მიუზიკლები

მიუზიკლი არის ფილმი ან სპექტაკლი სადაც მსახიობები რეპლიკების ნაცვლად სიმღერებით გადმოსცემენ სათქმელს.

მე დიდი ხანია აღმოვაჩინე მიუზიკლი, როგორც ჟანრი კინოში. [ისევე როგორც საუნდტრეკი მუსიკაში, მაგრამ ეგ სხვა თემაა]

პირველი მიუზიკლი, რაც ვნახე მულენ რუჟი. მაშინ დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია მაგ ფილმს. ძაან მსუყეა, ძაან.

მერე – ჩიკაგო. სუპერ-ბუპერ რაღაცა. მაგრამ მსახიობების ვარსკვლავური კაშკაში ჩრდილავს მათ ვოკალურ შესაძლებლობებს .

მერე იყო ფრანგული მიუზიკლი, 4 საყვარელზე. ძალიან მომეწონა, მაგრამ სახელი მახსოვს. ლოლასთან ვიყავი და ღამე იყო დაახლოებით 2 -3 საათი. რა გვეკეთებინა არ ვიცოდით და შემთხვევით ტელევიზორში გადიოდა.

მეორე იყო Across the Universe. გადატრიალება. <3 Beatles-ის უკვდავი თემები.

მერე Mamma Mia. Abba-ს გენიალურ სიმღერებზე. მთავარ როლებში მერილ სტრიპი და პირს ბროსნანი. მერილ სტრიპს არაჩვეულებრივი ხმა აღმოაჩნდა. არც მოველოდი. თურმე თავის კარიერა მიუზიკლებით დაუწყია. მაგარი ქალია!!!

გუშინ ვუყურე High School Musical-ს და High School Musical 2-ს.  უმაგრესია! ძაან სერიოზული ქორეოგრაფია. მეორე ნაწილში განსაკუთრებით ძლიერია მასობრივი სცენები, ქორეოგრაფიის მხრივ.

მაგარი ბავშვები როლებში. ზე-მიუზიკლია თავის ჟანრში! (ანუ ჟანრში ჰაი-სქულის თემას ვგულისხმობ)

წელს გამოვიდა მესამე ნაწილი და Allmovies.ge-ზე აგდია მაგრამ ცუდი ხარისხია და არ ვუყრებ. მხოლოდ ინგლისურად და კაი ხარისხით უნდა უყურო მოუზიკლს.

ამერიკაში ფურორი მოახდინა. ბიოუჯეტი ჰქონდა 11მილიონი და 195 გამოიმუშავა. wow.

კადრები ფილმებიდან:

High School Musical: wallpaper

High School Musical: wallpaper

High School Musical: Troy & Gabriella

High School Musical: Troy & Gabriella

High School Musical: Sharpey & Rayan

High School Musical: Sharpey & Rayan

High School Musical: Wallpaper

High School Musical 2: Wallpaper

High School Musical 2: Sharpey

High School Musical 2: Sharpey

High School Musical 2: მასობრივი სცენა. ერთერთი უმაგრესი მომენტი!

High School Musical 2: მასობრივი სცენა. ერთერთი უმაგრესი მომენტი!

12 Comments

  1. HSM ჩემი დეიდაშვილის საყვარელი მიუზიკლია :) ნუ აქ ვაბშე ყველა ბავშვს უყვარს და HSM3 რომ გამოვიდა კინოში ვუყურე დეიდაშვითან და მის კლასელთან ერთად :D მომბეზრდა ცოტა, მარა ნი4ო :)

    ისე ეშლი თისდეილის ფანი ვარ, მიყვარს უფრო სწორედ (შარპეის როლს რომ თამაშობს :) ). მაგაზე ერთხელ ისე გავჭედე ბიძაჩემს დავურეკე, მეთქი შენ სელებრითებს იცნობ, მაგ გოგოს ნომერი ან მეილი მომეცი მეთქი და ნუ პასუხად არქეოლოგიური კითხვა მივიღე რა საკვირველია :D

    1. აუ, ეგ გოგო მეც მევასება. აი გაბრიელა ხო რაღაცნაირია დადებითი პერსონაჟი და “კაი ბიჭის დაიკო” მარა შარპეი სულ სხვაა იმენა მევასება!!!
      თან როგორი ვარდისფერი გოგოა :D

      აი ამ სურათში განსაკუთრებით “აუ რა ქალია”:
      შარპეი

      1. თვითონ ეშლი ძააან მაგარი მსახიობია :) და ნუ პირველად მაგი ვნახე Suit life of Zack and Cody-ში, მედის როლს თამაშობს, ღარიბი განათლებული გოგონაა, რომელიც სასტუმროში მუშაობს. ნუ ძაან კეთილი და ლამაზი პერსონაჟია და სერიოზულად შემიყვარდა.
        დაჟე ისე, რომ ინტერნეტ რისერჩი რომ გავაკეთე მაგაზე მაგრად გამიტყდა სელებრითი. რომ აღმოჩნდა :( მასე სულ დამეკრაგა შანსები და მაგიტომ, ისე კიდე მილიონში ერთი მაინც იყო. ჰოდა ნუ მოკლედ ძაან მაგარი ვინმეა :) სლეზე მკიდია ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მოვა დრო და შევხვდები :D ეს ამერიკაა ნენა და ყველაფერია შესაძლებელი, ჰოდა ამიტომაც არ ვნებდები :D

      2. მე high school musical-ში ვნახე პირველად. აუ ძალიან მომეწონა შარპეი ეგრევე მომეწონა მაგრამ ვანესაც კი აუ ეგეც მაგარია

  2. ნერწყვები მომდის იმდენად გენიალურია HSM :up: მარკეტინგულ/შეფუთვა/პრომოუშენის კუთხით :up:

  3. მაგარია high school musical ამათი სიმღერები ძალიან მაგრებია და ცეკვებიც. რამოდენიმე ცეკვა მე ვიცი

  4. ძალიან მაგარი ბლოგია!:)
    მერილ სტრიპს ყველგან როგორ უნდა წავაწყდე? თუმცა რასაც ეძებ პოულობ:)

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.