რას ფიქრობენ კაცები მომავალზე

კოსმოს ეს სტატია ამას წინათ ინტერნეტში ვიპოვე და გავიფიქრე: ეს ელემენტარულია, მაგრამ უამრავი გოგო არსებობს, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუძლია ამ სიგნალების მარტივად შემჩნევა. თუ შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ, ეს პოსტი შენ გეძღვნება. გახსოვდეს, რომ ურთიერთობები ფსიქოლოგიაა, უბრალოდ მოსმენა და დაკვირვება უნდა შეგეძლოს. დანარჩენი წყალივით წავა.

ის თუ იცოდი, რომ მამაკაცებს მომავლის შესახებ შეკითხვები საკმაოდ აშინებთ?

ჰო, ისინი ცდილობენ მაქსიმალურად გადადონ მომავლისთვის ფიქრი ისეთ სერიოზულ თემებზე, როგორიცაა ნიშნობა, ქორწინება და შვილების ყოლა. ხანდახან ზოგ ქალს მარტო იმიტომაც კი შორდებიან, რომ უბრალოდ არასერიოზული ურთიერთობების პერიოდი აქვთ ცხოვრებაში.

თუ გაინტერესებს რას ფიქრობს მამაკაცი თქვენი ურთიერთობის მომავალზე, შეკითხვების დასმის ნაცვლად უნდა ისწავლო სპეც-სიგნალების გაშიფრვა. თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე შენიშნე, გილოცავ (იმედია შენც ასევე ხარ განწყობილი), ის მართლაც სერიოზულად ფიქრობს შენზე.

1. მას შვებულების შენთან ერთად გატარება სურს.

თუ მამაკაცი მზადაა უარყოს ბავშვობიდან მოყოლებული ტრადიციები და თავისი ოჯახის წევრების მაგივრად შენთან ერთად გაატაროს მნიშვნელოვანი დღესასწაული, ეს ნიშნავს, რომ ის სწორედ შენთან ერთად ცდილობს ახალი ტრადიციებისა და მოგონებების შექმნას.

2. ის გეპატიჟება საუკეთესო მეგობრის ქორწილში – ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.

კაცებისთვის ახლო მეგობრის დაოჯახება მნიშვნელოვანი მოვლენაა და ისინი ასეთ რამეს “შემთხვევით” ქალებთან ერთად არავითარ შემთხვევაში არ აღნიშნავენ, მითუმეტეს რომ მსგავს შეკრებებაზე ყოველთვის უამრავი “და თქვენ როდის აპირებთ?” შეკითხვა ჩნდება. თუ ბიჭმა მეგობრის ქორწილში/ნიშნობაზე წაგიყვანა, დიდი შანსია, რომ შენთან ერთად უღლის დადგმაზე თავადაც უფიქრია. თანაც არაერთხელ.

3. მას შემთხვევით წამოსცდა ფრაზა “ჩვენი შვილები”.

მამაკაცების უმეტესობას ძალიან უჭირს ოჯახის შექმნაზე ფიქრის დაწყება მანამ, სანამ შესაფერის ქალს არ შეხვდება. ამიტომ ისეთი უმნიშვნელო ფრაზის თქმა როგორიცაა – “ჩვენს შვილებს არ მივცემთ ამის უფლებას” ნიშნავს, რომ ის არა მხოლოდ წარმოიდგენს ამას, არამედ უდრტვინველად ელის კიდეც ამ დროის დადგომას.

4. მას უტირია შენი თანდასწრებით.

არ აქვს მნიშვნელობა ეს The Notebook-ის ყურებისას მოხდა თუ მაშინ როდესაც მისი ძაღლი დაიღუპა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის შენთან თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მამაკაცური “დაუმარცხებელის” ჯავშნის მოხსნა ცხადყოფს, რომ მას არ ეშინია გულწრფელი გრძნობების გამოხატვის. თუ ის არ ცდილობს ცრემლების დამალვას და შემდეგში არც სირცხვილის გრძნობა აწუხებს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ის შენთან ერთად არა მხოლოდ სიხარულის, არამედ ჭირვარამის გაზიარებასაც აპირებს და სურს დარწმუნებული იყოს, რომ “ნაკლებად-მამაკაცურ” წუთებში არ განსჯი.

5. ის უეცრად პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსებს.

მამაკაცები ფიქრობენ, რომ დაოჯახებამდე აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მოწესრიგებული მატერიალური მდგომარეობა. ასე რომ როცა ის უფრო მეტს ფიქრობს სამსახურეობრივ ზრდაზე, შეგროვებადი ან შემნახველი ანაბრის გახსნაზე და ფულს ხელგაშლილად აღარ ხარჯავს, შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ის მომავალზე სერიოზულად ფიქრობს და სურს შეძლოს ოჯახის რჩენა, როცა ამის საჭიროება დადგება.

33 Comments

  1. მთელი კაიფია თუ ამ პუნქტების ნახევარი მაინც არის შერულებული ვინმე მამრთან ერთად ოღონდ ის შენი პარტნიორიც კი არაა )))
    ეს პუნქტები (ნუ ბავშვების ყოლის გარდა) ძალიან კარგად ერგება მეგობრებსაც : ) კარგ მეგობრებსაც : )))

    1. ეს პოსტი მეგობრებს არ ეხება. ეს იმ გზააბნეული გოგოებისთვის შექმნილი გზამკვლევია, რომლებსაც ვერ გაუგიათ რა უდევს მათ პარტნიორს თავში. :D

  2. ხომ მაგრამ თუ კი არცერთი ამ პუნქტებიდან არ სრულდება და არსებობს სხვებიც, მაშინ?როგორც ქალისას ვერ გაიგებ ვერაფერს, ვერც კაცის აზრს ჩაწვდები, ისინი ყველაზე კარგი მსახიობები არიან და თამაშობენ არაჩვეულებრივად…..

    1. არა, თუ ამ პუნქტებიდან არცერთი არ სრულდება, მაშინ მოქმედებს წესი ნომერი ერთი:
      He’s just not that into you.

  3. მე მომეწონა ეს პუნქტები,მართლა ასე აზროვნებს ნორმალური მამაკაცი,რომელმაც თავისი ‘იდეალური’ ქალი იპოვა.

  4. ყველა პუნქტი სრულდება შემი შეყვარებულის შემთხვევაში ძალაინ გამიხარდა:D

  5. 1. “ხანდახან ზოგ ქალს მარტო იმიტომაც კი შორდებიან, რომ უბრალოდ არასერიოზული ურთიერთობების პერიოდი აქვთ ცხოვრებაში” – ან იმიტომ, რომ იმდენად ვერ დააინტერესეთ, რომ “არასერიოზული ურთიერთობების პერიოდი” რომ აქვს დავიწყებოდა და თავით გადაშვებულიყო თქვენს სიყვარულში :დ სამაგიეროდ იმდენად გაუბურღეთ ტვინი თქვენი მოლოდინებით მომავალზე, რომ იფიქრა, სანამ ამას ბავშვების სახელების მოფიქრება დაუწყია და “აქანა სწენკა დაუდგია, იქანა ტროიკა”, მანამდე დავაპაშოლებ ზრდილობიანადო. ასე გამოცხვა მითი “არასერიოზული ურთიერთობების პერიოდზე”

    2. “თუ მამაკაცი მზადაა უარყოს ბავშვობიდან მოყოლებული ტრადიციები და თავისი ოჯახის წევრების მაგივრად შენთან ერთად გაატაროს მნიშვნელოვანი დღესასწაული, ეს ნიშნავს, რომ ის სწორედ შენთან ერთად ცდილობს ახალი ტრადიციებისა და მოგონებების შექმნას.” – ან უბრალოდ მობეზრდა სახლში ერთი და იგივე, რამდენიმე წელი, პარალელურად, ამ ჟესტით თქვენც გაგრძნობინებთ, რომ მნიშვნელოვანი ხართ და ორ კურდღელს დაიჭერს :დ

    3. “თუ ბიჭმა მეგობრის ქორწილში/ნიშნობაზე წაგიყვანა, დიდი შანსია, რომ შენთან ერთად უღლის დადგმაზე თავადაც უფიქრია. თანაც არაერთხელ.” – ეს წესი არ მოქმედებს, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ “მაგარი ნაშა” ხართ, შეიძლება წაგიყვანათ არა როგორც “საცოლე”, არამედ როგორც აქსესუარი, მაგარი მანქანით და მაგარი ნაშით რომ გაჩითულიყო :დ

    4. “მას შემთხვევით წამოსცდა ფრაზა “ჩვენი შვილები”.” – პრაქტიკაში ასეთი რამე ძალიან იშვიათად ხდება.

    დანარჩენში გეთანხმები, უფრო სწორად, ვეთანხმები კოსმოპოლიტენს :დ
    სულ მგონია, რომ ამ სტატიებს ქალიშვილები წერენ, ნულოვანი გამოცდილებით ურთიერთობებში.

    როგორც წესი, თუ მამაკაცი სერიოზულად ფიქრობს ურთიერთობის მომავალზე და ოჯახს წარმოიდგენს, არამგონია, რომ ამაზე მკითხაობა და “სიგნალების დაჭერა” დაგჭირდეთ.

    1. 1 – შენ რასაც ამბობ, ეგ “წესი ნომერი პირველის” შემთხვევაა, როდესაც He’s just not that into you.
      2 – მერე რითაა ეგ ცუდი? :love:
      3 – მაგარი ნაშებისთვის არაა ეს სტატია. იმათთვისაა ვისაც გათხოვება და შვილების გაჩენა უნდა :)))
      4 – შენ ეტყობა Family-type guy არ შეგხვედრია :D

      1. 1. ხო, ალბათ
        2. სულაც არაა ცუდი, შესწორება შევიტანე უბრალოდ :დ
        3. ხო, ეს არ გამითვალისწინებია :დ
        4. შემხვედრია და სახლშიც მყავს, რადიატორზე მიბმული :დ

  6. გამახდენდა, მე და ჩემი ქმარი შეყვარებულები რომ ვიყავით, მისი უახლოესი მეგობრის ქორწილი იყო ბათუმში, მე ვერ წავედი, მთელი ქორწილი გარეთ გაატარა მოწყენილმა. ე.ი მაშინ უვკე სერიოზული გეგმები ჰქონია :)
    დღესასწაულებზე ვერ გამოვცადე, უკვე დაქორწინებულები ვიყავით.
    არ უტირია.
    ბავშვებს ახსენებდა.
    ერთად გავიჩითეთ თუ არა, მუშაობა დაიწყო.

    :D

  7. საინტერესო პოსტია:) როგორც კაცი და თან პახოდუ ლაითად იდეინი :) ვეცდები დავწერო ჩემი მოსაზრება ჩამოთვლილ შეფასებებზე…

    ////1. მას შვებულების შენთან ერთად გატარება სურს
    თუ მამაკაცი მზადაა უარყოს ბავშვობიდან მოყოლებული ტრადიციები და თავისი ოჯახის წევრების მაგივრად შენთან ერთად გაატაროს მნიშვნელოვანი დღესასწაული, ეს ნიშნავს, რომ ის სწორედ შენთან ერთად ცდილობს ახალი ტრადიციებისა და მოგონებების შექმნას../////

    საბოლოოდ ალბათ ასეა…

    2. ////ის გეპატიჟება საუკეთესო მეგობრის ქორწილში – ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.
    კაცებისთვის ახლო მეგობრის დაოჯახება მნიშვნელოვანი მოვლენაა და ისინი ასეთ რამეს “შემთხვევით” ქალებთან ერთად არავითარ შემთხვევაში არ აღნიშნავენ, მითუმეტეს რომ მსგავს შეკრებებაზე ყოველთვის უამრავი “და თქვენ როდის აპირებთ?” შეკითხვა ჩნდება. თუ ბიჭმა მეგობრის ქორწილში/ნიშნობაზე წაგიყვანა, დიდი შანსია, რომ შენთან ერთად უღლის დადგმაზე თავადაც უფიქრია. თანაც არაერთხელ.///

    რამდენიმე ვარიანტია, პირველი შეიძლება უბრალოდ თუ ყველა მეგობარი ცოლთან არის ან კიდევ მეგობარ გოგოსთან ერთად შენ ტვინი რომ არ გაგიბურღონ წაიყვან ვინმეს:)
    მეორე გინდა გოგო დაარწმუნო რომ სერიოზული გეგმები გაქვს :)გაქვს თუ არა ეს სულ სხვა საუბრის თემაა..
    მესამე და უმთავრესი თუ გოგო ისეთია რომ ყველას პირი დარჩება ამაზე დიდი კაიფი არაფერია, შენ მიდიხარ როგორც ლიდერი მაგარ გოგოსთან ერთად :)

    3./////მას შემთხვევით წამოსცდა ფრაზა “ჩვენი შვილები”.
    მამაკაცების უმეტესობას ძალიან უჭირს ოჯახის შექმნაზე ფიქრის დაწყება მანამ, სანამ შესაფერის ქალს არ შეხვდება. ამიტომ ისეთი უმნიშვნელო ფრაზის თქმა როგორიცაა – “ჩვენს შვილებს არ მივცემთ ამის უფლებას” ნიშნავს, რომ ის არა მხოლოდ წარმოიდგენს ამას, არამედ უდრტვინველად ელის კიდეც ამ დროის დადგომას.///

    აქაც არ არის სტატიკური მდგომარეობა, გააჩნია კაცს, ზოგი კაცი დაბადებულია რომ იყოს მამა და ამიტომაც ყველა გოგოში საკუთარი შვილების დედას ეძებს, მაგ მე გოგო სიტყვა შვილებს რომ მიხსენებს იმ წუთას ვიწყებ გეგმას სასწრაფოდ გაქცევის…
    როგორც ყველგან ასევე არსებობს სხვა ვარიანტიც, მაგ კიდევ ერთხელ ცოტა ჭკვიანი ტიპი ხარ და დასტოინი მოთამაშე და ხედავ რომ გოგო ჭედავს ბავშვებზე და შენ ვითომ შემთხვევით იწყებ საუბარს ამ თემაზე..

    ხო ის ვარიანტიც არსებობს, ანუ რაც პირვანდელ ვერსიაში ეწერა, უბრალოდ იმედი გადაგეწურა ცხოვრებაში და გინდა ცოლი და ბავშვები და ამას ამბობ…

    /////. მას უტირია შენი თანდასწრებით.
    არ აქვს მნიშვნელობა ეს The Notebook-ის ყურებისას მოხდა თუ მაშინ როდესაც მისი ძაღლი დაიღუპა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის შენთან თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მამაკაცური “დაუმარცხებელის” ჯავშნის მოხსნა ცხადყოფს, რომ მას არ ეშინია გულწრფელი გრძნობების გამოხატვის. თუ ის არ ცდილობს ცრემლების დამალვას და შემდეგში არც სირცხვილის გრძნობა აწუხებს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ის შენთან ერთად არა მხოლოდ სიხარულის, არამედ ჭირვარამის გაზიარებასაც აპირებს და სურს დარწმუნებული იყოს, რომ “ნაკლებად-მამაკაცურ” წუთებში არ განსჯი.//

    ჯერ ერთი, ნუ გგონიათ რომ კაცები ფილმის ყურების დროს აუცილებლად რკინის ნერვებით უნდა უყურებნდენ რამე ტრაგიკულ მომენტებს, ჯერ ერთი ეს ადამიანის არანორმალურობაზე მეტყველებს როდესაც ადამიანს არანაირი რეაქცია არ აქვს რამე ტრაგიკულზე, მეორე ჯანმრთელობისთვის საშიშია..

    ხო ახლა რაც შეეხება მოყვანილ მაგალითს, შეიძლება ასეც არის, ან შეიძლება უბრალოდ მარტლა მოადგა ცრემლი და მაგრად არ უნდა რომ დაგანახოთ და რა ქნას არ აქვს შანსი დამალოს :D

    ხო ისე ნუ გგონიათ რომ ბიჭი ფილმზე ტირის არამამაკაცურია და პირიქით თუ არ ტირის მამაკაცურია :D

    ////5. ის უეცრად პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსებს.
    მამაკაცები ფიქრობენ, რომ დაოჯახებამდე აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მოწესრიგებული მატერიალური მდგომარეობა. ასე რომ როცა ის უფრო მეტს ფიქრობს სამსახურეობრივ ზრდაზე, შეგროვებადი ან შემნახველი ანაბრის გახსნაზე და ფულს ხელგაშლილად აღარ ხარჯავს, შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ის მომავალზე სერიოზულად ფიქრობს და სურს შეძლოს ოჯახის რჩენა, როცა ამის საჭიროება დადგება///

    რავი შეიძლება :) ან შეიძლება უბრალოდ ხელფასი შეუმცირეს :)
    მაგალითად მე ადრე ბურჟუაზიული სამსახური და შემოსავალი მქონდა და მაგრად მეკიდა ხარჯვის კონტროლი, შემდგომ ვუარყავი ეს ტრადიცია და ახლა საკაიფოდ ხელმომჭირნე ვარ, მაგრამ როდესაც ჩემი შრომა დამიფასდება ისევ იგივე ტიპი გავეძრობი:)

    1. “უბრალოდ იმედი გადაგეწურა ცხოვრებაში და გინდა ცოლი და ბავშვები და ამას ამბობ…”
      LOL :D:D

  8. შარშან მახსოვს დედაჩემის კოსმო ვნახე(რუსული) და ჩემს ცხოვრებაში ამდენი არ მიხარხარია როგორც იქ დაწერილებზე მქონდა რეაქცია :)

    არ გეწყინოთ და ქალები არ იცნობთ კაცებს… ისევე როგორც დარწმუნებული ვარ კაცები აზრზე არ ვართ ქალებზე :)

  9. ეს ტუტორიალი ზუსტად იმ კლიშეებს ჩამოთვლის, რომლებზეც “ეგებიან” საშუალო სტანდარტული გოგოები, 25- ასაკში :D

    უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ მსგავსი ფაქტები მიიღეთ უბრალოდ როგორც ფაქტები და ამაზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთო :D

  10. სვით, გუშინ დაგინახე რუსთაველშიი. მეტი ვიდრე სექსზე იყავიი?

    1. ეჰ, ჩემო Kelly, გუშინ რუსთაველში მე კი არა მთელ თბილისს ნახავდი ისეთი ამბავი იყო.
      იმ რიგში ჩემი მტერი ჩადგეს მეორედ.
      ჰო, მაგაზე ვიყავი, ძალიან მომეწონა და მეორედაც მინდა წასვლა… (ზოგ-ზოგიერთის გასაგონად :P)

      1. ხო საშინელი რიგირ იყო. კინაღამ გადავირიე. მეც ძალიან მომეწონა, საყვარელი ფილმი იყო.

    1. საღაცა მართალი ხარ მაგრამ ჭკვიან ქალს რომ შეხვდები ისე შეგეცვლება წარმოდგენა როომ.თან როცა გვერდით უამრავი მაპატიეთ მაგრამ ბატისტვინა ან მობატისტვინო არსებებს ხედავ.ერთი ორად აფასებ ასეთ ქალს….ეს ბუნების და უფლის საჩუქარია:)პ.ს რა იოლად იწერება და რა ძნელად ხდება ბლიად :)

  11. ქალი ძალიან მაგარი არსებაა ერთი დგეც არ მინდა ქალის გარეშე ვიყო. ქალი რომ არ არსებობდეს თავს მოვიკლავდი :) ოგონდ მართლა :)

  12. მგონი მაინც კაცის და ქალი ტიპაჟებს გააჩნია, არ შეიძლება ყველა ერთნაირად იქცეოდეს.

    1.მას შვებულების შენთან ერთად გატარება სურს. – იქნებ მხლოდ იმიტომ, რომ მისი ყველა ყოფილი ან ნაცნობი ქალისაგან განსხვავდები და სიახლე მოწონს ;;)

    2. ის გეპატიჟება საუკეთესო მეგობრის ქორწილში – ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. – ჰმმმ ვიქნებ იინტრიგანი და ვიტყვი , რომ შეუცნობელია გზანი კაცისანი ისევე როგორც გზანი ქალისანი და ამ ნაწილში ბევრმა ,,იქნებ” შეიძლება წამოყოს თავი

    3.მას შემთხვევით წამოსცდა ფრაზა “ჩვენი შვილები”. – ჯობდა ეგ არ გაეკეთებინა !!!

    4. მას უტირია შენი თანდასწრებით. – თქვენ გგონიათ მარტო ქალები ვკითხულობთ ფსიქოლოგების და არაფსიქოლოგების ,,რჩევებს” როგორ მოვაწონოთ საპირისპირო სქესს თავიი?! :D

    5. ის უეცრად პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსებს. – ეგ საქართველოს მაგალითზე ნაკლებად გამოდგება :ბოროტისმაილი: და საერთოდაც ძალიან ბევრი რამაა რის გამოც შეიძლება ფული დაზოგონ, თან იმის გათვალისწინებით რომ სტატისტიკურად კაცები ქალებზე უფრო ,,ყაირათიანად” ხარჯავენ ფულს

  13. ეჰ,ჩემზეა ეს პოსტი მაგრამ აქედან არც ერთი რომ არ ემთხვევა რაო არაო? :(

Leave a Reply to ქეთუსი Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.