გ. ასათიანის ჩანახატი (ალბათ)


ყველაფერი ძველდება მზისქვეშეთში, ცვდება, იფიტება, მტვრად და ფერფლად უბრუნდება მარადისობის წიაღს.

ათასი ბაბილონის გოდოლი ჩამოაქცია ჟამთა სიავემ.

ათასი გოროზი გულის ძახილი შეერია დიდ უდაბნოთა დაუსაბამო მდუმარებას.

უდაბურდებიან სემირამიდას ბაღებიც…

ვინ იცის რამდენ ამპარტავან სულის ზვაობას მოეღო ბოლო, რამდენი ამაო ზრახვა ჩაჰყვათ სამუდამო ძილში ბედისა და სახელის თავზე ხელაღებულ მაძიებლებს?

ინავლება სიყვარულიც…

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბროწეულის ლორთქო ფესვები კადნიერად გაჰკვეთენ ქვიან ბალავარს და სარკოფაგის ათასწლოვან სიგრილიდან კვლავ ამოგიზგიზდება “ვით ბაზმა გაუქრობელი”, – ჩვილი, უმწეო, სამარადისო ხმა:

“ძევახ, სიცოცხლეო ჩემო!”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.