შთაგონება: პოსტზე
წარმოვიდგინე რომ ბოლო წამია.
ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური დასასრული. ეს არის ადამიანის გონის გაუჩინარება.
წამით ადრე არსებობს სიცოცხლე, სითბო, რომელიც მოძრაობს და საკუთარი თავისგან საოცრებას ქმნის.
და წამის შემდეგ არსებობს მხოლოდ შავი ხვრელი, არაფერი, სიცარიელე, სიცივე.
უილ სმიტის ახალი ფილმი გამახსენდა. იქ მხოლოდ ადამიანების ნაწილი დაიღუპება, მაგრამ ცივილიზაცია არსებობს. გარესამყარო არსებობს. სუპერმარკეტები და კინოთეატრები არსებობს. და ეს არ არის გონის სიკვდილი. ეს უბრალოდ ახალი რაღაცის დასაწყისია. კაცობრიობას შანსი ეძლევა რომ თავიდან დაიწყოს. კიდევ ერთხელ სცადოს.
შავი ხვრელი კი საშინელებაა. იმდენად საშინელი საშინელება, რომ სისხლი მეყინება შიშისგან.
ანუ ნადგურდება ყველა ადამიანის ფიზიკური სხეული, მთელი ბუნება, ადამიანის ხელით შექმნილი უზარმაზარი მეგაპოლისები და ცივილიზაცია. წლების განმავლობაში ნაფერები და ნალოლიავები ცოდნა, გამოცდილება, ტექნოლოგია.
უფრო მარტივად რომ ავხსნა ნადგურდება ის კომპიუტერული სერვერი სადაც ეს ბლოგია განთავსებული და მეც აღარ ვარ, ან ვარ, მაგრამ შავ ხვრელში ვარ.
და თუნდაც სხვა გალაქტიკიდან მოვიდეს ვინმე ჩვენი საცოდავი გალაქტიკის გამოსაკვლევად, იფიქრებს, რომ აქ არასდროს არაფერი ყოფილა.
და ვერავინ გაიგებს, როგორ იშრომა კაცობრიობამ ათასობით წლის განმავლობაში.
ეს ყველაფერი წავა ”არსად” და სიცოცხლის არსებობა დასაბამითგან უმიზნო გახდება.
რა საჭიროა ადამიანის არსებობა თუ შავ ხვრელში უნდა ჩაინთქას ბოლოს?
სანამ ვარსებობ, ვმადლობ ძალას, რომელიც მასულდგმულებს იმისთვის, რომ ხვალ მზე ისევ ამოვა…
თუკი ამოვა…






{ 1 trackback }
{ 0 comments… add one now }