პანკ-როკი გადაშენდა?

რა უჟმური დილაა. გუშინაც ასეთი უჟმური დილა იყო, მაგრამ სამსახურში მაინც წასასვლელი ვარ ხოლმე…ვინც არ მუშაობს, იმათ დილის ძილს შევნატრი…

ბოლო დროს დილაობით დავიწყე ბლოგზე წერა. საღამოს უბრალოდ ენერგია აღარ მაქვს. დილით კი, სამსახურში სანამ ყველა ჩაის სვამს და სიგარეტს ეწევა, იმ დროს ვასწრებ ერთი-ორი ხაზის დაწერას…

წინა პოსტში ბენდი რომ ვახსენე, ოთხი შემოთავაზება მივიღე.

ერთი ბიჭი დამიკავშირდა ფორუმიდან, რაღაც პროექტს ვაპირებ ბარისთვისო და ბლუზის სტილში თუ შეძლებო… მეთქი რავიც, ვცდი… მაღალ ოქტავებთან როგორ ხარო… ფალცეტით-მეთქი. კაი დაგიკავშირდები თუ გადაწყდაო… საინტერესოა.. მაგრამ ბლუზი? მე პანკ-როკი მინდოდა… თუმცა თუ დამიკავშირდა მეორედ, არა მგონია უარი ვითხრა… ვნახავ მაინც რა არის… :confused:

კიდე [Big Crow]-მ მითხრა, ჩემთან ერთად გააკეთე ბენდიო… :user: რამდენჯერაც სიმღერა ვახსენე, ყვავა იქვე ჩნდება და რაღაც შემოთავაზება სულ აქვს. მისი შემართება ყოველთვის encauragement-ს მაძლევს. რაღაც 100% სჯერა ჩემი თუ რავი… მოკლედ მიხარია ხოლმე :2kiss: მაგრამ ელექტრონული პოპიო… :spy: აშკარად პანკ-როკი მინდოდა…

კოტემ მითხრა კიდე მე და შენ რომ ჯგუფი გვქონდა ის აღვადგინოთ და 2 წევრი მოვძებნოთ და ეგააო… მარა ვიცი რომ ვერ მოიცლის და ისევ დაგვეშლება.

ოთორიმაც რაღაც მითხრა, მაგრამ ეგეც ელექტრონილ მუსიკაზე…

მეც ავდგები და ვცდი. სიმღერა – სიმღერაა!

მაგრამ ერთი შეკითხვა არ მასვენებს: პანკ-როკი გადაშენდა? :spy: :cry:

P.S. კაი ხო, ბოლო კარტებსაც გამოვაჩენ: გიტარაზეც ვუკრავ ცოტას და მზად ვარ ბენდის გამო უფრო კარგად ვისწავლო…

ჰე, თქვენს ხელებს ვერ ვხედავ?:spy:

9 Comments

  1. ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეჰ, რა დრო იყო:(((

    რომ ჩამოვალ და ცოტა ფულს ვიშოვი სტუდიას ვაკეთებ და… და რა? მიხარია წინასწარ:D:D:D

    წარმატებები და თუ მართლა გულით გინდა, სარეპეტიციოები დაიარე თბილისის და ბევრი უგზო-უკვლო ჯგუფია, რომელსაც გზაზე დაყენება უნდა და იქნებ ვოკალსაც ეძებს:P

    პლეხანოვზე: ძველი ფილარმონიაში არის, ძველი კინოსტუდიასთან, მარჯანიშვილის ბავშთა თეატრში, მიხაილოვის საავადმყოფოსთანაც არის;
    მერე დიდუბის მანეჟში და კიდევ არის ბევრი…

  2. ყვავასთან არ აკეთებ პანკ ჯგუფს?

    აი ამ კონცერტის მერე მე უნდა დავიწყო უკვე და მაააგრა მიხარია :ჯუმპ:

    ეჰხ ჰელოუინისთვის შეიძლებოდა რა იმის გაკეთება მარა ვერ ვახერხებთ უკვე მგონი ხო? :ს

  3. პანკ-როკი მეც მევასება, Green Day მომწონს და მაგიტო :) ;)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.