როგორ ვწეროთ ქართულად ბლოგზე?

არ მეგონა კიდევ თუ იყო ვინმე დარჩენილი, ვისაც ბლოგზე ქართულად წერის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ გუშინ მომივიდა ასეთი შინაარსის იმეილი:

გამარჯობა, დღეს გადავწყვიტე ბლოგის გაკეთება, დავრეგისტრირდი www.blogger.com-ზე ჰოდა ამის დიდად არაფერი გამეგება :) პოსტებს ქართული შრიფტითაც ვერ ვწერ, ჰოდა მითხრეს სთხოვე დაგაკვალიანებსო :) აქამდე ხშირად მინახავს შენი ბლოგი, ვიცი, აქტიური ბლოგერი ხარ და იქნებ დამეხმაროოო, მადლობა წინასწარ.

მეც გადავწყვიტე უნივერსალური ტუტორიალი დამეწერა თუ როგორ შეიძლება ვწეროთ ბლოგზე ქართულად სხვადასხვა ბლოგინგ პლატფორმების შემთხვევაში.

Blogger.com | WordPress.com | Tumblr.com და სხვა

თუ თქვენ უფასო ბლოგინგ პლატფორმიდან რომელიმეს იყენებთ, მოგიწევთ თქვენს კომპიუტერზე ქართული ენის მხარდაჭერის გააქტიურება.

შედით ბმულზე: ქართული ენის მხარდაჭერის გააქტიურება

აირჩიეთ თქვენს კომპიუტერზე დაყენებული ოპერაციული სისტემა და ზედმიწევნით მიჰყევით ინსტრუქციას.

მას შემდეგ რაც კომპიუტერზე ქართული ენის მხარდაჭერას გაააქტიურებთ, ახალი პოსტის ტექსტურ ედიტორში Shift+Alt-ზე დაჭერით ინგლისური ენა გადაირთვება ქართულზე და პირიქით.

ქართული ენის მხარდაჭერის გააქტიურების შემდეგ ქართული შრიფტი შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ ბლოგზე წერისთვის, არამედ Facebook-ზეც და მთელს დანარჩენ ვებში.

WordPress.org

თუ თქვენ ვორდპრესის დასაინსტალირებელ ვერსიას იყენებთ, გირჩევთ გადმოწეროთ Plugin-ი სახელად GeoKBD რომელიც ჩვენივე თანამემამულის, Code.ge-ს ავტორის, იოსებ ძმანაშვილის დაწერილია.

ეს plugin-ი საშუალებას მოგცემთ, როგორც ტექსტურ ედიტორში გამოიყენოთ ქართული კლავიატურა, ისე მკითხველებსაც მისცეთ საშუალება ქართული შრიფტით დაგიტოვონ კომენტარები.

პატივი ეცით ქართულ ენას და თქვენი ბლოგების მკითხველების მხედველობას. აბა, წარმატებები :)
ქართული კალიგრაფია

15 Comments

  1. აუ რამდენი ხანია მინდა რომ ბლოგზე ქართული კლავიატურა მქონდეს კომენტარებისთვის, ხოდა მადლობ.. მაგრამ :შ კი გადმოვწერე ეს GEOkbd მაგრამ მერე სად ჩავსვა ბოლზე რაღაც ვერ გავიგე და შეგიძლია უფრო დაწვრილებით დაწერო? მადლობ :)

      1. უი ხო.. :შ და აბა რა უნდა გავაკეთო მარ რომ კომენტარების დაწერა ქართული შრიფტით შეეძლოთ ჩემს ბლოგზე? :? :შ

  2. კიდევ ერთი ვარიანტი, ყველაზე მეტად “საწვალებელი” მაგრამ მაინც. თუ თქვენს კომპიუტერთან არ ხართ, იქ კი ქართული კლავიატურა არ არის და უფასო ჰოსტზე ხართ, შეგიძლიათ შეხვიდეთ convert.ge-ზე იქ, აკრიფოთ პოსტი ლათინური ასოებით და გადაიყვანოთ ის ქართულში.

  3. სადღაც 2 წელი ვაკოპირებდი ფორუმებიდან ბლოგზე ტექსტებს : )) მერე მეღირსა ბედნიერება და ახლა მხოლოდ shift-alt-ზე დაწკაპუნებაღა მინდა :)

  4. ვერ გავიგე კარგათ, ანუ ბლოგზე პოსტები ქართულად როგორ დავწეროო? სვით შენ თუ ქართულად მოგწერა იმეილი მაშინ იქ როგორ ვერ წერს? :D

  5. :D აუუ იცი რა მინდა, აი გვერდები რომ კიდე პოსტებად იყოფოდეს , და ვერაფრით ვერ გავაკეთე :( და კომენტარის ჩართვა გვერდებზეე

    1. “გვერდები რომ პოსტებად იყოფოდეს” – ეს რას ნიშნავს?

  6. როგორ ავხსნა არ ვიცი .. აი მაგალითად ჩემს ბლოგში შედი და ნახე გვერდები რომ არის about
    GirL IMaGe >> italy< დროებითი
    აი ეს გვერდები რომ ცალკე პოსტებად იყოფოდეს როგორც მთავარშიააააა

    1. გვერდები პოსტებად არაფრით არ იყოფა,ვორდპრესშიც მასეა.
      კომენტარები კი მოყვება.მარტო შეგიძლია პოსტების ლინკები დადო მაგალითად.

  7. და ვისაც მაკი გვაქვს იმათ რა ვქნათ?! ფბ ზე არაფრით არ გამომდის ქართულად წერა, არადა ვოცნებობ კარგა ხანია :)

  8. კარგი გოგო ხარ, რომ არ დაიზარე და ჩამოწერე:)

    ერთ მეც დამეხmარეთ, რა:
    რადგან ჩემი ბლოგი სულ სხვა “პლანეტაზეა”, ქართულ ბლოგ.სივრცეში ინტეგრაციის გზები მასწავლეთ:)

    (blogroll.ge – ამ არ მიიღო თავის დროზე, თuმცა არც თავი შეიწუხეს შემდეგ დახმარებისთვის)

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.