ბლოგის მონეტარიზაცია

უკვე ერთ წელზე მეტია რაც ბლოგს აწარმოებ და ჯერ ამ საქმიანობიდან ერთი ცენტიც არ მიგიღია? მაშ ეს პოსტი უნდა წაიკითხო.

უცხოურ ბლოგებზე იმის გარდა არაფერი იწერება, თუ როგორ შემოსავლებს იღებენ პოპულარული ბლოგერები.

მას შემდეგ რაც გადაწყვეტ, რომ არცთუ უსაფუძვლოდ გაქვს პრეტენზია ბლოგიდან მიღებულ შემოსავლებზე, აუცილებელია მოძებნო შუამავალი რეკლამის განმთავსებელსა და შენს შორის.

ასეთი შუამავლები ბევრია, თუმცა ზოგან რეგისტრაცია დახურულია და მხოლოდ მიწვეული ბლოგერებისთვის არის გახსნილი. ჩვენ თავი დავანებოთ დახურული რეგისტრაციის მქონე სერვისებს და მივხედოთ გახსნილებს.

პირველი სერვისი, რომელიც რეკლამის განმთავსებლებთან შუამავლობას სთავაზობს ბლოგერების, გახლავთ – რომელიც მუშაობს შემდეგ პრინციპზე:

  1. დარეგისტრირდები საიტზე
  2. დაამატებ შენს ბლოგს
  3. დაელოდები სისტემაში ავტორიზაციას
  4. მეილზე მოგივა დავალებები
  5. რომლებიც უნდა შეასრულო, შენს ბლოგზე სტატიების დაწერის სახით.

სტატიებზე ანაზღაურება 1$-იდან იწყება და ადის 1000$-მდე. რაც დამოკიდებულია ისევ და ისევ დამკვეთის სოლიდურობაზე, ბლოგის პოპულარობაზე და რანკებზე.

მეორე შუამავალია BlogsVertise, რომელიც იგივე პოსტების წერის პრინციპზეა აგებული, როგორც პირველი. უნდა გამოჩნდეს დამკვეთი, რომელიც დაუკვეთავს პოსტს შენს ბლოგზე.

მესამე სერვისი, რომელიც ბლოგებზე მხოლოდ სპონსორის ლინკებს ათავსებს არის –.
აქ არ მოგეთხოვება პოსტის დაწერა, არამედ აუცილებელია პატარა პლაგინი დააყენო ან ვიჯეტი ჩასვა და შემდეგ სპონსორის ლინკები ავტომატურად გამოჩნდება საიტზე, როცა კი ისინი იარსებებს.

ქართულენოვანი ბლოგებისთვის ზემოთაღნიშნული სერვისები რამდენად მუშაობს ჯერ არ ვიცი, მაგრამ დანამდვილებით არის ცნობილი, რომ წარმატებით მუშაობს ევროპულ, აზიურ და ამერიკულ ბლოგებზე (ხოლო ჩვენ ევროპაში შევდივართ თუ აზიაში ისინი ალბათ თვითონ ადგენენ :D).

აჰ, მართალია, სიტყვა “პოპულარობა” და “რანკები” ვახსენე.

იმისთვის, რომ შენმა ბლოგმა შემოსავალი მოგიტანოს, პირველ რიგში პოპულარული ბლოგი უნდა გქონდეს. რა იგულისხმება პოპულარობაში? პოპულარობა ძირითადად გუგლის Page Rank-ით, Alexa Rank-ით და Technorati rank-ით განისაზღვრება.

შენი ბლოგის Page Rank-ის გაგება შეგიძლია აქედან: PR Checker.info

შენი ბლოგის Alexa Rank-ის გაგება შეგიძლია აქედან: Alexa.com

შენი ბლოგის Technorati Rank-ის გაგება შეგიძლია აქედან: Technorati.com

ამავე საიტებიდან შეგიძლია მიიღო უფასო ბლოგზე ჩასასმელი ვიჯეტები, რომლებიც ავტმატურად გამოითვლიან შენს Page Rank-ებს.

გახსოვდეს: რანკის ციფრი რაც უფრო მეტია მით უკეთესია Page Rank-ისთვის და Technorati Rank-ისთვის. ხოლო Alexa პირიქით ითვლის, ანუ რაც ცოტაა მით უკეთესია.

მე ყველა ზემოთ ნახსენები სერვისით ვსარგებლობ უკვე ერთი კვირაა და ველი პირველ შემოთავაზებებს, რომლებიც ჯერ არ ჩანს :) თუმცა ალბათ არა იმის გამო რომ ქართული ბლოგი მაქვს, არამედ შესაძლოა რანკები არ მოსწონთ… რეგისტრაციისას პატიოსნად მივუთითე საქართველო და რომ ბლოგი ქართულენოვანია. შესაბამისად ეტყობა აქვთ ქართული ბლოგების მხარდაჭერა :)

აქვე ჩემი ამწუთის რანკები:

Google PageRank Checker

Alexa:3,024,180


View blog authority

შენიშვნა: ლინკები შეიცავს რეფერალებს

38 thoughts on “ბლოგის მონეტარიზაცია”

  1. Text Link Ads – მსგავსი რამ მეც მაქვს, მაგრამ შემოსავალი 0.01 $ ბოლო 4 თვის განმავლობაში :D
    სტატიები არ მისინჯია და გავაკეთებ ახლლა. გაიხარე რომ იდეა მოგვაწოდე!

    1. რატომაც არა… შერეული ბლოგები აზიაშია ძალიან პოპულარული.
      ზოგ ბლოგზე შევდივარ და ტუტორიალებს და ზოგად რაღაცეებს ინგლისურად რომ ვკითხულობ მერე პირადი ჩანაწერები იეროგლიფებად მხვდება…

      მოსულა კი მოსულა :)

      ქართულად არ დაგიკვეთავენ ალბათ ინგლისურად… აზრზე არ ვარ…

  2. woooow!!! გუშინდელთან შედარებით ალექსას რანკი 24 ათასით გამეზარდა. ეს მას შემდეგ რაც რაღაც ტუტორიალი ვიპოვე ნეტში თუ როგორ უნდა გაზარდო ალექსა და 6 სტეპიდან მარტო ერთი შევასრულე

    ლოლ :D წავედი სხვებიც შევასრულო :D

    p.s. მერე იმის ტუტორიალსაც დავწერ როგორ გავზარდოთ ალექსა ^_^

    1. ეგ ნიშნავს რომ მსოფლიო საიტების რეიტინგშჳ ალექსას მიხედვით თოთხმეტმილიონშვიდასორმოცდაოთხიათასმერაღაცე ხარ :D

    1. ეგ ბლოგერ.ქომ-სა აქვს რანკი 9 და არა Fiction Realism-ს. ავტომატურად ბლოგერ.ქომ-ის რანკს გიჩვენებს რახან ბლოგსპოტის ბლოგია. ეტყობა ჯერ ვერ დაითვალა fiction realism-ის რანკი.

      აცალე ცოტა ხანი და მერე თავიდან სცადე.
      ან შეიძლება არა აქტიური ბლოგია და ვერ ითვლის…

  3. Sweet Baby Girl მოიცა კაცო , 4 ბლოგი მქვს :D ხოდა თითოეულის რანკი მილიონებშI ადის :D ფიქშონის გარდა. ხოდა რაღა ამის ვერ დათვალა ? :D :D მოკლეთ ვრაზდები ახლა და ვშლი ალექსას :D :D

    1. აბა მე რას მეჩხუბები ალექსას ეჩხუბე :D

      სადმე გადამისამართებული ხომ არ გაქვს?

  4. BlogsVertise – კურსში ხარ რომ გადახდა ხდება PAYPAL -ით? ნახე:

    “How will I Be Paid?

    Payments are made with paypal. You must have a paypal account in order to be paid for the service. Note: We’re sorry we do not mail checks or offer other forms of payment at this time.”

    გააქვს ანგარიში? მე არ მაქვს ჯერ :(

    LadyCrow – მომკლა მასეთმა ოცნებებმა :D :D :D

    ალესას ვეჩხუბე და დავსაჯე , ანუ წავშალე :D :D :P შეიძლება მართლა რამე იყო გაკეთებული :)

    1. კი მე მაქვს ჩვეულებრივად დარეგისტრირდები.

      ოღონდ ვერ გამოიტან ბანკიდან, პირდაპირ დახარჯავ ინტერნეტში მაგალითად.

      მე ეგეთი ექაუნთი მაქვს…

  5. ოკ :)
    მე შაბათ კვირას გავაკეთებ :)
    პირველი შეკვეთა უკვე მივიღე და 9$ გადაიხადეს :D (რა მდიდარი ვარ :D )

    ფულის გამოტანა შესაძლებელია მაგრამ ძალიან დიდ პროცენტს იტოვენენ 15 თუ 20 არ მახსოვს ზუსტად.

    1. ვააააააააააააა რომელ ბლოგზე გააკეთეე???

      მეც მინდა
      მე პეი პერ პოსტმა უარი მითხრა ქართUლი კონტენტი გაქვსო. დღეს მომწერეს მეილი :((((

  6. დამავიწყდა მიწერა. მეეჭვება ქართულ საიტებზე მოვიდეს შეკვეთები. ამიტომ უკეთესია თუ ინგლისურად ან რომელიმე სხვა საერთაშორისო ენაზე დაწერთ. შანსი უფრო დიდია.

    1. მაჩვენე აბა ის ბლოგი რომელზეც მიიღე შეკვეთა… და პოსტი რასაც დაწერ :))

      შენ თუ 9 დოლარს გადაგიხდიან მე მგონი მეც მომცემენ რაღაცას

      ჩემი რეფერალი ხარ :D

        1. უი ვნახე ხო…

          რა ვქნა გადავიდე ინგლისურად წერაზე? :spy:

          ახალ ბლოგს გავაკეთებ… :mo:

          1. ერთი ახალი ბლოგი გააკეთე და (თუ გინდა ბევრი ფიქრი რომ არ დაგჭირდეს ახალ პოსტებზე)იქაც ის პოსტე რასაც აქ წერ. უბრალოდ პოსტები თარგმნე :)

  7. marishka – მშვენიერი რეზულტატია :)
    მე მქონდა 14 მილიონ ნაღაცა :D წნევამ ლამის დამარტყა და წავშალე საერთოდ :D

  8. Pink Panthere და ბლოგ.გეს მონაცემები რატ მინდა მე ჩემი მაინტერესეეეეეეეეეეეებს ისეეე მართლა კაი შედეგი აქ აი ლავ ბლოგ.გე :D

  9. დღეს მეორე შეკვეთა მივიღე (10 $) მაგრამ ისეთ თემაზე საერთოდ აზრზე რომ არ ვარ :D ანუ კრედიტებზე :D

    1. რატომ და იმიტომ :D

      მეც გამეზარდა ამას წინათ კიდევ ერთი მილიონით: 1,107,568 მაქვს ახლა…

  10. “Do you link to Amazon in your blog posts? Our Amazon Associates integration makes linking easier, and can even earn you some money! Details here.”

    ეს დამაწერა დღეს ამაზონმა და აქვს აზრი რამეს გაკეთებას???
    და აუცილებლად ინგლისურად უნდა ვწერო???

    1. შენი ბლოგისთვის აზრი არ აქვს… ძალიან დიდი ტრაფიკი გჭირდება. :|

  11. სვითი როგორ დაგეკონტაქტო? შენი საკონტაქტო ვერსად ვერ ვნახე,ალბათ გულმოდგინედ ვერ ვეძებე მაგრამ ფაქტია…შენგან პატარა რჩევის მიღება მინდა და ჩემს იმეილზე ninasipra@yahoo.com შემეხმიანე თუ შეძლებ)

  12. 1. ბლოგებს , რომელთა PR 4-ია ან მეტი შეგვიძლია შევუკვეთოთ სტატიებიებთ პირს, რომელსაც შეუძლია
    2. შეგვიძლია სტატიები შევუკვეთოთ პირებს, რომლების მათ განათავსებებნ სტატიების უფასო კატალოგებში, რანგით 5
    3. კონტრაქტს დავუდებთ პირს, რომელიც მიხედავს ჩვენი საიტის PR-ს, უნდა იცოდეს ენები

Leave a Reply