ოფიციალურად გავფრიკე! (c) Kissie

წუხელ დამესიზმრა ვითომ სადღაც სხვა სახლში გადავედით, და მგონი ვაფშე სხვა ქალაქი იყო.

რაღაც ბინა გვქონდა 2 ოთახიანი კორპუსში და მიწებებული იყო მეორე ბინაზე, რომელშიც ცხოვრობდა ჯენი. ეს ბინები ისე იყო თჳთქოს ერთი ბინააო მარტო კარები ჰყოფდა. და ის კარები ღია იყო და იქითა 2 ოთახსაც ვხედავდი. მგონი ჯენიც ახალი გადმოსული იყო

ხოდა რომ დავინახე ეს მეორე ბინა, და მოვათვალიერე, ცარიელი იყო, კაციშვილი არ იყო, მაგრამ ეგრევე ვიფიქრე აქ ნამდვილად ჯენი ცხოვრობს თქო, ხოდა რატომღაც დავიწყე უჯრების ქექვა. და ვიპოვე ეს მოხატული მაისური და კიდე ჯენის დღიური.

Resize of 100_1907

[ნუ ეს დღიურების პოვნა ჩემს სიზმრებში ერთი კაიფია. ბავშვობიდან ვიღაცის დღიურს ვოპოულობ. ძალიან სწორხაზოვანი ფსიქოლოგიური მოვლენაა :D ^_^ ანუ თუ ვინმე ადამიანზე არ მყოფნის ინფორმაცია ან კონტაქტი მაკლია, სიზმარში ყოველთვის მის დღიურს ვპოულობ და ვკითხულობ გიჟივით. ]

ხოდა დავიწყე ამ დღიურის კითხვა სასწრაფოდ, სანამ ვინმე მოვიდოდა, მაგრამ შინაარსი არ მახსოვს რა ეწერა :( ანუ მგონი უაზროდ ვკითხულობდი. და ამ დროს დავინახე მეორე ოთახიდან ვიღაც ბავშვმა გამოყო ფეხი. საწოლზე იჯდა და ტრუსიკს იცვამდა[ლოლ]. ჯენის და იყო სავარაუდოდ. ხოდა არ დამინახოს თქო და სასწრაფოდ ჩავალაგე ყველაფერი უჯრაში მარა გვიანი იყო ჯენი შემოვიდა ოთახში და ისეთი თვალებით მიყურებდა რო მეთქი რატომ არ მოვკვდები… ანუ ჩემ დღიურში და ნივთებში რა პონტში იქექებიო.

ხოდა მეთქი აუ სად დამერხა და გამეღვიძა.

იმის მერე კიდე 2ჯერ გამეღვიძა და დამეძინა მარა ეს სიზმარი იმენა მაგრა მახსოვს. რა გაფრიკული მაქ. :(

სანამ ჩამოვა მგონი წავშლი ამ პოსტს :( თუ არ წავშალო?

 

ეს სმაილი მოუხდება:

2 Comments

  1. თუ ვინმე ადამიანზე არ მყოფნის ინფორმაცია ან კონტაქტი მაკლია, სიზმარში ყოველთვის მის დღიურს ვპოულობ და ვკითხულობ გიჟივით.

    აი ძააააან მაგარია, რაღაც მაგდაგვარზე სულ ვოცნებობდი ბავშვობაშიიი :)))

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.