გამოვჰელოუინდი

ნერვებს უკვე აღარ ვიშლი!

47 კაცი მეწერა სიაში… და 47-ივეს ცალცალკე (ინდივიდუალურად :D) ვუგზავნიდი პმ-ს და ვეხვეწებოდი რომ წამოსულიყვნენ… ზოგს შეყვარებულმა გაუტრაკა, ზოგს მამამ, ზოგს სამსახურის უფროსმა, ზოგს ხელფასი არ ჩაურიცხეს, ზოგი ტელეფონს არ იღებს, ზოგი უბრალოდ ცუდ ხასიათზეა და ჩვენთვის არ სცხელა, ზოგმა დაგვიკიდა და ზოგიც დავიკიდეთ…

ასეა თუ ისეა, 22 გარანტირებული სტუმარი გვეყოლება ჰელოუინზე და 22 გარანტირებული სიხარული იქნება ”ვინო ვერიტასში” 31 ოქტომბერს. არავითარი პრობლემა არ არსებობს, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, გარდა იმისა, რომ ჯენის ინტერნეტი გათიშული აქვს და მე კიდევ ვმუშაობ იმ კვირაში 6 საათამდე ყოველდღე და არ ვიცი, როგორ მოვახერხებ ყველაფრის ყიდვას :cry: იმ ხალხის იმედი მაქვს, ვინც შემპირდა მოხმარებას… პოლსკი, ვამპირია, ლილიანი, ბაირამდუდუკი და თაკა :user:

ა, ხო… კიდე რამოდენიმე კაცის მაგივრად ბილეთის ფული უნდა დავდო :D

მაგრამ ეგ არაფერი… იმედი მაქვს არ გადამაგდებენ :D

——-

დღეს ძაან მომინდა დამეწერა რაღაც ჭკუის დამრიგებელი პოსტი, მაგრამ გადავიფიქრე…

აზრი არ აქვს…

არსებობს სიტუაციები, როდესაც ადამიანს ვერაფერს შეაგნებინებ და ვერაფერს ხვდებიან სანამ ცხვირს არ წაიმტვრევენ თავისით…

ეგეთებთან აზრი არ აქვს ლაპარაკს… არც რამის გაზიარებას.

ხოდა ვჩუმდები. არ მიყვარს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა.

უბრალოდ… ხანდახან გული მტკივა ადამიანებზე, რომლებიც არ მკიდია…

იმედია ეს მათაც ესმით…

——-

ერთი გოგოა და რაღაცეები მოხდა… ბოლო 2-3 დღე სულ მაგაზე ვფიქრობდი…

აქამდე არ ვიცნობდი და რაღაც ორიოდე ფრაზის გაცვლის შემდეგ… :user:

სად ეტევა ამდენი სიხალასე, გულწრფელობა და ბავშვურობა?

OMG! :friend:

მიყვარს ეს შეგრძნება…

ადამიანში მზეს რომ აღმოვაჩენ და აააააააა

და მერე იმ ადამიანებს რომ ვხედავ ერთი ტონით აწეული brightness-ია მათ გარშემო…

და background-ი blur-ში…

:love:

——-

დღეს ჩემი პირველი გოგრა გამოვჭერი :jump: შიგ სანთელიც ჩავდე და…

ძაან ლამაზი გამოვიდა!

6 Comments

  1. ახლა სურათებს დავქეექავ და წავივარჯიშებ გონებრივად, რომ არ შევრცხვეთ ხუთშაბათს :))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.