჩევნია საკუთარი გულწრფელი ამაზრზენობის აფიშირება მოვახდინო და შემიძულონ, ვიდრე გულის ამრევად გავტკბილდე.

სიტკბო წებოვანია, თავისუფლება კი – გრილი!

თქვენ უწრფელესი, უმზიანესი და უალალესი ხალხი ხართ. ასე მეგონა თქვენს სისადავეში რაღაც ბნელი კოსმიური მუხტი შემოვიტანე და მთელი დღე მტანჯავდა ეს შეგრძნება. ალკოჰოლი რომ არ დამემატებინა ამ ყველაფრისთვის, ალბათ თამაშსაც შევძლებდი, მაგრამ დავამატე და კარგიც ვქენი… მოკლედ ესა ვარ, რაცა ვარ. მაპატიეთ, თუ თქვენთან ყოფნას, თქვენს პატივისცემას, თქვენს მოსმენას და თქვენს აღტაცებას არ ვიმსახურებდი. მაპატიეთ, თუ რაღაც მომენტში იგრძენით, რომ მე ვიღაც ძალიან უცხო ვარ.

თუმცა, თქვენმა ბავშვურობამ გამახსენა, რომ მეც ვიყავი თქვენსავით წრფელი.

აი, მაშინ, როცა თქვენ აღმომაჩინეთ, შემიყვარეთ და მერე აქ მომიყვანეთ…

ზუსტად აქ, სადაც ახლა ვდგავარ.

P.S. ძალიან ემოციურად რომ არ გამომივიდეს დასრულება, პატარა ბლოგერულ ანეკდოტსაც მოგიყვებით:

ერთ პოპულარულ ბლოგერ გოგოს და ერთ ნაკლებად-პოპულარულ ბლოგერ ბიჭს ერთმანეთი მოსწონთ. ხანგრძლივ ფლირტს და რომანტიკას პირველი კოცნა მოჰყვება. კოცნის შემდეგ გოგო თვალს გაახელს და ბიჭს შეხედავს. ბიჭი კი ეუბნება: “ლინკს ახლაც არ გამიცვლი?


თქვენი აზრით, რა უნდა გაეკეთებინა გოგოს საპასუხოდ? :D

დაფიქრდით, ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება მოხვდეს. :D

35 Comments

  1. მიუხედავად იმისა, როდ დატაგვაში აქაც გამოგრჩი, მაინც მიყვარხარ :)

    1. მთავარია ლინკი არ გამომრჩენია, ტაგებში კი ჩაგამატე ^_^

  2. აუ, ლოლ : ))
    ბოლო უმაგრესი იყო რა : ))
    განსაკუთრებით, შენი სახის გამომეტყველება მახსოვს მაგ დროს და ხმა/აქცენტი, როგორ გაიმეორე ეგ ისტყვები : ))))

    ხოდა, ე გოგო, გაუცვალე ლინკი : )))

  3. ,,მე მეგონა თქვენს სისადავეში რაღაც ბნელი კოსმიური მუხტი შემოვიტანე_”
    ვისაც კოსმიური მუხტი უნდა შემოეტანა, იჯდა და მეგრულის გამოცდისთვის ემზადებოდა. მევასებით : )

  4. ანინა
    იმედია მომავალ ექსკურსიაზე კოსმოსი არ მოგვაკლდება…

    Sweet
    ჰეფი ენდი :)

  5. რამაგარია
    მეც მომინდა =))
    ნუ, მანამდეც მინდოდა, მაგრამ საპატიო მიზეზებისდა გამო..

  6. აუუუ, რა მაგარიააააა. შემდეგზე უეჭველი წავალ.
    სვით, ხომ წამოხვალ შემდეგზეც? შენ რომ იქნები, საინტერესო იქნება უფრო

  7. ნუ აი სვით ანეგდოტმა დაგლიჯა :D:D:D:D:D:D:D
    უუუუუუუუუუ……….. დღე იყო : )))))
    უჰუ მეორე შეხვედრაზე ზუსტად ის მოკრძალებული გოგო იყავი ვინც წარმომედგინა :))))))))))

  8. ამეტებ :)
    დაიკიდე ვის რა მოლოდინი აქვს შენგან :) კორპორაცია ხომ არ ხარ და პროდუქტს ხომ არ აწარმოებ :)
    და თუ სწერვას იმიჯი გაქვს ბლოგიდან და ისე სხვანაირი ხარ (როგორც თურმე ამდენი ხალხი ამტკიცებს), მაგას რა ჯობია :) ა პრიორი იცი, რომ მოლოდინს გადაამეტებ და შეგიძლია მშვიდად იყო ;)

    1. ნუ მე ხო იცით ყოველთვის სულ სულ ოდნავ ვამეტებ ხოლმე მეტი სიმძაფრისთვის :love:

  9. კარგი პოსტია :) ხო და რაც მთავარია ბევრის აღტაცება გამოგიწვევია რამდენიმესგან მოვისმინე სულ სხვაგვარი ყოფილაო ასე რომ გილოცავ შენ სტერეოტიპებს ამსხვრევ ;) ანეგდოტზე ბევრი ვიცინე ნეტავ რეალურ ფაქტებზე დატრდნობითაა თუ ფანტაზიის ნაყოფია

  10. ლიდერები მიდიან და მოდიან, ჩვენ ვრჩებით ეს რა შუაში იყო და
    ლინკის გაცვლისთვის კოცნაა საჭირო? ლოოლ
    ემოციური ექსკურსია იყო :)

  11. ამ დღეებში თქვენს ექსკურსიაზე ბევრი პოსტი წავიკითხე. ვიდეო პოსტიც ვნახე. ეს პოსტი ყველას ჯობია, უცხო მკითველისთვის(აც) არის დაწერილი. სხვა პოსტებს არც კი ეტყობოდათ ჩარგალში იყავით თუ მარნეულში.
    Мастерство не пропешь.

      1. :( “უცნობო” ჩემი ნიკი რატომ მოიპარე??? :@

  12. ცოტათი ვნანობ, სულ ცოტათი :)))
    ეგ გიდი კიდევაა? ეგ გვიხნიდა, რომ ნამგალს თურმე მარჯვენა ხელში იჭერენ და ყანაში პურის თავთავებს ჭრიან :)))

  13. საკაიფო ექსკურსია გამოსვლიათ

    ჩარგალი მაგრა მევასება, ერთხელ ვარ ნამყოფი და მაგრად გამისწორდა
    სახლმუზემი ძაან მაგარია

  14. “landishas photoaparati xelidan ar gaugdia mteli dge”

    ISeti photoaparati Akvs Ra Ikneba Aba :D :D :D me rom mkondes…. Oooo Me Rom Mkondes (mm) Rom Mekneba mere davcer :)))

  15. ანეკდოტი მომეწონა :D :D :D კაი იყო ენდი :) გული დამწყდა და ყველას ტვინი … რომ ვერ წამოვედი… შემდეგში მოვდივარ :D

  16. ძალიან კარგია, რომ კარგი დრო ატარეთ.
    მომავალში მინდა მეც წამოსვლა.
    იმედია მოვახერხებ.

  17. აუუუ ეხლა გული მწყდება რომ არ ვიყავი…თუმცა სურვილი მქონდა წამოსვლის მაგრამ,ისეთი სამე მქონდა….იმედია შემდეგზე მაინც მოვახერხებ…თუმცა წინასწარ არ ვიტყვი :D

  18. My wife and i ended up being quite joyful when Chris could complete his survey from your ideas he was given using your site. It’s not at all simplistic to simply continually be offering tips and hints that a number of people might have been making money from. We figure out we have got you to be grateful to for this. These explanations you have made, the easy web site menu, the relationships you can help to foster – it is most great, and it is leading our son and the family do think this issue is entertaining, and that is really serious. Thank you for the whole thing!

Leave a Reply