Эпоха Тьмы

დედაჩემს ვეჩხუბე და ბლოგი დავხურე.

წინა პოსტზე გაჭედა.

“ვიდეო კამერებს რომ დაეფიქსირებინე?”

“დაცვას რომ დაეჭირე?”

“ციხეში რომ ჩაგსვან?”

ლაშარელას კომენტარზე უფრო გაჭედა მგონი ვიდრე ჩემს პოსტზე. (გაგიხმეს ხელი, ლაშა!)

“სამსახურიდან რომ გამოგაგდონ ამის გულისთვის?”

ვერ გავაგებინე, რომ არაფერს არ ვიპარავდი, უბრალოდ უწყინარად ვერთობოდი.

აღარ მინდა. როდემდე უნდა ვუძლებდე ამას.

ვერავინ ვეღარ შემოვა ჩემი ზედამხედველობის გარეშე.

6 Comments

  1. მადლობა სვითი რომ შემომიშვი…

    გამიტყდა პოსტი რომ დალოქე…

  2. მინდა მივმართო სვითის დედას რომ საქართველოს ბანკს პირიქით ძალიან უყვარს კრიატიული და მხიარული თანამშრომლები. იქაც ჩვეულებრივი ხალხი მუშაობს :) ბანკი ეს უბრალოდ სახელია ასეთი თორე, ზოგჯერ არაყსაც კი ვსვამდი რედბულთან ერთად :))

    გუდვილი ვერაფერზე შემოგედავება. ნივთებს სადაც გინდა იქ გადააწყობ და გადმოაწყობ :))

    მარი, მე დავწერე რომ ‘გეი’ ვარ…. დედაჩემმაც წაიკითხა და ახლა შენ წადი და იქ მიმიკომენტარე რომ მართლაც ასეა :)) შური იძიე :))) დედაჩემიც კითხულობს :)

    მოვითხოვთ სვითის ცენზურის გარეშე :))) (მარა ლომი??? :))))) )

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.