მეგობრობაზე…

მოდი, ერთად ვიაროთ…
მე რომ ხელს გამოგიწვდი, შენ ჩამკიდე
და მერე სადმე გავქროლდეთ
და თუ გინდა გავქრეთ კიდეც
და გამქრალებმა პრანჭიკელა გოგოებს კიკინებზე მოვქაჩოთ
და მერე ვიკისკისოთ ჩაბჟირებამდე
და თუ გინდა გუბეებშიც ვიხტუნოთ გაზაფხული რომ მოვა
და მერე დაღლილები ჩემთან წავიდეთ
ან შენთან
და ვჭამოთ ალუბლის თბილი ნამცხვარი
და დავაყოლოთ ცხელი ჩაი
და მერე თუ გინდა თოჯინებითაც ვითამაშოთ
ან რიგზე გავითვალოთ
და შენ დაიხუჭე…
და მე დავიმალები…
და მერე შენ მიპოვი…
და თურმე, ამასობაში, მე მომენატრები…
და გეტყვი, რომ მაგარია შენთან ერთად თამაში…
შენ გაიკრიჭები
და მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე თმის ღერის დახვევას დაიწყებ
და იქამდე იდგები ბავშვურად დარცხვენილი სანამ ხელს არ გამოგიწვდი…
და შენ ჩამკიდებ…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.