უგემური პიცა

დღეს ძლიან დატვირთული დღე იყო. ვიარე მთელი დღე.

დანიურ სახლში შევიარე, საახალწლო რაღაცეები აქვთ მოტანილი და შესასვლელში ყავა ”პელე”-ს აქცია იყო. მიმიპატიჟეს ყავა დალიეო. მეც მივედი და დამალევინეს რაღაც ახალი ყავა ”პელე ჩემპიონი”. ძაან გემრიელი იყო. თან მაღაზიას ვათვალიერებდი თან ყავას ვსვამდი. ძალიან სასიამოვნო იყო.

გადავწყვიტე მეყიდა ის ყავა და ჩექაუთის დროს კალამი მაჩუქეს. :jump:

უფრო დიდ ქილაში რომ მეყოდა მგონი ჩაიდანს მაჩუქებდნენ :user: იქვე ედოთ და ვერ ვკითხე…
მერე გამოსვლისას იმ გოგოს სურათი გადავუღე და ყავის ჭიქებს. მევასება ეგეთი რაღაცეები. თავი ამერიკაში მგონია :D

ყავა პელეს აქცია

ყავა პელეს აქცია

0512200895

ჭიქები :)

მოკლედ დანიურში საახალწლო განწყობა დამეუფლა და გადავწყვიტე რომ კოტე სანამ ჩამოვა ნაძვის ხე  ავაწყო და დავახვედრო. ძალიან გაუხარდება ხვალ იქნებ გუდვილშიც გავიარო და რამე ახალი სათამაშო ვიყიდო ნაძვისხისთვის. :user:

მერე ერთი პატარა შეხვედრა მქონდა საქმიანი. კარგი წინადადება მივიღე. დიდი ხანია მინდა მაგ საქმისთვის ხელის მოკიდება და ფული არ მქონდა. აქ კი ყველაფერს გამზადებულს მაძლევენ უბრალოდ მენეჯმენტი მეხება როგორც გავიგე. და იდეები ბევრი იდეები! :love:

საღამოს ყვავას ავადექი სახლში. ორ ახალ პროექტზე დახმარება ვთხოვე. მოეწონა. მგონი რაღაც გამოვა. ჯერ კიდევ შესათანხმებელია ერთ ადამიანთან. ერთი პროექტი მუსიკალურია. მეორე – ვიდეო.

მერე წავედი ძევიშნიკზე ფანტასტიკოში. ეგ რაღაც იტალიური რესტორანია. მე, დოდკა, ჰანი, პიკოლინა და ნატალი ვიყავით. დანარჩენებმა ვერ მოახერხეს მოსვლა. პიცა და პასტა საშინლად უგემური იყო. :( მანდ მეორედ აღარ მივალ. ყველაზე კარგი პიცა მაინც გუდვილის კაფეშია.

მერე ნატალიმ და ოთომ წამომიყვანეს სახლში. ერთი საათი იქნება რაც მოვედი.

რაღაც უგემური პოსტი გამოვიდა. :(

ცუდ ხასიათზე ვარ. სახლში რომ მოვედი ემესენი აციმციმდა. იმან მომწერა და დავიგრუზე.

პ.ს. ხვალ სახლი უნდა დავალაგო. არ დამეზაროს რა! :(

p.p. s. იმის დაწერა დამავიწყდა, რომ დღეს სახლიდან რომ გამოვედი, ერთი ნახევარი საათი შიშის გრძნობა მქონდა. გუშინდელი პოსტის გამო. მეგონა შიშველი ვიყავი და ყველა მე მიყურებდა. ალბათ გამივლის ხო? :(

X

7 Comments

  1. მარ, აი ჩემი ბლოგიდან ციტატა :)

    ავანსცენაზე გამოდის ცეკვა,
    ანსამბლი იწვევს ღრმა ემოციებს…
    მაჟორულ ხარხარს ლოჟა იძლევა,
    უსუსურობა ოდეს იშიშვლებს.

    სულ ზევით ზევით, მაღლა და მაღლა
    ყელში მოწოლილს შეახსნეს ფარდა
    ისე შიშველი, ჩვენშიც მალული
    ნაცნობი გრძნობა – გარდასახული.

  2. mar, ragaceebi shecvale xo blog-ze? ragac dzaan momwons asec :) xoda daniurshi mec xom ar sheviaro tqo, vfiqrob ukve :D tan ise mimzidvelad agwere es procesi, mominda ufro, tumca vici rom mtel fuls shevaxarjav ase rom jer tavs shevikaveb.. : ) PS: warmatebebs gisurveb proeqtebis ganxorcielebashi

    1. ხოო შევცვალე თურმე წუხელ. :))
      კომენტარებს დეშბოარდიდან ვკითხულობ ხოლმე და შენი კომენტარი რომ წავიკითხე უიიი, მეთქი რა შევცვალე წუხელ. ვაფშე არ მახსოვდა. და როგორ გამიხარდა ახალი დიზაინი იცი? :))

      წადი, წადი, მე ახმეტელთან რომ არის ახალი დანიური იქ ვიყავი და შენ არ ვიცი აქეთ როგორ გამოხვალ. ასე რომ სხვებში შეიარე. თუმცა რას შეახარჯავს, სულ ნაძვისხის სათამაშოები და სანთლები იყიდება. მეტი არაფერი :))

      ისე მომინდა სანთლების ყიდვა. ვოფშემ გადავწყვიტე ვერცხლისფერში და წითელში გადავწყვიტო წლევანდელი ახალი წელი. და ვერცხლისფერი სანთლები იყო ისეთი ლამაზი… მაგრამ ცოტა ძვირი ღირდა. გუდვილშიც უნდა გავიარო იქ ოპტომ იყიდება ხოლმე ნაძვის ხის მოსართავები. :user:

  3. @სვიტ

    აზრი უნდა ეძებო, საუკუნის წინანდელი პოსტია :)))

    აი პოსტ პოსტ სკრიპტუმთანაა კავშირში.

    1. ხოო რაღაცას მივხვდი. კსტაწი.
      ”პასუხების” სისტემა დავამატე კომენტარებში და შეგიძია ”@” აღარ იხმარო ;)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.