იუმორინა

მე და კოტეს ძალიან გვიყვარს ”იუმორინა”. წელს გვეგონა არ ჩატარდებოდა, ფილარმონიას ისეთი რაღაცეები უქნეს… მაგრამ მაინც ტარდება მეტრო დელისთან პროფკავშირების სასახლეში. და სხვათაშორის – ანშლაგით…

კოტეს დეიდამ ბილეთები გვიშოვა და ჩვენც პარასკევ საღამოს ავიკაზმეთ და წავიკაზმეთ ”იუმორინაზე”.

საცოდაობაა პროფკავშირების სასახლის დარბაზი. აკუსტიკა კარგია მაგრამ სკამები დაძველებული და ჭიანაჭამია უკვე. მეც კი გამოვსულვარ მაგ სცენაზე ბავშვობაში გინდ ქართული ცეკვით და გინდ ქართული სიმღერით…

მაგრამ მთავარი ხომ წარმოდგენა იყო. რითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩით. ამდენი კაი ხანია არ გვიცინია.

იუმორინა რომ კარგი და სასაცილოა ეს თავისთავადი ფაქტია, ძალიან მაგარი კაცია მამუკა ონაშვილი, მაგარი დუეტი აქვს ვლად არამოვთან. პაროდიის თეატრიც კარგია (მაგრამ წელს მათი შარჟები დიდად არ მომეწონა). უსაუკეთესოესია ქუჩის მუსიკოსების ნომრები რომლებზეც ვაფრენ და ეპითეტები არ მყოფნის ხოლმე! DVD-ზე გვქონდა წინა წლების იუმორინები და ქუჩის მუსიკოსების გამოსვლებს ვუყურებდი ყოველთვის ყველაზე დიდი ინტერესით…

მაგრამ საღამოს აღმოჩენა მომღერალი – სოფო ხალვაში გახდა…

დარბაზიდან რომ გამოვედი საკუთარი თავი დავიჭირე შემდეგ ფრაზებში: ”რა მაგრად მღეროდა სოფო ხალვაში!”, ”რა მაგრად ცეკვავდა სოფო ხალვაში!”, ”რა მაგრად უკრავდა სოფო ხალვაში!”, ”რა ლამაზი კაბა ეცვა სოფო ხალვაშს!”, ”რა ნიჭიერია სოფო ხალვაში!”, ”რა ლამაზია სოფო ხალვაში!”

ამ გოგომ დაგვყარა, ისეთი რაღაცეები ჩაატარა. დაუკრა პიანინოზე, დაუკრა ჰობოზე (!), იცეკვა, იმღერა (ეს თავისთავად) და მოკლედ, გაგვაოცა.

ერთი სიტყვით, ვისაც უყვარს იუმორინა აუციილებლად წადით წლევანდელზე! 12 ნოემბრამდეა გაგრძელებული მაყურებლის მოთხოვნით. საღამოს 7 საათზე. ბილეთები წინასწარ შეიძინეთ, რადგან კონცერტის დღეს ყველა ბილეთი გაყიდულია ხოლმე.

ა, ხო და კიდე… გარეთ კოკა კოლა და რამე საჭმელი არ იყიდოთ – შიგნით კაფეა :D

 

sopho

8 Comments

  1. ლოოოოოოლ მართლა, ბატოსი არ იყოს, თავიდან კიარა სადღაც ბოლომდე მეგონა, რომ ხუმრობდი.

    კაი რა, იუმორინა, ვინმეს კიდევ ეცინება მაგაზე? :დ

    ააააააა :დ

  2. არა ისე, მამაცი გული გაქვს რომ აღიარე რომ მოგწონს :დ

    ხოდა ეს სოფო ხალვაში კიდევ გარეგნულად რაღაცნაირად გგავს.

  3. სოფო ძაან მაგარი გოგოა, მაგრამ იუმორინა ნანახი მაქვს მე ორიათას ხუთ წელში და იმის მერე ყოველ წელს მგონია რო გამეორებებს ვუყურებ :))

    პიპინაშვილმა ხათაბალაია არ იმღერა? :))

  4. @dodka, რად უნდა სიმამაცე იმის აღიარებას, რაც მოგწონს? :spy: რა უცნაურია :D

    ხოდა რაც შეეხება მსგავსებას: მე უფრო ლამაზი ვარ :D :bis:

    @secrets, არა კაცო პიპინაშვილი საერთოდ არ გამოსულა სცენაზე :)) არაფერი არ იყო გამეორებული. ყველა მაქვს ნანახი :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.