აი, უბრალოდ, მეზარება წერა ბლოგისთვის. მოვდივარ სახლში ყოველ დღე დაღლილ-დაქანცული, არაფრის თავი აღარ მაქვს. ლეპტოპზე პაროლის აკრეფაც კი მეზარება. ეგრევე ვეგდები და ვიძინებ. კვირაში სამი დღე ლექციები მაქვს 7-დან 10-მდე. ლექციებისთვის დავალებები შესასრულებელი. სამსახურში – უამრავი საქმე და სტრესი.
ვეღარ ვიცლი იმის საკეთებლად რაც მიყვარს. ვყრი ნივთებს, რომლებიც ადრე სიხარულს მგვრიდა. ბოლო სამი-ოთხი თვის ჟურნალები წაუკითხავად მიწყვია კარადაში. ბლოგიც მივატოვე, არადა რამდენი იდეა მომდის ყოველ დღე. აზრი არა აქვს. ენერგიებს თავს ვერ ვუყრი.
It’s getting sad…
თუ არ მოუყრი თავისით არც მოეყრება და თუ ამდენ რამეს აკეთებ დაგეგმე დრო ისე რომ ბლოგისთვისაც დარჩეს დრო ყველანაირი “დაღლილი ვარ არ შემიძLია და ბლა ბლა ბლას გარეშე” : )
თუ გიყვარს გააკეთებ და თუ რაღაც რუტინული საქმეების გამო იმიზეზებ არ კეთებას არ გყვარებია : )_
როცა ის, რაც გიყვარს ხდება სამსახური, ფერადოვნებას კარგავს.
მეშახტეს ოქროც ეჯავრება… :/
very true
არადა დარწმუნებული ვარ ის დრო რაც შეგიძლია გამოიყვენო ბლოგისთვის მაგ დროს უაზროდ აქ ჯდომაში ატარებ (როგრც მე :/ ) უბრალოდ გეზარება რა :D
იხილე წინადადება ნომერი პირველი :))
იოგაში ივარჯიშე და ისწავლი ენერეგიების სწორად წარმართვას :)
იოგა საინტერესოა აშკარად :D გამოგადგება