სიმღერა მინდა

დილიდან მემღერება… არადა სამსახურში ვარ :(

კიდევ კარგი დღეს ჩემს ოთახში მარტო ვზივარ, მუსიკა მაინც მაქვს ჩართული და ვცმუკავ სკამზე :weep:

სადა ვკვდები :(

კარაოკე ბარი მაინც არსებობდეს თბილისში, რომ ყოველ პარასკევ საღამოს სამსახურის მერე წახვიდე და გაერთო რა! რა ჯანდაბაა…

ნეტა გრინ კარტა მაინც მოვიგო :(

6 Comments

  1. ყოველ სამშაბათს და პარასკევს არის (თუ დღეები სწორად მახსოვს) დუტას ბარში – “თან წაიღეში” კარაოკე, მაგრამ წინასწარ უნდა დაბრონო ადგილები, იმიტომ რომ სულ სავსეა ხოლმე. აჰა ლინკი: http://www.info-tbilisi.com/ge/tantsaige/ ტელეფონიც წერია და კარგად გაერთობით ჩემი აზრით სასტავი თუ წახვალთ, ოღონდ აუცილებელი პირობაა, რომ თითო მაგიდიდან ერთი მაინც უნდა მღეროდეს, იმიტომ რომ ეჯიბრებით მაგიდები. კიდევ ტრეFიკი როა ბარი თუ იცი (ეეეეეჰ, ტრეFიკი, რა დრო მაქვს ნატარები…) იქაც დაიწყეს ჩემს წამოსვლამდე ბოლო პერიოდში ხუთშაბათობით კარაოკეები, ოღონდ იქ გვიან არის ხოლმე და ბევრი ხალხი არ არის ხოლმე და შენ “თან წაიღე” უფრო მოგეწონება ალბათ კარაოკესთვის.
    “ჰევ Fან”:)

  2. უი, ერთი კაცი 10 ლარი იყო მანამდე მე რომ დავდიოდი, ანუ 3 თვის წინ ვიყავი ბოლოს. ალბათ რამე ივენთს დაემთხვა და იმიტომ არის ძვირი, ან არადა ფული იშოვეს და განაგლდნენ, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე ჩვენთან, თანაც ვერაფერს ეტყვი, კლიენტი სულ ჰყავთ:)))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.