უფროსები

გუშინ გავიცანი ძალიან საინტერესო ადამიანი.
თუმცა ჩემზე 24 (!) წლით უფროსი…

ჰოდა, უბრალოდ დავინტერესდი…
შესაძლოა თუ არა გულწრფელი მეგობრობა დამყარდეს 21 წლის გოგოსა და 45 წლის კაცს შორის? რა შეიძლება ჰქონდეთ საერთო ასაკით ასე განსხვავებულ ადამიანებს?
რა ფარგლებშია მათი მეგობრობა დასაშვები? მხოლოდ ვირტუალურად? თუ რეალურადაც შესაძლებელია?
არსებობს თუ არა რეალური თემები რაზეც მათ შეიძლება ისაუბრონ?
და რომლებია ტაბუ დადებული თემები? პირადი ცხოვრება? თაობის პრობლემები?
არასდროს მქონია შემთხვევა უფროსთან მემეგობრა…
და ძალიან საინტერესოა მგონი…

ვისაც გაქვთ გამოცდილება მომწერეთ რა…

10 Comments

  1. ისე საინტერესოა მაგარი
    ნუ ინდივიდუალურია რა
    შენი მხრიდან სურვილი გამოხატულია და ეხლა უკვე მასზეა დამოკიდებული
    თუ ყველა კაცისნაირი არაა, მაგარი იქნება და თან უზომოდ საინტერესო მასთან ურთიერთობა

  2. ისა, თვითონ მითხრა რომ ძალიან ისიამოვნებდა ჩემთან მეგობრობით :)
    რავიცი ვნახოთ :)
    დაჟე შენობითაც მივმართავ… :)

  3. მე მაქვს მაგის გამოცდილება. თან არაერთთან.

    ჰოდა მართლა მაგარია. მე მაგალითად უფროსებთან უფრო კარგი მეგობრობა მაქვს. და მყარი.

  4. თავიდან – ასწორებს, მერე – მოსაბეზრებელია დამრიგებლური ტონი.
    მე მყავდა ერთი 338 წ. მეგობარი. ნუ ჯერ ხომ მომბეზრდა “შენ პატარა ხარ, ამას შეცდომით აკეთებ”-ები, და მერე კიდევ აღმოჩნდა, რომ მისთვის მეგობრობის მთავარი მოტივაცია, ასე ვთქვათ, სექსი იყო.

    ჰოდა დიდი ასაკობრივი განსხვავების შემთხვევაშI მეგობრობასაც და სიყვარულსაც ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ.

  5. არა, არა ეს ეგეთი არაა…
    ნუ მოკლედ გასაგებია.

    დავასკვენი რომ მაინც შესაძლებელია…
    მადლობა ყურადღებისთვის :D

  6. რათქმაუნდა შესაძლებელია!
    რა პრობლემას ხედავთ არ მესმის.

    მე პირადად მთელი ჩემი ცხოვრება ჩემზე მინიმუმ 5-10 წლით უფროს ხალხთან ვმეგობრობდი :D
    ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი მაგალითად, ჩემზე 22 წლით უფროსია :)

  7. ძალიან დასაშვებია, და ყველას სექსი არ უნდა შენთან…
    მე მყავს ეგეთი ადამიანი… და მიხარია..

  8. რა შუაშია სექსი?
    მეგობრობა თუა შესაძლებელი მეთქი…
    ანუ იმას ვგუილისხმობ, რომ თუ არის შესაძლებებლი დამეგობრება.
    ის არ მიკითხავს რა ზრახვები უდევს გულში თქო ვიცი რაც უდევს – ჩემთან მეგობრობის სურვილი გამოხატა. ხოდა ურთჳერთობა როგორია ამ დროს ეს მაინტერესებს…

    კაი დაიკიდეთ…

  9. შესაძლებელია, და ზოგჯერ ბევრად უკეთესიც. ანუ უფროსია და შენზე მეტი გამოცდილება აქვს, ამიტომ შეუძლია ბევრი კარგი რჩევა მოგცეს..
    მყავს მე, 21 წლით უფროსი (როკომ რომ ახსენა : )) ). მართალია ახლა ისე ახლოს აღარ ვართ, როგორც დასაწყისში, მაგრამ დარწმუნებული ვარ,რჩევა რომ დამჭირდეს, პირველს იმას ვკითხავ : ) განსაკუთრებით თუ ეს პირადს ეხება : )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.