უტვინოს პოსტზე ამოძახილი…

ხვალ შეიძლება აღარ ვიყო და დღეს გავიღიმებ…
ხვალ შეიძლება აღარ ვიყო და დღეს გაკოცებ…
ხვალ შეიძლება მომწყვიტონ შემოდგომის გაყვითლებული ფოთოლივით
და ჩემს ბაგეს დაედება მკაცრი სითეთრე…

ხვალ შეიძლება აღარ მიცემდეს ეს თბილი გული, შენ რომ უყვარხარ და შენ რომ გიტევს…
ხვალ აინთება ცეცხლისფერი დროშები ყველგან და ჩვენს სასთუმალს, დღეს ერთად რომ ვათბობთ,
წითელი სინათლე მოეფინება…

ხვალ ალბათ აღარ გავიღვიძებ შენს გვერდით
და ვიღაცის მსახვრალი ხელი სულს ამომართმევს, თითქოს არც კი ვყოფილვარ…

დედამიწა ისე ჩამიკრავს გულში თითქოს არასდროს გამოვცლილვარ მის წიაღს და
ყველაფერი იქნება ძველებურად… მხოლოდ მე აღარ ვიქნები…
სხვა ყველაფერი კი იქნება ჩრდილით მოცული და ერთფეროვანი როგორც გუშინ…

ვიღაც ჩექმიანს სისხლით ჰქონდა მოთხვრილი ქუსლი…
და იწმენდდა ბალახზე…
სისხლი მზეზე ხმებოდა…
ბალახი კი ტიროდა…

4 Comments

  1. კაი რაააა
    ღმერთმა ნუ ქნას :((
    ბრრრ დამაჟრიალა
    შემეშინდა
    ისე ლამაზი სიტყვებია, ფონად რეალობა რომ არ ედოს, ანუ რეალური საფრთხე, შას ნე და კრასივიხ სლოვ :(
    იმედია გავა დრო და გაგვეცინება ასე რომ გვეშინოდა

  2. მეგობრებთან ერთად ვიხალისე ძალიან, ხუთშაბათს.. მეორე დღეს ხალხი წაიყვანეს და რეალურად შეგვეშინდა…..
    და ახლაც მიხარია, რომ ის დღე იყო……
    და
    ახლა ამის წაკითხვისას
    კიდევ უფრო მიხარია და თან ცუდად ვარ …….

  3. ახლა იცი რას ვიზამ? უბრალოდ წავალ და ჩემს ქმარს ჩავეხუტები, რომელიც ტელევიზორთან ზის…

    ჩავეხუტები და ვიქნები ასე, სანამ არ ჩამეძინება…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.