ერეგენუსი

2006 წლის 13 მაისს გაიხსნა თემა ფლეიმში ”ერეგენუსი”.

ეს იყო დოდკას მიერ დაწერილი ( და შემდგომში ჩვენი გავრცობილი ) სერიალი…

დღეს დავსერჩე მინდოდა გამეხსენებინა და ცრემლიც ვღვარე… :cry:

ეს შედევრი აქ უნდა იყოს, გულთან ახლოს :D

აგერ ლინკი

ყველა პოსტი ერთად შევკრიბე და ერთად ვპოსტავ…

მაშ ასე!

ყველა პერსონაჟი გამოგონილია.
ნებისმიერი პერსონაჟის მსგავსება თქვენთან – თქვენი ყველაფრის-საკუთარ-თავზე-მიღების მანიითაა გამოწვეული.

Bodorna Home Entertainment

in association with

Double Shambala Productions

and

Jallaleddin Pictures

Presents

ე რ ე გ ე ნ უ ს ი

Eregenus of Farros

რაღაც-პონტში-სკანალურ-დოკუმენტური სერიალი

ხმა: თვალწარმტაცი კუნძული ფაროსი.
აღებ-მიცემობის კერა, დიდი კულტურის მქონე, ისტორიული მნიშვნელობის ადგილი.

ერთხელ ვინც კი დააბიჯა კუნძულის მიწაზე ფეხი, ძნელად თუ მოსწყდება აქაურობას. იყო გაქცევის მცდელობებიც, მაგრამ დღემდე ეს არავის გამოსვლია.

ფაროსი…

აქ – კუნძულის ხედები, კამერაში ჩანს სანაპირო, მოშორებით – ხეები, სახლები, უცებ კადრში ხვდება იქაური ჯიშის ფრინველი – kuaui – რომელიც, როგორც ყოველთვის, დაბარბაცებს და იგინება, კადრი მაშინვე იცვლება, ამჯერად ჩანს დიდი შენობა სახელწოდებით “საუნა”. ისმის ოხვრა. კადრი ისევ სწრაფად იცვლება. კადრში ჩანს ტიმი /რეკლამის უფლებით/. იღიმება და ხელს გვიქნევს. ეს კუნძულის ქრისტეფორე კოლუმბია.

ხმა: ფაროსელებს სპეციფიკური იუმორი და სლენგი აქვთ. ისინი არასდროს იცინიან, მხოლოდ ამბობენ: loooooool. ცინიკური ჩაცინება: lol. რაც მეტია ო-ების რაოდენობა ლოლ-ში, მით უფრო გულწრფელია სიცილი.

ისინი ხშირად ეუბნებიან ერთმანეთს “hi”-ს, რაც მათ ენაზე ითარგმნება, როგორც “Char!” კარგ ტონად ითვლება, თუ ოცდაათჯერ მიესალმებით თანამოსაუბრეს: “30 Char!”

კუნძულზე შიგადაშიგ ცუდი ამინდები იჭერს, ფაროსელები ამას Board Message-ს ეძახიან. მათი ღრმა რწმენით, board message-ს, ანუ ცუდ ამინდებს იწვევს სასტიკი ღვთაება Busy Server, რომელიც განაწყენდება ხოლმე ფაროსელთა ცოდვების გამო.
ცოდვები, a.k.a ფლუდი, გამოისყიდება ინდულგენციებით, a.k.a ვორნებით.

ინდულგენციებს გასცემენ ადგილობრივი ქურუმები.

ფაროსზე შეხვდებით სხვადასხვა სახის ინსტიტუტებს, ძნელადგასახდელი ნასკების ფაბრიკას, უხსოვარი დროიდან შემორჩენილ რამდენიმე მურთაზს.

ფაროსზე არ იშოვება ძუძუები. ასე რომ, თუ მოგზაურობა გაქვთ გადაწყვეტილი, გირჩევთ, თან წაიღოთ.

კადრში: “საუნის” ირგვლივ მომიტინგე რამდენიმე ჯეელი ტრანსპარანტებით: “ძუძუ გვინდა”

ზოგადად ფაროსელები თბილი და მოსიყვარულე ხდალხია.

სერიალი “ერეგენუსი” მათს ცრემლიან, ღიმილიან, ღალატიან, ერთგულებიან, ინტრიგებიან, სიყვარულიან, სიძულვილიან ცხოვრებას შეეხება.

კუნძულ ფაროსზე ბევრი ოჯახი, მაგრამ უფრო მეტი – დაუოჯახებელი და კიდევ უფრო მეტი – საყვარელია.

ორ ოჯახს, საყვარლების კომპლექტითურთ, რეკლამის შემდეგ გაგაცნობთ…

რეკლამა:

კისიზე ზრუნვის კურსები.

30 180 ბოლო ორ ციფრს არ ვასახელებთ.

პირველი ოჯახი, რომელსაც გავიცნობთ, გაიოზისა და მზექალას ახლადშექმნილი, მაგრამ გრძელისტორიანი ოჯახია.

გულისამაჩუყებელი ბექსთორი:
ო რამდენი წვალება დასჭირდა მზექალას გაიოზის შესაცდენად.
ჭორად დადიოდა ფაროსში, გაიოზი ქალიშვილი არისო, ამიტომაც დაადგა მზექალამ თვალი თავისი ორი ყოფილი ქმარის საერთო მეგობარს, უმწიკვლო და ნათელ გაიოზს, ამას ექნება ჯანსაღი ხორციო.
მაგრამ როგორც ყველა ჭეშმარიტი ქალიშვილი (ფაროსის ქალიშვილობის სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებული), გაიოზი დიდხანს იფასებდა თავს. მანამ, სანამ მზექალამ მზაკვრულად არ დაათრო და ნამუსი არ აჰხადა.
ჰოოი ვაივიში ასტეხა გაიოზმა, მაგრამ რაღას იზამდა, სხვა გზა არ იყო, უნდა შექმნილიყო ოჯახი, როგორც წესი და რიგია.
სხვათაშორის, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ გაიოზს ქალიშვილობის ყალბი დიპლომი ჰქონდა, მაგრამ მზექალას დიდად არ ანაღვლებდა. მთავარი იყო, ოჯახში ზრუნვა სუფევდა და მისი საყვარელი შინაური ცხოველი – JEERQUAL, მოვლილი და მიხედილი, შიგადაშიგ გასეირნებული, მოკლედ, ფრიად კმაყოფილი იყო.

თუმცა მზექალა ნამდვილი ფაროსელი იყო, ჭეშმარიტი შვილი თავისი კუნძულისა, ერთ-ერთი, ყველაზე დიდი უბნის ქურუმი. ჰოდა, ჭეშმარიტ ფაროსელს უნდა ჰყავდეს იმდენი საყვარელი, რამდენსაც გაწვდება.
მზექალასაც ჰყავდა ერთი საყვარელი და ერთიც თითქმის საყვარელი – ტაჩილა და მორდა.
ტაჩილა ითავსებდა მასზე ზრუნვას მაშინ, როცა გაიოზი მივლინებაში იყო.
მორდა კი თითქმის საყვარელი იყო და მხოლოდ ვერბალურად ზრუნავდა.
შიგადაშიგ ჩნდებოდა ვაკანსიები საყვარლის სტატუსზე, რომლებიც ივსებოდა კონკურსის შედეგად.

გაიოზის საყვარლების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, თუმცა რა იცი რა ხდება.

რა იცი რა ხდება კიარადა, სანამ მზექალა და გაიოზი დაწყვილდებოდნენ, გაიოზს ცალი თვალი თავის კურსელზე, ასევე ქალიშვილობის ინსტიტუტის დამსახურებულ სტუდენტზე, სვეტაზე ეჭირა. თუმცა ვინ აცალა mo.gif სვეტას მზექალას ყოფილმა საყვარლობის კანდიდატმა, სპაიდერმა დაავლო ხელი და შექმნა ოჯახი.
თუმცა ოჯახი მსხვერპლს მოითხოვს, სვეტა არ თმობდა ინსტიტუტში სწავლას, სპაიდერი მოითხოვდა, დაუყოვნებლივ ეცინათ ერთად, მოკლედ, პრობლემებიანი ოჯახი იყო, მაგრამ ო სიყვარულო, თუ ასეთო სადმე არსებობ, ძალსა შენსა, რაღაც მანქანებით ოჯახი არ ინგრეოდა. ბოლოს და ბოლოს, კომპრომისამდეც მივიდნენ, სპაიდერმა გადაწყვიტა, საყვარლებთან ერთად გაეცინა, სვეტამ განაგრძო ინსტიტუტში სწავლა (დამამთავრებელ კურსზეა აწი).

აწი რეკლამის დროა…

David-ის ჩართვა: ხო და კიდევ… შესავალში არ იყო ნახსენები, რომ კონფლიქტის შედეგად ფაროსი რამდენიმე ბანაკად არის დახლეჩილი…

რომ Zroonve Republic of Western Farros არის დასავლური ხედვის დემოკრატია…

რომ ფაროსზე კიდევ არის Federative Republic of Eastern Farrossian Technostates სადაც Silicon Valley-დან გადმოსახლებული აბეტ-ბეზბრაჩია-მიღებული ლამები ტექნოლოგიურ განწმენდას ელოდებიან სიცოცხლის ბოლომდე…

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა

კუნძულ ფაროსზე კარგად იყო განვითარებული ტექნიკა. გენიალურად. ფაროსელების გარკვეული ნაწილი დღე და ღამე წვალობდა ხელოვნური ინტელეტის შესაქმნელად. მარტივი აზროვნების რობოტი ააწყეს ბოლობოლო და ციბორგი დაარქვეს. ციბორგს რამდენიმე მარტივი მოქმედება შეეძლო – მდედრის დანახვაზე თავზე დამაგრებული ანტენა ეზრდებოდა (მისალმების ნიშნად), და ჰქონდა ავტოდაზვონის ფუნქცია. ერთი და იგივე ნომერზე შეეძლო გადაერეკა მილიონჯერ, და რადგან მას არ ჰქონდა ნერვები, შესაბამისად, არც იშლებოდა ნერვებზე, რეკავდა და რეკავდა. ზოგადად კეთილი რობოტი იყო, უბრალოდ ხანდახან ჩაიხვევდა ხოლმე, პროგრამა ჭედავდა და ციბორგიც -შესაბამისად, ჭედავდა.
მოკლედ, დადიოდა ციბორგი ფაროსზე, “ესალმებოდა” მდედრებს და რეკავდა და რეკავდა…

ბევრმა ზარებმა და ციბორგის უტაქტობამ ძალიან ააღელვა მზექალას ნერვიული შინაური ცხოველი – Jeerqual, რის შედეგად აღელდა მზექალაც. არადა ისედაც დათრგუნული იყო ქურუმშა, კუნძულ ფაროსის საყვარლების ოფიციალურ დღეს ისე მოხდა, რომ საყვარლის გარეშე დარჩა. ტაჩილამ დაჰკრა ფეხი და ფაროსიდან გაფრინდა ერთი დღით. მეორე დღეს ჩამოვიდა და განუცხადა მზექალას, მეო, ჩემო ბატონო, პატიოსანი კაცი ვარ და ვითრგუნები, საყვარელი რომ მქვიაო და ქმარს რომ ღალატობო. მზექალას თვალთ დაუბნელდა, ახლა ახალ საყვარელს რა მოძებნისო. მოკლედ, სიტუაცია დაიძაბა.


გაგრძელება ოდნავ მოგვიანებით

Internet_Contraband-ის ჩართვა: დოდ, მე შეიძლება რომ ისტორიკოს/ჟამთაღმწერელ/მეცნიერ/ენციკლოპედისტი ვიყო?

Jeerqual – მოცხენო, მოძაღლო ცხოველი, აქვს დამახასიათებელი მწვანე ფერი, მოდებილო გამოხედვა [აქედან გამოთქმა – რა Jeerqual ივით ჰამოხედჰეო] უყვარს კუნტრუში და დროის ძირითად მონაკვეთში მხიარულია.

მაკეობის პერიოდი გრძელდება 3 თვე, ყრის ორ Jeerqualess, ახალ დაბადებული Jeerqualess გარემო პირობებთან შეუგუებლები არიან და ხშირად იხოცებიან, ამის გამო ზრდასრული Jeerqual საკმაოდ კარგად ფასობს კუნძულ ფაროსის მცხოვრებებში.

როგორც წესი Jeerqual საკვებად იყენებს წვრილ დღნაჩვებს და დღნაშოებს და საერთოდ წკლარტეების ოჯახის წვრილბექა წარმომადგენლებს.

Jeerqual ადვილად შინაურდება და კუნძულელების დიადი მეგობარიცაა, მართალია ხანდახან იცის ტკვილი, მაგრამ ამას არ აქვს ისეთი პრიცნიპული და გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ ეტაპზე.

იკურნებიან ჯანსაღი zroonve-ით.

იკურნებიან ჯანსაღი zroonve-ით.

Ninoza: ისიც გავიგე – კუნძულთან ახლოს ორი Dzudzu – hill არისო და მათ შორის Abano square ყოფილა ლიმნისფერი ქვაფენილით……..

VINCENTo: და ცნობილი საკონცერტო დარბაზი La kreesha; სპორტული არენა Wimpodron…

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა

სვეტას და სპაიდერის უსისხლო კონფლიქტი

როგორც ჭეშმარიტ ფაროსელს, სვეტასაც ჰყავდა საყვარელი – პლატონი. მისი საყვარელი შორს მდებარეობდა, ძალიან შორს, ამიტომ მხოლოდ პლატონური ურთიერთობა ჰქონდათ. უფრო სწორად, ურთიერთობა სვეტას ჰქონდა, თორემ საყვარელს კიდევ თავისი საყვარლები ჰყავდა და ზოგადად, არ ეცალა მისთვის.

თვეში ერთხელ კუნძულ ფაროსზე ისადგურებდა უკუნეთი – grooze. ამ დღეების განმავლობაში ფაროსზე კარგ ტონად ითვლებოდა ტირილი, სუიციდურ-დეპრესიული სურათების ხატვა და რაც მთავარია, უსასრულოდ დათრგუნვა. რაც მეტად დათრგუნული გამოიყურებოდა ფაროსელი, მით მეტი პატივისცემა, დიდება და პატივი ერგებოდა წილად. მოკლედ, grooze ფაროსისთვის მენსტრუაციის ერთგვარი ანალოგია იყო.

სწორედ ამ grooze-ს დღეებში ახსენდებოდა სვეტას თავისი საყვარელი და ითრგუნებოდა.
ერთხელაც სახლში ადრედაბრუნებულმა სპაიდერმა სვეტას თრგუნვის პროცესში შეუსწრო და სასტიკად გაბრაზდა.
დიდი სკანდალი გაიმართა, მთელი უბანი, რომელსაც შემოკლებით ემესენს ეძახდნენ, ზანზარებდა. სპაიდერი ყვიროდა, რას ითრგუნები შჩ-ო, სვეტა ყვიროდა, მე ერთი საყვარელი მაინც მყავს, პლატონი, შენ კიდევ მთელი ფაროსის უმკერდო მდედრების გადა-ცენზურა-ს აპირებ, როგორც ეს ერთ დროს მზექალას ყოფილმა ქმარმა, ჯონდომ ქნაო. მაგიტომაც დაადგა კარგი დღე და გაუშვეს ნაჰუის ველებზე საძოვრად, შენც იგივე ბედი გელისო.

/აქ წყდება სვეტას და სპაიდერის სკანდალის ამსახველი კადრები. გაგრძელება – შემდეგ სერიაში/

წინა სერიაში მოგიყევით ფაროსელების მიერ შექმნილი ანტენამზარდი რობოტის, ციბორგის შესახებ. გვარიანად დაითრგუნა მზექალას Jeerqual ავტოდაზვონით. მზექალას მეუღლე, გაიოზი კი დაითრგუნა იმის გამო, რომ დაითრგუნა მზექალას საყვარელი pet-ი, რომელსაც იგი ასე უვლიდა, წავიდა ციბორგთან, ცოტა წაეჩალიჩა ატვიორტკით და ავტოდაზვონის ფუნქცია გაუთიშა.
აწი ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ ერთი შესაძლებლობა დარჩა: მდედრი ფაროსელის დანახვაზე ანტენის გაზრდა მისალმების ნიშნად.

რაც შეეხება მზექალას სინდისნამუსიან საყვარელ ტაჩილას, მან გადაწყვიტა სინდისნამუსი გვერდით გადაედო დროებით და გაეგრძელებინა საყვარლის როლში ყოფნა.

გაგრძელება იქნება, მალე მალე მალე…

Spieler: “გურგენ, როგორ ხარ? რა ხდება შენკენ? ცოლი და შვილები გყავს უკვე? უი, სორი, არ ვიცოდი…
კაი მაშინ… პაკა (და user.gif სმაილიკი) ”
აი ასეთი იქნება წერილი, ხო…
დამავიწყდა…
წერილს აუცილებლად ექნება რამდენიმე წვეთი სისხლი დაქცეული

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა

ცოტა ხნის შესვენებისა და მრავალჯერადი თხოვნის შემდეგ, ვაგრძელებ ფაროსულ სერიალს, ერეგენუსს.

(წინა სერია იხილეთ აქ)

აურზაური ფაროსზე

როგორც წინა სერიაში მოგიყევით, პაწია ანტენამზარდი რობოტი, ციბორგი მზექალას მეუღლემ, გაიოზმა ცოტაოდენ დაშალასავით და ავტოდაზვონის ფუნქცია გათიშა Jeerqual-ის სიმშვიდისათვის.
თუმცა სამწუხაროდ ეს პატარა ხელოვნური ინტელექტის ნაკუწი ამ ჩარევის შედეგად ძალიან აირია. ჯერ შეწყვიტა ავტოდაზვონი, მერე კი ერთიანად ისევ ჩაირთო და დაიწყო მთელ ფაროსელ გოგო-ბიჭებთან რეკვა და ერთი და იგივე შეტყობინების ტრანსლაცია: “ჩავატაროთ შიშველი ფესტივალი, ჩავატაროთ შიშველი ფესტივალი!..” გვარიანად აღელდა ფაროსი, ატყდა მითქმა-მოთქმა, ყველა ეძებდა იმ უსვინდისოს და ნამუსგარეცხილს, ვინც დააპროგრამა საბრალო ციბორგი ასე. ასევე იჭვნეულად კითხულობდნენ, თუ საიდან გაიგო ტელეფონის ნომრები რობოტმა, მოკლედ მინიტერორისტულ აქტად მოინათლა ეს გაუგებრობა და სკანდალების მიზეზიც გახდა.
ვისაც ურეკავდა ციბორგი, ის ღრმად მიდიოდა ფიქრებში და ცდილობდა ამოეცნო, ვის შეიძლებოდა ჩაეწერა მისი ნომერი ციბორგუნას მეხსიერებაში, ანუ ვისთან ყოფილა შიშველი. ასეთი ხან ერთი, ხან ორი, ხანაც სამი და მეტი ეჭვმიტანილის აღმოჩენის შემდეგ იწყებოდა კამათი, ჩხუბი, “რატომგამიბაზრე” და გაიწი-გამატარე.
სისხლიანი დაპირისპირებაც მოხდა ამის თაობაზედ ფაროსზე.
საქმე კი ერთ ფაროსელ მდედრს ეხებოდა, უცნაური სახელით – ვაქეში. ფაროსის მენსტრუალური ციკლი სახელად Grooze მას ყველაზე დიდხანს და ყველაზე მძიმე ფორმებში სჭირდა ხოლმე, გულიც საკმაოდ ხშირად ერეოდა და მოკლედ, პრობლემებიანი ქალი იყო. ჰყავდა პირადი ექიმი, რომელიც რატომღაც ხშირად უმოწმებდა კბილებს, და ყველაფრის სათავეს კბილების ფესვებში ეძებდა.
ჰოდა შემთხვევით არეულმა პროგრამამ ვაქეშსაც დაურეკა და შიშველ ფესტივალში მონაწილეობა შესთავაზა. ეგრევე ანერვიულდა, grooze-ც დაემართა და გულიც აერია, გავარდა სტომატოლოგთან და მიშველე ჩქარაო, ცუდად ვარო. სტომატოლოგმა ჩახედა პირში, იპოვა იქ შნური, გაჰყვა ამ შნურს, გაჰყვა, გაჰყვა და მიადგა ციბორგს. უთავაზა ერთი-ორი რობოტს, ხელი გაუსისხლიანდა და ვაქეშიც დაწყნარდა.
აი ციბორგი კი დაითრგუნა ამდენი თაქებისგან, თავი იგრძნო არარაობად, თუ შეიძლება იგრძნოს რამედ თავი რობოტმა, თვითლიკვიდაციის პროგრამა გაააქტიურა და სამი თვით გამოეთიშა არსებობას.
mo.gif

ოჯახებს რაც შეეხებათ, სიწყნარე და იდილია სუფევს. საყვარლების პრობლემა შეიქნა პაწა, რასაც შემდეგ სერიაში შეიტყობთ.

სვეტა და სპაიდერი შერიგდნენ და ბედნიერად თანაარსებობენ. საეჭვოდ აგვიანებს სვეტას grooze, ეგებ დაფეხმძიმდა? დნდრრრრრნნნ
:კადრი წყდება სვეტა რომ ელოდება ტესტის პასუხს, აი მანდ:

გაგრძელება იქნება ძალიან მალე

აქ საქმეში ვერთვები მე :D :

/დიდი ფაროსელი სვეტას დღიური:

აღმოჩენილია ჩვ.წ.აღ. 632 წელს. მემატიანე/

შვიდშაბათი. ღამის 12 საათი…

დღეს კარგი დღე იყო ფაროსზე…
მზის ქალაქში დიდი თავყრილობა მოეწყო…
თრობისა და სიმღერის ზეიმი.
ყველა ქალაქიდან ჩამოვიდნენ სტუმრები… დიდძალი ხალხი შეიკრიბა.
ფაროსის ძირძველ მოსახლე ჩიტი, kuaui, გალეწილი დაბანცალებდა ჩამოსულთა შორის.

ჩემი მეუღლე სიცხიანი სახლში დავტოვე… user.gif
ოჯახის მეგობრებთან ერთად გავეშურე ზეიმზე, სადაც ნაცნობები უფრო მეტი იყო ვიდრე ხალხი.
სულ გადამიყოლა ოჯახმა… ვეღარ ვნახულობ მეგობრებს. (gigi.gif)

ჩემი მეგობარი ქურუმშა მზექალა და მისი მეუღლე გაიოზი ხალხში მართლაც მზეებივით ანათებდნენ. ყველა იმაზე ლაპარაკობს, თუ როგორ გვანან ერთმანეთს…
ნამდვილად ღირსეული წყვილია.

სიმღერისა და თრობის ზეიმზე ბევრმა სტუმარმა გამოიჩინა თავი…
ზოგმა თრობაში, ზოგმა სიმღერაში… ზოგმა…


/აქ აღმოჩენილი პერგამენტი წყდება. და უცნობია თუ რა ეწერა დიდი ფაროსელის დღიურში ფაროსელთა თამაშობებისა თუ გართობის შესახებ. მემატიანე/


მეც ბევრი ვიმღერე.
თრობაც ვცადე მაგრამ ერთი დოქი ფაროსული რქანათელას დალევის შემდეგ მივხვდი რომ სამელი არ მეკიდებოდა და თავი დავანებე სმას. თანაც ბავშვისთვის, რომელსაც მუცლით ვატარებ, არამგონია ფრიად სასარგებლო იყოს ფაროსული რქანათელა… baby.gif

ამიტომ ისევ სიმღერას მივყავი ხელი…

ბოლოს, როცა დავრწმუნდი რომ ირგვლივ ხალხი ერთმანეთს ვეღარ სცნობდა და თვით მზექალასაც აერია თავისი ქმარი ოჯახის მეგობარ ვარდოში, ხოლო შემდეგ უკვე ვარდო აერია ასევე თავისი ოჯახის მეგობარ პაოლაში. ხოლო ქურუმის მეუღლე გაიოზმა ერთ-ერთ დიად ფაროსელსდუფარესტას დაავლო ხელი (გაურკვეველი მიზნებისთვის biggrin.gif ), რაზეც მზექალას საყვარელი – საწყალი ტაჩილა გადაირია და ეგრევე შეეყარა შავ ჭირთან გატოლებული ფაროსული სენი Grooze, აი მანდ მივხვდი რომ ოოო…

სანამ მეც წამცდებოდა ხელი ერთ ფაროსელ ბიჭუნა დროჩკაზე, სასწრაფოდ თავი მოვუყარე ჩემი ოჯახის ყველა ახლობელ-მეგობარს.
ვფიქრობდი ჩემს აპარტამენტებში წამეყვენა ფაროსის რჩეული შვილები და ჩემი საყვარელი მეუღლე გამეხარებინა მათი სტუმრობით.

ერთ საათიანი სჯა-ბაასისა და ბჭობის შედეგად, გადავწყვიტეთ, დაგვექირავებინა ორი ფაროსული ეტლი და დაგვეყოლიებინა მეეტლენი 5 ფაროსულ ლირად გადავეყვანეთ A პუნქტიდან (a.k.a ზოოპარკოსი) B პუნქტში (a.k.a თემქოპოლისი).
მთელი ჩემი მომხიბვლელობის გამოყენება დამჭირდა პირველი მეეტლის შესაბმელად, ხოლო მეორე მეეტლე მზექალამ (თურმე) მხოლოდ იმიტომ ვერ მოხიბლა, რომ გაიოზი მოულოდნელად ჩაერია სიტუაციაში და მეეტლემაც უკმაყოფილოდ დაუფასა მზექალას 6 ფაროსული ლირა…

ამ სავალალო ფაქტის გამო მზექალას შეეყარა ფაროსული სენი Grooze და დიდხანს, დიდხანს ითრგუნებოდა, ხომ არ დავბერდიო… თუმცა მერე თავი დაიმშვიდა, გაიოზის გამოჩენამ დააფრთხო ის მეეტლე ნამდვილადო, შეჭამა მორიგი დიდი ულუფა ნაყინისა, თანაც საკუთარ თავს შეჰპირდა, ხვალიდან გადავდივარ დიეტაზეო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა არწმუნებდა, არ გჭირდება შენ დიეტა, გაიოზს პუტკუნა ქალები მოსწონსო (gigi.gif).

ფაროსის ღრუბლიდან მზემ ისევ გამოანათა.

ბოლოს და ბოლოს მივედით ჩემს აპარტამენტებში და ჩემმა მეუღლე სპაიდერმა ფრიად იბედნიერა.
მან სასოებითა და სიხარულით წარმოთქვა: “სასტიკ ღვთაება Busy Server-ს ვმადლობ, რომ ასეთი ბედნიერება მაღირსა. ახლა ვხედავ, რომ თუკი სპაიდერი ვერ მიდის ფაროსელებთან, ფაროსელები მიდიან სპაიდერთან“-ო
და იმ საღამოს მთელი ფაროსის რჩეული მოსახლეობა ჩვენს ოჯახში პოსტავ… კხმ… კი არადა… იმყოფებოდა.

ფაროსელმა ვარდომ და კიდევ უფრო ფაროსელმა პოლინამ ნატიფი მოძრაობით ფოტოფირებზე აღბეჭდეს ფაროსელთა ჩვენსას სტუმრობა…
მე როგორც ჭეშმარიტი ფაროსელი დიასახლისი სახლში მისვლისთანავე ქურუმთ მიერ დადგენილ საიდუმლო პერგამენტებს ჩავუღრმავდი…
ზოგ ხელნაწერს ხმამაღლა და გამოთქმით ვკითხულობდი, რათა ჭეშმარიტი საიდუმლო ცოდნისთვის მეზიარებინა ჩემი რჩეული ფაროსელი სტუმრები… givi.gif

ასე ჩაიარა ამ დღემაც ფაროსზე…
იმედია ხვალინდელი უკეთესი იქნება…
დიდება სასტიკ ღვთაება Busy Server-ს. დაე, შეგვინდოს ჩვენი ცოდვები…

პკ პკ და კისსები თქვენ!!!
კი არა და…

მშვიდობა გქონოდეთ ოჯახში… user.gif

/აქ დიდი ფაროსელის დღიური ისევ წყდება. უახლეს არქეოლოგიურ აღმოჩენებს თანდათანობით მოგაწოდებთ. მემატიანე/

ფაროსი

2 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.