სათაურების მოფიქრებაში ბანძი ვარ :)

დღეს დილა არ მქონია. პირდაპირ საღამოს გავიღვიძე და ავდექი. წივწივამ მომწერა სკაიპში ავდივარ ჯენისთანო და 10 წუთში 2 ხელი ტანსაცმელი გამოვიცვალე და ჩავედი მაღაზიაში კოტესთვის სიგარეტზე და რაღაცეებზე.

მერე მეტროთი გავვარდი. მეგონა წივწივა უკვე მივიდოდა მალე და არ დამაგვიანდეს თქო.

მაგრამ ძაან ადრე მომივიდა. სადარბაზოსთან დაგელოდები თქო წივწივას მივწერე და დავიწყე ჯენის ფანჯრის ძებნა ქვემოდან. რომ ვიპოვე, თავზე ხელები შემოვიწყვე და ქვემოდან ტელეპათიურ სიგნალებს გადავცემდი ”გადმოიხედე, გადმოიხედე!” მარა არ გადმოიხედა :D უნდა ვივარჯიშო ტელეპათიაში :)))))))

მერე ავადექით მე და წივწივა :) ვითომ ჰელოვინის საორგანიზაცო საკითხებზე უნდა გველაპარაკა და სინამდვილეში ჭორაობას გადავყევით ვიღაც მისტიურ სოფოზე :))) მერე წივწივა წავიდა. როგორც იქნა ნანა ჩავწერე დვდზე და ავუტანე. იმუშავა! ხოდა ვუყურეთ 3 სერიას.

რა საამურია საღამოს გატარება ”ნანას” ყურებაში, მეგობართან ერთად, რომელიც უკვე გამოკეთდა და, რომლის კამპანიაში ყოფნაც დიდ სიამოვნებას განიჭებს. 

მერე კოტემ დამირეკა და მოდი მალე სიცხე მაქვსო.

ემესენის სმაილის გაკეთება მინდოდა ამ სურათისგან მაგრამ ძალიან აპატარავებს… :(nana3  :ნანა:

ახლა ამაზონზე დავძვრები. აღმოჩნდა რომ გამოსული ანიმეს 47-სერიის გარდა კიდევ არსებობს გაგრძელება ოღონდ მარტო მანგაში. და სანამ მანგა არ დასრულდება იქამდე ანიმეს არ გამოუშვებენ. ვფიქრობდი ამაზონზე ხო არ ვიყიდო მანგა ინგლისურად-მეთქი… მაგრამ ჩიბიმ გადამაფიქრებინა…

იქნებ რამე მერჩანდაიზი მაინც ვიყიდო… :უსერ:

 

 

კსტაწი, ვისაც ”ნანას” ანიმეს გადმოწერა ეზარება, შეგიძლიათ მანგა წაიკითხოთ ონლაინ ვერსია აგერ: http://www.onemanga.com/Nana/

მაგ საიტზე მანგას ძალიან დიდი კოლექცია დევს და შეგიძლიათ სხვადასხვა ჟანრის მანგები მოძებნოთ.

 

^_^

6 Comments

  1. “სათაურების მოფიქრებაში ბანძი ვარ :)”
    კიდევ კარგი უსათაუროდ არ დადე ეს პოსტი თორემ გამიტყდებოდა:D ვერ ვიტან უსათაურო პოსტებს:(((

  2. უიიი
    ამოსულიყავი კაცო რას ელოდებოდი იმას მაგან სულ ეგრე იცის დაგვიანება :///

    ხოდა მადლობა რო ჩამიწერე დისკი მესამეჯერ რო არ დაგეზარა და რაღაც.. :user: :1000kiss:

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.