აი, უბრალოდ…

აი, უბრალოდ, მეზარება წერა ბლოგისთვის. მოვდივარ სახლში ყოველ დღე დაღლილ-დაქანცული, არაფრის თავი აღარ მაქვს. ლეპტოპზე პაროლის აკრეფაც კი მეზარება. ეგრევე ვეგდები და ვიძინებ. კვირაში სამი დღე ლექციები მაქვს 7-დან 10-მდე. ლექციებისთვის დავალებები შესასრულებელი. სამსახურში – უამრავი საქმე და სტრესი.

ვეღარ ვიცლი იმის საკეთებლად რაც მიყვარს. ვყრი ნივთებს, რომლებიც ადრე სიხარულს მგვრიდა. ბოლო სამი-ოთხი თვის ჟურნალები წაუკითხავად მიწყვია კარადაში. ბლოგიც მივატოვე, არადა რამდენი იდეა მომდის ყოველ დღე. აზრი არა აქვს. ენერგიებს თავს ვერ ვუყრი.

It’s getting sad…

7 Comments

  1. თუ არ მოუყრი თავისით არც მოეყრება და თუ ამდენ რამეს აკეთებ დაგეგმე დრო ისე რომ ბლოგისთვისაც დარჩეს დრო ყველანაირი “დაღლილი ვარ არ შემიძLია და ბლა ბლა ბლას გარეშე” : )
    თუ გიყვარს გააკეთებ და თუ რაღაც რუტინული საქმეების გამო იმიზეზებ არ კეთებას არ გყვარებია : )_

    1. როცა ის, რაც გიყვარს ხდება სამსახური, ფერადოვნებას კარგავს.
      მეშახტეს ოქროც ეჯავრება… :/

  2. არადა დარწმუნებული ვარ ის დრო რაც შეგიძლია გამოიყვენო ბლოგისთვის მაგ დროს უაზროდ აქ ჯდომაში ატარებ (როგრც მე :/ ) უბრალოდ გეზარება რა :D

  3. იოგაში ივარჯიშე და ისწავლი ენერეგიების სწორად წარმართვას :)

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.