შეხსენება

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს ბლოგერები ვიკრიბებით 5 საათზე, ხინკალ ცენტრში!

ოფიციალურად ვაცილებთ ზამთარს! წამოიღეთ ფოტოაპარატები!!!

რატომ ვწერ ამ პოსტს არც კი ვიცი, მაგრამ მინდა, რომ რაღაცნაირად დავიცალო და ისე წავიდე ბლოგერების შეკრებაზე… არ მინდა რამე მაწუხებდეს ან ნერვებს მიშლიდეს.

პირველად ხდება, რომ ჩემსავე დაგეგმილ და მოწყობილ ბლოგერების სხოდკზე წასვლისას ფეხები უკან მრჩებოდეს და დიდად არ მიხაროდეს…

ნელ-ნელა ვეგუები იმ ფაქტს [და ყველას მოუწევს შეგუება], რომ ბლოგოსფერო გაიზარდა.

ვიღაცასთან მე მაქვს კონფლიქტი, ვიღაცასთან – სხვას. ზუსტად ისევე ფორმირდება ჩვენი ბლოგოსფერო, როგორიც გლობალური ბლოგოსფეროა. მალე ბანაკებიც ჩამოყალიბდება. I can clearly see it! :D

შეკრებაზე კი ყველა ერთად მოიყრის თავს. ამის გამო, შესაძლოა რაიმე გართულებებიც კი წამოიჭრას.

პირველი გართულება გუშინწინ ისევ მე მქონდა.  სულ დამავიწყდა, რამდენიმე სუბიექტის არსებობა ბლოგოსფეროში, რომლებთან შეხვედრა და მითუმეტეს ხინკლის ერთად ‘წოვა’ დიდად არ მესიამოვნებოდა დღეს, და ვთქვი, რომ აუჰ, ვსიო, მე აღარ მოვდივარ.

მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ ვერც ერთ ბლოგერს ვერ აუკრძალავ ისეთ ტოტალურ [ :D ] ივენტზე მოსვლას, როგორსაც “ბლოგერების შეკრება” ჰქვია. Everyone is welcome to the show! ;)

ასე რომ გადავიფიქრე.

what the fuck? სხოდკა ჩემი დაგეგმილია, ყველა ჩემს იმედზეა, და მე კიდევ ვიღაცების გამო არ უნდა წავიდე. noway! აბრძანდნენ და თვითონ ნუ წამოვლენ თუ ძალიან უნდათ. ანდაც წამოვიდნენ რას მიშლიან რო? თუ რამეა და ვალში არავის დავრჩები. [ამ ბოლო დროს გატაცებული ვარ VooDoo ხელოვნებით :D ]

ნუ მოკლედ, ამ წარმტაცი ფიქრებით მტკიცედ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად, აუცილებლად წავალ სხოდკაზე!!!

თუ რამე კონფლიქტს, სკანდალს, ინტრიგას ან/და ემოციების მოზღვავებას ექნება ადგილი, ეს აუცილებლად დაიწერება.

თანაც დღეს ჩემი პირველი ბლოგერული ჰონორარი უნდა ავიღო! It will make my day! :)

უი, ხო ყველამ იცით, რომელი ბლოგი უნდა შეამოწმოთ ხოლმე ხშირად? :spy:

13 Comments

    1. ტეგები ხო… მაგაში გაწაფული ვარ… :D

      ისე გუშინ კატეგორიებსაც გადავარქვი სახელები და შევამცირე. მარცხნივ შეგიძლია იხილო :user:

  1. ეეეე, ჩემი წასმოვლა თუ არ გინდათ პირდაპირ მითხარით და დავრჩები რა :((((

  2. კონფლიქტები რაზე გაქვთ ხალხო ? :D :D
    :ჩხითხითების სმაილიკი:

    სულ რამოდენიმე ასეული კინკილა ბლოგერია და რა დროს კონფლიქტებია :)

  3. ა, ანუ მე არ წამოვიდე???
    მითხარი და არ წამოვალ, თუ არ გინდა. არაა პრობლემა. :)

  4. “სულ დამავიწყდა, რამდენიმე სუბიექტის არსებობა ბლოგოსფეროში, რომლებთან შეხვედრა და მითუმეტეს ხინკლის ერთად ‘წოვა’ დიდად არ მესიამოვნებოდა დღეს”
    ხოდა შეგიძლია მშვიდად იყო, აღარ მოვდივარ : )
    ნამდვილად არ მინდა და არც ვაპირებ ვინმეს ხასიათის მოშხამვასა და კონფლიქტში შესვლას.
    კონფლიქტები არაა ჩემი გატაცება. უბრალოდ ბლოგერების ნახვა და ახლების გაცნობა მინდოდა, მაგრამ არაუშავს : )

  5. :პოპკორნ:

    :D

    ისა, მე კი ვარ კონფლიქტური, მაგრამ ჩემი ვერწამოსვლა ამის გამო არ ხდება :)

  6. ეჰჰჰ
    იმედია კარგ დროს ატარებთ იქ
    ჩემს სახელზე ერთი ხინკალი გამოწრუპეთ :უსერ:
    მეც აქედნ გიხსენებთ

  7. ჰმ რატომ ასეტი დაძაბული სიტუაციააა… გაზაფხულია პირიქით რაც გვგრნის ცივ ზამთარს გავატანოოოთ… ხოდა რავი მე ახლა ვნახე… რომ წამოვსულიყავი გეწყინებოდა :( ხო არა… აი ვიცოდიიიიიი :) :) :)

  8. მევასება Cat Fights :D მიფდით თმებით ითირეთ ერთმანეთი და მერე ბლოგზე დადეთ, მამობა იქნება :D

    1. მეც მაგას არ ვამბობ? :(
      რა რეიტინგი მექნებოდა?

      წინა ორი პოსტის შემდეგ ერთი მილიონით ამეწია ალექსას რანკი…

      ეეეჰ…. :(

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.