მზადება ბარკემპისთვის

პასპორტზე შევიტანე საბუთები. 24-ში მოდი და წაიღებო – ასე მითხრეს.

ძალიან აღტაცებული ვარ ამ მოსალოდნელი მოგზაურობით. ტელეფონი განვაახლე, ფოტოაპარატი მაქვს. ხოლოდ პასპორტი და ბარგის ჩალაგება მაკლია :D

ა, კიდევ პრეზენტაცია.. რომელიც მოსამზადებელი მაქვს. ვფიქრობ, ბლოგ-ჰოსტნგებზე გავაკეთო. და ბლოგ.გე-ზეც ვილაპარაკო. სამუშაო ენად ინგლისური ავირჩიე და ახლა სულ ინგლისურ ფილმებს ვუყურებ და ბიბისის გადაცემებს რომ გადავერთო.

infoკსტაწი, Blog.ge-ს ვამთავრებ ამ კვირაში ალბათ…

ერთი ფორუმელი თარგმნიდა ვორდპრესს და სხვათაშორის ძალიან კარგად იყო ნათარგმნი ზოგადად. თავიდან იმ ბაზას ვიყენებდი, მაგრამ მერე ბედად სათარგმნ ფაილში ჩავიხედე და გული გამისკდა. საერთოდ არ გამოდგებოდა კონკერტულად Blog.ge-სთვის.

თარგმნა ძალიან დიდი შრომაა. განსაკუთრებული სპეციფიკური ტერმინების და ფრაზების მოგონება დამჭირდა, რომელიც მთელს სისტემაზე ყველგან ერთნაირად უნდა იხმრებოდეს და მეორდებოდეს. ერთიანი სტილიზება სჭირდებოდა.

დაახლოებით 70% თავიდან გადასათარგმნი გამიხდა მაგრამ ეგ პრობლემაც გადავჭერი. ჩავუჯექი და მივაკვდი… სამაგიეროდ ახლა შეგიძლიათ დატკბეთ.

ინტერფეისის 95% გავაქართულე. მართალია, პირველ გვერდზე მიწერია, რომ 75% არის გაქართულებული, მაგრამ რაც იმ გადაუთარგმნელ 25%-ში შედის, ეგ ფრაზები 100 წელი არ გამოჩნდება ინტერფეისში. ანუ იშვიათი ფრაზები დარჩა მხოლოდ გადასათარგმნი.

გარდა ამისა, სულ მაღიზიანებდა თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საიტებზე “თქვენობითი” ფორმა, არადა იმ ფორუმელის თარგმანშიც თქვენობითი ფორმები იყო გამოყენებული. ჰოდა, ავდექი და მთელი სისტემა გადავიყვანე უფრო user-friendly “შენობითზე”. ამას რამდენი დრო დასჭირდებოდა, ალბათ წარმოგიდენიათ… სამაგიეროდ Blog.ge-ზე შესვლა მიხარია, რომ მეუბნება “შემოსული ხარ, როგორც ადმინისტრატორი”

პირველი გვერდის დიზაინში ერთი-ორი ფერი დამრჩა შესაცვლელი და ეგაა.
ლოგოს საბოლოო ვერსიაც დღეს გამომიგზავნეს და დასტური მივეცი. საბოლოოდ ძალიან მარტივ ლოგოზე შევჩერდით. ზედმეტი რაღაცეების გარეშე. თავიდან ასე აჯობებს.

სავარაუდოდ ამ შაბათ-კვირას დავასრულებ Blog.ge-ს წვალებას. :) :happy: მიხარია…

დახმარების ჯგუფის საყურადღებოდ: იქითა კვირიდან მოგვიწევს ცოტა წამუშავება და მზადყოფნაში იყავით. დეტალები – MSN, Skype-ში.

ყველას მადლობას ვუხდი, ვინც მეხმარებოდა!!!

P.S. ახალი ფოტოაპარატით გადაღებული პირველი სურათი (რომელიც ძალიან უდაჩნი გამოვიდა :bis:):

first

ძაან მაგარ სურათებს იღებს. აღფრთოვანებული ვარ!!!

dsc00015dsc00014dsc00012

5 Comments

  1. ვა, საღოლ, საღოლ!

    სამწუხაროა, შარშან თბილისში ჩატარებულ ბარკემპზე რომ არ იყავი, გაიცნობდი ყველას, ვისაც ახლა უკვე მეორედ შეხვდებოდი :)

  2. შენობითი ასწორებს
    ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ იმენნა შენთვის მუშაობენ )))

  3. ეეე, ანუ მიდიხარ? უჩემოდ ხო..? ;-( ამ სწავლის დდ შვც… ;-( და კიდე იმის, უფულობის (((
    ბედნიერი მგზავორბა…
    მაგაზე ცალკე გვერდს ( ან ძალიან დიდ პოსტს) ველოდები შენი ჩამოსვლისთანავე… :D

    ხო, შენობითი ფორმა ასწორებს… )))
    ფოტოაპარატიც კარგია და რავიცი აბა :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.