ქართული ბლოგინგის დღეები 2011

ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით 17-19 ივნისს განმეორებით ეწყობა ქართული ბლოგინგის დღეები.

მეც მიწვეული ვარ როგორც ბლოგოსფეროს წარმომადგენელი. წინასწარ კონკურსი იყო გამოცხადებული, სადაც შენს მიერ დაწერილი პროექტი უნდა წარგედგინა და 25 ბლოგერის პროექტს აარჩევდა სპეციალური ჟიური. მოკლედ მე მოვხვდი ამ 25 კაცში და მიხარია.

ესეც წინასწარი განრიგი თუ რა უნდა ვაკეთოთ და ვნახოთ.

პარასკევი

09:00 – 09:30- შეკრება, გამგზავრება

09:30 – 16:30 – გზა.

16:30 – 17:30 – დაბინავება

18:00 – 19:00 სადილი

19:00 – 20:00 შეხვედრა, გაცნობა, განახლებული სარფის საბაჟოს დათვალიერება.

20:00 -თავისუფალი დრო

შაბათი

08:30- 09:30 – საუზმე

10:00 – 12:00 – კონფერენცია, პროექტების პრეზენტაცია.

12:00 12-30 – შესვენება

12:30 – 14:00 – კონფერენცია, პროექტების პრეზენტაცია (გაგრძელება)

14:00 – 15:00 – სადილი

15:00 – 16:00 – შეჯამება / სიგელების გადაცემის ცერემონია.

16:00 – 18:00 – თავისუფალი დრო

18:30 – 19:30 ბათუმში გამგზავრება

19:30 – ავტობუსთან შეკრება ძველ ბულვარში, იუსტიციის სახლთან გამგზავრება

20:00 – 21:00 იუსტიციის სახლის პრეზენტაცია

21:00 – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან შეხვედრა (ვახშამი აჭარის მთავრობის სახელით)

კვირა

08:30 – 9:30 – საუზმე

9:30 – გამგზავრება მაღალმთიან აჭარაში, მაღალმთიან აჭარაში დამზადებული ღვინის დეგუსტაცია, ფოლკლორული ტრადიციები, უნიკალური ბუნება (სადილი რესტორანში)

17:00 – თბილისში გამგზავრება.

 

სამწუხაროდ პარასკევს გვიან საღამოს მიწევს პროცესიისთვის “დაწევა” სამსახურის გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ მაინც it will be fun!

იმ ბლოგერებს ვინც მოდის, შევახსენებ – არ დაგრჩეთ სახლში:

  • ლეპტოპი;
  • პრეზენტაციის ფაილები;
  • ფოტოაპარატი ან/და ვიდეოკამერა;
  • საცურაო კოსტუმი.

8 Comments

    1. დამწყები-ძველი, არ აქვს მნიშვნელობა. პროექტი უნდა დაგეწერა და გაგეგზავნა, თუ მოხვდებოდი 20-ეულში წახვიდოდი, თუ არა და ვერა.

  1. ლეპტოპი რომ მახსენდება ტირილი მინდება :/ 3 კვირა გავიდა და კიდე არ გაუკეთებიათ დდშვც :/

    ხო და პრეზენტაციის ფაილები ანას ლეპტოპშია ^^
    ციფრული ჩემს ჩანთაში და განწყობა ჩემში და აუ ისა, მალე ჩამოდით რა :ს

  2. ჰექსეს ბლოგში სარშანდელი იმდენი პრეტენზია წავიკითხე რო სურვილი დამეკარგა წასვლის, თუმცა ამ ბლოგის ავტორმა გამახარა… მშვენივრად გიწერია ყველაფერი და იმედია ჰექსეც დაკმაყოფილდა შარშანდელის განსხვავებით და ამ 25 ადამიანში არ არის, არ ვაღიარებ ბლოგერად :)

    წავედი მივიძინო, აბა ხვალ დილის 9მდე :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.